პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალექსანდრე დიდი ხნის უნახავი მყავდა, ოჯახური პრობლემების გამო სხვაგან ცხოვრობს... რომ დავინახე, ცა გამეხსნა" - ზურა ყიფშიძე შვილიშვილებზე, როლებსა და ვარსკვლავის გახსნაზე
"ალექსანდრე დიდი ხნის უნახავი მყავდა, ოჯახური პრობლემების გამო სხვაგან ცხოვრობს... რომ დავინახე, ცა გამეხსნა" - ზურა ყიფშიძე შვილიშვილებზე, როლებსა და ვარსკვლავის გახსნაზე

"ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რა­ღაც მო­მენ­ტში მთელ­მა ჩემ­მა შე­მოქ­მე­დე­ბით­მა ცხოვ­რე­ბამ თვალ­წინ ჩა­მი­ა­რა", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­კუ­თა­რი ვარ­სკვლა­ვის გახ­სნას ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, ზურა ყიფ­ში­ძე. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 28 ნო­ემ­ბერს კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რის შე­ნო­ბის წინ, ზურა ყიფ­ში­ძის ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა. მა­ნამ­დე თე­ატ­რში წარ­მო­ად­გი­ნეს სპექ­ტაკ­ლი "მეფე ლირი". ზურა ყიფ­ში­ძემ ამ სპექ­ტაკ­ლის­თვის ორ­ჯერ მი­ი­ღო პრე­მია "მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო რო­ლის­თვის".

- ალ­ბათ ნორ­მა­ლუ­რია, თვალ­წინ ჩა­გირ­ბი­ნოს მთელ­მა ცხოვ­რე­ბამ, რო­დე­საც რა­ღაც ეტაპს ამ­თავ­რებ და ასე მოხ­და ჩემი ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზეც. ცოტა კი შემ­რცხვა, მაგ­რამ ალ­ბათ, რად­გან ასე მოხ­და, ე.ი. ვუყ­ვარ­ვარ ჩემს მა­ყუ­რე­ბელს და მა­ფა­სებს.

- ფიქ­რობთ, რომ თქვე­ნი სამ­სა­ხი­ო­ბო მოღ­ვა­წე­ო­ბა უკვე და­ას­რუ­ლეთ?

- როცა "მეფე ლირს" ითა­მა­შებ, ამის მერე რაღა უნდა ქნა? მორ­ჩა!

- "მეფე ლირი" თქვე­ნი მთა­ვა­რი რო­ლია?

- აბა რო­გორ?! თუმ­ცა, ყვე­ლა როლი, რაც მი­თა­მა­შია, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. თი­თო­ე­ულ მათ­გან­ში ჩემი სული და გული ჩავ­დე. "დონ­ჟუ­ა­ნიც" ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, "პა­ტა­რა ქა­ლა­ქიც" და "საქ­მეც". კი­ნოც ხომ ძა­ლი­ან ჩე­მია, მაგ­რამ თე­ატ­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, - შენ ხარ, ცო­ცხა­ლი ხარ, ყვე­ლა­ფე­რი შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. კი­ნო­ში ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ და­გა­მონ­ტა­ჟე­ბენ. თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ნა­თა­მა­შე­ბი რო­ლე­ბი მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის.

- რაც შე­ე­ხე­ბა კი­ნო­რო­ლებს...

- რომ არ შემ­რცხვეს, გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის "ცოდ­ვის შვი­ლებს" გა­მოვ­ყოფ­დი. რა­ტომ­ღაც მე­რაბ თა­ვა­ძის "ბრა­ვო, ალ­ბერ ლო­ლიშ!" ყვე­ლამ და­ი­ვი­წყა. სხვა­თა შო­რის, თა­ვი­დან არც მე ვგიჟ­დე­ბო­დი, მაგ­რამ ახ­ლა­ხან თა­ვი­დან ვუ­ყუ­რე და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ახლა ძა­ლი­ან კარგ ფილმში ვა­პი­რებ თა­მაშს, ანა ურუ­შა­ძე ამ­ზა­დებს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ რა­ღა­ცას. ჯერ სცე­ნარ­ზე ვმუ­შა­ობთ და წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს ვი­ტყვი.

- შე­გიძ­ლი­ათ და­ა­სა­ხე­ლოთ როლი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ პი­როვ­ნე­ბას­თან გა­ა­ი­გი­ვეთ?

- კი, სხვა­თა შო­რის! ნე­ბის­მი­ე­რი რო­ლის თა­მა­ში­სას ცდი­ლობ, პერ­სო­ნაჟ­სა და შენ შო­რის რა­ღაც სა­ერ­თო და­ი­ჭი­რო ან შენს თავს შე­ა­და­რო... "მარ­ტო­ხე­ლა მო­ნა­დი­რე" ყვე­ლა­ზე ახ­ლოს არის ჩემს პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­თან. თით­ქოს ნაც­ნო­ბი ქარ­გა იყო.

- საკ­მა­ოდ დიდი ოჯა­ხი გყავთ - შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი... ასე­ვე, უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გყავთ... თავს მა­ინც მარ­ტო­სუ­ლად მი­იჩ­ნევთ?

- სი­ნამ­დვი­ლე­ში, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი მარ­ტო­სუ­ლია. სულ რომ ჯარ­ში ცხოვ­რობ­დე, რა­ღაც მო­მენ­ტებ­ში მა­ინც მარ­ტო იქ­ნე­ბი.

- ალ­ბათ ხალ­ხმრავ­ლო­ბა, ძვე­ლი დრო მა­ინც გე­ნატ­რე­ბათ, არა?

- მე­ნატ­რე­ბა?! კი, მე­ნატ­რე­ბა! კი, დავ­ბერ­დი და ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ვა, მაგ­რამ რა­ღა­ცის კე­თე­ბა მინ­და...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
4

რა დამსახურებ აქვს,რომ ვარსკვლავი გაუხსნეს?....დარჩაა კიდევ მიწაზე ადგილებიი?

ციცი
38

სააკაშვილის მკვლელობას აღარ ნატრობს?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ალექსანდრე დიდი ხნის უნახავი მყავდა, ოჯახური პრობლემების გამო სხვაგან ცხოვრობს... რომ დავინახე, ცა გამეხსნა" - ზურა ყიფშიძე შვილიშვილებზე, როლებსა და ვარსკვლავის გახსნაზე

"ალექსანდრე დიდი ხნის უნახავი მყავდა, ოჯახური პრობლემების გამო სხვაგან ცხოვრობს... რომ დავინახე, ცა გამეხსნა" - ზურა ყიფშიძე შვილიშვილებზე, როლებსა და ვარსკვლავის გახსნაზე

"ეს ძალიან სასიამოვნო იყო, რაღაც მომენტში მთელმა ჩემმა შემოქმედებითმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა", - ასე ეხმაურება საკუთარი ვარსკვლავის გახსნას ცნობილი მსახიობი, ზურა ყიფშიძე. შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობის წინ, ზურა ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. მანამდე თეატრში წარმოადგინეს სპექტაკლი "მეფე ლირი". ზურა ყიფშიძემ ამ სპექტაკლისთვის ორჯერ მიიღო პრემია "მამაკაცის საუკეთესო როლისთვის".

- ალბათ ნორმალურია, თვალწინ ჩაგირბინოს მთელმა ცხოვრებამ, როდესაც რაღაც ეტაპს ამთავრებ და ასე მოხდა ჩემი ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალზეც. ცოტა კი შემრცხვა, მაგრამ ალბათ, რადგან ასე მოხდა, ე.ი. ვუყვარვარ ჩემს მაყურებელს და მაფასებს.

- ფიქრობთ, რომ თქვენი სამსახიობო მოღვაწეობა უკვე დაასრულეთ?

- როცა "მეფე ლირს" ითამაშებ, ამის მერე რაღა უნდა ქნა? მორჩა!

- "მეფე ლირი" თქვენი მთავარი როლია?

- აბა როგორ?! თუმცა, ყველა როლი, რაც მითამაშია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თითოეულ მათგანში ჩემი სული და გული ჩავდე. "დონჟუანიც" ძალიან მნიშვნელოვანია, "პატარა ქალაქიც" და "საქმეც". კინოც ხომ ძალიან ჩემია, მაგრამ თეატრი განსაკუთრებულია, - შენ ხარ, ცოცხალი ხარ, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. კინოში ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, როგორ დაგამონტაჟებენ. თეატრის სცენაზე ნათამაშები როლები მართლაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩემთვის.

- რაც შეეხება კინოროლებს...

- რომ არ შემრცხვეს, გოდერძი ჩოხელის "ცოდვის შვილებს" გამოვყოფდი. რატომღაც მერაბ თავაძის "ბრავო, ალბერ ლოლიშ!" ყველამ დაივიწყა. სხვათა შორის, თავიდან არც მე ვგიჟდებოდი, მაგრამ ახლახან თავიდან ვუყურე და ძალიან მომეწონა. ახლა ძალიან კარგ ფილმში ვაპირებ თამაშს, ანა ურუშაძე ამზადებს არაჩვეულებრივ რაღაცას. ჯერ სცენარზე ვმუშაობთ და წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

- შეგიძლიათ დაასახელოთ როლი, რომელიც საკუთარ პიროვნებასთან გააიგივეთ?

- კი, სხვათა შორის! ნებისმიერი როლის თამაშისას ცდილობ, პერსონაჟსა და შენ შორის რაღაც საერთო დაიჭირო ან შენს თავს შეადარო... "მარტოხელა მონადირე" ყველაზე ახლოს არის ჩემს პიროვნულ თვისებებთან. თითქოს ნაცნობი ქარგა იყო.

- საკმაოდ დიდი ოჯახი გყავთ - შვილები, შვილიშვილები... ასევე, უამრავი თაყვანისმცემელი გყავთ... თავს მაინც მარტოსულად მიიჩნევთ?

- სინამდვილეში, ყველა ადამიანი მარტოსულია. სულ რომ ჯარში ცხოვრობდე, რაღაც მომენტებში მაინც მარტო იქნები.

- ალბათ ხალხმრავლობა, ძველი დრო მაინც გენატრებათ, არა?

- მენატრება?! კი, მენატრება! კი, დავბერდი და ყველაფერი მტკივა, მაგრამ რაღაცის კეთება მინდა...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: