პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აეროპორტის ტერიტორიაზე წყალში ჩაძირული თვითმფრინავები, ქალაქის შუაგულში კი ნიანგი - წყალდიდობა ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთით, რომლის მსგავსიც არ ახსოვთ
აეროპორტის ტერიტორიაზე წყალში ჩაძირული თვითმფრინავები, ქალაქის შუაგულში კი ნიანგი -  წყალდიდობა ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთით, რომლის მსგავსიც არ ახსოვთ

ავ­სტრა­ლი­ის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე შტატ ქუ­ინსლენდში მო­სულ­მა ჭარბმა ნა­ლექ­მა წყალ­დი­დო­ბა გა­მო­იწ­ვია, რა­საც მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის ევა­კუ­ა­ცია მოჰ­ყვა, ნა­წილ­მა კი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბის სა­ხუ­რავ­ზე გა­ა­თე­ნა ღამე.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებ­ში კერნ­სის აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წყალ­ში ჩა­ძი­რუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი, ქა­ლა­ქის შუ­ა­გულ­ში კი წყალ­ში მცუ­რა­ვი ნი­ან­გი ჩანს. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ქუ­ინსლენ­დის ქა­ლა­ქე­ბი­დან ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი უკვე ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ და­ნარ­ჩე­ნე­ბი შე­ნო­ბე­ბის სა­ხუ­რა­ვებ­ზე არი­ან მომ­წყვდე­უ­ლე­ბი და შვე­ლას ელი­ან.

  • ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, სამ­შა­ბათს ნა­ლე­ქი შემ­ცირ­დე­ბა, თუმ­ცა მდი­ნა­რე­ე­ბი კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღე იქ­ნე­ბა ადი­დე­ბუ­ლი.

ტრო­პი­კუ­ლი ციკ­ლო­ნის გამო, ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში, 24 სა­ათ­ში რე­კორ­დუ­ლი ოდე­ნო­ბის ნა­ლე­ქი და­ფიქ­სირ­და, რო­მე­ლიც ნა­ლე­ქის მთე­ლი წლის ოდე­ნო­ბას გა­უ­ტოლ­და. ამ დრომ­დე არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ინ­ფორ­მა­ცია და­ღუ­პუ­ლე­ბის ან და­კარ­გუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბის ცნო­ბით, ინ­ტენ­სი­უ­რი ნა­ლე­ქი ავ­სტრა­ლი­ის რე­გი­ო­ნებ­ში მომ­დევ­ნო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

ამ დრომ­დე მაშ­ვე­ლებ­მა ასო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს, თუმ­ცა ბევ­რი სახ­ლი კვლავ დატ­ბო­რი­ლია, გა­თი­შუ­ლია ელექტრო­ე­ნერ­გია, გზე­ბი კი ჩა­კე­ტი­ლი. მას შემ­დეგ, რაც წვი­მა და­ი­წყო, ქა­ლაქ კერნსში წყალ­მა 2 მეტრზე მეტ სი­მაღ­ლეს მი­აღ­წია. ქუ­ინსლენ­დის პრე­მი­ერ­მა, სტი­ვენ მა­ილსმა ავ­სტრა­ლი­ის მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა ყვე­ლა­ზე უა­რე­სია, რაც კი აქა­უ­რებს ახ­სოვთ: "ად­გილ­ზე ვე­სა­უბ­რე კერნ­სის ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ აქამ­დე მსგავ­სი არა­ფე­რი უნა­ხავთ".

სა­ხელ­მწი­ფოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით, კა­ტას­ტრო­ფის ზა­რა­ლი 1 მი­ლი­არდ ავ­სტრა­ლი­ურ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

აეროპორტის ტერიტორიაზე წყალში ჩაძირული თვითმფრინავები, ქალაქის შუაგულში კი ნიანგი - წყალდიდობა ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთით, რომლის მსგავსიც არ ახსოვთ

აეროპორტის ტერიტორიაზე წყალში ჩაძირული თვითმფრინავები, ქალაქის შუაგულში კი ნიანგი -  წყალდიდობა ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთით, რომლის მსგავსიც არ ახსოვთ

ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შტატ ქუინსლენდში მოსულმა ჭარბმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილის ევაკუაცია მოჰყვა, ნაწილმა კი მაღალსართულიანი სახლების სახურავზე გაათენა ღამე.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებში კერნსის აეროპორტის ტერიტორიაზე წყალში ჩაძირული თვითმფრინავები, ქალაქის შუაგულში კი წყალში მცურავი ნიანგი ჩანს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქუინსლენდის ქალაქებიდან ათასობით ადამიანი უკვე ევაკუირებულია, მაგრამ დანარჩენები შენობების სახურავებზე არიან მომწყვდეულები და შველას ელიან.

  • ექსპერტების თქმით, სამშაბათს ნალექი შემცირდება, თუმცა მდინარეები კიდევ რამდენიმე დღე იქნება ადიდებული.

ტროპიკული ციკლონის გამო, ზოგიერთ რეგიონში, 24 საათში რეკორდული ოდენობის ნალექი დაფიქსირდა, რომელიც ნალექის მთელი წლის ოდენობას გაუტოლდა. ამ დრომდე არ გავრცელებულა ინფორმაცია დაღუპულების ან დაკარგულების შესახებ. მეტეოროლოგების ცნობით, ინტენსიური ნალექი ავსტრალიის რეგიონებში მომდევნო 24 საათის განმავლობაშიც გაგრძელდება.

<iframe width="400" height="500" frameborder="0" src="https://www.bbc.com/news/av-embeds/67740978/vpid/p0h0631c"></iframe>

ამ დრომდე მაშველებმა ასობით ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა ბევრი სახლი კვლავ დატბორილია, გათიშულია ელექტროენერგია, გზები კი ჩაკეტილი. მას შემდეგ, რაც წვიმა დაიწყო, ქალაქ კერნსში წყალმა 2 მეტრზე მეტ სიმაღლეს მიაღწია. ქუინსლენდის პრემიერმა, სტივენ მაილსმა ავსტრალიის მედიას განუცხადა, რომ სტიქიური უბედურება ყველაზე უარესია, რაც კი აქაურებს ახსოვთ: "ადგილზე ვესაუბრე კერნსის ადგილობრივ მოსახლეობას, ისინი ამბობენ, რომ აქამდე მსგავსი არაფერი უნახავთ".

სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლების შეფასებით, კატასტროფის ზარალი 1 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს გადააჭარბებს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა