Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლიოზის ადრეული ნიშნები ბავშვებში და მკურნალობის მეთოდები - ინტერვიუ ხერხემლის ქირურგ ტრისტან ნიშნიანიძესთან
სკოლიოზის ადრეული ნიშნები ბავშვებში და მკურნალობის მეთოდები - ინტერვიუ ხერხემლის ქირურგ ტრისტან ნიშნიანიძესთან

ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებ­ში ხერ­ხემ­ლის პა­თო­ლო­გი­ებს შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სკო­ლი­ო­ზია, რომ­ლის ად­რე­უ­ლი ნიშ­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბით და­ა­ვა­დე­ბა აღარ პროგ­რე­სი­რებს, თუმ­ცა გარ­თუ­ლე­ბულ ფორ­მებს შე­საძ­ლოა, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაც დას­ჭირ­დეს.

რა არის სკო­ლი­ო­ზის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი? – ხერ­ხემ­ლის ქი­რურ­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ტრის­ტან ნიშ­ნი­ა­ნი­ძე, რო­მე­ლიც „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ გუნდს შე­უ­ერ­თდა, გან­მარ­ტავს, რომ პა­თო­ლო­გი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი დად­გე­ნი­ლი არ არის. და­ა­ვა­დე­ბის დრო­უ­ლად მკურ­ნა­ლო­ბი­სა და 100%-იანი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად პე­რი­ო­დუ­ლი სკრი­ნინ­გი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

რო­გორ ვლინ­დე­ბა სკო­ლი­ო­ზი, მკურ­ნა­ლო­ბის რა მე­თო­დე­ბი არ­სე­ბობს, რო­დის ხდე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა სა­ჭი­რო და სხვა დე­ტა­ლებ­ზე ხერ­ხემ­ლის ქი­რურ­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ტრის­ტან ნიშ­ნი­ა­ნი­ძე სა­უბ­რობს:

· ხერ­ხემ­ლის რა და­ა­ვა­დე­ბე­ბია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბავ­შვებ­ში და რა ასაკ­ში ხდე­ბა მათი გა­მოვ­ლე­ნა?

პე­დი­ატ­რი­ულ ასაკ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ხერ­ხემ­ლის სკო­ლი­ო­ზი და კი­ფო­ზი. ხერ­ხემ­ლის სკო­ლი­ო­ზი სხვა­დას­ხვა ტი­პი­სა და გე­ნე­ზი­საა. გა­ნას­ხვა­ვე­ბენ სინ­დრო­მულ სკო­ლი­ოზს, ე.წ თან­და­ყო­ლილ სკო­ლი­ოზ­სა და იდი­ო­პა­თი­უ­რი სკო­ლი­ოზს. იდი­ო­პა­თი­უ­რი სკო­ლი­ო­ზი ყვე­ლა­ზე ხში­რია და 80% შემ­თხვე­ვებ­ში ვლინ­დე­ბა.

იდი­ო­პა­თი­უ­რი სკო­ლი­ო­ზი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შემ­დეგ­ნა­ი­რად არის და­ყო­ფი­ლი: ინ­ფან­ტი­ლუ­რი იდი­ო­პა­თი­უ­რი სკო­ლი­ო­ზი 0-დან 3 წლამ­დე, ივე­ნი­ლურ-იდი­ო­პა­თი­უ­რი სკო­ლი­ო­ზი 3-დან 9 წლამ­დე და მო­ზარ­დთა იდი­ო­პა­თი­უ­რი სკო­ლი­ო­ზი 10-დან 16-17 წლამ­დე.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ იდი­ო­პა­თი­უ­რი სკო­ლი­ო­ზის გავ­რცე­ლე­ბა მო­ზარ­დებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 4%-ს შე­ად­გენს. სი­ტყვა იდი­ო­პა­თი­უ­რი კი ნიშ­ნავს „მი­ზეზს გა­რე­შე“ ანუ მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი კლა­სი­კურ მე­დი­ცი­ნას ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვს დად­გე­ნი­ლი.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, სკო­ლი­ო­ზი გო­გო­ნებ­ში უფრო გავ­რცე­ლე­ბუ­ლია: 6 გო­გო­ნა­ზე 1 ბიჭი მო­დის, თუმ­ცა ამი­სი მი­ზე­ზიც და­უდ­გე­ნე­ლია.

· შე­იძ­ლე­ბა თუ არა სკო­ლი­ო­ზი წი­ნას­წა­რი გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი?

წი­ნას­წა­რი გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა არ­სე­ბობს. სკო­ლი­ო­ზის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი და­ახ­ლო­ე­ბით 15-17%-ია იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პირ­ვე­ლი ხა­ზის ნა­თე­სა­ვებს (დე­დას მა­მას, ბე­ბი­ას, ბა­ბუ­ას და სხვა) აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ ეს და­ა­ვა­დე­ბა.

· სკო­ლი­ო­ზის გან­ვი­თა­რე­ბას მშობ­ლე­ბი ხან­და­ხან მძი­მე სას­კო­ლო ჩან­თებს ან მჯდო­მა­რე ცხოვ­რე­ბის წესს უკავ­ში­რე­ბენ ხოლ­მე. სა­ინ­ტე­რე­სოა, მარ­თლაც შე­იძ­ლე­ბა თუ არა გახ­დეს ეს აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­თო­ლო­გი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი?

რე­ა­ლურ სკო­ლი­ოზ­თან ამას კავ­ში­რი არ აქვს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს პოს­ტუ­რა­ლურ სკო­ლი­ოზ­თან ან ტან­დე­გო­ბის დარ­ღვე­ვას­თან. პოს­ტუ­რა­ლუ­რი სკო­ლი­ო­ზი კუნ­თის სი­სუს­ტით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ ეს არ არის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა, მისი მკურ­ნა­ლო­ბაც საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია.

რომ შე­ვა­ჯა­მოთ, იდი­ო­პა­თი­უ­რი სკო­ლი­ო­ზი ანუ ხერ­ხემ­ლის გა­დახ­რა ფონ­ტა­ლურ სიბ­რტყე­ში 10 და მეტი გრა­დუ­სით, ვერ იქ­ნე­ბა ვერც მძი­მე ჩან­თით და ვერც მჯდო­მა­რე ცხოვ­რე­ბის წე­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი.

· რა შე­იძ­ლე­ბა იყოს იდი­ო­პა­თი­უ­რი სკო­ლი­ო­ზის ად­რე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი?

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ყვე­ლა­ზე ხში­რად 10-17 წლის ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში ვლინ­დე­ბა. პუ­ბერ­ტა­ტულ პე­რი­ოდ­ში, გო­გო­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 12-13 წლის ასაკ­ში, ხოლო ბი­ჭებ­ში - 13-14 წლის ასაკ­ში უკვე და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი ჩნდე­ბა.

სკო­ლი­ო­ზის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი: ასი­მეტ­რი­უ­ლი მხრე­ბი და ბე­ჭის ძვლე­ბი და ზურ­გის ასი­მეტ­რი­უ­ლი ნა­ო­ჭე­ბი.

არ­სე­ბობს შე­მოწ­მე­ბის მარ­ტი­ვი მე­თო­დი, რო­მელ­საც გა­დახ­რის ხერ­ხი ეწო­დე­ბა: პა­ცი­ენ­ტი წინ უნდა გა­და­ხა­რო, და­აკ­ვირ­დე ზურგს და თუ შე­ამ­ჩნევ, რომ ხერ­ხე­მა­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლოდ არის გამ­რუ­დე­ბუ­ლი და გვხვდე­ბა მა­ლე­ბის რო­ტა­ცია, მა­შინ საქ­მე რე­ა­ლურ სკო­ლი­ოზ­თან გვაქვს.

მა­ლე­ბის რო­ტა­ცი­ის გამო, ნეკ­ნე­ბის ერთი ჯგუ­ფი ზედა მარ­ჯვე­ნა მხა­რეს მცი­რე­დით წა­მო­წე­უ­ლია ხოლ­მე, რაც სკო­ლი­ო­ზის და­სა­წყი­სის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ნი­შა­ნია. შემ­დეგ ტარ­დე­ბა რენტგე­ნი, ის­მე­ბა დი­აგ­ნო­ზი და ინიშ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა.

· სკო­ლი­ო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა­ში რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ად­რე­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კას და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის გარ­და რა მე­თო­დე­ბი არ­სე­ბობს?

და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად ად­რე­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ხერ­ხემ­ლის 10 გრა­დუ­სამ­დე გა­დახ­რა ნორ­მაა, ამ დროს პა­თო­ლო­გი­ას­თან არ გვაქვს საქ­მე. თუ პა­ცი­ენტს ასი­მეტ­რია აღე­ნიშ­ნე­ბა, ეს და­ა­ვა­დე­ბად არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, მაგ­რამ თუ 10-დან 25 გრა­დუ­სამ­დე გა­დახ­რას­თან გვაქვს საქ­მე, ეს უკვე სკო­ლი­ო­ზის სა­წყი­სი ფორ­მაა და პა­ცი­ენტს დაკ­ვირ­ვე­ბა, ვარ­ჯი­ში და მა­სა­ჟი სჭირ­დე­ბა.

- რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­რე­ულ ეტაპ­ზე დი­აგ­ნოს­ტი­კა?

მა­გა­ლი­თად, თუ აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ პა­ცი­ენტს 25-გრა­დუ­სი­ა­ნი დე­ფორ­მა­ცია აქვს, მა­შინ­ვე და­ვი­წყებთ კორ­სე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას, რო­მე­ლიც 70%-იანი ეფექ­ტუ­რო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა და და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბას უშ­ლის ხელს ანუ ხერ­ხე­მა­ლი რჩე­ბა იმ პო­ზი­ცი­ა­ში, რა პო­ზი­ცი­ა­შიც და­ვი­წყეთ მისი მკურ­ნა­ლო­ბა.

ეს არის სკო­ლი­ო­ზის არა­ო­პე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი­კა და ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვა. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის დროს 6 თვე­ში ერთხელ რენტგე­ნით გა­და­მოწ­მდეს პა­ცი­ენ­ტის სტა­ტუ­სი, რად­გან შე­დე­გის და­ნახ­ვა მხო­ლოდ ამ გზით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. აგ­რძე­ლებს თუ არა ხერ­ხე­მა­ლი გა­დახ­რას ან შე­ჩერ­და თუ არა სკო­ლი­ო­ზის პროგ­რე­სი­რე­ბა, თვა­ლის­თვის უხი­ლა­ვია.

· სა­ინ­ტე­რე­სოა, რა შემ­თხვე­ვა­ში დგე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა?

თუ კორ­სე­ტის ტა­რე­ბამ შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო, ესე იგი, აგ­რე­სი­ულ ფორ­მას­თან გვაქვს საქ­მე. ბავ­შვებს გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდ­ში აქ­სე­ლე­რა­ცი­ი­სა და დე­აქ­სე­ლე­რა­ცი­ის ფა­ზე­ბი აქვთ. აქ­სე­ლე­რა­ცი­ის ფაზა ნიშ­ნავს სი­მაღ­ლე­ში ზრდის პე­რი­ოდს, ხოლო დე­აქ­სე­ლე­რა­ცია ნიშ­ნავს ზრდის დას­რუ­ლე­ბას, რაც 14-15 წლის ასაკ­ში ხდე­ბა. დე­აქ­სე­ლე­რა­ცი­ის ფა­ზა­ში უკვე რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რად ვნა­ხუ­ლობთ, რომ ზრდა დას­რუ­ლე­ბუ­ლია და ხერ­ხემ­ლის კი­დევ უფრო გა­დახ­რის რის­კე­ბიც აღარ არ­სე­ბობს, თუმ­ცა როცა აქ­სე­ლე­რა­ცი­ის მა­ღალ ფა­ზა­ში ხერ­ხემ­ლის გა­დახ­რა უკვე და­ახ­ლო­ე­ბით 45 გრა­დუსს სცდე­ბა, მა­შინ სხვა გზა აღარ რჩე­ბა და ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია უნდა ჩა­ტარ­დეს.

თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბით, ოპე­რა­ცია 45 გრა­დუს­ზე მა­ღა­ლი გა­დახ­რის შემ­თხვე­ვა­ში ტარ­დე­ბა. ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი კი რო­გორც წესი, 12-13-14 წე­ლია და ქი­რურ­გი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით იდე­ა­ლურ ასა­კად მი­იჩ­ნე­ვა. ამ დროს ხერ­ხე­მა­ლი მოქ­ნი­ლია და ჩვენ მიერ ჩა­ტა­რე­ბულ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას ად­ვი­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ასეთ დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რად იდე­ა­ლურ შე­დეგს გა­მო­ი­ღებს და ხერ­ხე­მა­ლიც სრუ­ლად გას­წორ­დე­ბა.

ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა 30-40 წლის ასაკ­შიც, მაგ­რამ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ხერ­ხე­მა­ლი უფრო მყი­ფე ხდე­ბა, აღარ არის ელას­ტი­კუ­რი და ქი­რურ­გის მხრი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კის ფლო­ბა­სა და უფრო ტრავ­მულ ჩა­რე­ვას მო­ი­თხოვს.

· რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შემ­დეგ ხერ­ხე­მა­ლი სრუ­ლად სწორ­დე­ბა და სკო­ლი­ო­ზის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­კურ­ნე­ბუ­ლია პა­ცი­ენ­ტი?

სწორ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში დრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ შე­დე­გად ვი­ღებთ სრულ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას და სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა და ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­საშ­ვე­ბია.

· ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის რა მე­თო­დე­ბი არ­სე­ბობს და კონ­კრე­ტუ­ლად „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ რო­მე­ლი მათ­გა­ნია ხელ­მი­საწ­ვდო­მი?

ზო­გა­დად, სკო­ლი­ო­ზის ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ორი მე­თო­დი არ­სე­ბობს: უკა­ნა მიდ­გო­მა და წინა მიდ­გო­მა. უკა­ნა მიდ­გო­მა არის ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დი, რაც გუ­ლის­ხმობს ხერ­ხე­მალ­ში იმპლან­ტე­ბის, ჭან­ჭი­კე­ბის ჩა­მა­ტე­ბას, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სწორ­დე­ბა ის. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ოპე­რა­ცია ტარ­დე­ბა ნე­ი­რო­მო­ნი­ტო­რინ­გის სა­შუ­ა­ლე­ბით, რად­გან ამ ოპე­რა­ცი­ებს გარ­კვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი ახ­ლავს და მათ შო­რის ერთ-ერთი სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბა არის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბა, ნევ­რო­ლო­გი­უ­რია.

ჩვენ­თან სწო­რედ ეს მე­თო­დი არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი და დრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 100%-იანი შე­დე­გით ხა­სი­ათ­დე­ბა.

· გარ­და იმი­სა, რომ სკო­ლი­ო­ზი ვი­ზუ­ა­ლუ­რად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი, რა რის­კე­ბი ახ­ლავს მას?

სკო­ლი­ო­ზი გა­მო­ხა­ტუ­ლია ვი­ზუ­ა­ლუ­რად, რა­საც მო­ზარ­დე­ბი საკ­მა­ოდ სენ­სი­ტი­უ­რად აღიქ­ვა­მენ და მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­მნათ. პა­თო­ლო­გი­ამ იშ­ვი­ა­თად შე­იძ­ლე­ბა ახა­სი­ა­თებ­დეს ტკი­ვი­ლი, იზ­რდე­ბა დე­გე­ნე­რა­ცი­ულ-დის­ტრო­ფი­უ­ლი გა­დაგ­ვა­რე­ბე­ბის რის­კი ანუ ხერ­ხე­მალ­ში და­ბე­რე­ბის პრო­ცე­სი უფრო დიდი სის­წრა­ფით მიმ­დი­ნა­რე­ობს, შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს დის­კე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, თუმ­ცა ამ შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბებ­ზე წი­ნას­წარ სა­უ­ბა­რი რთუ­ლია.

თუ პა­ცი­ენტს დრო­უ­ლად არ ჩა­უ­ტარ­და მკურ­ნა­ლო­ბა და ხერ­ხე­მა­ლი 70-80-100 გრა­დუს­ზე გა­და­ი­ხა­რა, მა­შინ უკვე სი­ცო­ცხლეს ექ­მნე­ბა საფრ­თხე. მა­ღა­ლი გა­დახ­რის შემ­თხვე­ვა­ში ირ­ღვე­ვა ფილ­ტვე­ბის ფუნ­ქცია, რაც პრობ­ლე­მებს უქ­მნის გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მას, იწყე­ბა ძლი­ე­რი წე­ლის ტკი­ვი­ლე­ბი, შე­იძ­ლე­ბა პა­ცი­ენტს და­ე­წყოს ნევ­რო­ლო­გი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, ამი­ტომ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ამ დროს უკვე სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

· ახ­ლავს თუ არა სირ­თუ­ლე­ე­ბი ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას?

ხერ­ხემ­ლის ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ი­დან მე­ო­რე დღეს პა­ცი­ენ­ტი იწყებს სი­ა­რულს, 5 დღე­ში გა­ე­წე­რე­ბა კლი­ნი­კი­დან და 3 კვი­რა­ში შეძ­ლებს და­უბ­რუნ­დეს თა­ვის ცხოვ­რე­ბა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბას. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ხერ­ხე­მალ­ში მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, „ჩა­ხორ­ცე­ბა“მაქ­სი­მუმ 6-8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დეგ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა უკვე და­საშ­ვე­ბია, რად­გან ხერ­ხე­მა­ლი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია და იდე­ა­ლუ­რი ფორ­მა აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

· შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სკო­ლი­ო­ზის პრე­ვენ­ცია?

რად­გა­ნაც სკო­ლი­ო­ზის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მი­ზე­ზე­ბი არ ვი­ცით, ამი­ტომ პრე­ვენ­ცი­ა­ზეც რთუ­ლია სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა ბავ­შვი ორ­თო­პე­დი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ჰარ­მო­ნი­უ­ლად უნდა იყოს იმ სპორ­ტში, რო­მე­ლიც მას მოს­წონს. იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუ მას სკო­ლი­ო­ზი აქვს, ექი­მის კონ­ტრო­ლის ქვეშ შე­უძ­ლია გა­აგ­რძე­ლოს ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა.

R

ჯონსონ და ჯონსონი
2

ექიმები ოპოზიციონერ

პოლიტიკოსებს დაემსგავსნენ.ისინი პარტიიდან პარტიაში,ესენი კლინიკიდან კლინიკაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

სკოლიოზის ადრეული ნიშნები ბავშვებში და მკურნალობის მეთოდები - ინტერვიუ ხერხემლის ქირურგ ტრისტან ნიშნიანიძესთან

სკოლიოზის ადრეული ნიშნები ბავშვებში და მკურნალობის მეთოდები - ინტერვიუ ხერხემლის ქირურგ ტრისტან ნიშნიანიძესთან

ბავშვებსა და მოზარდებში ხერხემლის პათოლოგიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სკოლიოზია, რომლის ადრეული ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, სწორი მკურნალობით დაავადება აღარ პროგრესირებს, თუმცა გართულებულ ფორმებს შესაძლოა, ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს.

რა არის სკოლიოზის გამომწვევი მიზეზი? – ხერხემლის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ტრისტან ნიშნიანიძე, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსის“ გუნდს შეუერთდა, განმარტავს, რომ პათოლოგიის გამომწვევი მიზეზები დადგენილი არ არის. დაავადების დროულად მკურნალობისა და 100%-იანი შედეგის მისაღებად პერიოდული სკრინინგი უმნიშვნელოვანესია.

როგორ ვლინდება სკოლიოზი, მკურნალობის რა მეთოდები არსებობს, როდის ხდება ქირურგიული ჩარევა საჭირო და სხვა დეტალებზე ხერხემლის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ტრისტან ნიშნიანიძე საუბრობს:

· ხერხემლის რა დაავადებებია გავრცელებული ბავშვებში და რა ასაკში ხდება მათი გამოვლენა?

პედიატრიულ ასაკში ყველაზე მეტად გავრცელებულია ხერხემლის სკოლიოზი და კიფოზი. ხერხემლის სკოლიოზი სხვადასხვა ტიპისა და გენეზისაა. განასხვავებენ სინდრომულ სკოლიოზს, ე.წ თანდაყოლილ სკოლიოზსა და იდიოპათიური სკოლიოზს. იდიოპათიური სკოლიოზი ყველაზე ხშირია და 80% შემთხვევებში ვლინდება.

იდიოპათიური სკოლიოზი ასაკობრივი ჯგუფებიდან გამომდინარე შემდეგნაირად არის დაყოფილი: ინფანტილური იდიოპათიური სკოლიოზი 0-დან 3 წლამდე, ივენილურ-იდიოპათიური სკოლიოზი 3-დან 9 წლამდე და მოზარდთა იდიოპათიური სკოლიოზი 10-დან 16-17 წლამდე.

უნდა აღინიშნოს, რომ იდიოპათიური სკოლიოზის გავრცელება მოზარდებში დაახლოებით 4%-ს შეადგენს. სიტყვა იდიოპათიური კი ნიშნავს „მიზეზს გარეშე“ ანუ მისი გამომწვევი მიზეზი კლასიკურ მედიცინას ჯერჯერობით არ აქვს დადგენილი.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სკოლიოზი გოგონებში უფრო გავრცელებულია: 6 გოგონაზე 1 ბიჭი მოდის, თუმცა ამისი მიზეზიც დაუდგენელია.

· შეიძლება თუ არა სკოლიოზი წინასწარი გენეტიკური განწყობით იყოს გამოწვეული?

წინასწარი გენეტიკური განწყობა არსებობს. სკოლიოზის განვითარების რისკი დაახლოებით 15-17%-ია იმ შემთხვევაში, თუ პირველი ხაზის ნათესავებს (დედას მამას, ბებიას, ბაბუას და სხვა) აღენიშნებოდათ ეს დაავადება.

· სკოლიოზის განვითარებას მშობლები ხანდახან მძიმე სასკოლო ჩანთებს ან მჯდომარე ცხოვრების წესს უკავშირებენ ხოლმე. საინტერესოა, მართლაც შეიძლება თუ არა გახდეს ეს აღნიშნული პათოლოგიის გამომწვევი მიზეზი?

რეალურ სკოლიოზთან ამას კავშირი არ აქვს. აღნიშნული ფაქტორები შეიძლება დაკავშირებული იყოს პოსტურალურ სკოლიოზთან ან ტანდეგობის დარღვევასთან. პოსტურალური სკოლიოზი კუნთის სისუსტით არის გამოწვეული, მაგრამ ეს არ არის სერიოზული პრობლემა, მისი მკურნალობაც საკმაოდ მარტივია.

რომ შევაჯამოთ, იდიოპათიური სკოლიოზი ანუ ხერხემლის გადახრა ფონტალურ სიბრტყეში 10 და მეტი გრადუსით, ვერ იქნება ვერც მძიმე ჩანთით და ვერც მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული.

· რა შეიძლება იყოს იდიოპათიური სკოლიოზის ადრეული ნიშნები?

აღნიშნული დაავადება ყველაზე ხშირად 10-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვლინდება. პუბერტატულ პერიოდში, გოგონების შემთხვევაში 12-13 წლის ასაკში, ხოლო ბიჭებში - 13-14 წლის ასაკში უკვე დაავადების პირველი ნიშნები ჩნდება.

სკოლიოზის პირველი ნიშნები: ასიმეტრიული მხრები და ბეჭის ძვლები და ზურგის ასიმეტრიული ნაოჭები.

არსებობს შემოწმების მარტივი მეთოდი, რომელსაც გადახრის ხერხი ეწოდება: პაციენტი წინ უნდა გადახარო, დააკვირდე ზურგს და თუ შეამჩნევ, რომ ხერხემალი უმნიშვნელოდ არის გამრუდებული და გვხვდება მალების როტაცია, მაშინ საქმე რეალურ სკოლიოზთან გვაქვს.

მალების როტაციის გამო, ნეკნების ერთი ჯგუფი ზედა მარჯვენა მხარეს მცირედით წამოწეულია ხოლმე, რაც სკოლიოზის დასაწყისის ერთ-ერთი პირველი ნიშანია. შემდეგ ტარდება რენტგენი, ისმება დიაგნოზი და ინიშნება შესაბამისი მკურნალობა.

· სკოლიოზის მკურნალობაში რა მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკას და ქირურგიული ჩარევის გარდა რა მეთოდები არსებობს?

დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად ადრეულ დიაგნოსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხერხემლის 10 გრადუსამდე გადახრა ნორმაა, ამ დროს პათოლოგიასთან არ გვაქვს საქმე. თუ პაციენტს ასიმეტრია აღენიშნება, ეს დაავადებად არ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ თუ 10-დან 25 გრადუსამდე გადახრასთან გვაქვს საქმე, ეს უკვე სკოლიოზის საწყისი ფორმაა და პაციენტს დაკვირვება, ვარჯიში და მასაჟი სჭირდება.

- რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკა?

მაგალითად, თუ აღმოვაჩენთ, რომ პაციენტს 25-გრადუსიანი დეფორმაცია აქვს, მაშინვე დავიწყებთ კორსეტის გამოყენებას, რომელიც 70%-იანი ეფექტურობით ხასიათდება და დაავადების პროგრესირებას უშლის ხელს ანუ ხერხემალი რჩება იმ პოზიციაში, რა პოზიციაშიც დავიწყეთ მისი მკურნალობა.

ეს არის სკოლიოზის არაოპერაციული მკურნალობის მეთოდიკა და ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეკომენდებულია, კონსერვატიული მკურნალობის დროს 6 თვეში ერთხელ რენტგენით გადამოწმდეს პაციენტის სტატუსი, რადგან შედეგის დანახვა მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი. აგრძელებს თუ არა ხერხემალი გადახრას ან შეჩერდა თუ არა სკოლიოზის პროგრესირება, თვალისთვის უხილავია.

· საინტერესოა, რა შემთხვევაში დგება ქირურგიული ჩარევის საჭიროება?

თუ კორსეტის ტარებამ შედეგი არ გამოიღო, ესე იგი, აგრესიულ ფორმასთან გვაქვს საქმე. ბავშვებს გარდატეხის პერიოდში აქსელერაციისა და დეაქსელერაციის ფაზები აქვთ. აქსელერაციის ფაზა ნიშნავს სიმაღლეში ზრდის პერიოდს, ხოლო დეაქსელერაცია ნიშნავს ზრდის დასრულებას, რაც 14-15 წლის ასაკში ხდება. დეაქსელერაციის ფაზაში უკვე რენტგენოლოგიურად ვნახულობთ, რომ ზრდა დასრულებულია და ხერხემლის კიდევ უფრო გადახრის რისკებიც აღარ არსებობს, თუმცა როცა აქსელერაციის მაღალ ფაზაში ხერხემლის გადახრა უკვე დაახლოებით 45 გრადუსს სცდება, მაშინ სხვა გზა აღარ რჩება და ქირურგიული ოპერაცია უნდა ჩატარდეს.

თანამედროვე მიდგომებით, ოპერაცია 45 გრადუსზე მაღალი გადახრის შემთხვევაში ტარდება. ასაკობრივი ჯგუფი კი როგორც წესი, 12-13-14 წელია და ქირურგიული თვალსაზრისით იდეალურ ასაკად მიიჩნევა. ამ დროს ხერხემალი მოქნილია და ჩვენ მიერ ჩატარებულ მანიპულაციას ადვილად ექვემდებარება. ასეთ დროს ჩატარებული ოპერაცია აბსოლუტურად იდეალურ შედეგს გამოიღებს და ხერხემალიც სრულად გასწორდება.

ქირურგიული ოპერაციის ჩატარება შეიძლება 30-40 წლის ასაკშიც, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ხერხემალი უფრო მყიფე ხდება, აღარ არის ელასტიკური და ქირურგის მხრიდან განსაკუთრებული ტექნიკის ფლობასა და უფრო ტრავმულ ჩარევას მოითხოვს.

· როგორც აღნიშნეთ, ქირურგიული ჩარევის შემდეგ ხერხემალი სრულად სწორდება და სკოლიოზისგან აბსოლუტურად განკურნებულია პაციენტი?

სწორ ასაკობრივ ჯგუფში დროულად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ შედეგად ვიღებთ სრულ გამოჯანმრთელებას და სპორტული აქტივობა და ფიზიკური დატვირთვა აბსოლუტურად დასაშვებია.

· ქირურგიული ჩარევის რა მეთოდები არსებობს და კონკრეტულად „ნიუ ჰოსპიტალსში“ რომელი მათგანია ხელმისაწვდომი?

ზოგადად, სკოლიოზის ქირურგიული მკურნალობის ორი მეთოდი არსებობს: უკანა მიდგომა და წინა მიდგომა. უკანა მიდგომა არის ტრადიციული მეთოდი, რაც გულისხმობს ხერხემალში იმპლანტების, ჭანჭიკების ჩამატებას, რისი საშუალებითაც სწორდება ის. ამ შემთხვევაში, ოპერაცია ტარდება ნეირომონიტორინგის საშუალებით, რადგან ამ ოპერაციებს გარკვეული გართულებები ახლავს და მათ შორის ერთ-ერთი საშიში გართულება არის ნევროლოგიური გართულება, ნევროლოგიურია.

ჩვენთან სწორედ ეს მეთოდი არის ხელმისაწვდომი და დროულად ჩატარების შემთხვევაში, 100%-იანი შედეგით ხასიათდება.

· გარდა იმისა, რომ სკოლიოზი ვიზუალურად არის გამოხატული, რა რისკები ახლავს მას?

სკოლიოზი გამოხატულია ვიზუალურად, რასაც მოზარდები საკმაოდ სენსიტიურად აღიქვამენ და მენტალური პრობლემებიც შეიძლება შეექმნათ. პათოლოგიამ იშვიათად შეიძლება ახასიათებდეს ტკივილი, იზრდება დეგენერაციულ-დისტროფიული გადაგვარებების რისკი ანუ ხერხემალში დაბერების პროცესი უფრო დიდი სისწრაფით მიმდინარეობს, შეიძლება მოხდეს დისკების დაზიანება, თუმცა ამ შესაძლო გართულებებზე წინასწარ საუბარი რთულია.

თუ პაციენტს დროულად არ ჩაუტარდა მკურნალობა და ხერხემალი 70-80-100 გრადუსზე გადაიხარა, მაშინ უკვე სიცოცხლეს ექმნება საფრთხე. მაღალი გადახრის შემთხვევაში ირღვევა ფილტვების ფუნქცია, რაც პრობლემებს უქმნის გულსისხლძარღვთა სისტემას, იწყება ძლიერი წელის ტკივილები, შეიძლება პაციენტს დაეწყოს ნევროლოგიური გართულებები, ამიტომ ქირურგიული ჩარევა ამ დროს უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

· ახლავს თუ არა სირთულეები ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას?

ხერხემლის ქირურგიული ოპერაციიდან მეორე დღეს პაციენტი იწყებს სიარულს, 5 დღეში გაეწერება კლინიკიდან და 3 კვირაში შეძლებს დაუბრუნდეს თავის ცხოვრებასა და საქმიანობას. ოპერაციის შემდეგ ხერხემალში მარტივად რომ ვთქვათ, „ჩახორცება“მაქსიმუმ 6-8 თვის განმავლობაში გრძელდება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ ფიზიკური აქტივობა უკვე დასაშვებია, რადგან ხერხემალი ჩამოყალიბებულია და იდეალური ფორმა აქვს მიღებული.

· შესაძლებელია თუ არა სკოლიოზის პრევენცია?

რადგანაც სკოლიოზის ჩამოყალიბების მიზეზები არ ვიცით, ამიტომ პრევენციაზეც რთულია საუბარი, თუმცა ბავშვი ორთოპედიული თვალსაზრისით ჰარმონიულად უნდა იყოს იმ სპორტში, რომელიც მას მოსწონს. იმ შემთხვევაშიც, თუ მას სკოლიოზი აქვს, ექიმის კონტროლის ქვეშ შეუძლია გააგრძელოს ფიზიკური აქტივობა.

R

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"