კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდწილად ხელმიუწვდომელი საჯარო ინფორმაცია, მყიფე ფინანსური მდგომარეობა, ძალადობის შემთხვევები და ა.შ. - როგორ აფასებს “მედიის ადვოკატირების კოალიცია“ საქართველოში არსებულ მედიაგარემოს
დიდწილად ხელმიუწვდომელი საჯარო ინფორმაცია, მყიფე ფინანსური მდგომარეობა, ძალადობის შემთხვევები და ა.შ. - როგორ აფასებს “მედიის ადვოკატირების კოალიცია“ საქართველოში არსებულ მედიაგარემოს

2011 წელს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი “მე­დი­ის ად­ვო­კა­ტი­რე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ან­დღუ­ლა­ძე, ambebi.ge- თან მე­დი­ა­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს აფა­სებს და იმ კრი­ტი­კულ შე­უ­სა­ბა­მო­ბებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მე­დი­ა­გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბას უშ­ლის ხელს.

კო­ა­ლი­ცია16 არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აერ­თი­ა­ნებს, ესე­ნია: “ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი“, “ლი­ბე­რა­ლუ­რი აკა­დე­მია თბი­ლი­სი“, “მე­დი­აკ­ლუ­ბი“, “მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი“, “მე­დია ომ­ბუდსმე­ნი“, “რე­გი­ო­ნულ მა­უ­წყე­ბელ­თა ალი­ან­სი“, “სა­ტე­ლე­ვი­ზიო ქსე­ლი“, “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო“, “სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, “სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია“, “სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა“, “სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი მე­დი­ის ასო­ცი­ა­ცია“, “სა­ქარ­თვე­ლოს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ოპე­რა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცია“, “სა­ქარ­თვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტია“, “უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო“ და “ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფონ­დი“.

ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მე­დი­ა­გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ზრუ­ნავს და მე­დია მფლო­ბე­ლე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტთა ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. “ვცდი­ლობთ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, რე­ა­გი­რე­ბა გვაქვს ყვე­ლა მოვ­ლე­ნა­ზე, რო­მე­ლიც ნე­გა­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს მე­დი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. რა თქმა უნდა, ვცდი­ლობთ ჩა­ვერ­თოთ ად­ვო­კა­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში. თუმ­ცა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მე­დი­ა­გა­რე­მო იმ­დე­ნად რთუ­ლია, რომ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში გვი­წევს სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე და პრობ­ლე­მებ­ზე“, - აცხა­დებს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი.

მა­მუ­კა ან­დღუ­ლა­ძე:

- “მე­დი­ის ად­ვო­კა­ტი­რე­ბის კო­ა­ლი­ცია“ აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი“სი­ძულ­ვი­ლის ენას­თან“ და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ში. ჩვენ ცალ­სა­ხად მხარს ვუ­ჭერთ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს და არა­ერ­თხელ ღიად გან­გვი­ცხა­დე­ბია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის ნე­ბა­სურ­ვი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რო­ბა, რაც სხვა და­ნარ­ჩენ­თან ერ­თად, ით­ვა­ლის­წი­ნებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ას.

რაც შე­ე­ხე­ბა “სი­ძულ­ვი­ლის ენის“ რე­გუ­ლი­რე­ბას, ჩვენ ვამ­ბობ­დით, რომ ეს არის პრობ­ლე­მა. უბ­რა­ლოდ, ის გზე­ბი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­სა­ხა, არ იყო ეფექ­ტი­ა­ნი და შე­საძ­ლოა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის წი­ნა­აღ­მდეგ - ამი­ტომ მიგ­ვაჩ­ნია, რომ უნდა იყოს შერ­ჩე­უ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზა, რო­მელ­საც დი­რექ­ტი­ვა ით­ვა­ლის­წი­ნებს. შარ­შან შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვქონ­და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წი­ნა­და­დე­ბა, რო­მე­ლიც მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ სა­ერ­თოდ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. პრო­ცე­სი კი, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბერ­ში წა­რი­მარ­თა, არ იყო ინ­კლუ­ზი­უ­რი.

გან­სა­ხილ­ვე­ლია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სა­კი­თხი: მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის არ შე­იძ­ლე­ბა მსგავ­სი წე­სე­ბის მი­ღე­ბა. წე­სებს პრობ­ლე­მა­ტუ­რი მუხ­ლე­ბი ჰქონ­და და საფრ­თხეს ვხე­დავ­დით, რომ ეს ბო­რო­ტად შე­იძ­ლე­ბო­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო. სამ­წუ­ხა­როდ, და­ფიქ­სირ­და კი­დეც არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა - მა­გა­ლი­თად ე.წ. “რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ გან­ხილ­ვის დროს, ჟურ­ნა­ლის­ტებს არ ეძ­ლე­ო­დათ თა­ვი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის სრულ­ყო­ფი­ლად შეს­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

  • ცნო­ბის­თვის:

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ თე­ბერ­ვალ­ში გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტში მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის წე­სის დამ­ტკი­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე, რომ­ლის ნა­წი­ლიც სტა­ტუს­მეტ­რის შე­ფა­სე­ბით, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ას და არ­ღვევს პარ­ლა­მენ­ტში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლად საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბას. ამ ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლის ან პარ­ლა­მენ­ტში სტუმ­რად მყო­ფი პი­რის მიერ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა­ზე უა­რის თქმის შემ­თხვე­ვა­ში, ჟურ­ნა­ლის­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, შე­წყვი­ტოს ინ­ტერ­ვიუ, ანუ თუ რო­მე­ლი­მე დე­პუ­ტატს ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა არა­სა­სურ­ვე­ლად მო­ეჩ­ვე­ნე­ბა და არ მო­ე­წო­ნე­ბა, მას შე­საძ­ლოა, პარ­ლა­მენ­ტის აკ­რე­დი­ტა­ცია შე­უ­ჩე­რონ.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა 2023 წლის 6 აპ­რილს აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პარ­ლა­მენ­ტში საქ­მი­ა­ნო­ბის აკ­რე­დი­ტა­ცია შე­უ­ჩე­რა კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის “ფორ­მუ­ლას”, “ტვ პირ­ვე­ლი­სა” და “მთა­ვა­რი არ­ხის” სამ ჟურ­ნა­ლისტსა და ორ ოპე­რა­ტორს. პარ­ლა­მენ­ტმა აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­სის სა­ფუძ­ველ­ზე 2023 წლის 11 მა­ისს აკ­რე­დი­ტა­ცია ასე­ვე შე­უ­ჩე­რა "ფორ­მუ­ლას“ ჟურ­ნა­ლისტს და ოპე­რა­ტორს. ჯამ­ში პარ­ლა­მენ­ტის მიერ ხსე­ნე­ბუ­ლი წე­სის გა­მო­ყე­ნე­ბით 7 ჟურ­ნა­ლისტს/ოპე­რა­ტორს შე­უ­ჩერ­და აკ­რე­დი­ტა­ცია.

- კი­დევ რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დია?

- დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, მე­დი­ა­გა­რე­მოს სე­რი­ო­ზუ­ლი, მათ შო­რის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

პირ­ველ რიგ­ში, გა­მოკ­ვე­თი­ლია ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი, თავ­დას­ხმა, უკა­ნო­ნო ჩა­რე­ვა და საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე, რომ­ლის მი­მართ არ ხდე­ბა სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი უხე­შად არ­ღვევს ჟურ­ნა­ლის­ტის უფ­ლე­ბებს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ­თმევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­ი­გოს ინ­ფორ­მა­ცია. რე­კო­მენ­და­ცი­ებ­შიც არა­ერ­თხელ იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­გი­ო­ნებ­ში მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი: მა­გა­ლი­თად, მარ­თა­ლია, ნიკა გვა­რა­მია გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, უფრო სწო­რად პრე­ზი­დენ­ტმა შე­ი­წყა­ლა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სა­სა­მარ­თლომ სა­თა­ნა­დოდ იმუ­შა­ვა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, პრე­ზი­დენ­ტმა გა­მო­ას­წო­რა ხარ­ვე­ზი.

უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი პრობ­ლე­მაა უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბი, ასე­ვე სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მა. ჟურ­ნა­ლის­ტებს ხში­რად არ აძ­ლე­ვენ სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას. ასე­ვე უჭირთ კო­მენ­ტა­რის მი­ღე­ბა. მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უცხა­დე­ბენ და­მო­უ­კი­დე­ბელ და კრი­ტი­კულ მე­დი­ას ბო­ი­კოტს, რაც აძ­ლი­ე­რებს პო­ლა­რი­ზა­ცი­ას. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან გეგ­მა­ზო­მი­ე­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

მყი­ფეა და რთუ­ლი მე­დი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში სფე­როს საქ­მი­ა­ნო­ბას არ­თუ­ლებს. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე­დი­ის იმ ჯგუფ­მა, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია ე.წ. რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის მცდე­ლო­ბის დროს ცალ­სა­ხად მო­ა­ხერ­ხა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა და სა­თა­ნა­დოდ გან­მარ­ტეს, თუ რა სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­და იმ დროს, იმ ფორ­მით რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა.

- თქვე­ნი აზ­რით, ვინ უწყობს მე­დი­ის პო­ლა­რი­ზე­ბას ხელს, ვის ინ­ტე­რეს­შია ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- პრო­სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ე­ბი და მათი მხარ­დამ­ჭე­რი ე.წ. ტრო­ლე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი თავს ეს­ხმი­ან ყვე­ლა იმ პირს, ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ კრი­ტი­კულ აზრს გა­მო­ხა­ტავს. მათ შო­რის არი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ეს ცალ­სა­ხად ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­დად­გას ეფექ­ტი­ა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი. ჟურ­ნა­ლისტს როცა თავს და­ეს­ხმი­ან, უწყე­ბებ­მა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა, გა­მო­ი­ძი­ონ და დამ­ნა­შა­ვე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცენ.

- რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მე­დი­ის კორ­პუ­სის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას?

- და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ას ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის საკ­ვან­ძო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ვერ შე­ფას­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც მე­დი­ის უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი არ არის. პირ­ველ რიგ­ში, მე­დია არის მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს რო­გორც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სის, ასე­ვე ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სფე­როს კონ­ტროლს. მე­დი­ამ უნდა ასა­ხოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თვი­თონ მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­გორ მუ­შა­ობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, იქ­ნე­ბა - პარ­ტია თუ კო­ა­ლი­ცია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის დროს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბი
0

საჯარო მოხელეებზე,ექიმებზე, მასწავლებლებზე მეტი ფული აქვთ,არც ამბობენ ვინ აფინანსებს და კიდევ აქეთ აქვთ პრეტენზიები. ძალიან გინდათ ნეოლიბერალური საქართველო,მაგრამ ვერ მიიღებთ.

სუ
3

ძალიან საინტერესოა ამ არასამთავრობოების დასკვნები 2012 წლამდე. 0 თან მიახლოებული შენიშვნა. ეგრევე იშიფრებით. ფულს ვინც გიხდით მუსიკასაც ის უკვეთავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

დიდწილად ხელმიუწვდომელი საჯარო ინფორმაცია, მყიფე ფინანსური მდგომარეობა, ძალადობის შემთხვევები და ა.შ. - როგორ აფასებს “მედიის ადვოკატირების კოალიცია“ საქართველოში არსებულ მედიაგარემოს

დიდწილად ხელმიუწვდომელი საჯარო ინფორმაცია, მყიფე ფინანსური მდგომარეობა, ძალადობის შემთხვევები და ა.შ. - როგორ აფასებს “მედიის ადვოკატირების კოალიცია“ საქართველოში არსებულ მედიაგარემოს

2011 წელს დაფუძნებული “მედიის ადვოკატირების კოალიციის“ თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე, ambebi.ge- თან მედიაში არსებულ გამოწვევებს აფასებს და იმ კრიტიკულ შეუსაბამობებზე გვესაუბრება, რომელიც დემოკრატიული მედიაგარემოს განვითარებას უშლის ხელს.

კოალიცია16 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ესენია: “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, “ლიბერალური აკადემია თბილისი“, “მედიაკლუბი“, “მედიის განვითარების ფონდი“, “მედია ომბუდსმენი“, “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“, “სატელევიზიო ქსელი“, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, “სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“, “საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია“, “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, “უფლებები საქართველო“ და “ღია საზოგადოების ფონდი“.

ორგანიზაცია საქართველოში არსებული მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნავს და მედია მფლობელებისა და ჟურნალისტთა ინტერესების დაცვის მიზანს ემსახურება. “ვცდილობთ ჟურნალისტების უფლებების დაცვას, რეაგირება გვაქვს ყველა მოვლენაზე, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს მედიის საქმიანობაზე. რა თქმა უნდა, ვცდილობთ ჩავერთოთ ადვოკატირების პროცესში. თუმცა ქვეყანაში არსებული მედიაგარემო იმდენად რთულია, რომ გაუმჯობესება არ შეინიშნება. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გვიწევს საუბარი მხოლოდ გართულებებზე და პრობლემებზე“, - აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.

მამუკა ანდღულაძე:

- “მედიის ადვოკატირების კოალიცია“ აქტიურად იყო ჩართული“სიძულვილის ენასთან“ დაკავშირებულ საკითხებში. ჩვენ ცალსახად მხარს ვუჭერთ ევროინტეგრაციის პროცესს და არაერთხელ ღიად განგვიცხადებია, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებასურვილია საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობა, რაც სხვა დანარჩენთან ერთად, ითვალისწინებს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას.

რაც შეეხება “სიძულვილის ენის“ რეგულირებას, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის პრობლემა. უბრალოდ, ის გზები, რომელიც ხელისუფლებამ დასახა, არ იყო ეფექტიანი და შესაძლოა, გამოყენებული იყოს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - ამიტომ მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს შერჩეული ალტერნატიული გზა, რომელსაც დირექტივა ითვალისწინებს. შარშან შემუშავებული გვქონდა ალტერნატიული წინადადება, რომელიც მმართველმა პარტიამ საერთოდ არ გაითვალისწინა. პროცესი კი, რომელიც სექტემბერში წარიმართა, არ იყო ინკლუზიური.

განსახილველია ჟურნალისტების აკრედიტაციის საკითხი: მედიის წარმომადგენლებისთვის არ შეიძლება მსგავსი წესების მიღება. წესებს პრობლემატური მუხლები ჰქონდა და საფრთხეს ვხედავდით, რომ ეს ბოროტად შეიძლებოდა გამოყენებულიყო. სამწუხაროდ, დაფიქსირდა კიდეც არაერთი შემთხვევა - მაგალითად ე.წ. “რუსული კანონის“ განხილვის დროს, ჟურნალისტებს არ ეძლეოდათ თავისი პროფესიული საქმიანობის სრულყოფილად შესრულების საშუალება.

  • ცნობისთვის:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თებერვალში გამოსცა ბრძანება პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე, რომლის ნაწილიც სტატუსმეტრის შეფასებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და არღვევს პარლამენტში მედიის თავისუფლად საქმიანობის უფლებას. ამ ბრძანების თანახმად, პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჟურნალისტი ვალდებულია, შეწყვიტოს ინტერვიუ, ანუ თუ რომელიმე დეპუტატს ჟურნალისტის კითხვა არასასურველად მოეჩვენება და არ მოეწონება, მას შესაძლოა, პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერონ.

საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 6 აპრილს აღნიშნული ბრძანების საფუძველზე პარლამენტში საქმიანობის აკრედიტაცია შეუჩერა კრიტიკული მედიის “ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “მთავარი არხის” სამ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს. პარლამენტმა აღნიშნული წესის საფუძველზე 2023 წლის 11 მაისს აკრედიტაცია ასევე შეუჩერა "ფორმულას“ ჟურნალისტს და ოპერატორს. ჯამში პარლამენტის მიერ ხსენებული წესის გამოყენებით 7 ჟურნალისტს/ოპერატორს შეუჩერდა აკრედიტაცია.

- კიდევ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველოში მედია?

- დღეს, სამწუხაროდ, მედიაგარემოს სერიოზული, მათ შორის ეგზისტენციალური პრობლემები აქვს.

პირველ რიგში, გამოკვეთილია ფიზიკური ძალადობის ფაქტები, თავდასხმა, უკანონო ჩარევა და საქმიანობაში ხელის შეშლა მედიის წარმომადგენლებზე, რომლის მიმართ არ ხდება სათანადო რეაგირება. ეს ყველაფერი უხეშად არღვევს ჟურნალისტის უფლებებს და საბოლოო ჯამში საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას, გაიგოს ინფორმაცია. რეკომენდაციებშიც არაერთხელ იყო აღნიშნული, რომ ბოლო წლების განმავლობაში რეგიონებში მდგომარეობის გაუარესება შეინიშნება.

არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები: მაგალითად, მართალია, ნიკა გვარამია გაათავისუფლეს, უფრო სწორად პრეზიდენტმა შეიწყალა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლომ სათანადოდ იმუშავა. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტმა გამოასწორა ხარვეზი.

უსერიოზულესი პრობლემაა უკანონო მოსმენები, ასევე საჯარო ინფორმაციაზე წვდომა. ჟურნალისტებს ხშირად არ აძლევენ საჯარო ინფორმაციას. ასევე უჭირთ კომენტარის მიღება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები უცხადებენ დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას ბოიკოტს, რაც აძლიერებს პოლარიზაციას. ეს ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან გეგმაზომიერად ხორციელდება.

მყიფეა და რთული მედიების ფინანსური მდგომარეობაც, რაც საბოლოო ჯამში სფეროს საქმიანობას ართულებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მედიის იმ ჯგუფმა, რომელიც დამოუკიდებელია ე.წ. რუსული კანონის მიღების მცდელობის დროს ცალსახად მოახერხა საზოგადოების ინფორმირება და სათანადოდ განმარტეს, თუ რა საშიშროებას წარმოადგენდა იმ დროს, იმ ფორმით რუსული კანონის მიღება.

- თქვენი აზრით, ვინ უწყობს მედიის პოლარიზებას ხელს, ვის ინტერესშია ეს ყველაფერი?

- პროსამთავრობო მედიები და მათი მხარდამჭერი ე.წ. ტროლები და ექსპერტები თავს ესხმიან ყველა იმ პირს, ვინც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ აზრს გამოხატავს. მათ შორის არიან დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წარმომადგენლები. ეს ცალსახად ინსპირირებულია ხელისუფლების მიერ.

მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები. ჟურნალისტს როცა თავს დაესხმიან, უწყებებმა უნდა განახორციელონ კანონით გათვალისწინებული ქმედება, გამოიძიონ და დამნაშავე პასუხისგებაში მისცენ.

- რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის მედიის კორპუსის დამოუკიდებლობას?

- დამოუკიდებელ მედიას ქვეყნის განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ვერ შეფასდება დემოკრატიულად სახელმწიფო, სადაც მედიის უფლებები დაცული არ არის. პირველ რიგში, მედია არის მაკონტროლებელი, რომელიც ახორციელებს როგორც მმართველი პარტიის, პოლიტიკური კლასის, ასევე ნებისმიერი სხვა სფეროს კონტროლს. მედიამ უნდა ასახოს განსხვავებული პოზიციები და საბოლოო ჯამში, საზოგადოებამ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ მუშაობს ხელისუფლება, იქნება - პარტია თუ კოალიცია და აქედან გამომდინარე, მიიღოს გადაწყვეტილება არჩევნების დროს.

იხილეთ ასევე:

ავტორი: თეონა რამაზაშვილი