მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპოზიციონერი დეპუტატი ქალები აცხადებენ, რომ კანდიდატის სტატუსს ახლავს პასუხისმგებლობა და ისინი ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან
ოპოზიციონერი დეპუტატი ქალები აცხადებენ, რომ კანდიდატის სტატუსს ახლავს პასუხისმგებლობა და ისინი ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი თა­მარ კორ­ძა­ია, თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია და ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე მო­ქა­ლა­ქე­ებს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას ულო­ცა­ვენ და აცხა­დე­ბენ, რომ მას ახ­ლავს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

რო­გორც ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე თა­მარ კორ­ძა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, წინ არის ბევ­რი სა­მუ­შაო.

"უკ­რა­ი­ნამ გახ­სნა ყვე­ლას­თვის ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვუ­ლო­ცავთ, ვუ­ლო­ცავთ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, ყვე­ლას ვი­საც ეს გა­უ­ხარ­და, რად­გან ეს არის ჩვე­ნი პერ­სპექ­ტი­ვა მო­მავ­ლის­თვის. სტა­ტუ­სი ნიშ­ნავს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის მეტ კონ­ტროლს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, ეკო­ნო­მი­კურ წინსვლას, მა­ღალ სტან­დარტს გა­ნათ­ლე­ბა­ში, გა­რე­მოს დაც­ვის, სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში. ეს არის შან­სი წა­ვი­დეთ წინ. წინ ბევ­რი სა­მუ­შაო გვაქვს," - გა­ნა­ცხა­და კორ­ძა­ი­ამ.

ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძის თქმით კი, "სი­ხა­რულს ახ­ლავს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რაც ნიშ­ნავს მათი წვლი­ლის შე­ტა­ნას ამ პრო­ცეს­ში, თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მი­უ­ხე­და­ვად სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა“.

"უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მო­ქა­ლა­ქე­თა იმე­დი გა­ვა­მარ­თლოთ, ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ამ პრო­ცეს­ში და და­ვი­წყოთ სე­რი­ო­ზუ­ლი შრო­მა ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის, ეს ნიშ­ნავს დი­ა­ლოგს, კონ­სტრუქ­ცი­ულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, და­პი­რის­პი­რე­ბას, მაგ­რამ სი­ძულ­ვი­ლის გა­რე­შე. ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი, რომ პროგ­რე­სი არის გარ­და­უ­ვა­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი მი­დი­ან და მო­დი­ან, სტა­ტუ­სი ეკუთ­ვნის ქვე­ყა­ნას. ჩვენ ჩვენს წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვაც­ნო­ბი­ე­რებთ და ვა­პი­რებთ ამ პრო­ცეს­ში სე­რი­ო­ზუ­ლად ჩა­ვერ­თოთ სა­კუ­თა­რი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში, რაც ნიშ­ნავს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და ერ­თად მუ­შა­ო­ბას. ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ დღეს არ არის პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რის დღე, გვინ­და თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს მი­ვუ­ლო­ცოთ,"- გა­ნა­ცხა­და სამ­ნი­ძემ.

ამას­თან, რო­გორც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რომ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტი აპი­რებს მის­ვლას. მა­თი­ვე თქმით, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე თა­ვად მივ­ლენ.

"ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ზე­ი­მი და არა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის. ყვე­ლას გულ­წრფე­ლად ვუ­ლო­ცავ ამ დღეს. ვიქ­ნე­ბი იქ, სა­დაც იქ­ნე­ბა ზე­ი­მი სა­ქარ­თვე­ლო­სი და მისი ხალ­ხის. არ ვე­ლო­დე­ბი ვინ­მე გა­მო­მიგ­ზავ­ნის თუ არა მოწ­ვე­ვას, მი­ვალ იქ, სა­დაც ხალ­ხი აღ­ნიშ­ნავს იმას, რას ყვე­ლას ერ­თად გვა­ხა­რებს და რის­თვი­საც ყვე­ლამ ვიბ­რძო­ლეთ, რომ ეს დღე დამ­დგა­რი­ყო, ამი­ტომ მი­უ­ხე­და­ვად ცუდი პრაქ­ტი­კე­ბი­სა, ზე­იმ­ში ვართ ერ­თი­ა­ნი იმ ხალ­ხთან ერ­თად ვინც ამას აღ­ნიშ­ნავს,"- გა­ნა­ცხა­და თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინელი
1

აი ამ სასტავს რომ აღარ დავინახავ რაააა... სასტავს,ეგენი თუ მოდიან მე არ წამოვალს რომ ამბობენ ბიჭები )))

რეზო
1

აბა თქვენ იცით.დეოლიგარქიზაციის კანონის შემუშავებაში დაეხმარეთ. ,,კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი აქვსო" რომ გვეუბნებოდნენ კოლექტიური კობახიძეები ალბათ არც კი გაგიგიათ.ტყუილა ჩალიჩობთ,ოცნების საპარლამენტო სიაში მაინც ვერ მოხვდებით.. დიდი ალბათობით ვერც სხვა პარტიის...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ოპოზიციონერი დეპუტატი ქალები აცხადებენ, რომ კანდიდატის სტატუსს ახლავს პასუხისმგებლობა და ისინი ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან

ოპოზიციონერი დეპუტატი ქალები აცხადებენ, რომ კანდიდატის სტატუსს ახლავს პასუხისმგებლობა და ისინი ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან

ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ კორძაია, თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავენ და აცხადებენ, რომ მას ახლავს პასუხისმგებლობა და ისინი ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან.

როგორც ერთობლივ ბრიფინგზე თამარ კორძაიამ განაცხადა, წინ არის ბევრი სამუშაო.

"უკრაინამ გახსნა ყველასთვის ეს შესაძლებლობა და მათ განსაკუთრებულად ვულოცავთ, ვულოცავთ მთელ საქართველოს, ყველას ვისაც ეს გაუხარდა, რადგან ეს არის ჩვენი პერსპექტივა მომავლისთვის. სტატუსი ნიშნავს თითოეული მოქალაქის მეტ კონტროლს ხელისუფლებაზე, ეკონომიკურ წინსვლას, მაღალ სტანდარტს განათლებაში, გარემოს დაცვის, სოციალურ სფეროში. ეს არის შანსი წავიდეთ წინ. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს," - განაცხადა კორძაიამ.

ხათუნა სამნიძის თქმით კი, "სიხარულს ახლავს პასუხისმგებლობა, რაც ნიშნავს მათი წვლილის შეტანას ამ პროცესში, თანამშრომლობას მიუხედავად სირთულეებისა“.

"უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა იმედი გავამართლოთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში და დავიწყოთ სერიოზული შრომა ევროპული მომავლისთვის, ეს ნიშნავს დიალოგს, კონსტრუქციულ თანამშრომლობას, დაპირისპირებას, მაგრამ სიძულვილის გარეშე. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პროგრესი არის გარდაუვალი. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, სტატუსი ეკუთვნის ქვეყანას. ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ და ვაპირებთ ამ პროცესში სერიოზულად ჩავერთოთ საკუთარი მანდატის ფარგლებში, რაც ნიშნავს თანამშრომლობას და ერთად მუშაობას. ურთულესი პროცესი იქნება, მაგრამ დღეს არ არის პრობლემებზე საუბრის დღე, გვინდა თითოეულ მოქალაქეს მივულოცოთ,"- განაცხადა სამნიძემ.

ამასთან, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტი აპირებს მისვლას. მათივე თქმით, ამ ღონისძიებაზე თავად მივლენ.

"ეს არის საქართველოს ზეიმი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის. ყველას გულწრფელად ვულოცავ ამ დღეს. ვიქნები იქ, სადაც იქნება ზეიმი საქართველოსი და მისი ხალხის. არ ველოდები ვინმე გამომიგზავნის თუ არა მოწვევას, მივალ იქ, სადაც ხალხი აღნიშნავს იმას, რას ყველას ერთად გვახარებს და რისთვისაც ყველამ ვიბრძოლეთ, რომ ეს დღე დამდგარიყო, ამიტომ მიუხედავად ცუდი პრაქტიკებისა, ზეიმში ვართ ერთიანი იმ ხალხთან ერთად ვინც ამას აღნიშნავს,"- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.