ავტორი:

"პალიტრა L-ის" გამოკითხვაში მონაწილეობა უკვე 30 000-ზე მეტმა პირმა მიიღო, სასურველ ავტორებს შორის კი ჯეინ ოსტინი დასახელდა

"პალიტრა L-ის" გამოკითხვაში მონაწილეობა უკვე 30 000-ზე მეტმა პირმა მიიღო, სასურველ ავტორებს შორის კი ჯეინ ოსტინი დასახელდა

„პალიტრა L-ის“ გამოკითხვაში, რომელიც ტარდება პროექტის ფარგლებში „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ მონაწილეობა უკვე 30 000-ზე მეტმა პირმა მიიღო და ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ავტორად ბრიტანელი კლასიკოსი ჯეინ ოსტინი დაასახელა.

გამომცემლობა გამოკითხვას სხვადასხვა მედია არხზე ატარებს და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამჟამად, მკითხველმა უნდა შეარჩიოს, მისი რომელი წიგნი უნდა იყოს სერიაში: „გონების ხმა“ თუ „ემა“. თქვენი აზრის დასაფიქსირებლად „პალიტრა L-ს“ დაუკავშირდით ნომერზე: 247 00 45 ან მისწერეთ მეილზე: BOOK@PALITRA.GE

პროექტი „კიდევ 15 წიგნი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო“ გაგრძელებაა ყველაზე რეზონანსული და წარმატებული ლიტერატურული პროექტის „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. მისი შექმნიდან 15 წელი გავიდა, თუმცა სერიაზე მოთხოვნა დღემდე არსებობს და ოჯახებისთვის ის მნიშვნელოვან შენაძენად მიიჩნევა.

მსგავსი სერიები საშუალებას გვაძლევს, ერთი მხრივ, თვალი მივადევნოთ თანამედროვე ლიტერატურულ ტენდენციებსა და მნიშვნელოვან ნამუშევრებს და მეორე მხრივ, გავეცნოთ კლასიკურ ლიტერატურას.

პროექტის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ დასრულებამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომ ჩაერთეთ გამოკითხვაში და გახდით სერიის ერთ-ერთი შემქმნელი.

R