საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურმე ჩემ შვილზე ძალადობდა, წამალდამოკიდებული გამხდარა... ერთი პატარა გოგოა, როგორ შეძლებდა ქმარი გაეგუდა?" - რას ამბობ დედა 28 წლის ქართველი ქალისა, რომელიც საფრანგეთში დააკავეს?
"თურმე ჩემ შვილზე ძალადობდა,  წამალდამოკიდებული გამხდარა... ერთი პატარა  გოგოა, როგორ შეძლებდა ქმარი გაეგუდა?" - რას ამბობ დედა 28 წლის ქართველი ქალისა, რომელიც საფრანგეთში დააკავეს?

28 წლის ქარ­თვე­ლი ლანა კ. საფ­რან­გეთ­ში და­ა­კა­ვეს, ქალს ბრა­ლად ედე­ბა ქმრის გა­გუდ­ვა. შემ­თხვე­ვა კვი­რას, 17 დე­კემ­ბერს, ტუ­ლონ­ში მოხ­და. წყვილს ხუთი შვი­ლი ჰყავს, ყვე­ლა მათ­გა­ნი მცი­რე­წლო­ვა­ნია, მათ­ზე მზურნ­ვე­ლო­ბა სპე­ცი­ა­ლურ­მა სო­ცი­ა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა აიღო.

ფრან­გუ­ლი მე­დია წერს, რომ მე­ზობ­ლებ­მა ხმა­უ­რი 00:30 სა­ათ­ზე გა­ი­გეს, კარ­ზე და­კა­კუ­ნე­ბის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნეს მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­მაც უთხრეს, რომ მათი მშობ­ლე­ბი ჩხუ­ბობ­დნენ. მე­ზობ­ლებ­მა პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს.

ად­გილ­ზე მი­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფს მა­მა­კა­ცი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდათ და მისი რე­ა­ნი­მი­რე­ბა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

"მთა­ვარ არხთან“ სა­უ­ბარ­ში, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ქა­ლის დედა ეკა­ტე­რი­ნე ხა­რე­ბა­ვა აცხა­დებს, რომ მისი სიძე წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო და ცოლ­ზე ძა­ლა­დობ­და.

"ინ­ვა­ლი­დი შვი­ლი ჰყავ­დათ და ამის გამო წა­ვიდ­ნენ უცხო­ეთ­ში. თურ­მე ჩემ შვილ­ზე ძა­ლა­დობ­და, წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი გამ­ხდა­რა და ფულს სთხოვ­და, სულ ჩხუ­ბი ჰქო­ნი­ათ. მაგ­რამ ჩემი შვი­ლი ერთი პა­ტა­რა, ჭია გო­გოა, ათა­სი დარ­დი და პრობ­ლე­მა გა­მოვ­ლი­ლი, რო­გორ შე­ეძ­ლო ბიჭი გა­ე­გუ­და. არ­სად გაქ­ცე­უ­ლა. ად­გილ­ზე აიყ­ვა­ნეს ჩემი შვი­ლი. მირ­ჩევ­ნია დღეს ჩემი შვი­ლი იყოს მკვდა­რი, ვიდ­რე სიძე. არ მინ­და ასე­თი სირ­ცხვი­ლით ცხოვ­რე­ბა, ბავ­შვებს რა უნდა ვუ­თხრა.

ამ ჩემს სი­ძეს დიდი დოზა ხომ არ ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი და ამით მოკ­ვდა. ხომ არის, რომ მერე ცუ­დად ხდე­ბი­ან.

ტუ­ლო­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ახალ­გაზ­რდა ქალ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი და მომ­ხდა­რი დაწ­ვრი­ლე­ბით აღ­წე­რა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი წყვი­ლის 5 ბავ­შვი გა­დას­ცეს ტუ­ლო­ნის ბავ­შვთა სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს. ხუ­თი­ვე ბავ­შვი მომ­ხდა­რი­სას შინ იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა და­ზუს­ტე­ბით უც­ნო­ბია, ისი­ნი შე­ეს­წრნენ თუ არა და­ნა­შა­ულს. გა­მო­ძი­ე­ბა მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო. იგეგ­მე­ბა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკატერინე
2

იცით რას გეტყვით ქალბატონო ბრალდებულის დედავ? თუ ცუდი იყო ძალადობდა 5 შვილს ამისთანა კაცისგან რატომ აჩენდა? და კიდევ თუ მერე გახდა წამალდამოკიდებული რატომ არ განაცხადა სადაც საჭირო იყო? ..ვინ მისცა უფლება სხვისი შვილისათვის სიცოცხლე მოესპო? ...დიახ დამნაშავეა და კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს....შვილები კი მკვლელი დედის გარეშე უკეტესები დაიზრდებიან.....

 

...
5

„მირ­ჩევ­ნია დღეს ჩემი შვი­ლი იყოს მკვდა­რი, ვიდ­რე სიძე.“ აი აქ ძალიან ცდებით. ახლა სჭირდება თქვენ შვილს დედის გვერდით დგომა. მას ის ტანჯვაც ეყოფა რაც გამოიარა. მამლის ყივილამდე ძალადობის ქვეშ მყოფი ქალი დედამ უარყო. ფუუუ.... მოღალატე დედა ხართ. მასე რომ ედექით გვერდით იმიტომაც დადგა ეს შედეგი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"თურმე ჩემ შვილზე ძალადობდა, წამალდამოკიდებული გამხდარა... ერთი პატარა გოგოა, როგორ შეძლებდა ქმარი გაეგუდა?" - რას ამბობ დედა 28 წლის ქართველი ქალისა, რომელიც საფრანგეთში დააკავეს?

"თურმე ჩემ შვილზე ძალადობდა,  წამალდამოკიდებული გამხდარა... ერთი პატარა  გოგოა, როგორ შეძლებდა ქმარი გაეგუდა?" - რას ამბობ დედა 28 წლის ქართველი ქალისა, რომელიც საფრანგეთში დააკავეს?

28 წლის ქართველი ლანა კ. საფრანგეთში დააკავეს, ქალს ბრალად ედება ქმრის გაგუდვა. შემთხვევა კვირას, 17 დეკემბერს, ტულონში მოხდა. წყვილს ხუთი შვილი ჰყავს, ყველა მათგანი მცირეწლოვანია, მათზე მზურნველობა სპეციალურმა სოციალურმა სამსახურმა აიღო.

ფრანგული მედია წერს, რომ მეზობლებმა ხმაური 00:30 საათზე გაიგეს, კარზე დაკაკუნების შემდეგ აღმოაჩინეს მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებმაც უთხრეს, რომ მათი მშობლები ჩხუბობდნენ. მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს.

ადგილზე მისულ სამართალდამცავებსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ და მისი რეანიმირება ვეღარ მოხერხდა.

"მთავარ არხთან“ საუბარში, ეჭვმიტანილი ქალის დედა ეკატერინე ხარებავა აცხადებს, რომ მისი სიძე წამალდამოკიდებული იყო და ცოლზე ძალადობდა.

"ინვალიდი შვილი ჰყავდათ და ამის გამო წავიდნენ უცხოეთში. თურმე ჩემ შვილზე ძალადობდა, წამალდამოკიდებული გამხდარა და ფულს სთხოვდა, სულ ჩხუბი ჰქონიათ. მაგრამ ჩემი შვილი ერთი პატარა, ჭია გოგოა, ათასი დარდი და პრობლემა გამოვლილი, როგორ შეეძლო ბიჭი გაეგუდა. არსად გაქცეულა. ადგილზე აიყვანეს ჩემი შვილი. მირჩევნია დღეს ჩემი შვილი იყოს მკვდარი, ვიდრე სიძე. არ მინდა ასეთი სირცხვილით ცხოვრება, ბავშვებს რა უნდა ვუთხრა.

ამ ჩემს სიძეს დიდი დოზა ხომ არ ჰქონდა გაკეთებული და ამით მოკვდა. ხომ არის, რომ მერე ცუდად ხდებიან.

ტულონის პროკურატურის ცნობით, ახალგაზრდა ქალმა თავდაპირველად აღიარა დანაშაული და მომხდარი დაწვრილებით აღწერა, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი უარყო. უწყების ინფორმაციით, წარმოშობით ქართველი წყვილის 5 ბავშვი გადასცეს ტულონის ბავშვთა სოციალურ სამსახურს. ხუთივე ბავშვი მომხდარისას შინ იმყოფებოდა, თუმცა დაზუსტებით უცნობია, ისინი შეესწრნენ თუ არა დანაშაულს. გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო. იგეგმება ეჭვმიტანილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება.

იხილეთ ასევე: