ავტორი:

ყურის პირსინგის გაკეთების შემდეგ, კანის მიკრობიომი მკვეთრად იცვლება - რას ამბობენ სპეციალისტები?

ყურის პირსინგის გაკეთების შემდეგ, კანის მიკრობიომი მკვეთრად იცვლება - რას ამბობენ სპეციალისტები?

შესაძლოა, ვერასოდეს წარმოიდგინოთ, რომ ჩვენს კანზე რამდენიმე ტრილიონი მიკროორგანიზმი ცხოვრობს, რომლებიც ერთი შეხედვით ყურის მარტივი პირსინგის შემდეგ კანის მიკრობიომს მკვეთრად ცვლის.

კანადის მაკგილის უნივერსიტეტის ჯგუფმა ადგილობრივი ტატუ-სალონებიდან 28 მოხალისისგან კანის ნაცხი შეაგროვა, რომლებიც ყურის პირსინგს იკეთებდნენ. ნაცხი პირსინგამდე აიღეს, ხოლო ნიმუშები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გროვდებოდა.

  • როგორც აღმოჩნდა, ბაქტერიების, ევკარიოტებისა და სხვა მიკროსკოპული არსებებისთვის პირსინგი კატაკლიზმური, აპოკალიფსური მოვლენაა - როგორც გიგანტური მიწისძვრა ან მეტეორის დარტყმა. და ეს მიკრობიომის ანალიზში დადასტურდა.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ დროთა განმავლობაში, პირსინგის ახალი გარემო მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული უფრო დიდ ბიომრავალფეროვნებასთან და ეკოლოგიურ სირთულესთან“ - დაწერეს მკვლევარებმა თავის გამოქვეყნებულ ნაშრომში.

როგორც გუნდი აღნიშნავს, პირსინგის პროცესი იწყება კანის სტერილიზაციით, რაც ახალი მიკრობული "საზოგადოების“ საფუძველი ხდება. ამის შემდეგ დაფიქსირდა უფრო დიდი ბიომრავალფეროვნება და ეკოლოგიური სირთულე: აღმოაჩინეს Staphylococcus epidermidis და Cutibacterium acnes - ეს ბაქტერიები განსაკუთრებით გავრცელდა პირსინგების გარშემო. ცალ-ცალკე ორივე პოტენციურად სახიფათო ბაქტერიაა, ერთად ერთსა და იმავე ადგილზე, მათ ერთმანეთი წონასწორობაში მოჰყავთ.

"ჩვენ ვიცით ანთროპოლოგიიდან და სოციოლოგიიდან, რომ პირსინგი არის გამოხატვის, კავშირისა და იდენტობის უნიკალური სიმბოლო" - ამბობს ბიოლოგი ჩარლზ სუ, მაკგილის უნივერსიტეტიდან. "ამ კვლევით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კანის პირსინგი ასევე წარმოადგენს ეკოსისტემური თვითინჟინერიის უნებლიე აქტს ადამიანის კანზე"...წყარო

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი