მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხილ-ბოსტნის მაღაზიის პატრონი ჰყვება, ბავშვი მშობლებმა მაშინვე აცრეს..." - რა ინფორმაცია ვრცელდება მოზარდზე, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა
"ხილ-ბოსტნის მაღაზიის პატრონი ჰყვება, ბავშვი მშობლებმა მაშინვე აცრეს..." - რა ინფორმაცია ვრცელდება მოზარდზე, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა

მო­ზარ­დი, რო­მე­ლიც კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე, კოს­მო­ნავ­ტის ძეგლის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი "გალ­ფის" ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­თან, ძაღ­ლმა გა­კაწ­რა, მშობ­ლებ­მა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, მა­შინ­ვე აც­რეს. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "გალ­ფის" მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნინო ჯიბ­ლა­ძე წერს.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო ინ­ტე­რე­სის გამო შე­ვეც­დე­ბი მოკ­ლედ მო­გიყ­ვეთ ის, რისი გარ­კვე­ვაც ამ ეტაპ­ზე შევ­ძე­ლით.

ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს აგს "კოს­მო­ნავ­ტის" მე­ნე­ჯე­რად, ასეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს:

"გალ­ფის" მიმ­დე­ბა­რედ, და­ახ­ლო­ე­ბით 200-300 მეტრში, არის ხილ-ბოსტნის მა­ღა­ზია. ამ მა­ღა­ზი­ის მახ­ლობ­ლად ცხოვ­რობ­და მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლი, რო­მელ­საც მე­პატ­რო­ნე­ე­ბი კარ­გად იც­ნობ­დნენ და უვ­ლიდ­ნენ.

და­ახ­ლო­ე­ბით 14-16 დღის წინ ამ ძაღ­ლმა გა­კაწ­რა ბავ­შვი. რო­გორც ხილ-ბოსტნის პატ­რო­ნი ჰყვე­ბა, ბავ­შვი მშობ­ლებ­მა მა­შინ­ვე აც­რეს. მას მერე კი­დევ მი­ვიდ­ნენ მშობ­ლე­ბი ხილ-ბოსტნის მა­ღა­ზი­ა­ში და კი­თხუ­ლობ­დნენ ძაღ­ლის ამ­ბავს. 4 დღის წინ ძაღ­ლი ხილ-ბოსტნის მე­პატ­რო­ნემ იპო­ვა მკვდა­რი და გა­და­წყვი­ტა ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, ძაღლს და­უდ­გინ­და ცოფი. მას მერე ხილ-ბოსტნის მე­პატ­რო­ნე ვერ და­უ­კავ­შირ­და ბავ­შვის ოჯახს და ახ­ლაც ეძებს მათ.

სულ ეს არის ჯერ, რაც გა­ვარ­კვი­ეთ. ყვე­ლა სი­ახ­ლეს მო­გაწ­ვდით, რა­საც გა­ვი­გებთ.

ყვე­ლა ძა­ლას ვხმა­რობთ, და­ვად­გი­ნოთ ოჯა­ხის ვი­ნა­ო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, "გალ­ფის" კა­მე­რე­ბი იმ­დე­ნად შორს არის მომ­ხდა­რი ად­გი­ლის­გან, რომ ჩვე­ნი კა­მე­რე­ბი ვერ წვდე­ბა ხილ-ბოსტნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას", - წერს ნინო ჯიბ­ლა­ძე.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ არ­სე­ბობს სა­ვა­რა­უ­დო ინ­ფორ­მა­ცია მო­ზარ­დის აც­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მისი პოვ­ნა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს და­ეხ­მა­რე­ბა იმის გარ­კვე­ვა­ში, ჩა­უ­ტარ­და თუ არა ბავ­შვს აც­რის სრუ­ლი კურ­სი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში 2023 წელს ცო­ფის ათო­ბით შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და და სტა­ტის­ტი­კა ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა 2022 წლის მო­ნა­ცე­მებს.

ყო­ველ­წლი­უ­რად ცო­ფის ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა ძაღ­ლებ­ში ვლინ­დე­ბა, თუმ­ცა შემ­თხვე­ვე­ბი აღ­რი­ცხუ­ლია რო­გორც კა­ტებ­ში, ასე­ვე სხვა ში­ნა­ურ და გა­რე­ულ ცხო­ვე­ლებ­ში.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 2023 წლის იან­ვრი­დან მა­ი­სის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოფი 45 ცხო­ველს და­უდ­გინ­და მა­შინ, როცა 2022 წლის 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში ცო­ფის 31 შემ­თხვე­ვა იყო აღ­რი­ცხუ­ლი.

2023 წლის პირ­ველ პე­რი­ოდ­ში ცო­ფის ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის რე­გი­ონ­ში აღი­რი­ცხა (17). მე­ო­რე ად­გილ­ზეა რაჭა-ლე­ჩხუ­მი/ქვე­მო სვა­ნე­თი იკა­ვებს, სა­დაც ცო­ფით 14 ცხო­ვე­ლი და­ი­ღუ­პა, იმე­რეთ­ში 11 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, თბი­ლის­ში, კა­ხეთ­სა და სამ­ცხე- ჯა­ვა­ხეთ­ში — თითო-თითო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვიტო
3

ადამიანზე უპირატესი როგორ გახადეთ ძაღლები?! თქვენ შეგჭამათ ძაღლმა და ტურამ! ყველაზე ჰუმანურ ქვეყნებშიც კი არ ყავთ ძაღლები ასე ნებაზე მიშვებული, აშკარად აფრენთ უკვე მთავრიბოანად ყველა!

ვავა
2

დასცინეთ ახლა ბურიატიაში მიღებულ ნორმატიულ აქტს მიუსაფარ ძაღლებზე.

ავტორი:

"ხილ-ბოსტნის მაღაზიის პატრონი ჰყვება, ბავშვი მშობლებმა მაშინვე აცრეს..." - რა ინფორმაცია ვრცელდება მოზარდზე, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა

"ხილ-ბოსტნის მაღაზიის პატრონი ჰყვება, ბავშვი მშობლებმა მაშინვე აცრეს..." - რა ინფორმაცია ვრცელდება მოზარდზე, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა

მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული "გალფის" ბენზინგასამართ სადგურთან, ძაღლმა გაკაწრა, მშობლებმა, დიდი ალბათობით, მაშინვე აცრეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში "გალფის" მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ნინო ჯიბლაძე წერს.

"მაღალი საზოგადო ინტერესის გამო შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ ის, რისი გარკვევაც ამ ეტაპზე შევძელით.

ჩვენი თანამშრომელი, რომელიც მუშაობს აგს "კოსმონავტის" მენეჯერად, ასეთ ინფორმაციას ფლობს:

"გალფის" მიმდებარედ, დაახლოებით 200-300 მეტრში, არის ხილ-ბოსტნის მაღაზია. ამ მაღაზიის მახლობლად ცხოვრობდა მიუსაფარი ძაღლი, რომელსაც მეპატრონეები კარგად იცნობდნენ და უვლიდნენ.

დაახლოებით 14-16 დღის წინ ამ ძაღლმა გაკაწრა ბავშვი. როგორც ხილ-ბოსტნის პატრონი ჰყვება, ბავშვი მშობლებმა მაშინვე აცრეს. მას მერე კიდევ მივიდნენ მშობლები ხილ-ბოსტნის მაღაზიაში და კითხულობდნენ ძაღლის ამბავს. 4 დღის წინ ძაღლი ხილ-ბოსტნის მეპატრონემ იპოვა მკვდარი და გადაწყვიტა ექსპერტიზის ჩატარება. ექსპერტიზის დასკვნით, ძაღლს დაუდგინდა ცოფი. მას მერე ხილ-ბოსტნის მეპატრონე ვერ დაუკავშირდა ბავშვის ოჯახს და ახლაც ეძებს მათ.

სულ ეს არის ჯერ, რაც გავარკვიეთ. ყველა სიახლეს მოგაწვდით, რასაც გავიგებთ.

ყველა ძალას ვხმარობთ, დავადგინოთ ოჯახის ვინაობა. სამწუხაროდ, "გალფის" კამერები იმდენად შორს არის მომხდარი ადგილისგან, რომ ჩვენი კამერები ვერ წვდება ხილ-ბოსტნის მიმდებარე ტერიტორიას", - წერს ნინო ჯიბლაძე.

იმის მიუხედავად, რომ არსებობს სავარაუდო ინფორმაცია მოზარდის აცრასთან დაკავშირებით, მისი პოვნა სახელმწიფო უწყებებს დაეხმარება იმის გარკვევაში, ჩაუტარდა თუ არა ბავშვს აცრის სრული კურსი.

საქართველოში 2023 წელს ცოფის ათობით შემთხვევა დაფიქსირდა და სტატისტიკა ბევრად აღემატება 2022 წლის მონაცემებს.

ყოველწლიურად ცოფის ყველაზე მეტი შემთხვევა ძაღლებში ვლინდება, თუმცა შემთხვევები აღრიცხულია როგორც კატებში, ასევე სხვა შინაურ და გარეულ ცხოველებში.

ბოლო მონაცემებით, 2023 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში ცოფი 45 ცხოველს დაუდგინდა მაშინ, როცა 2022 წლის 12 თვის განმავლობაში ქვეყანაში ცოფის 31 შემთხვევა იყო აღრიცხული.

2023 წლის პირველ პერიოდში ცოფის ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აღირიცხა (17). მეორე ადგილზეა რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი იკავებს, სადაც ცოფით 14 ცხოველი დაიღუპა, იმერეთში 11 შემთხვევა გამოვლინდა, თბილისში, კახეთსა და სამცხე- ჯავახეთში — თითო-თითო.