მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა - რა წერია მომავალი წლის მთავარ ფინანსური დოკუმენტში
პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა - რა წერია მომავალი წლის მთავარ ფინანსური დოკუმენტში

პარ­ლა­მენ­ტმა 2024 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი და­ამ­ტკი­ცა. მო­მა­ვა­ლი წლის მთა­ვა­რი ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტი 83 ხმით მი­ი­ღეს.

პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სა­ბი­უ­ჯე­ტო პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ლაშა ხუ­ციშ­ვილ­მა 13 დე­კემ­ბერს წა­რად­გი­ნა.

2024 წლის­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა და­გეგ­მი­ლია 5.2%-ის ოდე­ნო­ბით; დეფ­ლა­ტო­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია 3% რო­გორც 2024 წელს, ასე­ვე მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ინფლა­ცი­ის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია 2.8%; ნო­მი­ნა­ლუ­რი მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტი არის 86 მლრდ ლარი, რაც წინა წელ­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია. ნა­ერ­თი ბი­უ­ჯე­ტის დე­ფი­ცი­ტია - 2.5%; ვა­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი მშპ-ს - 38.0%-ია.

სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მო­სავ­ლე­ბი ნა­ერთ ბი­უ­ჯეტ­ში ჯამ­ში 110 მი­ლი­ო­ნი ლა­რით იზ­რდე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში ზრდა კი 106.6 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

სა­ქარ­თვე­ლოს 2024 წლის ნა­ერ­თი ბი­უ­ჯე­ტის შე­მო­სუ­ლო­ბე­ბის ჯა­მუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 28 357 მლნ ლა­რის ოდე­ნო­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, სა­ი­და­ნაც 22 053 მლნ ლარი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მო­სავ­ლე­ბია. ნა­ერ­თი ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯვი­თი ნა­წი­ლი ჯა­მუ­რად 28 706 მლნ ლარს შე­ად­გენს.

რაც შე­ე­ხე­ბა 2024 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის შე­მო­სუ­ლო­ბე­ბის ჯა­მურ მაჩ­ვე­ნე­ბელს, ის 2023 წლის ბი­უ­ჯე­ტის დამ­ტკი­ცე­ბულ გეგ­მას­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია 2 398.5 მლნ ლა­რით და 24 569.5 მლნ ლა­რის ოდე­ნო­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის შე­მო­სუ­ლო­ბე­ბი მის წინა ვა­რი­ან­ტთან შე­და­რე­ბით 166.6 მლნ ლა­რი­თაა გაზ­რდი­ლია.

სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ასიგ­ნე­ბე­ბის მო­ცუ­ლო­ბა კი 25 030.4 მლნ ლარს შე­ად­გენს, რაც 2023 წლის გეგ­მას­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია 2 719.1 მლნ ლა­რით, ხოლო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტთან შე­და­რე­ბით - 165 მლნ ლა­რით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი თან­ხი­დან 10 მლნ ლარი მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონდს ემა­ტე­ბა და იგი 90 მლნ ლარი ხდე­ბა. 6 მლნ ლარი ემა­ტე­ბა დო­ნო­რე­ბის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­ერ­თო-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის გა­და­სახ­დე­ლებს (თბი­ლი­სის ავ­ტო­ბუ­სე­ბის პრო­ექ­ტი); 450 ათა­სი ლა­რით იზ­რდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ო­პე­რა­ციო ხარ­ჯე­ბი­სა და სხვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა.

29.2 მლნ ლარი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ემა­ტე­ბა, სა­ი­და­ნაც - 15.0 მლნ ლარი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და მიგ­რან­ტთა ხელ­შე­წყო­ბის პროგ­რა­მას ემა­ტე­ბა; 14.2 მლნ ლარი - მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის პროგ­რა­მას (გად­მო­ტა­ნი­ლია მიზ­ნობ­რი­ვი ტრანსფე­რე­ბი­დან); 3 მლნ ლარი ემა­ტე­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის პროგ­რა­მე­ბის მარ­თვას.

რე­გი­ო­ნებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფონ­დი 130 მი­ლი­ო­ნი ლა­რით იზ­რდე­ბა - ფონ­დის მო­ცუ­ლო­ბა ჯამ­ში 580 მი­ლი­ო­ნი ლარი იქ­ნე­ბა.

ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯე­ტის ჯა­მუ­რი თან­ხის 30% - 8,6 მი­ლი­არდ ლარ­ზე მეტი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე მი­ი­მარ­თე­ბა.

"ამას­თან, 3,6 მი­ლი­არ­დი ლარი, ანუ რე­სურ­სის 13% გა­ნი­სა­ზღვრა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე; რე­სურ­სის 10% - 2,9 მი­ლი­არ­დი ლარი - თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად; ამა­ვე მო­ცუ­ლო­ბის თან­ხა სა­ხელ­მწი­ფო ვა­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და და­ფარ­ვას ხმარ­დე­ბა; გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პროგ­რა­მებ­ზე გა­მო­ყო­ფი­ლია 1,2 მი­ლი­არ­დი ლარი, ხოლო კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე - 940 მი­ლი­ო­ნი ლარი. ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე, ჯა­მუ­რად, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 7 მი­ლი­არდ ლარ­ზე მეტი“, - გა­ნა­ცხა­და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტის წარ­დგე­ნი­სას.

მი­სი­ვე თქმით, 2023 წლის ბო­ლოს­თვის, მშპ ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე 8000 დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს, ხოლო 2027 წლი­სათ­ვის, 5-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის პი­რო­ბებ­ში, თით­ქმის 11 ათას დო­ლარს მი­აღ­წევს.

რო­გორც ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, პარ­ლა­მენ­ტთან ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით, 2024 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო ვერ­სი­ა­ში აი­სა­ხა ის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სრულ­ყო­ფი­ლად პა­სუ­ხო­ბენ ქვეყ­ნის ძი­რი­თად ამო­ცა­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეგი
0

ესენი რა ზედმეტები არიან. ყრილიყვნენ ქუთაისში, იქ ბინებს მაინც ქირაობდნენ და ხაჭაპურს ყიდულობდნენ. ადგილობრივებს შემოსავალი ქონდათ. 

ეკა
2

ანუ კიდევ გვემატება გადასახადები,და ბეგარები...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა - რა წერია მომავალი წლის მთავარ ფინანსური დოკუმენტში

პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა - რა წერია მომავალი წლის მთავარ ფინანსური დოკუმენტში

პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 83 ხმით მიიღეს.

პლენარულ სხდომაზე საბიუჯეტო პროექტის საბოლოო ვარიანტი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 13 დეკემბერს წარადგინა.

2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5.2%-ის ოდენობით; დეფლატორის მაჩვენებელია 3% როგორც 2024 წელს, ასევე მომდევნო წლების განმავლობაში. ინფლაციის საშუალო მაჩვენებელია 2.8%; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არის 86 მლრდ ლარი, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტია - 2.5%; ვალის მაჩვენებელი კი მშპ-ს - 38.0%-ია.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოსავლები ნაერთ ბიუჯეტში ჯამში 110 მილიონი ლარით იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტში ზრდა კი 106.6 მილიონი ლარია.

საქართველოს 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 28 357 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება, საიდანაც 22 053 მლნ ლარი საგადასახადო შემოსავლებია. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 28 706 მლნ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამურ მაჩვენებელს, ის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 398.5 მლნ ლარით და 24 569.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები მის წინა ვარიანტთან შედარებით 166.6 მლნ ლარითაა გაზრდილია.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა კი 25 030.4 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 719.1 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტის პროექტის მეორე ვარიანტთან შედარებით - 165 მლნ ლარით.

აღნიშნული დამატებითი თანხიდან 10 მლნ ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდს ემატება და იგი 90 მლნ ლარი ხდება. 6 მლნ ლარი ემატება დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებს (თბილისის ავტობუსების პროექტი); 450 ათასი ლარით იზრდება საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საოპერაციო ხარჯებისა და სხვა ვალდებულებების თანადაფინანსება.

29.2 მლნ ლარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ემატება, საიდანაც - 15.0 მლნ ლარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის პროგრამას ემატება; 14.2 მლნ ლარი - მოსახლეობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას (გადმოტანილია მიზნობრივი ტრანსფერებიდან); 3 მლნ ლარი ემატება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მართვას.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 130 მილიონი ლარით იზრდება - ფონდის მოცულობა ჯამში 580 მილიონი ლარი იქნება.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის ჯამური თანხის 30% - 8,6 მილიარდ ლარზე მეტი, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე მიიმართება.

"ამასთან, 3,6 მილიარდი ლარი, ანუ რესურსის 13% განისაზღვრა განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე; რესურსის 10% - 2,9 მილიარდი ლარი - თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დასაფინანსებლად; ამავე მოცულობის თანხა სახელმწიფო ვალების მომსახურებასა და დაფარვას ხმარდება; გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე გამოყოფილია 1,2 მილიარდი ლარი, ხოლო კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე - 940 მილიონი ლარი. ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, ჯამურად, გათვალისწინებულია 7 მილიარდ ლარზე მეტი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარდგენისას.

მისივე თქმით, 2023 წლის ბოლოსთვის, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8000 დოლარს გადააჭარბებს, ხოლო 2027 წლისათვის, 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, თითქმის 11 ათას დოლარს მიაღწევს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, პარლამენტთან ერთობლივი მუშაობით, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აისახა ის მაჩვენებლები და პროგრამები, რომლებიც სრულყოფილად პასუხობენ ქვეყნის ძირითად ამოცანებს.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"