მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრანდიოზული წვეულება ნიუ-იორკში, საყვარელი ადამიანის გარეშე - როგორ აღნიშნა ტეილორ სვიფტმა 34 წლის იუბილე: "არ მჯერა, რომ ეს წელი სინამდვილე იყო"
გრანდიოზული წვეულება ნიუ-იორკში, საყვარელი ადამიანის გარეშე - როგორ აღნიშნა ტეილორ სვიფტმა 34 წლის იუბილე: "არ მჯერა, რომ ეს წელი სინამდვილე იყო"

ტე­ი­ლორ სვიფტ­მა თა­ვი­სი 34 წლის იუ­ბი­ლე უახ­ლო­ეს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ნიუ-იორკში აღ­ნიშ­ნა. მე­ო­რე დღეს მომ­ღე­რალ­მა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და სა­კუ­თარ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს რამ­დე­ნი­მე ფოტო გა­უ­ზი­ა­რა. "არ მჯე­რა, რომ ეს წელი სი­ნამ­დვი­ლე იყო. ყვე­ლას მად­ლო­ბას გიხ­დით გუ­შინ­დე­ლი ლა­მა­ზი მო­ლოც­ვე­ბის­თვის" - და­წე­რა მომ­ღე­რალ­მა ფო­ტო­ე­ბის აღ­წე­რა­ში.

რო­გორც მომ­ღერ­ლის ფო­ტო­ე­ბი­დან ვი­გებთ, მისი და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბას არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი სახე და­ეს­წრო, მათ შო­რის ბლე­იკ ლა­ივ­ლი, ზოი კრა­ვი­ცი, საბ­რი­ნა კარ­პენ­ტე­რი, მა­ილს ტე­ლე­რი და მრა­ვა­ლი სხვა.

მომ­ღე­რალს და­ბა­დე­ბის დღის ტორ­ტი მის­მა უახ­ლო­ეს­მა მე­გობ­რებ­მა მი­არ­თვეს.

სვიფ­ტის ატ­ვრთულ ერთ-ერთ ფო­ტო­ში ის სუ­პერ­მო­დელ ჯიჯი ჰა­დიდ­სა და მსა­ხი­ობ ბლე­იკ ლა­ივ­ლის­თან ერ­თად პო­ზი­რებს.

წვე­უ­ლე­ბის შემ­დეგ, სვიფტ­მა, ლა­ივ­ლიმ, მა­ილს ტე­ლერ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ, კელი სპე­რიმ ცნო­ბილ ღა­მის კლუბ­ში, The Box-ში გა­და­ი­ნაც­ვლეს.

ად­ვი­ლი შე­სამ­ჩნე­ვია, რომ მომ­ღერ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბულ დღეს მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ტრე­ვის კელ­სი აკ­ლდა. ამე­რი­კუ­ლი ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლავს სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვარ­ჯი­ში ჰქონ­და და ამის გამო მო­უ­წია წვე­უ­ლე­ბის გა­მო­ტო­ვე­ბა. სვიფ­ტი სულ ცოტა ხნის წინ გა­მო­ტყდა, რომ 34 წლის ათ­ლეტს ზა­ფხუ­ლი­დან ხვდე­ბო­და და ერ­თმა­ნე­თის უკეთ გაც­ნო­ბის შემ­დეგ­ღა გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს თა­ვი­ან­თი ურ­თი­ერ­თო­ბა. მას შემ­დეგ მომ­ღე­რა­ლი არა­ერ­თხელ ეს­ტუმ­რა სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ კელ­სის თა­მა­შებს, ტრე­ვი­სი კი, სვიფ­ტის ერთ-ერთ კონ­ცერტს და­ეს­წრო.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰოლივუდ
1

კარდაშიან ჯენერები როგორ გამოტოვეს და არ დაპატიჟეეს, ყველგან ეგენი არიან - უკვე ამოუვიდა მსოფლიოს მათი შტერი სიფათების ყურება

(*
8

ვაი თქვენს პატრონსა?!)))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

გრანდიოზული წვეულება ნიუ-იორკში, საყვარელი ადამიანის გარეშე - როგორ აღნიშნა ტეილორ სვიფტმა 34 წლის იუბილე: "არ მჯერა, რომ ეს წელი სინამდვილე იყო"

გრანდიოზული წვეულება ნიუ-იორკში, საყვარელი ადამიანის გარეშე - როგორ აღნიშნა ტეილორ სვიფტმა 34 წლის იუბილე: "არ მჯერა, რომ ეს წელი სინამდვილე იყო"

ტეილორ სვიფტმა თავისი 34 წლის იუბილე უახლოეს მეგობრებთან ერთად ნიუ-იორკში აღნიშნა. მეორე დღეს მომღერალმა სოციალურ მედიაში გადაინაცვლა და საკუთარ თაყვანისმცემლებს რამდენიმე ფოტო გაუზიარა. "არ მჯერა, რომ ეს წელი სინამდვილე იყო. ყველას მადლობას გიხდით გუშინდელი ლამაზი მოლოცვებისთვის" - დაწერა მომღერალმა ფოტოების აღწერაში.

როგორც მომღერლის ფოტოებიდან ვიგებთ, მისი დაბადების დღის წვეულებას არაერთი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის ბლეიკ ლაივლი, ზოი კრავიცი, საბრინა კარპენტერი, მაილს ტელერი და მრავალი სხვა.

მომღერალს დაბადების დღის ტორტი მისმა უახლოესმა მეგობრებმა მიართვეს.

სვიფტის ატვრთულ ერთ-ერთ ფოტოში ის სუპერმოდელ ჯიჯი ჰადიდსა და მსახიობ ბლეიკ ლაივლისთან ერთად პოზირებს.

წვეულების შემდეგ, სვიფტმა, ლაივლიმ, მაილს ტელერმა და მისმა მეუღლემ, კელი სპერიმ ცნობილ ღამის კლუბში, The Box-ში გადაინაცვლეს.

ადვილი შესამჩნევია, რომ მომღერლის განსაკუთრებულ დღეს მისი შეყვარებული, ტრევის კელსი აკლდა. ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავს სავალდებულო ვარჯიში ჰქონდა და ამის გამო მოუწია წვეულების გამოტოვება. სვიფტი სულ ცოტა ხნის წინ გამოტყდა, რომ 34 წლის ათლეტს ზაფხულიდან ხვდებოდა და ერთმანეთის უკეთ გაცნობის შემდეგღა გაასაჯაროვეს თავიანთი ურთიერთობა. მას შემდეგ მომღერალი არაერთხელ ესტუმრა საგულშემატკივროდ კელსის თამაშებს, ტრევისი კი, სვიფტის ერთ-ერთ კონცერტს დაესწრო.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა