დედამიწაზე ცხოვრობს ადამიანი, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რომ მხოლოდ კანი და ძვლები აქვს. ის არის პარასპორტსმენი ტომ სტენიფორდი. თანდაყოლილი პათოლოგიის შედეგად მამაკაცს ერთი გრამი ცხიმი არ აქვს, ამიტომ მისი კანი ფაქტობრივად ძვლებზეა გადაჭიმული. ის იმდენად გამხდარია, რომ ხშირად ეკითხებიან, როგორ ახერხებს აქტიურ ცხოვრებას, მაგრამ ტომი წარმოუდგენელი სიმტკიცის კაცია. ის მონაწილეობს საერთაშორისო ველორბოლებში და ხშირად იმარჯვებს კიდეც.
თავიდან ყველაფერი კარგად იყო
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლის (1,90 სმ), ველოსიპედისტი მხოლოდ 66 კილოგრამს იწონის. თუ დაფიქრდებით, ეს ძალიან ცოტა წონაა კალათბურთელის სიმაღლის კაცისთვის. ტომს არ აქვს კანქვეშა ცხიმი, რაც ადამიანის სხეულს აუცილებლად სჭირდება.
თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო. ტომ სტენიფორდი, 1989 წელს ინგლისის საგრაფო დევონში დაიბადა. ცხოვრების პირველ წლებში ის იყო ჩვეულებრივი ვარდისფერლოყებიანი ბიჭი.
პათოლოგია მაშინ გამოჩნა, როდესაც სკოლის ასაკის გახდა. თანდათან ბიჭმა წონაში კლება დაიწყო და ამ პროცესის შეჩერება ვერ მოხერხდა, რამდენსაც არ ცდილობდნენ მშობლები საყვარელი ბავშვის გასუქებას, არაფერი გამოსდიოდათ. 10 წლის ასაკში კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა: ბიჭს თითქმის არაფერი ესმოდა.
როდესაც ტომი 12 წლის გახდა, ის უკვე ძალიან გამხდარი იყო, ტყავით დაფარული თავის ქალითა და თხელი ხელებითა და ფეხებით. მას სხეულზე გრამი ცხიმი არ ჰქონდა.
ის არასოდეს დანებებულა
მშობლებმა მალე გაარკვიეს, რომ მათ შვილსაც ჰქონდა დიაბეტი და არა 1 ტიპის, როგორც ეს ჩვეულებრივ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ემართებათ, არამედ ტიპი 2, როგორც ხანდაზმულებშია, რომლებსაც ჭარბი წონა აქვთ. ეს ყველაფერი ალოგიკური და საშინელი ჩანდა. ექიმები ვერ ხვდებოდნენ, რა იყო ჩვეულებრივი ბიჭის ჯანმრთელობის ასეთი პრობლემის მიზეზი და რატომ ვერ იმატებდა წონაში. მოგვიანებით, უფრო სერიოზული გამოკვლევის შემდეგ, გაირკვა, რომ ტომს სერიოზული პათოლოგია ჰქონდა.
ექსეტერის უნივერსიტეტის ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ახალგაზრდას ჰქონდა MDP სინდრომი, გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს მეტაბოლურ დარღვევებს, რაც ხელს უშლის ცხიმოვანი ქსოვილის შეწოვას. დაავადება გენეტიკურია და ასოცირდება POLD1 გენის მუტაციასთან. სიყრუე და შაქრიანი დიაბეტი ასოცირდება ამ მუტაციით ცხიმის ნაკლებობასთან.
იმისდა მიუხედავად, რომ კანქვეშა ცხიმის ნაკლებობა პრობლემას წარმოადგენს ყველა ადამიანში (მათ ძალიან უჭირთ გათბობა), ტომმა გადაწყვიტა არ დანებებულიყო და ცხოვრება გაეგრძელებინა.
16 წლიდან დაინტერესდა ველოსიპედით და გადაწყვიტა ამ სპორტში მაქსიმალური შედეგისთვის მიეღწია.
ახლა ის წარმატებული სპორტსმენია და იგებს შეჯიბრებებს შშმ პირებისთვის. ამავდროულად, ტომი მონაწილეობს ყრუთა კატეგორიაში, ანუ თანაბრად ეჯიბრება სმენადაქვეითებულ, მაგრამ ფიზიკურად ძლიერ მამაკაცებს.
როგორია ცხოვრება ცხიმის გარეშე
ტომის დილა განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანებისგან. ჯერ დიდხანს ათბობს სხეულს, შემდეგ ჭიმავს სახსარს, რომელიც ღამით მაგრდება და მხოლოდ ამის შემდეგ დგება საწოლიდან. ჩვეულებრივ ადამიანებზე უფრო თბილად აცვია, რაც გასაგებია. ტომი ასევე იცავს სპეციალურად მისთვის შექმნილ დიეტას. და, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა კაცი ბევრს ვარჯიშობს. ის დარწმუნებულია, რომ ველოსიპედმა უბრალოდ გადაარჩინა მისი სიცოცხლე: სპორტი აძლევს ძალას, აუმჯობესებს მის ჯანმრთელობას და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას.
აღსანიშნავია, რომ სპორტის გარდა, ტომ სტენიფორდს საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. დაამთავრა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, თავისუფლად ფლობს ფრანგულ ენას და ახლა ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს.
უფრო მეტიც, ახალგაზრდა რვა წელია დაქორწინებულია. მისი მეუღლეც ველოსიპედით არის გატაცებული და ისინი ერთმანეთს ველოფორუმზე შეხვდნენ. მეორე ნახევარს პრობლემას არ უქმნის ქმრის ავადმყოფობა - მასში სულიერ სილამაზეს და წარმოუდგენელ შინაგან ძალას ხედავს.
დღეისათვის მეცნიერებმა ჩვენს პლანეტაზე მხოლოდ 12 ადამიანი აღმოაჩინეს იგივე გენეტიკური მუტაციით, როგორც სტენიფორდია. რაც ოპტიმიზმს იწვევს, იგივე სინდრომით დაავადებულ ადამიანებში. პროგნოზი კარგია, სწორი ცხოვრების წესით მათ შეუძლიათ სიბერემდე იცხოვრონ. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია ხანდაზმული მამაკაცი, რომელიც 66 წელია ცხოვრობს MDP სინდრომით. ეს ინფორმაცია შთააგონებს ტომს - მას სჯერა, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება.