კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
პოლიტიკა

21

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:01-ზე, მთვარე ლომში იქნება 03:17-დან – საუკეთესო დღეა შემოქმედებისა და სიყვარულისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. დღეს ოჯახი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე მოწიფულმა ადამიანებმა უნდა შექმნან. აქტიური ორგანოებია: გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა.
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო, ომი არ მოხდებოდა" - პრემიერი
"2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო, ომი არ მოხდებოდა" - პრემიერი

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 2008 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყო­ფი­ლი­ყო, აგ­ვის­ტოს ომი არ მოხ­დე­ბო­და.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა მთავ­რო­ბის წლი­უ­რი ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას აღ­ნიშ­ნა, "მა­შინ­დელ­მა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო მთავ­რო­ბამ ვერ მო­ა­ხერ­ხა ამ ომის თა­ვი­დან არი­დე­ბა“.

"აგ­ვის­ტოს ომი, რა თქმა უნდა, უდი­დე­სი ტრა­გე­დია იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. მინ­და ასე­ვე აღ­ვნიშ­ნო, რომ სამ­წუ­ხა­როდ, მა­შინ­დელ­მა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო მთავ­რო­ბამ ვერ მო­ა­ხერ­ხა ამ ომის თა­ვი­დან არი­დე­ბა. არა­ერ­თხელ მით­ქვამს, 2008 წელს რომ ყო­ფი­ლი­ყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ეს ომი არ მოხ­დე­ბო­და. ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ღიად ვე­სა­უბ­რე­ბო­დით იმ რის­კე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა­ნაც გამ­კლა­ვე­ბაც გვი­წევ­და. საფრ­თხე საკ­მა­ოდ რე­ა­ლუ­რი იყო. ეს არ იყო მო­გო­ნი­ლი. ქვეყ­ნის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის საფრ­თხე იყო, ქვეყ­ნის შიგ­ნით მოქ­მე­დი რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი და მტრუ­ლი ძა­ლე­ბი პირ­და­პირ იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმით, რომ ქვე­ყა­ნა ჩაბ­მუ­ლი­ყო ამ სა­ო­მარ ვი­თა­რე­ბა­ში. მე ფაქ­ტებს აღარ გა­გახ­სე­ნებთ, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით ყვე­ლა­ფე­რი. სი­ა­მა­ყით უნდა ით­ქვას, რომ ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ყვე­ლა­ზე დიდი გან­საც­დე­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს და­ა­ტყდეს თავს, ეს არის ომი და ჩვენ ეს ყვე­ლა­ზე დიდი გან­საც­დე­ლი თა­ვი­დან ავი­რი­დეთ. ავი­ცი­ლეთ ომი და მშვი­დო­ბი­ა­ნად, გო­ნივ­რუ­ლად გა­ვიყ­ვა­ნეთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სამ­შვი­დო­ბოს. ჩვენ ეს გა­მარ­ჯვე­ბა ერ­თად მო­ვი­პო­ვეთ. შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ ეს რის­კე­ბი მთლი­ა­ნად არის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს რის­კე­ბი არ­სად წა­სუ­ლა, მაგ­რამ ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლით და გო­ნი­ე­რე­ბით ვა­ფა­სებთ რის­კებს, ვახ­დენთ საფრ­თხე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, შე­სა­ბა­მის პრე­ვენ­ცი­ას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას და ჩვენს ქვე­ყა­ნას ვი­ცავთ“,-გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

აქ იყო მაშინაც, ბანკში, შენსავით! ხაზარაძესავით, ქუმსიშვილივით, ჯაფარიძესავით, ჩხარტიშვილისავით, კვირიკაშვილისავით, აბა სად იყავით, ჯარში ?! კაპიტალიზმს აშენებდით, არა ? მერე რა ააშენეთ ?!

ბუხუტი
2

ბიძინა გვყავს,ღარიბა გვყავს,წულუკაც გვყავს მშვენიერი

ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?

ავტორი:

"2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო, ომი არ მოხდებოდა" - პრემიერი

"2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო, ომი არ მოხდებოდა" - პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება“ რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, აგვისტოს ომი არ მოხდებოდა.

როგორც პრემიერმა მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, "მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება“.

"აგვისტოს ომი, რა თქმა უნდა, უდიდესი ტრაგედია იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. არაერთხელ მითქვამს, 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდით იმ რისკების შესახებ, რომელთანაც გამკლავებაც გვიწევდა. საფრთხე საკმაოდ რეალური იყო. ეს არ იყო მოგონილი. ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხე იყო, ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ამ საომარ ვითარებაში. მე ფაქტებს აღარ გაგახსენებთ, ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი. სიამაყით უნდა ითქვას, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები. ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას და ხალხს დაატყდეს თავს, ეს არის ომი და ჩვენ ეს ყველაზე დიდი განსაცდელი თავიდან ავირიდეთ. ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს. ჩვენ ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რისკები მთლიანად არის განეიტრალებული. ბუნებრივია, ეს რისკები არსად წასულა, მაგრამ ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით და გონიერებით ვაფასებთ რისკებს, ვახდენთ საფრთხეების იდენტიფიცირებას, შესაბამის პრევენციას ვახორციელებთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ჩვენს ქვეყანას ვიცავთ“,-განაცხადა პრემიერმა.