მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც ჩემი შვილი დაიჭირეს, სკოლის მოსწავლე იყო, ამას მოჰყვა ჩემი ძმის დაპატიმრება. უსიტყვოდ მითხრეს, უნდა გაჩუმდეო" - ეკა ბესელია
"როდესაც ჩემი შვილი დაიჭირეს, სკოლის მოსწავლე იყო, ამას მოჰყვა ჩემი ძმის დაპატიმრება. უსიტყვოდ მითხრეს, უნდა გაჩუმდეო" - ეკა ბესელია

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე მუდ­მი­ვად სა­უბ­რო­ბენ და მო­ძა­ლა­დე­ე­ბი საკ­მა­ოდ მკაც­რად ის­ჯე­ბი­ან, მა­ინც უამ­რა­ვი ქალი ხდე­ბა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი!

რა არის ამ პრობ­ლე­მის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მისი დაძ­ლე­ვა? - ამის თა­ო­ბა­ზე პო­ლი­ტი­კო­სი ეკა ბე­სე­ლია გვე­სა­უბ­რე­ბა:

- სამ­წუ­ხა­როდ, უნდა და­გე­თან­ხმოთ: ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვაა. ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი ჩვენს თვალ­წინ ხდე­ბა: ქა­ლებს კლა­ვენ სა­ჯა­როდ, დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად, მათ­ზე ძა­ლა­დო­ბენ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად რე­გი­ო­ნებ­ში იგ­რძნო­ბა. ისიც უნდა ით­ქვას, რომ ბევ­რი ქალი ძა­ლა­დო­ბას ით­მენს და ჩუ­მა­დაა, რად­გან სუ­ლაც არ არის ად­ვი­ლი, უამ­რა­ვი კლი­შე დაძ­ლიო და შენი უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლა და­ი­წყო... ეს, ყვე­ლას როდი შე­უძ­ლია?!

- ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მა­მა­კაცს, ღა­ლა­ტით და­წყე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი ეპა­ტი­ე­ბა, ხოლო ქალს თით­ქმის არა­ფერს პა­ტი­ო­ბენ, ეს რით აიხ­სნე­ბა?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ბრა­ლია და გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მამ­დე მივ­ყა­ვართ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. მუდ­მი­ვი კამ­პა­ნი­აა სა­ჭი­რო, რომ ყვე­ლა ქალ­თან მი­ვი­დეთ, ვი­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნად­გო­მა და მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. მარ­თლაც უც­ნა­უ­რია: მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში, მეფე თა­მა­რი გვყავ­და. გე­ნი­ა­ლურ­მა შოთა რუს­თა­ველ­მა სწო­რედ მა­შინ თქვა ფრა­ზა: ლეკ­ვი ლო­მი­სა სწო­რია, ძუ იყოს, თყნდა ხვა­დი­აო... სა­კი­თხა­ვია, რო­გორ მოხ­და, რომ ამ­დე­ნი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ, ასეთ ქვე­ყა­ნა­ში, ქალი და კა­ცის თა­ნას­წო­რო­ბა­ზე ვმსჯე­ლობთ? ჩემი აზ­რით, ეს უფრო საბ­ჭო­თა მენ­ტა­ლი­ტე­ტის ზე­გავ­ლე­ნით მოხ­და. ჯერ კი­დევ ბევრ კაცს მი­აჩ­ნია, რომ ცოლი მისი სა­კუთ­რე­ბაა, ჯერ კი­დევ არის რე­გი­ო­ნე­ბი, სა­დაც ფიქ­რო­ბენ, რომ ძა­ლა­დო­ბა ურ­თი­ერ­თო­ბის ნე­ბა­დარ­თუ­ლი ფორ­მაა, რაც უდი­დე­სი სირ­ცხვი­ლია! არ ვიცი, რო­გორ მოხ­და, რომ პე­რი­ფე­რი­ებ­ში ახ­ლაც სჯე­რათ, რომ ქმარს უფ­ლე­ბა აქვს ცოლ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძალა გა­მო­ი­ყე­ნოს...

- ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ არი­ან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბი ჩუ­მად?

- ეს, ალ­ბათ, სი­სუს­ტის და არა­საკ­მა­რი­სი ში­ნა­გა­ნი ენერ­გი­ის ბრა­ლია. მათ არა აქვთ იმე­დი, რომ ვინ­მე და­ი­ცავს. სწო­რედ ამი­ტო­მაა სა­ჭი­რო მუდ­მი­ვი კამ­პა­ნია: ყვე­ლა ქალ­მა უნდა იგ­რძნოს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მის გვერ­დი­თაა, რომ თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის, ნე­ბის­მი­ერ პი­რო­ბებ­ში უნდა და­იც­ვას. მარ­თა­ლია, ქა­ლის სა­დღეგ­რძე­ლოს ქარ­თულ სუფ­რა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­მარ­თე­ბით სვა­მენ, მაგ­რამ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში სულ სხვა სი­ტუ­ა­ცი­აა: ქალს ათას­ჯერ მეტი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვი­სი ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­როს. მე ხში­რად მსმე­ნია ფრა­ზა: ამ ქალს კა­ცის ჭკუა აქ­ვსო... ჩემ­ზეც ხში­რად უთ­ქვამთ, ეკას კა­ცის ტვი­ნი აქ­ვსო - კი მაგ­რამ, ეს რას ნიშ­ნავს? ანუ ამით უშ­ვებ იმას, რომ ქალს მა­მა­კაც­ზე ნაკ­ლე­ბი ჭკუა აქვს და მისი ტვი­ნი ნაკ­ლე­ბად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია? ესე იგი, ქალი რომ შე­ა­ქო, უნდა უთხრა, რომ კა­ცის ტვი­ნი აქვს?! არ შე­იძ­ლე­ბა ქალ­საც ჰქონ­დეს ძლი­ე­რი გო­ნე­ბა და ღრმა აზ­როვ­ნე­ბა? არა­ნაკ­ლებ უსი­ა­მოვ­ნო სი­ტყვაა "გა­თხო­ვე­ბა" - შვი­ლი "გა­ვა­თხო­ვე, მი­ვა­თხო­ვე, მის­თხოვ­და"... ჩემი აზ­რით, ეს სი­ტყვე­ბი უნდა და­ვი­ვი­წყოთ: აბა, რას ნიშ­ნავს მი­ვა­თხო­ვე? - ესე იგი, შე­იძ­ლე­ბა ქალი მა­მა­კაცს დრო­ე­ბით ათხო­ვონ? ვფიქ­რობ, რომ ეს სი­ტყვა ქა­ლის სტა­ტუსს აკ­ნი­ნებს და თა­ნას­წო­რო­ბის იდე­ას თავ­ში­ვე უარ­ყოფს. როცა 8-9 სა­უ­კუ­ნის წინ, ქარ­თვე­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ "ლეკ­ვი ლო­მი­სა სწო­რი­აო" და დღეს ამ სა­კი­თხზე ვმსჯე­ლობთ, ეს უკვე ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის დონე მო­ი­კოჭ­ლებს. მე ვფიქ­რობ, რომ ეს უდი­დე­სი პრობ­ლე­მაა, რო­მელ­საც შვე­ლა სჭირ­დე­ბა.

- თქვე­ნი ად­ვო­კა­ტო­ბის დროს თუ შეგ­ხვედ­რი­ათ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბი და რო­გორ იცავ­დით მათ?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე მქო­ნია, როცა ქალს მო­ძა­ლა­დე კა­ცის­გან ვი­ცავ­დი. ყო­ველ­თვის მძაფ­რი რე­აქ­ცია მქონ­და, როცა ე.წ. ძლი­ე­რი სქე­სის აგ­რე­სი­ას ვხე­დავ­დი. ამ ქა­ლე­ბის პრობ­ლე­მა და ტკი­ვი­ლი ძა­ლი­ან მა­წუ­ხებ­და, მაგ­რამ არას­დროს მით­ქვამს, რომ მო­ძა­ლა­დეს უნდა აპა­ტიო, რომ ძა­ლა­დო­ბას შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ჩუმ­დე. ასეთ ქა­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­ი­თა და გამ­ბე­და­ო­ბით ვი­ცავ­დი. პირ­ველ ყოვ­ლი­სა ვაჩ­ვე­ნებ­დი, რომ არ მე­ში­ნო­და მა­ში­ნაც კი, როცა მე­ტის­მე­ტად სა­ხი­ფა­თო საქ­მე­ე­ბის ად­ვო­კა­ტი ვი­ყა­ვი. 2008 წელს, როცა სხვებ­თან ერ­თად ქუ­ჩა­ში გა­ვე­დი, როცა საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ად­ვო­კა­ტი ვი­ყა­ვი. მი­მაჩ­ნდა, რომ უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა კა­ბი­ნეტ­ში, ან სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში კი არ უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, არა­მედ ქუ­ჩა­ში - დე­მონ­სტრა­ცი­ებ­ზე, მი­ტინ­გებ­ზე, ბა­რი­კა­დებ­ზე, სა­დაც ტყვი­ებს გვეს­როდ­ნენ, ქვებს გვი­შენ­დნენ, გვარ­ბევ­დნენ და ჩვე­ნი სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­ში იყო, მაგ­რამ მა­ინც ვი­დე­ქი, არ­სად გავ­რბო­დი და არ ვი­მა­ლე­ბო­დი.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა შე­იძ­ლე­ბა დათ­მოს ქალ­მა მის­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო?

- რო­დე­საც ჩემი შვი­ლი და­ი­ჭი­რეს, სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო, ამას მოჰ­ყვა ჩემი ძმის და­პა­ტიმ­რე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა აქ­ცი­ა­ზე დამ­ყვებ­დო­და... უსი­ტყვოდ მი­თხრეს, უნდა გა­ჩუმ­დეო. სწო­რედ მა­შინ დამ­ჭირ­და უდი­დე­სი ენერ­გი­ის მოკ­რე­ბა, რომ ამ სა­ში­ნელ ტკი­ვილს, ამ გან­საც­დელს შევ­ბრძო­ლე­ბო­დი და მეთ­ქვა, რომ ბრძო­ლას ისევ ვაგ­რძე­ლებ­დი. ვი­ცო­დი, რომ ჩემს შვილს არ სჭირ­დე­ბო­და შე­ში­ნე­ბუ­ლი დედა, ხოლო ძმას - სუს­ტი, უნე­ბის­ყო­ფო და. ეს სა­კუ­თარ სი­სუს­ტე­ზე და რე­ჟი­მის ძა­ლა­დო­ბა­ზე გა­მარ­ჯვე­ბას ნიშ­ნავ­და. ჩემი გამ­ძლე­ო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე გა­მოს­ცა­დეს და დარ­წმუნ­დნენ, რომ ვერ გამ­ტე­ხეს. ოჯა­ხის და ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად, შე­იძ­ლე­ბა დათ­მო სი­ცო­ცხლე, დათ­მო ბევ­რი რამ, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში - ღირ­სე­ბა და ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რად­გან ამით შენ­თვის ძვირ­ფას, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­საც ვერ უშ­ვე­ლი. ამ­გვა­რი დი­ლე­მის წი­ნა­შე ვი­დე­ქი 2009-2011 წლებ­ში, როცა რე­ჟიმ­მა უსას­ტი­კე­სი გა­მოც­და მო­მი­წყო. ჩემი გა­მარ­ჯვე­ბა მათ ძა­ლა­დო­ბა­ზე სწო­რედ ეს იყო - ბრძო­ლა გა­ვაგ­რძე­ლე.

- ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი კა­ცე­ბი თუ და­გი­ცავთ?

- რო­გორ არა, მა­მა­კა­ცებ­ზე ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი მახ­სენ­დე­ბა: მახ­სოვს, ერთ ქალს თა­ვი­სი ქმრის მკვლე­ლო­ბას აბ­რა­ლებ­დნენ. ეს ძა­ლი­ან მძი­მე, ემო­ცი­უ­რი საქ­მე იყო. მახ­სოვს, როცა პარ­ლა­მენ­ტა­რი ვი­ყა­ვი, ჩემ­თან ერთი კაცი მო­ვი­და, მთხოვ­და, რომ და­მეც­ვა და მიყ­ვე­ბო­და, რო­გორ ძა­ლა­დობ­და მას­ზე მე­უღ­ლე და რა ცუდ დღე­ში აგ­დებ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თუ მო­რა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით. რა თქმა უნდა, მო­ძა­ლა­დე შე­იძ­ლე­ბა კა­ციც იყოს და ქა­ლიც, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბას აქვს. მა­მა­კა­ცებ­ზე ძა­ლა­დო­ბა უფრო იშ­ვი­ა­თია და ერ­თი­ან სუ­რათს ვერ ცვლის, რად­გან კაცი მა­ინც ფი­ზი­კურ ძა­ლას­თან ასო­ცირ­დე­ბა... თუ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს იცავ, კა­ციც უნდა და­იც­ვა და ქა­ლიც, მთა­ვა­რია, სად არის სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა და სად უფრო ხში­რად ვხე­დავთ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს. სამ­წუ­ხა­როდ, ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა ჩვენ­თა­ნაც და­უძ­ლე­ვე­ლი პრობ­ლე­მაა და მსოფ­ლი­ოს უამ­რავ ქვე­ყა­ნა­შიც. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდო
0

რა კაი მიზეზებია მიშას პიარის გასახდომად 

777
0

რამდენადაც გამიგია ...შვილი იყო დამნაშავე...........

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"როდესაც ჩემი შვილი დაიჭირეს, სკოლის მოსწავლე იყო, ამას მოჰყვა ჩემი ძმის დაპატიმრება. უსიტყვოდ მითხრეს, უნდა გაჩუმდეო" - ეკა ბესელია

"როდესაც ჩემი შვილი დაიჭირეს, სკოლის მოსწავლე იყო, ამას მოჰყვა ჩემი ძმის დაპატიმრება. უსიტყვოდ მითხრეს, უნდა გაჩუმდეო" - ეკა ბესელია

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საქართველოში ქალთა უფლებების დაცვაზე მუდმივად საუბრობენ და მოძალადეები საკმაოდ მკაცრად ისჯებიან, მაინც უამრავი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი!

რა არის ამ პრობლემის ძირითადი მიზეზი და როგორ შეიძლება მისი დაძლევა? - ამის თაობაზე პოლიტიკოსი ეკა ბესელია გვესაუბრება:

- სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ: ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში ყველაზე დიდი გამოწვევაა. ძალადობის ფაქტები ჩვენს თვალწინ ხდება: ქალებს კლავენ საჯაროდ, დემონსტრაციულად, მათზე ძალადობენ ფსიქოლოგიურად და ეს ყველაზე მეტად რეგიონებში იგრძნობა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი ქალი ძალადობას ითმენს და ჩუმადაა, რადგან სულაც არ არის ადვილი, უამრავი კლიშე დაძლიო და შენი უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყო... ეს, ყველას როდი შეუძლია?!

- ჩვენს ქვეყანაში მამაკაცს, ღალატით დაწყებული, ყველაფერი ეპატიება, ხოლო ქალს თითქმის არაფერს პატიობენ, ეს რით აიხსნება?

- ეს ყველაფერი სტერეოტიპების ბრალია და განათლების პრობლემამდე მივყავართ. ამ მიმართულებით, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მუდმივი კამპანიაა საჭირო, რომ ყველა ქალთან მივიდეთ, ვისაც საზოგადოების თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება. მართლაც უცნაურია: მე-12 საუკუნეში, მეფე თამარი გვყავდა. გენიალურმა შოთა რუსთაველმა სწორედ მაშინ თქვა ფრაზა: ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თყნდა ხვადიაო... საკითხავია, როგორ მოხდა, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ, ასეთ ქვეყანაში, ქალი და კაცის თანასწორობაზე ვმსჯელობთ? ჩემი აზრით, ეს უფრო საბჭოთა მენტალიტეტის ზეგავლენით მოხდა. ჯერ კიდევ ბევრ კაცს მიაჩნია, რომ ცოლი მისი საკუთრებაა, ჯერ კიდევ არის რეგიონები, სადაც ფიქრობენ, რომ ძალადობა ურთიერთობის ნებადართული ფორმაა, რაც უდიდესი სირცხვილია! არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ პერიფერიებში ახლაც სჯერათ, რომ ქმარს უფლება აქვს ცოლზე ფიზიკური ძალა გამოიყენოს...

- ქალბატონო ეკა, როგორ ფიქრობთ, რატომ არიან ძალადობის მსხვერპლი ქალები ჩუმად?

- ეს, ალბათ, სისუსტის და არასაკმარისი შინაგანი ენერგიის ბრალია. მათ არა აქვთ იმედი, რომ ვინმე დაიცავს. სწორედ ამიტომაა საჭირო მუდმივი კამპანია: ყველა ქალმა უნდა იგრძნოს, რომ საზოგადოება მის გვერდითაა, რომ თავისი უფლებები ყოველთვის, ნებისმიერ პირობებში უნდა დაიცვას. მართალია, ქალის სადღეგრძელოს ქართულ სუფრაზე განსაკუთრებული შემართებით სვამენ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში სულ სხვა სიტუაციაა: ქალს ათასჯერ მეტი ძალისხმევა სჭირდება, რომ საზოგადოებაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს. მე ხშირად მსმენია ფრაზა: ამ ქალს კაცის ჭკუა აქვსო... ჩემზეც ხშირად უთქვამთ, ეკას კაცის ტვინი აქვსო - კი მაგრამ, ეს რას ნიშნავს? ანუ ამით უშვებ იმას, რომ ქალს მამაკაცზე ნაკლები ჭკუა აქვს და მისი ტვინი ნაკლებად განვითარებულია? ესე იგი, ქალი რომ შეაქო, უნდა უთხრა, რომ კაცის ტვინი აქვს?! არ შეიძლება ქალსაც ჰქონდეს ძლიერი გონება და ღრმა აზროვნება? არანაკლებ უსიამოვნო სიტყვაა "გათხოვება" - შვილი "გავათხოვე, მივათხოვე, მისთხოვდა"... ჩემი აზრით, ეს სიტყვები უნდა დავივიწყოთ: აბა, რას ნიშნავს მივათხოვე? - ესე იგი, შეიძლება ქალი მამაკაცს დროებით ათხოვონ? ვფიქრობ, რომ ეს სიტყვა ქალის სტატუსს აკნინებს და თანასწორობის იდეას თავშივე უარყოფს. როცა 8-9 საუკუნის წინ, ქართველები ამბობდნენ "ლეკვი ლომისა სწორიაო" და დღეს ამ საკითხზე ვმსჯელობთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ქვეყანაში განათლების დონე მოიკოჭლებს. მე ვფიქრობ, რომ ეს უდიდესი პრობლემაა, რომელსაც შველა სჭირდება.

- თქვენი ადვოკატობის დროს თუ შეგხვედრიათ ძალადობის მსხვერპლი ქალები და როგორ იცავდით მათ?

- რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საქმე მქონია, როცა ქალს მოძალადე კაცისგან ვიცავდი. ყოველთვის მძაფრი რეაქცია მქონდა, როცა ე.წ. ძლიერი სქესის აგრესიას ვხედავდი. ამ ქალების პრობლემა და ტკივილი ძალიან მაწუხებდა, მაგრამ არასდროს მითქვამს, რომ მოძალადეს უნდა აპატიო, რომ ძალადობას შეიძლება გაუჩუმდე. ასეთ ქალებს განსაკუთრებული ემოციითა და გამბედაობით ვიცავდი. პირველ ყოვლისა ვაჩვენებდი, რომ არ მეშინოდა მაშინაც კი, როცა მეტისმეტად სახიფათო საქმეების ადვოკატი ვიყავი. 2008 წელს, როცა სხვებთან ერთად ქუჩაში გავედი, როცა საკმაოდ ცნობილი ადვოკატი ვიყავი. მიმაჩნდა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა კაბინეტში, ან სასამართლო დარბაზში კი არ უნდა გამეგრძელებინა, არამედ ქუჩაში - დემონსტრაციებზე, მიტინგებზე, ბარიკადებზე, სადაც ტყვიებს გვესროდნენ, ქვებს გვიშენდნენ, გვარბევდნენ და ჩვენი სიცოცხლე საფრთხეში იყო, მაგრამ მაინც ვიდექი, არსად გავრბოდი და არ ვიმალებოდი.

- როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება დათმოს ქალმა მისთვის ძვირფასი ადამიანების გამო?

- როდესაც ჩემი შვილი დაიჭირეს, სკოლის მოსწავლე იყო, ამას მოჰყვა ჩემი ძმის დაპატიმრება, რომელიც ყველა აქციაზე დამყვებდოდა... უსიტყვოდ მითხრეს, უნდა გაჩუმდეო. სწორედ მაშინ დამჭირდა უდიდესი ენერგიის მოკრება, რომ ამ საშინელ ტკივილს, ამ განსაცდელს შევბრძოლებოდი და მეთქვა, რომ ბრძოლას ისევ ვაგრძელებდი. ვიცოდი, რომ ჩემს შვილს არ სჭირდებოდა შეშინებული დედა, ხოლო ძმას - სუსტი, უნებისყოფო და. ეს საკუთარ სისუსტეზე და რეჟიმის ძალადობაზე გამარჯვებას ნიშნავდა. ჩემი გამძლეობა რამდენჯერმე გამოსცადეს და დარწმუნდნენ, რომ ვერ გამტეხეს. ოჯახის და ძვირფასი ადამიანების გადასარჩენად, შეიძლება დათმო სიცოცხლე, დათმო ბევრი რამ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ღირსება და შინაგანი თავისუფლება, რადგან ამით შენთვის ძვირფას, საყვარელ ადამიანებსაც ვერ უშველი. ამგვარი დილემის წინაშე ვიდექი 2009-2011 წლებში, როცა რეჟიმმა უსასტიკესი გამოცდა მომიწყო. ჩემი გამარჯვება მათ ძალადობაზე სწორედ ეს იყო - ბრძოლა გავაგრძელე.

- ქალბატონო ეკა, ძალადობის მსხვერპლი კაცები თუ დაგიცავთ?

- როგორ არა, მამაკაცებზე ძალადობის რამდენიმე ფაქტი მახსენდება: მახსოვს, ერთ ქალს თავისი ქმრის მკვლელობას აბრალებდნენ. ეს ძალიან მძიმე, ემოციური საქმე იყო. მახსოვს, როცა პარლამენტარი ვიყავი, ჩემთან ერთი კაცი მოვიდა, მთხოვდა, რომ დამეცვა და მიყვებოდა, როგორ ძალადობდა მასზე მეუღლე და რა ცუდ დღეში აგდებდა ეკონომიკური, ფსიქოლოგიური თუ მორალური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, მოძალადე შეიძლება კაციც იყოს და ქალიც, მაგრამ საქართველოში სისტემური ხასიათი ქალთა მიმართ ძალადობას აქვს. მამაკაცებზე ძალადობა უფრო იშვიათია და ერთიან სურათს ვერ ცვლის, რადგან კაცი მაინც ფიზიკურ ძალასთან ასოცირდება... თუ ადამიანის უფლებებს იცავ, კაციც უნდა დაიცვა და ქალიც, მთავარია, სად არის სისტემური პრობლემა და სად უფრო ხშირად ვხედავთ ძალადობის ფაქტებს. სამწუხაროდ, ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენთანაც დაუძლეველი პრობლემაა და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშიც. განაგრძეთ კითხვა