კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 წლის ასაკში იძულებით დააქორწინეს, იყო ძალადობის მსხვერპლი და... - სამირა საბზიანის ამბავი, რომელიც ირანში სიკვდილით დასაჯეს
15 წლის ასაკში იძულებით დააქორწინეს, იყო ძალადობის მსხვერპლი და... - სამირა საბზიანის ამბავი, რომელიც ირანში სიკვდილით დასაჯეს

ირან­ში სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს სა­მი­რა საბ­ზი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ტიმ­რო­ბა­ში იყო ქმრის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა ნორ­ვე­გი­ა­ში და­ფუძ­ნე­ბულ­მა ირა­ნის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ჯგუფ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს მას შემ­დეგ, რაც ირან­ში გა­ი­ზარ­და შეშ­ფო­თე­ბა და პრო­ტეს­ტი სიკ­ვდი­ლით დას­ჯის შემ­თხვე­ვე­ბის გამო.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, საბ­ზი­ა­ნი 15 წლის ასაკ­ში და­ა­ქორ­წი­ნეს. მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ცნო­ბით, ის იყო ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. ქალი ახლა 30-წლამ­დე უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ზუს­ტი ასა­კი ცნო­ბი­ლი არ არის.

Amnesty International-ის გან­ცხა­დე­ბით, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ირა­ნი­დან მი­ღე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი სიკ­ვდი­ლით დას­ჯის შე­სა­ხებ. მათ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ორი შვი­ლის დედა ბავ­შვო­ბა­ში იძუ­ლე­ბით და­ა­ქორ­წი­ნეს.

გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უმაღ­ლე­სი კო­მის­რის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გამო. "ჩვენ კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ ირანს, და­ა­წე­სოს მო­რა­ტო­რი­უ­მი სიკ­ვდი­ლით დას­ჯა­ზე“, - დას­ძი­ნა მან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სიკ­ვდი­ლით დას­ჯის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ირა­ნულ მე­დი­ა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა.

საბ­ზი­ა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის წინ და­ა­კა­ვეს. ქმრის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით. მა­შინ ის 19 წლის იყო. ირა­ნის სა­სა­მარ­თლომ მას სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მი­უ­სა­ჯა. მას ჰყავ­და ორი შვი­ლი, რომ­ლე­ბიც და­კა­ვე­ბის შემ­დეგ არ უნა­ხავს. შვი­ლე­ბი ქალ­მა ამ თვის და­სა­წყის­ში ნახა - ეს იყო მათი ერ­თა­დერ­თი და ბოლო შეხ­ვედ­რა ცი­ხე­ში.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამნესტი მ
31

სჯობს პალესტინაზე წეროს, ყოველდღე რომ უამრავი უდანაშაულო ბავშვი და ქალი იხოცება და ისრაელი აშშ ს მხარდაჭერის გამო აგრძელებს მკვლელობებს

!!!
79

მკვლელი იყო და დაისაჯა სიკვდილით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

15 წლის ასაკში იძულებით დააქორწინეს, იყო ძალადობის მსხვერპლი და... - სამირა საბზიანის ამბავი, რომელიც ირანში სიკვდილით დასაჯეს

15 წლის ასაკში იძულებით დააქორწინეს, იყო ძალადობის მსხვერპლი და... - სამირა საბზიანის ამბავი, რომელიც ირანში სიკვდილით დასაჯეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს სამირა საბზიანი, რომელიც გასული ათწლეულის განმავლობაში პატიმრობაში იყო ქმრის მკვლელობის ბრალდებით. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ნორვეგიაში დაფუძნებულმა ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფმა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქალი სიკვდილით დასაჯეს მას შემდეგ, რაც ირანში გაიზარდა შეშფოთება და პროტესტი სიკვდილით დასჯის შემთხვევების გამო.

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის ცნობით, საბზიანი 15 წლის ასაკში დააქორწინეს. მისი ოჯახის წევრების ცნობით, ის იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ქალი ახლა 30-წლამდე უნდა ყოფილიყო, ზუსტი ასაკი ცნობილი არ არის.

Amnesty International-ის განცხადებით, შემაშფოთებელია ირანიდან მიღებული ცნობები სიკვდილით დასჯის შესახებ. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორი შვილის დედა ბავშვობაში იძულებით დააქორწინეს.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებით, ისინი შეშფოთებულები არიან სიკვდილით დასჯის გამო. "ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ირანს, დააწესოს მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე“, - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაცია ირანულ მედიაში ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

საბზიანი დაახლოებით ათი წლის წინ დააკავეს. ქმრის მკვლელობის ბრალდებით. მაშინ ის 19 წლის იყო. ირანის სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მას ჰყავდა ორი შვილი, რომლებიც დაკავების შემდეგ არ უნახავს. შვილები ქალმა ამ თვის დასაწყისში ნახა - ეს იყო მათი ერთადერთი და ბოლო შეხვედრა ციხეში.

ავტორი: ანრი კურტანიძე