მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სარეცხი და საწმენდი საშუალებით გამოწვეული ალერგია არის სერიოზული პრობლემა და მომართვიანობა ამ მიზეზით სულ უფრო იზრდება" - ალერგოლოგი ლალი ბუღაძე
"სარეცხი და საწმენდი საშუალებით გამოწვეული ალერგია არის სერიოზული პრობლემა და მომართვიანობა ამ მიზეზით სულ უფრო იზრდება" - ალერგოლოგი ლალი ბუღაძე

იცო­დით, რომ სა­რე­ცხი და საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ხში­რად ალერ­გი­ას იწ­ვე­ვენ? ეს სა­კი­თხი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია ალერ­გი­უ­ლი ანამ­ნე­ზის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. უხა­რის­ხო სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში შე­მა­ვა­ლი 25-მდე ნივ­თი­ე­რე­ბა იწ­ვევს ალერ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ის ისე­თი­ვე რის­კის­შემ­ცვე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, რო­გორც სხვა ალერ­გე­ნე­ბი.

მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, ექი­მი ალერ­გო­ლო­გი ლალი ბუ­ღა­ძე გან­მარ­ტავს, რომ ალერ­გი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, უხა­რის­ხო საწ­მენ­დი და სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ შე­საძ­ლოა პრო­ვო­ცი­რე­ბა გა­უ­კე­თოს დერ­მა­ტო­ლო­გი­ურ და ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებს.

რა ტი­პის რე­აქ­ცია შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს უხა­რის­ხო სა­რე­ცხი და საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ? რა­ტომ ხდე­ბა ეს?

უხა­რის­ხო საწ­მენ­დი და სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას. მათ შე­უძ­ლი­ათ გა­მო­იწ­ვი­ონ პრობ­ლე­მე­ბი ალერ­გი­ის სა­ხით, ასე­ვე შე­საძ­ლოა პრო­ვო­ცი­რე­ბა გა­უ­კე­თონ დერ­მა­ტო­ლო­გი­ურ და ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებს. უხა­რის­ხო სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლე­ბა­ში შე­მა­ვა­ლი ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მიერ აღიქ­მე­ბა რო­გორც საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი, რის შე­დე­გა­დაც იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა მათ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის ან­ტის­ხე­უ­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად ვი­თარ­დე­ბა ისე­თი რე­აქ­ცი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ალერ­გი­ულ-კონ­ტაქ­ტუ­რი დერ­მა­ტი­ტი, მწვა­ვე ჭინჭრის ცი­ე­ბა, კვინ­კეს ან­გი­ო­ნევ­რო­ზუ­ლი შე­შუ­პე­ბა, ხოლო იშ­ვი­ა­თად შემ­თხვე­ვა­ში ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სა­ში­ში იყოს სი­ცო­ცხლი­სათ­ვის.

სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ალერ­გია მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნებს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ, ვი­საც სხვა ტი­პის ალერ­გი­აც აწუ­ხებს თუ ნე­ბის­მი­ერს?

ალერ­გია სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე შე­საძ­ლოა გა­ნუ­ვი­თარ­დეს ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს მი­უ­ხე­და­ვად დატ­ვირ­თუ­ლი ალერ­გო ანამ­ნე­ზი­სა. ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ადა­მი­ა­ნი ალერ­გი­უ­ლია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია საწ­მენ­დი და სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი შე­ირ­ჩეს ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბით.

სა­რე­ცხ და საწ­მენდ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში შე­მა­ვა­ლი რო­მე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი იწ­ვე­ვენ ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ებს?

ყვე­ლა­ზე ხში­რად ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ებს იწ­ვე­ვენ სა­რე­ცხ და საწ­მენდ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში შე­მა­ვა­ლი შემ­დე­გი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი: ფორ­მალ­დე­ჰი­დე­ბი, ფოს­ფა­ტე­ბი, ნატ­რი­უ­მის სულ­ფა­ტი და სხვა, ჯამ­ში მათი რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 25-მდეა. გარ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­სა, მათ შე­უძ­ლი­ათ გა­მო­იწ­ვი­ონ სა­სუნ­თქი გზე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა.

რო­გორ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ ალერ­გია არ გა­მო­იწ­ვი­ოს?

პირ­ველ რიგ­ში, უნდა შე­ვა­მოწ­მოთ სა­რე­ცხ და საწ­მენდ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა. ასე­ვე, უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ შე­ფუთ­ვა­ზე და­ტა­ნილ ნიშ­ნებს - რამ­დე­ნად და­მოწ­მე­ბუ­ლია სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და გავ­ლი­ლი აქვს თუ არა დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა; აქვს თუ არა მი­თი­თე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია პრო­დუქ­ტის ალერ­გი­უ­ლო­ბის შე­სა­ხებ. სა­სურ­ვე­ლია პრო­დუქ­ცია დამ­ზა­დე­ბუ­ლი იყოს გა­ნახ­ლე­ბა­დი ნედ­ლე­უ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე. ასე­ვე, იყოს ვე­გა­ნუ­რი და არ შე­ი­ცავ­დეს ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტებს. ერთ-ერთი სიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქტს გა­მო­ხა­ტავს არის ECO LABEL. ასე­თი სიმ­ბო­ლო­თი ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მია GRUNE KRAFT-ის პრო­დუქ­ცია. ის სა­რე­ცხი და საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი, 55-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის FIT GMBH-ის ეკო ხა­ზია. ბრენ­დის არ­ცერ­თი პრო­დუქ­ტი შე­ი­ცავს მავ­ნე ქი­მი­კა­ტებს; წარ­მო­ე­ბუ­ლია მხო­ლოდ მცე­ნა­რე­უ­ლი წარ­მო­შო­ბის ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის­გან; ყვე­ლა მათ­გა­ნი ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლია და შე­ი­ცავს მხო­ლოდ და მხო­ლოდ დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რად ტეს­ტი­რე­ბულ ფორ­მუ­ლებს.

რო­გორ ხდე­ბა სა­რე­ცხი და საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ალერ­გი­ის მკურ­ნა­ლო­ბა? რამ­დე­ნად ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია ეს?

სა­რე­ცხი და საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ალერ­გი­ის მკურ­ნა­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რისხსა და და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ალერ­გი­ის კუ­პი­რე­ბა დრო­უ­ლად არ მოხ­დე­ბა, შე­საძ­ლოა მოხ­დეს და­ა­ვა­დე­ბის გაქ­რო­ნი­კუ­ლე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დეს კვი­რე­ბი­სა და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

რო­გორც ჩანს, და­ა­ვა­დე­ბა საკ­მა­ოდ მწვა­ვეა. რამ­დე­ნად ხში­რია ამ პრობ­ლე­მით მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა?

სა­რე­ცხი და საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ალერ­გია არის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა და მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ამ მი­ზე­ზით სულ უფრო იზ­რდე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ ყო­ველ­დღი­უ­რი სა­რე­ცხი და საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რათა თა­ვი­დან ავი­რი­დოთ მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
0

მე შევიძინე, კარფურში იყო ფასდაკლებით და მომეწონა. ერთი ეგაა რომ ჭურჭლის ჟელე ძალიან ძვირია ჩვენთვის და ვერ იყიდი თვეში სამ ოთხ ბოთლს 

ეკა
8

რა სასაცილო ექიმია სხვა არაფერი აქვს სათქმელი? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"სარეცხი და საწმენდი საშუალებით გამოწვეული ალერგია არის სერიოზული პრობლემა და მომართვიანობა ამ მიზეზით სულ უფრო იზრდება" - ალერგოლოგი ლალი ბუღაძე

"სარეცხი და საწმენდი საშუალებით გამოწვეული ალერგია არის სერიოზული პრობლემა და მომართვიანობა ამ მიზეზით სულ უფრო იზრდება" - ალერგოლოგი ლალი ბუღაძე

იცოდით, რომ სარეცხი და საწმენდი საშუალებები ხშირად ალერგიას იწვევენ? ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ალერგიული ანამნეზის მქონე ადამიანებისთვის. უხარისხო სარეცხ საშუალებებში შემავალი 25-მდე ნივთიერება იწვევს ალერგიის განვითარებას. შესაბამისად, ის ისეთივე რისკისშემცველი შეიძლება იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორც სხვა ალერგენები.

მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ექიმი ალერგოლოგი ლალი ბუღაძე განმარტავს, რომ ალერგიის პარალელურად, უხარისხო საწმენდი და სარეცხი საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა პროვოცირება გაუკეთოს დერმატოლოგიურ და ონკოლოგიურ დაავადებებს.

რა ტიპის რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს უხარისხო სარეცხი და საწმენდი საშუალებების გამოყენებამ? რატომ ხდება ეს?

უხარისხო საწმენდი და სარეცხი საშუალებების გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ პრობლემები ალერგიის სახით, ასევე შესაძლოა პროვოცირება გაუკეთონ დერმატოლოგიურ და ონკოლოგიურ დაავადებებს. უხარისხო სარეცხ საშუალებაში შემავალი ქიმიური დანამატები იმუნური სისტემის მიერ აღიქმება როგორც საფრთხისშემცველი, რის შედეგადაც იმუნური სისტემა მათ საწინააღმდეგოდ გამოიმუშავებს სხვადასხვა ჯგუფის ანტისხეულებს. შესაბამისად ვითარდება ისეთი რეაქციები, როგორიცაა: ალერგიულ-კონტაქტური დერმატიტი, მწვავე ჭინჭრის ციება, კვინკეს ანგიონევროზული შეშუპება, ხოლო იშვიათად შემთხვევაში ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლისათვის.

სარეცხ საშუალებებზე ალერგია მხოლოდ იმ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ, ვისაც სხვა ტიპის ალერგიაც აწუხებს თუ ნებისმიერს?

ალერგია სარეცხ საშუალებებზე შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს მიუხედავად დატვირთული ალერგო ანამნეზისა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ალერგიულია, აუცილებელია საწმენდი და სარეცხი საშუალებები შეირჩეს ძალიან დიდი ყურადღებით.

სარეცხ და საწმენდ საშუალებებში შემავალი რომელი ნივთიერებები იწვევენ ალერგიულ რეაქციებს?

ყველაზე ხშირად ალერგიულ რეაქციებს იწვევენ სარეცხ და საწმენდ საშუალებებში შემავალი შემდეგი მავნე ნივთიერებები: ფორმალდეჰიდები, ფოსფატები, ნატრიუმის სულფატი და სხვა, ჯამში მათი რაოდენობა დაახლოებით 25-მდეა. გარდა ზემოხსენებული დაზიანებებისა, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ სასუნთქი გზების სერიოზული დაზიანება.

როგორ უნდა შევარჩიოთ სარეცხი საშუალებები, რომ ალერგია არ გამოიწვიოს?

პირველ რიგში, უნდა შევამოწმოთ სარეცხ და საწმენდ საშუალებებში მავნე ნივთიერებების არსებობა. ასევე, უნდა დავაკვირდეთ შეფუთვაზე დატანილ ნიშნებს - რამდენად დამოწმებულია სტანდარტების შესაბამისად და გავლილი აქვს თუ არა დერმატოლოგიური ტესტირება; აქვს თუ არა მითითებული ინფორმაცია პროდუქტის ალერგიულობის შესახებ. სასურველია პროდუქცია დამზადებული იყოს განახლებადი ნედლეულის საფუძველზე. ასევე, იყოს ვეგანური და არ შეიცავდეს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს. ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს გამოხატავს არის ECO LABEL. ასეთი სიმბოლოთი ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია GRUNE KRAFT-ის პროდუქცია. ის სარეცხი და საწმენდი საშუალებების მწარმოებელი, 55-წლიანი ისტორიის მქონე გერმანული კომპანიის FIT GMBH-ის ეკო ხაზია. ბრენდის არცერთი პროდუქტი შეიცავს მავნე ქიმიკატებს; წარმოებულია მხოლოდ მცენარეული წარმოშობის ინგრედიენტებისგან; ყველა მათგანი ანტიალერგიულია და შეიცავს მხოლოდ და მხოლოდ დერმატოლოგიურად ტესტირებულ ფორმულებს.

როგორ ხდება სარეცხი და საწმენდი საშუალებებით გამოწვეული ალერგიის მკურნალობა? რამდენად ხანგრძლივი პროცესია ეს?

სარეცხი და საწმენდი საშუალებებით გამოწვეული ალერგიის მკურნალობა დამოკიდებულია დაზიანების ხარისხსა და დაავადების მიმდინარეობაზე. იმ შემთხვევაში თუ ალერგიის კუპირება დროულად არ მოხდება, შესაძლოა მოხდეს დაავადების გაქრონიკულება და მკურნალობის პროცესი გაგრძელდეს კვირებისა და თვეების განმავლობაში.

როგორც ჩანს, დაავადება საკმაოდ მწვავეა. რამდენად ხშირია ამ პრობლემით მომართვიანობა?

სარეცხი და საწმენდი საშუალებით გამოწვეული ალერგია არის სერიოზული პრობლემა და მომართვიანობა ამ მიზეზით სულ უფრო იზრდება. აუცილებელია სწორად შევარჩიოთ ყოველდღიური სარეცხი და საწმენდი საშუალებები, რათა თავიდან ავირიდოთ მისგან გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები.

R