საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრალდებულებმა დაზარალებული შებოჭეს და დაახრჩვეს, რის შემდეგაც ოჯახის კუთვნილ ნივთებს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ" - პროკურატურის განცხადება
"ბრალდებულებმა დაზარალებული შებოჭეს და დაახრჩვეს, რის შემდეგაც ოჯახის კუთვნილ ნივთებს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ" - პროკურატურის განცხადება

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ჯგუ­ფუ­რად ყა­ჩა­ღო­ბის და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი დ.პ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ 2019 წლის 5 ნო­ემ­ბერს, ბრალ­დე­ბუ­ლი სამ პირ­თან ერ­თად დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ არ­ბო­შიკ­ში, ყა­ჩა­ღო­ბის მიზ­ნით თავს და­ეს­ხა თ.ბ.-ს. თავ­დამ­სხმე­ლე­ბი და­ზა­რა­ლე­ბულ­ზე ძა­ლა­დო­ბით მის­გან ფულს და ოქ­როს ნივ­თებს ითხოვ­დნენ. თ.ბ.-ს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის შე­წყვე­ტი­სა და თან­ხის და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა იგი შე­ბო­ჭეს და და­ახ­რჩვეს, რის შემ­დე­გაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლი 7 900 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ოქ­როს ნივ­თებს, 3 100 ლარს და 1 600 ლა­რად ღი­რე­ბულ "ლე­ნო­ვოს’’ ფირ­მის ლეპ­ტოპს და­ე­უფლნენ და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

ვი­ნა­ი­დან დ.პ. მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მას ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლის "გ’’ ქვე­პუნ­ქტით, მე-2 ნა­წი­ლის "ე’’ ქვე­პუნ­ქტით, მე-3 ნა­წი­ლის "გ’’ და "ე’’ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, ან­გა­რე­ბით, არა­ერ­თგზის ) და 179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ’’ ქვე­პუნ­ქტით, მე-3 ნა­წი­ლის "ბ’’ და "გ’’ ქვე­პუნ­ქტით (ყა­ჩა­ღო­ბა ჯგუ­ფუ­რად, ბი­ნა­ში უკა­ნო­ნო შეღ­წე­ვით, დიდი ოდე­ნო­ბით ნივ­თის და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით) წა­რედ­გი­ნა, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და და მის მი­მართ გა­მო­ცხად­და ძებ­ნა.

წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი დ.პ. სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რის მო­თხოვ­ნით, საფ­რან­გეთ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს. მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა 2023 წლის 29 მარტს გან­ხორ­ცი­ელ­და.

„თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, 2020 წელს თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სას­მარ­თლომ ჯგუ­ფის სხვა წევ­რე­ბი დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ორ პირს 20-20 წლით, ხოლო ერთს 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“-ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!!!
3

ბოდიშს გიხდით თუ ვცდები, მაგრამ მე მგონი ეს ის საქმეა, "დამნაშავეთა" სიაში დავით ჯავახიშვილი რომ ფიგურირებს, რომელიც ამჟამად გლდანის ციხეში იხდის სასჯელს ამ ე.წ. მოსამართლეების "წყალობით", რადგან სასამართლო პროცესზე ადვოკატებს არც საკმარისი დრო მისცეს სალაპარაკოდ და არც მათი მოსმენით შეიწუხეს თავი, რადგან მოსამართლეები ტელეფონებში თავჩაქინდრულები თამაშობდნენ და ადვოკატების მოსასმენად არ ეცალათ. საქმე კი იმაშია, რომ დავით ჯავახიშვილი ამ დანაშაულში არ მონაწილეობდა, კამერებმა მისი იქ ყოფნა არ დააფიქსირა, მაგრამ ვიღაც არარაობა პოლიციის თანამშრომელმა მაღალჩინოსანმა მაინც მოახერხა მისი ამ საქმეში "ჩატენვა", რადგან ამით იყო დაინტერესებული, და მიზეზად დაასახელეს, რომ ამ პიროვნებებს თურმე იცნობდა და წინა დღეებში შეხვედრია. ვთხოვთ და მოვითხოვთ, სახალხო დამცველმა და ჟურნალისტებმა, იქნებ როგორმე მოიცალოთ და მოინახულოთ დავით ჯავახიშვილი და გამოკითხოთ ის და მისი ადვოკატი, რადგან ადამიანი, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია, ციხეში არ უნდა აყურყუტოთ 20 წელი!!!!!

იაგო
8

თქვენ უნდა ნახოთ ბათუმის მოსამართლეები რა არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. 100 პროცენტი მართალი რო იყო გაგაწამებენ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"ბრალდებულებმა დაზარალებული შებოჭეს და დაახრჩვეს, რის შემდეგაც ოჯახის კუთვნილ ნივთებს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ" - პროკურატურის განცხადება

"ბრალდებულებმა დაზარალებული შებოჭეს და დაახრჩვეს, რის შემდეგაც ოჯახის კუთვნილ ნივთებს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ" - პროკურატურის განცხადება

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ყაჩაღობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დ.პ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 5 ნოემბერს, ბრალდებული სამ პირთან ერთად დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში, ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხა თ.ბ.-ს. თავდამსხმელები დაზარალებულზე ძალადობით მისგან ფულს და ოქროს ნივთებს ითხოვდნენ. თ.ბ.-ს წინააღმდეგობის შეწყვეტისა და თანხის დაუფლების მიზნით ბრალდებულებმა იგი შებოჭეს და დაახრჩვეს, რის შემდეგაც დაზარალებულის ოჯახის კუთვნილი 7 900 ლარის ღირებულების ოქროს ნივთებს, 3 100 ლარს და 1 600 ლარად ღირებულ ,,ლენოვოს’’ ფირმის ლეპტოპს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ვინაიდან დ.პ. მიმალვაში იმყოფებოდა, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, ანგარებით, არაერთგზის ) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

წითელი ცირკულარით ძებნილი დ.პ. საქართველოს მხარის მოთხოვნით, საფრანგეთში სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი საქართველოში ექსტრადირება 2023 წლის 29 მარტს განხორციელდა.

„თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2020 წელს თელავის რაიონულმა სასმართლომ ჯგუფის სხვა წევრები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ორ პირს 20-20 წლით, ხოლო ერთს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.