მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთს სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და 130 000 ევროს გადახდა დააკისრა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთს სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და 130 000 ევროს გადახდა დააკისრა

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ გიგა ოთხო­ზო­რი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა და­უდ­გი­ნა და გიგა ოთხო­ზო­რი­ას ოჯახს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის სა­ხით 130 000 ევ­როს კომ­პენ­სა­ცია მი­ა­ნი­ჭა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მო­ცე­მულ საქ­მე­ში ასე­ვე და­ად­გი­ნა 38-ე მუხ­ლის დარ­ღვე­ვა, რად­გან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ სა­სა­მარ­თლო­ში არ წა­რად­გი­ნა შე­სა­ბა­მი­სი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბი.

"დღეს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საქ­მე­ზე მატ­კა­ვა და სხვე­ბი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ (Matkava and Others v. Russia (no. 3963/18)). ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის (სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა) დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა და გიგა ოთხო­ზო­რი­ას ოჯახს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის სა­ხით 130 000 ევ­როს კომ­პენ­სა­ცია მი­ა­ნი­ჭა. მო­ცე­მულ საქ­მე­ში ასე­ვე და­ად­გი­ნა 38-ე მუხ­ლის დარ­ღვე­ვა, რად­გან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ სა­სა­მარ­თლო­ში არ წა­რად­გი­ნა შე­სა­ბა­მი­სი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბი.

გიგა ოთხო­ზო­რია 2016 წლის 19 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და აფხა­ზე­თის რე­გი­ონს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის მიმ­დე­ბა­რედ, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ე. წ. აფხაზ­მა "მე­სა­ზღვრემ“, რა­შიდ კან­ჯი-ოღ­ლიმ მოკ­ლა. ოთხო­ზო­რი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ოჯა­ხის წევ­რებ­მა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს სა­ჩივ­რით 2018 წლის 11 იან­ვარს მი­მარ­თეს. მომ­ჩივ­ნე­ბი ე. წ. აფხა­ზი მე­სა­ზღვრის მიერ ძა­ლის უკა­ნო­ნო გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად გიგა ოთხო­ზო­რი­ას სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა­სა და ამ ფაქ­ტზე წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბა­ზე და­ვო­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, მომ­ჩივ­ნე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ და­ირ­ღვა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და პრო­ცე­დუ­რუ­ლი ნა­წი­ლე­ბი.

არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის ეტა­პი: 2018 წლის 8 ნო­ემ­ბერს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ გიგა ოთხო­ზო­რი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა და­ი­წყო და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, რო­გორც მო­პა­სუ­ხე სა­ხელ­მწი­ფოს, ოთხო­ზო­რი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი კი­თხვე­ბით მი­მარ­თა.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნილ წე­რი­ლო­ბით არ­გუ­მენ­ტა­ცი­ა­ში აფხა­ზეთს სუ­ვე­რე­ნულ სა­ხელ­მწი­ფოდ იხ­სე­ნი­ებს, რო­მელ­მაც თავი და­აღ­წია სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რე­სი­ას და თვით­გა­მორ­კვე­ვის გზით გახ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია აცხა­დებს, რომ მისი იუ­რის­დიქ­ცია არ ვრცელ­დე­ბა აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იგი არ ახორ­ცი­ე­ლებს ეფექ­ტი­ან კონ­ტროლს ან რა­ი­მე სა­ხის ზე­გავ­ლე­ნას "აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ზე“ ამი­ტომ მოკ­ლე­ბუ­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბას, და­იც­ვას ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

რუ­სე­თის წე­რი­ლო­ბი­თი არ­გუ­მენ­ტა­ცი­ის სა­პი­რის­პი­როდ, რო­გორც სა­ჩი­ვარ­ში, ასე­ვე შემ­დგომ წარ­დგე­ნილ წე­რი­ლო­ბით არ­გუ­მენ­ტა­ცი­ა­ში, სა­ი­ამ და EHRAC-მა მი­უ­თი­თეს არა­ერთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს რუ­სე­თის მხრი­დან აფხა­ზე­თის ოკუ­პა­ცი­ას და ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი კონ­ტრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბე­ბის­თვის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მომ­ჩივ­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და და­ა­ვა­ლა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, წარ­მო­ედ­გი­ნა აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გიგა ოთხო­ზო­რი­ას მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მთლი­ა­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლე­ბის ას­ლე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ შე­ას­რუ­ლა. ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნილ წე­რი­ლო­ბით არ­გუ­მენ­ტა­ცი­ა­ში საია და­მა­ტე­ბით მი­უ­თი­თებ­და, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს­თვის საქ­მის მა­სა­ლე­ბის არ გა­და­ცე­მა არ­ღვევ­და კონ­ვენ­ცი­ის 38-ე მუხლს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლომ 38-ე მუხ­ლის დარ­ღვე­ვაც და­ად­გი­ნა.

ამას­თა­ნა­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში ასე­ვე შე­ტა­ნი­ლია სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი სა­ჩი­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ (IV) (no. 39611/18), რო­მე­ლიც ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად და­საშ­ვე­ბად გა­მო­ა­ცხა­და 2023 წლის 28 მარტს. სა­ქარ­თვე­ლოს მიერ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­დგე­ნი­ლი მე-4 სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სო სა­ჩი­ვა­რი ეხე­ბა რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­სა და სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მა­სობ­რი­ვი შე­ვიწ­რო­ე­ბის, და­კა­ვე­ბის, თავ­დას­ხმე­ბის, მკვლე­ლო­ბი­სა და ამ­გვა­რი ფაქ­ტე­ბი­სად­მი რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი შემ­წყნა­რებ­ლო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პრაქ­ტი­კას. სა­ხელ­მწი­ფოს სა­ჩი­ვარ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის, გიგა ოთხო­ზო­რი­ა­სა და და­ვით ბა­შა­რუ­ლის მკვლე­ლო­ბებს. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ეს საქ­მე­ე­ბი წარ­მო­ად­გენს რუ­სე­თის მიერ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა მა­სობ­რი­ვი დარ­ღვე­ვის სა­მა­გა­ლი­თო შემ­თხვე­ვებს და გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პრაქ­ტი­კის ფარ­გლებ­ში. ასე­ვე, ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა კონ­კრე­ტულ და­ვა­ში მე­სა­მე მხა­რედ იყო ჩარ­თუ­ლი და წა­რად­გი­ნა სა­მარ­თლებ­რი­ვი პო­ზი­ცია მომ­ჩი­ვან­თა მხარ­და­სა­ჭე­რად.

გიგა ოთხო­ზო­რი­ას საქ­მეს გა­აჩ­ნია სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბა, რად­გან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ იმ­სჯე­ლა თუ, რამ­დე­ნად ახორ­ცი­ე­ლებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ეფექ­ტი­ან კონ­ტროლს აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და რამ­დე­ნად ეკის­რე­ბა მას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ქმე­დე­ბებ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია ამ საქ­მეს ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში აწარ­მო­ებ­და "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პულ ცენ­ტრთან” (EHRAC) თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.

საია აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს ახორ­ცი­ე­ლებ­და USAID სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში“, - ნათ­ქვა­მია სა­ი­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით 67
1

7 წელი იხილავდნენ ამ საქმეს? რაღაც მექანიზმები ხომ არსებობს, არგადახდის შემთხვევაში. უბრალოდ გასამკაცრებელია ეს საქმე. მაგალითად თვითმფრინავის ( რუსეთის ავიაკომპანიის) დაყადაღება და მერე გაყიდვა ოთხოზორიას ოჯახის სასარგებლოდ ანდა სხვა ტვირთის დაპატიმრება. ეს ხომ უადვილესია 

ვიტალი
2

პუტინი ხო დააკავეთ? რა სასაცილოები არიან, შეშფოთება აღშფოთება ვაკვირდებით მოვუწოდებთ, ვაი თქვე საცოდავებო სოტყვების რახარუხი უტრაკო ევროპა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთს სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და 130 000 ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთს სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და 130 000 ევროს გადახდა დააკისრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა.

მათივე ცნობით, მოცემულ საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები.

"დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე მატკავა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Matkava and Others v. Russia (no. 3963/18)). ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. მოცემულ საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე. წ. აფხაზმა "მესაზღვრემ“, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. მომჩივნები ე. წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ძალის უკანონო გამოყენების შედეგად გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის მოსპობასა და ამ ფაქტზე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე დავობენ. შესაბამისად, მომჩივნები აცხადებენ, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების მატერიალური და პროცედურული ნაწილები.

არსებითი განხილვის ეტაპი: 2018 წლის 8 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა.

რუსეთის ფედერაცია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში აფხაზეთს სუვერენულ სახელმწიფოდ იხსენიებს, რომელმაც თავი დააღწია საქართველოს აგრესიას და თვითგამორკვევის გზით გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ მისი იურისდიქცია არ ვრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, იგი არ ახორციელებს ეფექტიან კონტროლს ან რაიმე სახის ზეგავლენას ,,აფხაზეთის რესპუბლიკაზე“ ამიტომ მოკლებულია შესაძლებლობას, დაიცვას ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები აფხაზეთის ტერიტორიაზე.

რუსეთის წერილობითი არგუმენტაციის საპირისპიროდ, როგორც საჩივარში, ასევე შემდგომ წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში, საიამ და EHRAC-მა მიუთითეს არაერთ მტკიცებულებაზე, რომელიც ადასტურებს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებას. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივნების შუამდგომლობა და დაავალა რუსეთის ფედერაციას, წარმოედგინა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მთლიანი საგამოძიებო მასალების ასლები. მიუხედავად აღნიშნულისა, რუსეთის ფედერაციამ ვალდებულება არ შეასრულა. ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში საია დამატებით მიუთითებდა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპული სასამართლოსთვის საქმის მასალების არ გადაცემა არღვევდა კონვენციის 38-ე მუხლს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ 38-ე მუხლის დარღვევაც დაადგინა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ევროპულ სასამართლოში ასევე შეტანილია სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) (no. 39611/18), რომელიც ევროპულმა სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა 2023 წლის 28 მარტს. საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილი მე-4 სახელმწიფოთაშორისო საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობისა და ამგვარი ფაქტებისადმი რუსეთის ოფიციალური შემწყნარებლობის ადმინისტრაციულ პრაქტიკას. სახელმწიფოს საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საქმეები წარმოადგენს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის სამაგალითო შემთხვევებს და განხილული იქნება ადმინისტრაციული პრაქტიკის ფარგლებში. ასევე, ხაზგასასმელია, რომ საქართველოს მთავრობა კონკრეტულ დავაში მესამე მხარედ იყო ჩართული და წარადგინა სამართლებრივი პოზიცია მომჩივანთა მხარდასაჭერად.

გიგა ოთხოზორიას საქმეს გააჩნია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა თუ, რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტიან კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საქმეს ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან” (EHRAC) თანამშრომლობით.

საია აღნიშნულ საქმეს ახორციელებდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში“, - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.