ავტორი:

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს - ბერძნული მედია

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს - ბერძნული მედია

ბერძნული მედიის ცნობით, 20 დეკემბერს საბერძნეთის ქალაქ რეტიმინოს ცენტრალურ ნაწილში ირანის მოქალაქე დააყაჩაღეს. პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა საქართველოს 30 წლის მოქალაქე და საბერძნეთის 40 წლის მოქალაქე. მათ ირანელს, დანის მუქარით, 30 ევრო გასტაცეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დამნაშავეები მომხდარიდან მალევე დააკავეს. წყარო