ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ პასუხისმგებლობა აიღო სამი ისრაელელი მძევლის მკვლელობაზე, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში შეცდომით მოკლეს.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა მომხდარზე წინასწარი გამოძიება დაასრულა.
"ისრაელის თავდაცვის ძალები და მე, როგორც მისი მეთაური, პასუხისმგებელი ვართ მომხდარზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს.
არაფერი იმაზე მეტად არ სურთ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებსა და მათ მეთაურებს, როგორც მძევლების გადარჩენა. ამ შემთხვევაში წარმატებას ვერ მივაღწიეთ“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
მისი თქმით, მძევლები პერანგის გარეშე იყვნენ, რათა ისრაელელ ჯარისკაცებს ეჭვი არ შეეტანათ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერები ჰქონდათ და ხელში თეთრი ქსოვილი ეჭირათ, მაგრამ „დაძაბულობამ ყოველივე ზემოთქმული დაძლია“.
შეგახსენებთ, პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ისრაელელმა ჯარისკაცებმა ღაზის სექტორში შეცდომის სამი ისრაელელი მძევალი მოკლეს.
რას ნიშნავს პასუხისმგებლობას იღებს :-( ბავშვები არ მოკლეს ამდენი ხანი აცოცხლეს მტრებმა და ამათ ჩაცხრილეს, წარმომიდგენია პალესტინელებს რას უშვებიან :-((((( თითოეულის სიცოცხლე დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის!!!!
ისრაელი რასაც ჩადის ეგ,რომ რუსებს გაეკეთებინათ,წარმოდგენაც არმინდა რა ამები იქნებოდა...
7000 სე მეტი ბავშვი მოკვდა და ხმას არავინ იღებს...ესაა თქვენი სამართალი და ორმაგი სტანდარტები!