კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანდიდატის სტატუსის მიღებას ევროკავშირიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და მასთან სავაჭრო ბრუნვის ზრდა მოჰყვება" - ქუმსიშვილი
"კანდიდატის სტატუსის მიღებას ევროკავშირიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და მასთან სავაჭრო ბრუნვის ზრდა მოჰყვება" - ქუმსიშვილი

"პე­ი­სე­რა ბან­კის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის შემ­დეგ, სხვა ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თებ­ზე დაყ­რდნო­ბით, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მა­ვა­ლი 6-7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა, ასე­ვე, პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უნდა გა­ი­ზარ­დოს.

ევ­რო­პას­თან სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბის მიზ­ნით „პე­ი­სე­რა ბან­კი“ თა­ვის მომ­ხმა­რე­ბელს უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­თა­ვა­ზე­ბას უკე­თებს და შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ევ­რო­პა­ში ევრო სა­კო­მი­სი­ოს გა­რე­შე გა­და­რი­ცხონ

"ცხა­დია, ამ შე­თა­ვა­ზე­ბით "პე­ი­სე­რა ბან­კის" მომ­ხმა­რე­ბელ იუ­რი­დი­ულ პი­რებ­თან ერ­თად ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბიც ისარ­გებ­ლე­ბენ, მაგ­რამ რად­გა­ნაც იუ­რი­დი­ულ პი­რებს გა­ცი­ლე­ბით მეტი აქვთ ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე მათი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი მეტ გავ­ლე­ნას ახ­დენს, ამ შე­თა­ვა­ზე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა სწო­რედ კერ­ძო სექ­ტო­რის­თვის ექ­ნე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ქუმ­სიშ­ვილ­მა.

დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი კონ­კრე­ტულ მა­გა­ლი­თებ­საც ასა­ხე­ლებს.

"მო­ლო­დი­ნი რო­მე­ლიც გვაქვს, არის კონ­კრე­ტულ ფაქ­ტებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი - რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან და სწო­რედ აქე­და­ნაა ჩვე­ნი მონ­დო­მე­ბა, რომ მე­ტად და მე­ტად შე­ვუ­წყოთ ხელი ამ სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვას. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც პო­ლო­ნეთ­მა მი­ი­ღო კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ევ­რო­პი­დან 4-ჯერ გა­ი­ზარ­და , სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა - 10-ჯერ, 15 მი­ლი­არ­დი­დან 150 მი­ლი­არ­დამ­დე და ევ­რო­კავ­შირ­მა თა­ვი­სი დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში 30 ათას­ზე მეტი პრო­ექ­ტის და­ა­ფი­ნან­სა, რაც ჯამ­ში, 68 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი იყო.

რუ­მი­ნეთ­ში, 4,5-ჯერ გა­ი­ზარ­და პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ევ­რო­პი­დან -1 მი­ლი­არ­დი­დან 4,4 მი­ლი­არ­დამ­დე, ამა­ვე დროს, 8-ჯერ გა­ი­ზარ­და ექ­სპორ­ტი რუ­მი­ნე­თი­დან ევ­რო­კავ­ში­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით- 2 მი­ლი­არ­დი­დან 16 მი­ლი­არ­დამ­დე. გა­ხუთ­მაგ­და ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი - პო­ლო­ნე­თის შემ­თხვე­ვა­ში 300 მი­ლი­ო­ნი­დან მი­ლი­არდ- ნა­ხევ­რამ­დე გა­ი­ზარ­და, ხოლო რუ­მი­ნე­თის შემ­თხვე­ვა­ში - 15-ჯერ, 200 მი­ლი­ო­ნი­დან 3 მი­ლი­არ­დამ­დე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ლო­დი­ნი, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბის და მათ შო­რის, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის შემ­დგომ არის ის, რომ სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უნდა გა­ი­ზარ­დოს, რო­გორც ექ­სპორ­ტის, ისე იმ­პორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რა თქმა უნდა, ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა ევ­რო­პი­დან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა - ხორ­ვა­ტი­ა­ში ასე­თი დახ­მა­რე­ბა იყო 8 მი­ლი­არ­დი და ასე­ვე სხვა ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, სა­დაც ძა­ლი­ან დი­დია ეს დახ­მა­რე­ბა. სწო­რედ ამ ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის ფა­სი­ლი­ტა­ცი­ის ნა­წილ­ში ჩვენ „პე­ი­სე­რა ბანკ-სა­ქარ­თვე­ლოს“ ვხე­დავთ ყვე­ლა­ზე კარგ ფი­ნან­სურ შუ­ა­მავ­ლად, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ტრან­ზაქ­ცი­ის სის­წრა­ფე არის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა და რო­გორც გი­თხა­რით, ჩვენ შემ­დე­გი სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კო­მი­სი­ოს გა­რე­შე გა­ვა­კე­თებთ გა­და­რი­ცხვებს.

2022 წელს ევ­რო­პას­თან ჩვე­ნი სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა 3 მი­ლი­არდ 900 მი­ლი­ონს ას­ცდა, სა­ი­და­ნაც 860 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მეტი იყო ჩვე­ნი ექ­სპორ­ტი. იმა­ვე სტა­ტის­ტი­კას რომ შევ­ხე­დოთ, რაც მე სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან მო­გიყ­ვა­ნეთ, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ 7 წე­ლი­წად­ში 5 მი­ლი­არდს უნდა გა­დას­ცდეს მარ­ტო ჩვე­ნი ექ­სპორ­ტი ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ევ­რო­პი­დან ჩვენ შარ­შან პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი თით­ქმის მი­ლი­არ­დი მი­ვი­ღეთ, 960 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი, შე­სა­ბა­მი­სად, იგი­ვე სტა­ტის­ტი­კას რომ გავ­ყვეთ, რაც სხვა ქვეყ­ნებ­ში მოხ­და, გა­მო­დის, რომ 6-7 წე­ლი­წად­ში აღ­ნიშ­ნულ­მა ასე­ვე 6 მი­ლი­არდს უნდა გა­და­ა­ჭარ­ბოს. ეს არის ის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რო­მელ­შიც ჩვენ ვართ და რა მო­ლო­დი­ნე­ბიც გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და ქუმ­სიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"კანდიდატის სტატუსის მიღებას ევროკავშირიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და მასთან სავაჭრო ბრუნვის ზრდა მოჰყვება" - ქუმსიშვილი

"კანდიდატის სტატუსის მიღებას ევროკავშირიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და მასთან სავაჭრო ბრუნვის ზრდა მოჰყვება" - ქუმსიშვილი

"პეისერა ბანკის“ გენერალური დირექტორის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, სხვა ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მომავალი 6-7 წლის განმავლობაში, როგორც სავაჭრო ბრუნვა, ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს.

ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების გამარტივების მიზნით „პეისერა ბანკი“ თავის მომხმარებელს უპრეცედენტო შეთავაზებას უკეთებს და შესაძლებლობას აძლევს ევროპაში ევრო საკომისიოს გარეშე გადარიცხონ

"ცხადია, ამ შეთავაზებით "პეისერა ბანკის" მომხმარებელ იურიდიულ პირებთან ერთად ფიზიკური პირებიც ისარგებლებენ, მაგრამ რადგანაც იურიდიულ პირებს გაცილებით მეტი აქვთ ტრანზაქციები და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე მათი ტრანზაქციები მეტ გავლენას ახდენს, ამ შეთავაზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ კერძო სექტორისთვის ექნება”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილი კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებს.

"მოლოდინი რომელიც გვაქვს, არის კონკრეტულ ფაქტებზე დამყარებული - რამდენიმე ქვეყნის მაგალითს მოვიყვან და სწორედ აქედანაა ჩვენი მონდომება, რომ მეტად და მეტად შევუწყოთ ხელი ამ სავაჭრო ბრუნვას. მაგალითად, როდესაც პოლონეთმა მიიღო კანდიდატის სტატუსი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროპიდან 4-ჯერ გაიზარდა , სავაჭრო ბრუნვა - 10-ჯერ, 15 მილიარდიდან 150 მილიარდამდე და ევროკავშირმა თავისი დახმარების ფარგლებში 30 ათასზე მეტი პროექტის დააფინანსა, რაც ჯამში, 68 მილიარდი დოლარი იყო.

რუმინეთში, 4,5-ჯერ გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროპიდან -1 მილიარდიდან 4,4 მილიარდამდე, ამავე დროს, 8-ჯერ გაიზარდა ექსპორტი რუმინეთიდან ევროკავშირის მიმართულებით- 2 მილიარდიდან 16 მილიარდამდე. გახუთმაგდა ფულადი გზავნილები - პოლონეთის შემთხვევაში 300 მილიონიდან მილიარდ- ნახევრამდე გაიზარდა, ხოლო რუმინეთის შემთხვევაში - 15-ჯერ, 200 მილიონიდან 3 მილიარდამდე. აქედან გამომდინარე, მოლოდინი, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან დაახლოების და მათ შორის, კანდიდატის სტატუსის შემდგომ არის ის, რომ სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ტექნიკური დახმარება ევროპიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება - ხორვატიაში ასეთი დახმარება იყო 8 მილიარდი და ასევე სხვა ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც ძალიან დიდია ეს დახმარება. სწორედ ამ ტრანზაქციების ფასილიტაციის ნაწილში ჩვენ „პეისერა ბანკ-საქართველოს“ ვხედავთ ყველაზე კარგ ფინანსურ შუამავლად, რომლის მეშვეობითაც ტრანზაქციის სისწრაფე არის გარანტირებული, გარანტირებულია მოხერხებულობა და როგორც გითხარით, ჩვენ შემდეგი სამი თვის განმავლობაში საკომისიოს გარეშე გავაკეთებთ გადარიცხვებს.

2022 წელს ევროპასთან ჩვენი სავაჭრო ბრუნვა 3 მილიარდ 900 მილიონს ასცდა, საიდანაც 860 მილიონ ევროზე მეტი იყო ჩვენი ექსპორტი. იმავე სტატისტიკას რომ შევხედოთ, რაც მე სხვა ქვეყნებიდან მოგიყვანეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ 7 წელიწადში 5 მილიარდს უნდა გადასცდეს მარტო ჩვენი ექსპორტი ევროპის მიმართულებით. ევროპიდან ჩვენ შარშან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის მილიარდი მივიღეთ, 960 მილიონ დოლარზე მეტი, შესაბამისად, იგივე სტატისტიკას რომ გავყვეთ, რაც სხვა ქვეყნებში მოხდა, გამოდის, რომ 6-7 წელიწადში აღნიშნულმა ასევე 6 მილიარდს უნდა გადააჭარბოს. ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ ვართ და რა მოლოდინებიც გვაქვს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.