პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობენ ჰიმბას ტომის ქალები, რომლებიც არასოდეს იბანენ, მაგრამ აფრიკის ყველაზე ლამაზ ქალებად ითვლებიან?
როგორ ცხოვრობენ ჰიმბას ტომის ქალები, რომლებიც არასოდეს იბანენ, მაგრამ აფრიკის ყველაზე ლამაზ ქალებად ითვლებიან?

ჰიმ­ბას ტო­მის ქა­ლე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ლა­მაზ აფ­რი­კე­ლე­ბად ით­ვლე­ბი­ან. მათი ფო­ტო­ე­ბი ხში­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში; იყე­ნე­ბენ სა­რეკ­ლა­მო პოს­ტე­რებ­სა და კა­ლენ­დრებ­ზე, თუმ­ცა ამ ხალ­ხის ცხოვ­რე­ბის წესი მათ­თვის უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან გა­აკ­ვირ­ვებთ, თუ გა­ი­გე­ბენ, რომ ბრინ­ჯა­ოს­ფე­რი გამჭვირ­ვა­ლე კა­ნის მქო­ნე ქა­ლე­ბი არას­დროს იბა­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ისი­ნი არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან ჭუ­ჭყი­ა­ნად და კარ­გი სუნი აქვთ. რო­გორ ახერ­ხე­ბენ აფ­რი­კუ­ლი ტო­მე­ბის ჩვე­უ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ქო­ხებ­ში მცხოვ­რე­ბი ეგ­ზო­ტი­კუ­რი ლა­მაზ­მა­ნე­ბი ასე მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ?

მო­დუ­რი და შრო­მის­მოყ­ვა­რე

ჰიმ­ბა ჩრდი­ლო­ეთ ნა­მი­ბი­ა­ში მცხოვ­რე­ბი მომ­თა­ბა­რე ხალ­ხია. მათ სწამთ ღმერ­თის მუ­კუ­რუ­სა და წი­ნაპ­რე­ბის სუ­ლე­ბის. ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ ხის ქო­ხებ­ში, რომ­ლე­ბიც და­ფა­რუ­ლია თი­ხის ნა­რე­ვით და ზრდი­ან თხებს, ძრო­ხებს და ცხვრებს. და­სახ­ლე­ბებ­ში ქა­ლე­ბი მო­დუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან - ხე­ლე­ბი და ფე­ხე­ბი ყო­ველ­თვის სა­მა­ჯუ­რე­ბით აქვთ და­ფა­რუ­ლი, კი­სერ­ზე მძი­ვე­ბი უკე­თი­ათ, ატა­რე­ბენ გან­სხვა­ვე­ბულ ვარ­ცხნი­ლო­ბას ან თავ­სა­ბუ­რავს. მათ აქვთ ერ­თგვა­რი ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი ეგ­ზო­ტი­კუ­რი სი­ლა­მა­ზე, რო­მე­ლიც მნახ­ველს მა­შინ­ვე ხიბ­ლავს.

ჰიმ­ბას ტო­მის გო­გო­ნებს ათხო­ვე­ბენ სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის მიღ­წე­ვის­თა­ნა­ვე. მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა ლა­მაზ­მა­ნი სრულ­ფა­სო­ვან ქა­ლად მხო­ლოდ მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ ით­ვლე­ბა.

ქა­ლე­ბი ატა­რე­ბენ თავ­სა­ბუ­რავს, რო­მე­ლიც დამ­ზა­დე­ბუ­ლია ცხვრის ტყა­ვის­გან, ხოლო მათი ვარ­ცხნი­ლო­ბა შედ­გე­ბა მრა­ვა­ლი ნაწ­ნა­ვის­გან, რომ­ლე­ბიც დრე­დე­ბის მსგავ­სად არის შეკ­რუ­ლი.

ევ­რო­პე­ლე­ბის­თვის ნაც­ნო­ბი ტან­საც­მლის ნაც­ვლად, ტო­მის კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი იყე­ნე­ბენ ხბოს ან ცხვრის ტყა­ვის­გან დამ­ზა­დე­ბულ პლედს და ზოგ­ჯერ ქსო­ვილ­საც კი, რად­გან ჰიმ­ბას ჯერ კი­დევ აქვს კავ­ში­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას­თან. მათი სხე­უ­ლის ზედა ნა­წი­ლი, ისე­ვე რო­გორც სხვა მსგავ­სი აბო­რი­გე­ნე­ბის, შიშ­ვე­ლია, გარ­და ყვე­ლა სა­ხის დე­კო­რა­ცი­ი­სა, რო­გო­რი­ცაა მძი­ვე­ბი და ტყა­ვი. მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ ქალი ხში­რად ატა­რებს ხელ­ნა­კე­თი ტყა­ვის ზურგჩან­თას.

ქა­ლე­ბი ფეხ­საც­მლად იყე­ნე­ბენ ძრო­ხის ტყა­ვის­გან დამ­ზა­დე­ბულ სან­დლებს, კა­ცე­ბიც მსგავ­სებს, მაგ­რამ მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბის­გან კე­რა­ვენ. თუმ­ცა, მათი დიდი ნა­წი­ლი ფეხ­შიშ­ვე­ლი და­დის.

ოჯახ­ში კა­ცის მო­ვა­ლე­ო­ბა მარ­ტი­ვია: პი­რუ­ტყვის სა­ძოვ­რად გაყ­ვა­ნა, დაკ­ვლა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნა­დი­რო­ბაც კი. ეს ძი­რი­თა­დად სა­მუ­შა­ოა, თუ არ ჩავ­თვლით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას „ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში“, რო­გო­რი­ცაა ლი­დერ­თა საბ­ჭო.

ალ­ბათ, გა­ინ­ტე­რე­სებთ, რო­გორ ახერ­ხე­ბენ ქა­ლე­ბი ასე კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ, რად­გან მათ კა­ცე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რი­ათ.

ჰიმ­ბა დი­ა­სახ­ლი­სი საჭ­მელს ამ­ზა­დებს, ეზი­დე­ბა წყალ­სა და შე­შას. ის ასე­ვე ზრუ­ნავს ყუ­რძენ­ზე (ჰიმ­ბას ვა­ზის ჯი­შის სა­წარ­მო­ებ­ლად), აგ­რო­ვებს ხილს, მარ­ცვლე­ულ­სა და ბა­ლახს, კვე­ბავს პი­რუ­ტყვს. და ეს ყვე­ლა­ფე­რი - დე­დობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გა­რე­შე. სხვა­თა შო­რის, ქა­ლე­ბი ერ­თად ზრუ­ნა­ვენ შვი­ლებ­ზე, იქ არ არ­სე­ბობს მე­ზობ­ლო­ბა და ოჯა­ხე­ბად და­ყო­ფა.

სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის­თა­ნა­ვე თხოვ­დე­ბი­ან

ოჯა­ხურ და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ჰიმ­ბა იცავს პო­ლი­გა­მი­ას. კაცს შე­იძ­ლე­ბა ჰყავ­დეს ორი ცოლი, გო­გო­ებს კი ხში­რად მათი თან­ხმო­ბის გა­რე­შე აქორ­წი­ნე­ბენ, რად­გან მამა ირ­ჩევს საქმროს. ასე­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ი­დოს მა­ში­ნაც კი, თუ პა­ტარ­ძა­ლი ჯერ არ არის 12 წლის. ნა­მი­ბი­ა­ში, სა­დაც ჰიმ­ბა­სე­ბი ცხოვ­რო­ბენ, ასე­თი ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად აკ­რძა­ლუ­ლია, მაგ­რამ მათ თა­ვი­სი კა­ნო­ნე­ბი აქვთ. საქმრომ პა­ტარ­ძლის მშობ­ლებს ძრო­ხა ან თხა უნდა აჩუ­ქოს - რაც უფრო დიდი და ჯან­მრთე­ლი იქ­ნე­ბა, მით უკე­თე­სი.

რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხურ ერ­თგუ­ლე­ბას, ჰიმ­ბას დი­დად არ აინ­ტე­რე­სებს მისი დაც­ვა. ქმარს შე­უძ­ლია მშვი­დად მო­ა­ტყუ­ოს ცოლი, მაგ­რამ ქალ­საც შე­უძ­ლია რო­მა­ნი გა­ა­ბას სხვა მა­მა­კაც­თან თუ მისი ქმა­რი შო­რე­ულ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში წავა (მა­გა­ლი­თად, სა­ქონ­ლის სამ­წყემ­სად ან სა­ნა­დი­როდ) და დიდ­ხანს არ დაბ­რუნ­დე­ბა.

კვამ­ლის აბა­ზა­ნე­ბი

ბევრ მოგ­ზა­ურ­სა და მკვლე­ვარს აინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ ახერ­ხე­ბენ ქა­ლე­ბი კარ­გი ფი­გუ­რი­სა და იდე­ა­ლუ­რად გლუ­ვი სპი­ლენ­ძის ფე­რის კა­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. და სა­ერ­თოდ, რა არის მათი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო, რომ­ლი­თაც ევ­რო­პე­ლე­ბი ასე ხში­რად აღ­ფრთო­ვან­დე­ბი­ან ჰიმ­ბას ქა­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბის ყუ­რე­ბი­სას. აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ი­დუმ­ლო ად­გი­ლობ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის სპე­ცი­ფი­კურ ჰი­გი­ე­ნურ ჩვე­ვებ­შია.

ჰიმ­ბა ქალი კან­ზე ის­ვამს სპე­ცი­ა­ლურ ოჯი­ზეს პას­ტას, რო­მელ­საც თა­ვად ამ­ზა­დე­ბენ. სა­ცხი იცავთ მათ კანს გა­მოშ­რო­ბის­გან და მცხუნ­ვა­რე მზის­გან, ასე­ვე მწე­რე­ბის ნაკ­ბე­ნის­გან. მო­წი­თა­ლო ფე­რის ოჯი­ზეს პას­ტა ჰიმ­ბას შო­რის ერ­თდრო­უ­ლად გა­ნა­სა­ხი­ე­რებს სის­ხლს, დე­და­მი­წას და სი­ლა­მა­ზეს. ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ამ ნა­რევს ხში­რად უმა­ტე­ბენ ფისს ად­გი­ლობ­რი­ვი ომუ­ზუმ­ბას ბუჩ­ქი­დან, რო­გორც არო­მა­ტი­ზა­ტორს.

სი­ლა­მა­ზის მე­ო­რე სა­ი­დუმ­ლო ის არის, რომ ჰიმ­ბა ქა­ლე­ბი თავს არ იბა­ნენ. ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ით, რომ­ლის სა­თა­ვე­ე­ბი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­დან მო­დის. ამ მხა­რე­ებ­ში წყა­ლი მწი­რია, ამი­ტომ ჰიმ­ბას არ შე­უძ­ლია წყლის პრო­ცე­დუ­რე­ბით ფუ­ფუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცეს თავს. მა­მა­კა­ცებს პე­რი­ო­დუ­ლად ენი­ჭე­ბათ ასე­თი პრი­ვი­ლე­გია, მაგ­რამ ქა­ლებს არა. თუმ­ცა, მოგ­ზა­უ­რე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ეს­ტუმრნენ ჰიმ­ბას ტომს, ამ­ბო­ბენ, რომ ად­გი­ლობ­რივ ლა­მაზ­მა­ნებს უსი­ა­მოვ­ნო სუნი არ ას­დით.

ჰიმ­ბას ქა­ლე­ბის კანი გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სუფ­თად და მოვ­ლი­ლად. საქ­მე იმა­შია, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი წყლის აბა­ზა­ნე­ბის ნაც­ვლად ლა­მაზ­მა­ნე­ბი კვამ­ლის აბა­ზა­ნებს იყე­ნე­ბენ. აგ­რო­ვე­ბენ კო­მი­ფო­რას ან სხვა მსგავ­სი მცე­ნა­რის ფოთ­ლებს, ცე­ცხლს უკი­დე­ბენ და კვამლში ეხ­ვე­ვი­ან. ამ დროს ფო­რე­ბი იხ­სნე­ბა და კანი იწყებს ოფ­ლის გა­მო­ყო­ფას, ამას­თან ერ­თად იწ­მინ­დე­ბა ყვე­ლა ცუ­დის­გან, რაც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­როვ­და.

ასე­თი აბა­ზა­ნის დროს კა­ნის დე­ზინ­ფექ­ცია ხდე­ბა და სა­სი­ა­მოვ­ნო არო­მა­ტით ივ­სე­ბა. ამ­რი­გად, ჰიმ­ბა ქალი ყო­ველ­თვის სუფ­თა რჩე­ბა წყლი­სა და საპ­ნის გა­რე­შე.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯამბო
15

განათლებამ ომების გარდა რა მოიტანა?

ბაგირა
32

ისეთი ფერები არიან ჭუჭყი არ შეეტყობათ.😆

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როგორ ცხოვრობენ ჰიმბას ტომის ქალები, რომლებიც არასოდეს იბანენ, მაგრამ აფრიკის ყველაზე ლამაზ ქალებად ითვლებიან?

როგორ ცხოვრობენ ჰიმბას ტომის ქალები, რომლებიც არასოდეს იბანენ, მაგრამ აფრიკის ყველაზე ლამაზ ქალებად ითვლებიან?

ჰიმბას ტომის ქალები მსოფლიოში ყველაზე ლამაზ აფრიკელებად ითვლებიან. მათი ფოტოები ხშირად ვრცელდება ინტერნეტში; იყენებენ სარეკლამო პოსტერებსა და კალენდრებზე, თუმცა ამ ხალხის ცხოვრების წესი მათთვის უცნობ ადამიანებს ძალიან გააკვირვებთ, თუ გაიგებენ, რომ ბრინჯაოსფერი გამჭვირვალე კანის მქონე ქალები არასდროს იბანენ. მიუხედავად ამისა, ისინი არ გამოიყურებიან ჭუჭყიანად და კარგი სუნი აქვთ. როგორ ახერხებენ აფრიკული ტომების ჩვეულების მიხედვით ქოხებში მცხოვრები ეგზოტიკური ლამაზმანები ასე მიმზიდველად გამოიყურებოდნენ?

მოდური და შრომისმოყვარე

ჰიმბა ჩრდილოეთ ნამიბიაში მცხოვრები მომთაბარე ხალხია. მათ სწამთ ღმერთის მუკურუსა და წინაპრების სულების. ისინი ცხოვრობენ ხის ქოხებში, რომლებიც დაფარულია თიხის ნარევით და ზრდიან თხებს, ძროხებს და ცხვრებს. დასახლებებში ქალები მოდურად გამოიყურებიან - ხელები და ფეხები ყოველთვის სამაჯურებით აქვთ დაფარული, კისერზე მძივები უკეთიათ, ატარებენ განსხვავებულ ვარცხნილობას ან თავსაბურავს. მათ აქვთ ერთგვარი ხელუხლებელი ეგზოტიკური სილამაზე, რომელიც მნახველს მაშინვე ხიბლავს.

ჰიმბას ტომის გოგონებს ათხოვებენ სქესობრივი მომწიფების მიღწევისთანავე. მაგრამ ახალგაზრდა ლამაზმანი სრულფასოვან ქალად მხოლოდ მშობიარობის შემდეგ ითვლება.

ქალები ატარებენ თავსაბურავს, რომელიც დამზადებულია ცხვრის ტყავისგან, ხოლო მათი ვარცხნილობა შედგება მრავალი ნაწნავისგან, რომლებიც დრედების მსგავსად არის შეკრული.

ევროპელებისთვის ნაცნობი ტანსაცმლის ნაცვლად, ტომის კაცები და ქალები იყენებენ ხბოს ან ცხვრის ტყავისგან დამზადებულ პლედს და ზოგჯერ ქსოვილსაც კი, რადგან ჰიმბას ჯერ კიდევ აქვს კავშირი ცივილიზაციასთან. მათი სხეულის ზედა ნაწილი, ისევე როგორც სხვა მსგავსი აბორიგენების, შიშველია, გარდა ყველა სახის დეკორაციისა, როგორიცაა მძივები და ტყავი. მშობიარობის შემდეგ ქალი ხშირად ატარებს ხელნაკეთი ტყავის ზურგჩანთას.

ქალები ფეხსაცმლად იყენებენ ძროხის ტყავისგან დამზადებულ სანდლებს, კაცებიც მსგავსებს, მაგრამ მანქანის საბურავებისგან კერავენ. თუმცა, მათი დიდი ნაწილი ფეხშიშველი დადის.

ოჯახში კაცის მოვალეობა მარტივია: პირუტყვის საძოვრად გაყვანა, დაკვლა, საჭიროების შემთხვევაში ნადირობაც კი. ეს ძირითადად სამუშაოა, თუ არ ჩავთვლით მონაწილეობას „ოფიციალურ ღონისძიებებში“, როგორიცაა ლიდერთა საბჭო.

ალბათ, გაინტერესებთ, როგორ ახერხებენ ქალები ასე კარგად გამოიყურებოდნენ, რადგან მათ კაცებისგან განსხვავებით მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

ჰიმბა დიასახლისი საჭმელს ამზადებს, ეზიდება წყალსა და შეშას. ის ასევე ზრუნავს ყურძენზე (ჰიმბას ვაზის ჯიშის საწარმოებლად), აგროვებს ხილს, მარცვლეულსა და ბალახს, კვებავს პირუტყვს. და ეს ყველაფერი - დედობრივი მოვალეობების გარეშე. სხვათა შორის, ქალები ერთად ზრუნავენ შვილებზე, იქ არ არსებობს მეზობლობა და ოჯახებად დაყოფა.

სქესობრივი მომწიფებისთანავე თხოვდებიან

ოჯახურ და სასიყვარულო ურთიერთობებში ჰიმბა იცავს პოლიგამიას. კაცს შეიძლება ჰყავდეს ორი ცოლი, გოგოებს კი ხშირად მათი თანხმობის გარეშე აქორწინებენ, რადგან მამა ირჩევს საქმროს. ასეთი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მაშინაც კი, თუ პატარძალი ჯერ არ არის 12 წლის. ნამიბიაში, სადაც ჰიმბასები ცხოვრობენ, ასეთი ადრეული ქორწინება ოფიციალურად აკრძალულია, მაგრამ მათ თავისი კანონები აქვთ. საქმრომ პატარძლის მშობლებს ძროხა ან თხა უნდა აჩუქოს - რაც უფრო დიდი და ჯანმრთელი იქნება, მით უკეთესი.

რაც შეეხება ოჯახურ ერთგულებას, ჰიმბას დიდად არ აინტერესებს მისი დაცვა. ქმარს შეუძლია მშვიდად მოატყუოს ცოლი, მაგრამ ქალსაც შეუძლია რომანი გააბას სხვა მამაკაცთან თუ მისი ქმარი შორეულ მოგზაურობაში წავა (მაგალითად, საქონლის სამწყემსად ან სანადიროდ) და დიდხანს არ დაბრუნდება.

კვამლის აბაზანები

ბევრ მოგზაურსა და მკვლევარს აინტერესებდა, როგორ ახერხებენ ქალები კარგი ფიგურისა და იდეალურად გლუვი სპილენძის ფერის კანის შენარჩუნებას. და საერთოდ, რა არის მათი მიმზიდველობის საიდუმლო, რომლითაც ევროპელები ასე ხშირად აღფრთოვანდებიან ჰიმბას ქალების ფოტოების ყურებისას. აღმოჩნდა, რომ საიდუმლო ადგილობრივი ქალბატონების სპეციფიკურ ჰიგიენურ ჩვევებშია.

ჰიმბა ქალი კანზე ისვამს სპეციალურ ოჯიზეს პასტას, რომელსაც თავად ამზადებენ. საცხი იცავთ მათ კანს გამოშრობისგან და მცხუნვარე მზისგან, ასევე მწერების ნაკბენისგან. მოწითალო ფერის ოჯიზეს პასტა ჰიმბას შორის ერთდროულად განასახიერებს სისხლს, დედამიწას და სილამაზეს. ქალბატონები ამ ნარევს ხშირად უმატებენ ფისს ადგილობრივი ომუზუმბას ბუჩქიდან, როგორც არომატიზატორს.

სილამაზის მეორე საიდუმლო ის არის, რომ ჰიმბა ქალები თავს არ იბანენ. ეს განპირობებულია მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით, რომლის სათავეები საცხოვრებელი ადგილის მახასიათებლებიდან მოდის. ამ მხარეებში წყალი მწირია, ამიტომ ჰიმბას არ შეუძლია წყლის პროცედურებით ფუფუნების უფლება მისცეს თავს. მამაკაცებს პერიოდულად ენიჭებათ ასეთი პრივილეგია, მაგრამ ქალებს არა. თუმცა, მოგზაურები და ჟურნალისტები, რომლებიც ესტუმრნენ ჰიმბას ტომს, ამბობენ, რომ ადგილობრივ ლამაზმანებს უსიამოვნო სუნი არ ასდით.

ჰიმბას ქალების კანი გამოიყურება სუფთად და მოვლილად. საქმე იმაშია, რომ ტრადიციული წყლის აბაზანების ნაცვლად ლამაზმანები კვამლის აბაზანებს იყენებენ. აგროვებენ კომიფორას ან სხვა მსგავსი მცენარის ფოთლებს, ცეცხლს უკიდებენ და კვამლში ეხვევიან. ამ დროს ფორები იხსნება და კანი იწყებს ოფლის გამოყოფას, ამასთან ერთად იწმინდება ყველა ცუდისგან, რაც დღის განმავლობაში დაგროვდა.

ასეთი აბაზანის დროს კანის დეზინფექცია ხდება და სასიამოვნო არომატით ივსება. ამრიგად, ჰიმბა ქალი ყოველთვის სუფთა რჩება წყლისა და საპნის გარეშე.