კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს გამორჩეული დღეა - გილოცავთ და გლოცავთ სრულიად საქართველოს" - პატრიარქი
"დღეს გამორჩეული დღეა - გილოცავთ და გლოცავთ სრულიად საქართველოს" - პატრიარქი

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, ილია II ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

პატ­რი­არ­ქი სა­ქარ­თვე­ლოს ულო­ცავს "გა­მორ­ჩე­ულ დღეს“ და აღ­ნიშ­ნავს, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა­ში ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დიდი ძა­ლის­ხმე­ვა, ხალ­ხის მონ­დო­მე­ბა და მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი, ამას­თან, ამ გზის გა­კაფ­ვა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც თა­ვი­სი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი.

"დღეს გა­მორ­ჩე­უ­ლი დღეა, რად­გან ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბით გვეხ­სნე­ბა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ქვეყ­ნის შიგ­ნით პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბი­სა; ასე­ვე, კულ­ტუ­რუ­ლი, მეც­ნი­ე­რუ­ლი, ტექ­ნი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლი­სა.

ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ეს კავ­ში­რი ურ­თი­ერ­თგა­მამ­დიდ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის და სუ­ლი­ე­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბა­საც შე­უ­წყობს ხელს.

კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა­ში ჩვე­ნი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დიდი ძა­ლის­ხმე­ვა, ჩვე­ნი ხალ­ხის მონ­დო­მე­ბა და მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი; ამ გზის გა­კაფ­ვა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც თა­ვი­სი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი.

გი­ლო­ცავთ და გლო­ცავთ.

ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის მე­ო­ხე­ბით ინე­ბოს ღმერ­თმა სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თო­ბა, მშვი­დო­ბა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის ილია II-ის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან უერ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
0

ყველაფერი უბედურება დაიწყო ზვიადის დამხობით მისი და ქვეყნის მოღალატეები დღესაც იბრძვიან მიზნის ბოლომდე მისაყვანად მაგრამ მოღალატეებს ხალხი დასჯის

:/
7

მთავარია ვატიკანშიც არ ვითხოვოთ შესვლა და მფარველობა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"დღეს გამორჩეული დღეა - გილოცავთ და გლოცავთ სრულიად საქართველოს" - პატრიარქი

"დღეს გამორჩეული დღეა - გილოცავთ და გლოცავთ სრულიად საქართველოს" - პატრიარქი

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პატრიარქი საქართველოს ულოცავს "გამორჩეულ დღეს“ და აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული, ამასთან, ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი.

"დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა.

ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების და სულიერი ფასეულობების განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს.

კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული; ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი.

გილოცავთ და გლოცავთ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ინებოს ღმერთმა საქართველოს ერთობა, მშვიდობა და წარმატებული მომავალი”, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.