ავტორი:

"კანდიდატის სტატუსის მინიჭება განსაკუთრებით აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში" - რა ვიდეოს აქვეყნებს ილია დარჩიაშვილი?

"კანდიდატის სტატუსის მინიჭება განსაკუთრებით აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში" - რა ვიდეოს აქვეყნებს ილია დარჩიაშვილი?

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა, რამაც ჩვენი ქვეყანა წევრობას კიდევ უფრო დააკავშირდა. სასიხარულო ამბავი ქართველმა ხალხმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან, შარლ მიშელისგან გაიგო.

"ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე ევროკავშირი გახსნის მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრეტერიუმებთან სესაბამისობის საჭირო ხარისხი იქნება მიღწეული და მოიწვია კომისია მოამზადოს შესაბამისი ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის იმედის ცხადი მესიჯი მათი ქვეყნებისა და ჩვენი კონტინენტისთვის", - დაწერა მიშელმა.

მალევე პირველი განცხადებები გააკეთეს ქვეყნის პირველმა პირებმა. მთავრობის მეთაურის თქმით, 14 დეკემბერი ჩაიწერება როგორც ისტორიული თარიღი. ირაკლი ღარიბაშვილმა სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების საზეიმოდ, დღეს, მოქალაქეებს თავისუფლების მოედანზე მიიწვია.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება განსაკუთრებით აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყების თანამშრომლები პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს შენობაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სიმბოლურად გამოიფინა ევროკავშირის დროშა. ვიდეოს მინისტრი ილია დარჩიაშვილი აქვეყნებს:

"დრაკონის წელი მოდიოდა და მიშელის მოვიდა" - ვინ როგორ შეხვდა კანდიდატის სტატუსს: სახალხო ზეიმი "ფეისბუქზე", პოლიტიკოსებისა და საზოგადოების გამოხმაურებები