პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2024 წლიდან SilkSport არხები ახალი კონტენტით განახლდება
2024 წლიდან SilkSport არხები ახალი კონტენტით განახლდება

სილ­ქნე­ტი „სილქ“არ­ხებ­ზე სპორ­ტულ და კინო კონ­ტენტს გა­ნა­ახ­ლებს. 2024 წლი­დან მომ­ხმა­რებ­ლის­თვის უფრო მე­ტად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა პრე­მი­უმ მატ­ჩე­ბი, ქარ­თველ სპორ­ტსმენ­თა ას­პა­რე­ზო­ბე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბებ­ში, ფეხ­ბურ­თის, კა­ლათ­ბურ­თის, რაგ­ბის, ხელ­ბურ­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი, აზი­ის, აფ­რი­კის, ამე­რი­კის ტოპ კონ­ტი­ნენ­ტუ­რი სა­ნაკ­რე­ბო თა­მა­შე­ბი. ამას­თან, „სილქ“ არ­ხებ­ზე სხვა­დას­ხვა ჟან­რის კინო-ფილ­მე­ბი იქ­ნე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი.

სა­ტე­ლე­ვი­ზიო კონ­ტენ­ტის გა­ნახ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და სილ­ქნე­ტი­სა და კომ­პა­ნია „სპორტ ჯორ­ჯი­ას“ პარტნი­ო­რო­ბით, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს SilkTV-ის არ­ხე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და სა­რეკ­ლა­მო გა­ყიდ­ვებს. მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ ცენ­ტრ „რეს­პუბ­ლი­კა­ში“ ხელი მო­ე­წე­რა მნიშ­ვნე­ლო­ვან ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მებს : ქარ­თუ­ლი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ას­თან, გამა მუშ­ტი-კრი­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კი­ბერ სპორ­ტის ფე­დე­რა­ცი­ებ­თან. პარტნი­ო­რო­ბა მო­ი­ცავს „სილქ სპორტ“ არ­ხებ­ზე, მათ მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ტრანსლი­რე­ბას, რაც ხელს შე­უ­წყობს ქარ­თუ­ლი სპორ­ტის და სპორ­ტსმე­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

სილ­ქნეტ­მა მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს გა­აც­ნო სი­ახ­ლე­ე­ბი, 2024 წლის პირ­და­პირ ტრანსლა­ცი­ებ­ზე, ჩვე­ნე­ბის ექ­სკლუ­ზი­ურ უფ­ლე­ბებ­ზე, ასე­ვე იმ ახალ კონ­ტრაქ­ტებ­ზე, რო­მე­ლიც ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის, ლა ლი­გის და „რაგ­ბი14“ ჩვე­ნე­ბებს შე­ე­ხე­ბა:

  • ფეხ­ბურ­თი - „სილქ უნი­ვერ­სა­ლი“, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ახა­ლი კონ­ტრაქ­ტით, პრე­მი­უმ მატ­ჩე­ბის ტრანსლი­რე­ბას და­ი­წყებს; გა­ფორმ­და 5 წლი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ეს­პა­ნე­თის ლა ლი­გას­თან. ეს იქ­ნე­ბა ბარ­სე­ლო­ნა­სა და რე­ა­ლის თა­მა­შე­ბი, ექ­სკლუ­ზი­უ­რად მხო­ლოდ SilkTV -ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის. სი­ახ­ლეა აზი­ის სა­ნაკ­რე­ბო ჩემ­პი­ო­ნა­ტის, ევ­რო­პის და სამ­ხრეთ ამე­რი­კის ყვე­ლა შე­სარ­ჩევ თა­მა­შის ტრანსლი­რე­ბა „სილქ“ არ­ხებ­ზე.
  • კა­ლათ­ბურ­თი - კომ­პა­ნი­ამ გა­აგ­რძე­ლა NBA-ს კონ­ტრაქ­ტი, რომ­ლის ექ­სკლუ­ზივს სილქ სპორტ არ­ხებ­ზე (SilkSport2) გა­დას­ცემს. 3 წლით გა­ხან­გრძლივ­და ევ­რო­ლი­გის და ეს­პა­ნე­თის ლი­გის ტრანსლი­რე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბი.
  • რაგ­ბი -სპორტ არ­ხებს შე­ე­მა­ტე­ბა „შვიდ­კა­ცა“ და ინ­გლი­სის ჩემ­პი­ო­ნა­ტი. ასე­ვე, საფ­რან­გე­თის რაგ­ბი ტოპ 14, სა­დაც ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი ას­პა­რე­ზო­ბენ. იგეგ­მე­ბა რა­მო­დე­ნი­მე სხვა ტურ­ნი­რის უფ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბაც.
  • ხელ­ბურ­თი - იან­ვრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იას­პა­რე­ზებს და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­ლებს უქო­მა­გოს გუნდს - „სილქ უნი­ვერ­სალ­ზე“. სპორ­ტის გულ­შე­მატ­კივ­რებს და­ა­ინ­ტე­რე­სებთ ასე­ვე გერ­მა­ნი­ის და ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი თა­მა­შო­ბენ;
  • ძი­უ­დო და ჭი­და­ო­ბა - SilkSport არ­ხებ­ზე ამ სა­ხე­ო­ბე­ბის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ტრანსლი­რე­ბა ექ­სკლუ­ზი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა. ამა­ვე არ­ხებ­ზე მა­ყუ­რე­ბე­ლი იხი­ლავს გამა მუშ­ტი-კრი­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კი­ბერ სპორ­ტის ფე­დე­რა­ცი­ე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ ჩემ­პი­ო­ნა­ტებს.
  • მო­ტო­ჯი­პი - სი­ახ­ლეა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის. მო­მა­ვა­ლი წლი­დან პირ­და­პირ ტრანსლა­ცი­ებს და­ეთ­მო­ბა“სილქ უნი­ვერ­სა­ლის“ ეთე­რი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სილ­ქნე­ტი ყვე­ლა­ზე მეტ სი­ახ­ლეს და მრა­ვალ­ფე­რო­ვან სპორ­ტულ პროგ­რა­მას „სილქ უნი­ვერ­სალ­ზე“ შე­თა­ვა­ზებს მა­ყუ­რე­ბელს, SilkTV-ის გარ­და, არხი ტრანსლი­რებს სა­კა­ბე­ლო და ციფ­რულ ქსელ­ში, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს უფრო ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ას უფა­სოდ ადევ­ნოს თვა­ლი: ტოპ ჩემ­პი­ო­ნა­ტებს, პრე­მი­უმ მატ­ჩებს, ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის გა­მოს­ვლებს. ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია ტრანსლი­რე­ბებს SilkGo-ს აპ­ლი­კა­ცი­ი­თაც უყუ­როს.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კობა
0

იტალია დაამატეთ

guruli
0

ინგლისის პრემიერლიგა, როგორაა საქმე!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

2024 წლიდან SilkSport არხები ახალი კონტენტით განახლდება

2024 წლიდან SilkSport არხები ახალი კონტენტით განახლდება

სილქნეტი „სილქ“არხებზე სპორტულ და კინო კონტენტს განაახლებს. 2024 წლიდან მომხმარებლისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება პრემიუმ მატჩები, ქართველ სპორტსმენთა ასპარეზობები სხვადასხვა სახეობებში, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ხელბურთის ჩემპიონატები, აზიის, აფრიკის, ამერიკის ტოპ კონტინენტური სანაკრებო თამაშები. ამასთან, „სილქ“ არხებზე სხვადასხვა ჟანრის კინო-ფილმები იქნება შეთავაზებული.

სატელევიზიო კონტენტის განახლება შესაძლებელი გახდა სილქნეტისა და კომპანია „სპორტ ჯორჯიას“ პარტნიორობით, რომელიც უზრუნველყოფს SilkTV-ის არხების პოპულარიზაციას და სარეკლამო გაყიდვებს. მულტიფუნქციურ ცენტრ „რესპუბლიკაში“ ხელი მოეწერა მნიშვნელოვან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს : ქართული საბრძოლო ხელოვნების ეროვნულ ფედერაციასთან, გამა მუშტი-კრივისა და საქართველოს კიბერ სპორტის ფედერაციებთან. პარტნიორობა მოიცავს „სილქ სპორტ“ არხებზე, მათ მიერ ჩატარებული ეროვნული ჩემპიონატების ტრანსლირებას, რაც ხელს შეუწყობს ქართული სპორტის და სპორტსმენების პოპულარიზაციას.

სილქნეტმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო სიახლეები, 2024 წლის პირდაპირ ტრანსლაციებზე, ჩვენების ექსკლუზიურ უფლებებზე, ასევე იმ ახალ კონტრაქტებზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის და „რაგბი14“ ჩვენებებს შეეხება:

  • ფეხბურთი - „სილქ უნივერსალი“, ჩემპიონთა ლიგის ახალი კონტრაქტით, პრემიუმ მატჩების ტრანსლირებას დაიწყებს; გაფორმდა 5 წლიანი ხელშეკრულება ესპანეთის ლა ლიგასთან. ეს იქნება ბარსელონასა და რეალის თამაშები, ექსკლუზიურად მხოლოდ SilkTV -ის მომხმარებლებისთვის. სიახლეა აზიის სანაკრებო ჩემპიონატის, ევროპის და სამხრეთ ამერიკის ყველა შესარჩევ თამაშის ტრანსლირება „სილქ“ არხებზე.
  • კალათბურთი - კომპანიამ გააგრძელა NBA-ს კონტრაქტი, რომლის ექსკლუზივს სილქ სპორტ არხებზე (SilkSport2) გადასცემს. 3 წლით გახანგრძლივდა ევროლიგის და ესპანეთის ლიგის ტრანსლირების ექსკლუზიური უფლებები.
  • რაგბი -სპორტ არხებს შეემატება „შვიდკაცა“ და ინგლისის ჩემპიონატი. ასევე, საფრანგეთის რაგბი ტოპ 14, სადაც ქართველი მორაგბეები ასპარეზობენ. იგეგმება რამოდენიმე სხვა ტურნირის უფლებების მოპოვებაც.
  • ხელბურთი - იანვრიდან საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს და მთელი საქართველო შეძლებს უქომაგოს გუნდს - „სილქ უნივერსალზე“. სპორტის გულშემატკივრებს დააინტერესებთ ასევე გერმანიის და ესპანეთის ჩემპიონატები, სადაც ქართველები თამაშობენ;
  • ძიუდო და ჭიდაობა - SilkSport არხებზე ამ სახეობების მსოფლიო ჩემპიონატების ტრანსლირება ექსკლუზიურად გაგრძელდება. ამავე არხებზე მაყურებელი იხილავს გამა მუშტი-კრივისა და საქართველოს კიბერ სპორტის ფედერაციების მიერ ჩატარებულ ჩემპიონატებს.
  • მოტოჯიპი - სიახლეა მომხმარებლებისთვის. მომავალი წლიდან პირდაპირ ტრანსლაციებს დაეთმობა“სილქ უნივერსალის“ ეთერი.

მნიშვნელოვანია, რომ სილქნეტი ყველაზე მეტ სიახლეს და მრავალფეროვან სპორტულ პროგრამას „სილქ უნივერსალზე“ შეთავაზებს მაყურებელს, SilkTV-ის გარდა, არხი ტრანსლირებს საკაბელო და ციფრულ ქსელში, რაც საშუალებას აძლევს უფრო ფართო აუდიტორიას უფასოდ ადევნოს თვალი: ტოპ ჩემპიონატებს, პრემიუმ მატჩებს, ქართველი სპორტსმენების გამოსვლებს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ტრანსლირებებს SilkGo-ს აპლიკაციითაც უყუროს.

R

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"