ავტორი:

თბილისში ქეი ეფ სის მე-17 რესტორანი  გაიხსნა!

თბილისში ქეი ეფ სის მე-17 რესტორანი  გაიხსნა!

ქეი ეფ სი საქართველო , რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით მეჩვიდმეტე ობიექტი გახსნა.

ქეი ეფ სი-ს ახალი რესტორანი სტუმრებს ქ.თბილისში , ს/ც თბილისი მოლში (აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ.) უმასპინძლებს.

KFC (Kentucky Fried Chicken) ამერიკული სწრაფი

კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია ქათმის მომზადების ლეგენდარული ,საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) კოლონელ ჰარლანდ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოში ქეი ეფ სი-ს რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს , კომპანია ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

აღმაშენებლის ხეივანზე ს/ც თბილისი მოლში მდებარე ქეი ეფ სი იმუშავებს ყოველდღიურად 10 საათიდან - 22:00 საათამდე , მიტანის და თან წაღების სერვისით სარგებლობა ასევე იქნება შესაძლებელი 10 საათიდან - 22:00 საათამდე.

შეგახსენებთ რომ ქეი ეფ სის რესტორნები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

R