რუსმა საზენიტო მსროლელებმა რუსული “სუ-25” მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი "ტელეგრამზე“ წერს. ”დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რუსული "სუ-25“ უკრაინის საჰაერო თავდაცვას არ ჩამოუგია. ეს იყო რუსი საზენიტო მსროლელების მკაფიო და კოორდინირებული მოქმედებები, რისთვისაც დიდი მადლობა მათ მთელი უკრაინელი ხალხისგან! მინუს ერთი ოკუპანტების "სუ-25“, გაგრძელება იქნება“, - წერს ოლეშჩუკი.