დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დადგენილია მოზარდის ვინაობა, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მიუსაფარმა ძაღლმა გაკაწრა.
NCDC-ში აცხადებენ, რომ ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.
მოზარდი, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული "გალფის" ბენზინგასამართ სადგურთან გაკაწრა ძაღლმა. სოციალურ ქსელში "გალფის" მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ნინო ჯიბლაძე წერს, რომ ბავშვი უკვე 3-ჯერ არის აცრილი.
"ყველას გაინტერესებთ და ესე უნდა გაგახაროთ! რა ბედნიერებაა ესეთი კარგი ამბის გაზიარება: მოვიდნენ ბავშვის მშობლების მეგობრები და მოგვახარეს, რომ ბავშვი 3-ჯერ არის უკვე აცრილი!"
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 დეკემბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ იძებნებოდა მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა, რადგან ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.
ასევე იხილეთ:
ისე როგორც გუშინ ვუსმინე ხაღლი 10 დღის განმავლობაში ცოცხალი იყოო რო აკვირდებოდნენ და შემდეგ 10 დღეში მოკვდაო და გამოდის გაკაწვრის მომენტში ცოფის ვირუსი არ ქონდა ძაღლს და სავარაუდოდ გაკაცვრიდან ერთ კვირაში აიკიდა და შემდეგ ორ კვირაში მოკვდა ცოფით, მგონი ასე უნდა იყოს ტექნიკურად, გამოთვლებით, სხვა შემთხვევაში უფრო ადრე უნდა მომკვდარიყო, ან ძაღლის დიაგნოზი გაკვეთისას სწორად ვერ დასვეს, ვოფიანი ძაღლი რომელიც იზოლირებული არ არის უგზოუკვლოდ გარბის და მასზე დაკვირვება ბოლო დღეებში ნაკლებადაა შესსძლებელი
მადლობა ღმერთს გადარჩა ბავშვი,ძალიან ვინერვიულე.ხომ შეიძლება მშობლებს არც კი სცოდნოდა გაკაწვრის შემთხვევა და