სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

19

სექტემბერი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:44-ზე, მთვარე ქალწულში იქნება 16:26-დან – რეკომენდებულია: მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგება. აქტიური ორგანოები: საჭმლის მომნელებელი სისტემა, ნერვები, ელენთა, პანკრეასი, სისხლის მიმოქცევის სისტემა.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დრაკონის წელი მოდიოდა და მიშელის მოვიდა" - ვინ როგორ შეხვდა კანდიდატის სტატუსს: სახალხო ზეიმი "ფეისბუქზე", პოლიტიკოსებისა და საზოგადოების გამოხმაურებები
"დრაკონის წელი მოდიოდა და მიშელის მოვიდა" - ვინ როგორ შეხვდა კანდიდატის სტატუსს: სახალხო ზეიმი "ფეისბუქზე", პოლიტიკოსებისა და საზოგადოების გამოხმაურებები

ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა გა­და­წყვი­ტა, რა­მაც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა წევ­რო­ბას კი­დევ უფრო და­ა­კავ­შირ­და. სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის­გან, შარლ მი­შე­ლის­გან გა­ი­გო.

"ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ გა­და­წყვი­ტა უკ­რა­ი­ნას­თან და მოლ­დო­ვას­თან გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გახ­სნას. ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა. ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რი გახ­სნის მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ბოს­ნია-ჰერ­ცო­გო­ვი­ნას­თან მას შემ­დეგ, რაც წევ­რო­ბის კრე­ტე­რი­უ­მებ­თან სე­სა­ბა­მი­სო­ბის სა­ჭი­რო ხა­რის­ხი იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი და მო­იწ­ვია კო­მი­სია მო­ამ­ზა­დოს შე­სა­ბა­მი­სი ან­გა­რი­ში ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. ეს არის იმე­დის ცხა­დი მე­სი­ჯი მათი ქვეყ­ნე­ბი­სა და ჩვე­ნი კონ­ტი­ნენ­ტის­თვის", - და­წე­რა მი­შელ­მა.

მა­ლე­ვე პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პი­რებ­მა. მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, 14 დე­კემ­ბე­რი ჩა­ი­წე­რე­ბა რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი თა­რი­ღი. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ზე­ი­მოდ, დღეს, მო­ქა­ლა­ქე­ებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მი­იწ­ვია.

"მე მხვდა წი­ლად პა­ტი­ვი, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით და ჩვე­ნი გუნ­დის სა­ხე­ლით ხელი მო­მე­წე­რა ჯერ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა­ზე, შემ­დეგ ჩემი მმარ­თვე­ლო­ბის პირ­ვე­ლი პრე­მი­ე­რო­ბის დროს ჩვენ წარ­მა­ტე­ბით და­ვას­რუ­ლეთ უვი­ზო რე­ჟიმ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, შარ­შან უკვე მე მქონ­და პა­ტი­ვი, რომ უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით შე­მე­ტა­ნა გა­ნა­ცხა­დი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე. შარ­შან მი­ვი­ღეთ ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა, რი­თაც დამ­ტკიც­და, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი და დღეს უკვე 14 დე­კემ­ბე­რი ჩა­ი­წე­რე­ბა რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი თა­რი­ღი. სა­ქარ­თვე­ლო დღე­ი­დან არის ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა. სა­ქარ­თვე­ლო არის ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვე­ყა­ნა. ასე რომ, ეს გა­მარ­ჯვე­ბა გე­კუთ­ვნით თქვენ, ძვირ­ფა­სო მო­ქა­ლა­ქე­ნო, ეს არის ჩვე­ნი შრო­მის, ჩვე­ნი ბრძო­ლის შე­დე­გი და კი­დევ ერთხელ მე მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ამ ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის საქ­მე­ში თი­თო­ე­უ­ლი აგუ­რი დადო და ეს გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა ჩვენს ხალ­ხს" - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

დღეს და­გეგ­მილ სა­ხალ­ხო ზე­იმს შე­უ­ერ­თდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც. რო­გორც მან გუ­შინ აღ­ნიშ­ნა, "ყვე­ლა ერ­თად უნდა ვიდ­გეთ, რად­გან ეს იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ზე­ი­მი და მზად ვარ, ყვე­ლა­ფერ­ში მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა".

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა გან­მარ­ტა, რომ არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ერ­თად ყოფ­ნა, ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევ­დით.

"მად­ლო­ბა ქარ­თველ ხალ­ხს, რად­გან ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­რე­შე არ იქ­ნე­ბო­და ეს დიდი მიღ­წე­ვა, ეს არის ყვე­ლას, ჩვე­ნი, ერ­თი­ა­ნი მიღ­წე­ვა, რომ არა ერ­თად, არა­ფერს არ მი­ვაღ­წევ­დით არას­დროს, არც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ადრე, არც დღეს ამ ნა­ბიჯს და არც ხვალ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას. ჩვენ ამას ვი­გებთ ასეთ ის­ტო­რი­ულ დღე­ებ­ში და მერე გვა­ვი­წყდე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ეს უნდა შე­ვიგ­ნოთ ბო­ლომ­დე და გა­ვა­ტა­როთ, ვი­ტყო­დი, ყო­ველ­დღი­უ­რად, რომ ერ­თი­ა­ნო­ბა, ერ­თო­ბა არის მარ­თლაც ჩვე­ნი უდი­დე­სი ძალა, სხვა დიდი ძალა არ გაგ­ვაჩ­ნია, მაგ­რამ ეს არის უდი­დე­სი ძალა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს მიგ­ვაღ­წე­ვი­ნებს და ასეც ჩანს", - თქვა პრე­ზი­დენ­ტმა. მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­შიც, რო­გორც მთელ ქვე­ყა­ნა­ში, სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა იგ­რძნო­ბო­და.

"კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მელ­მაც გა­მო­ი­ჩი­ნა უდი­დე­სი სიბ­რძნე და არ წა­მო­ე­გო პრო­ვო­კა­ცი­ას" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას.

მისი თქმით, ევ­რო­პელ­მა პარტნი­ო­რებ­მა შარ­შან­დლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს.

"რე­ა­ლუ­რად, ეს, რა თქმა უნდა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მელ­მაც გა­მო­ი­ჩი­ნა უდი­დე­სი სიბ­რძნე, არ წა­მო­ე­გო პრო­ვო­კა­ცი­ას, არ წა­მო­ე­გო იმ ცუდ რა­ღა­ცებს, რა­ზეც დღეს დე­ტა­ლუ­რად სა­უ­ბა­რი არ მინ­და. ამ სიბ­რძნის უკან იდგა ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ყვე­ლა ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და მის­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ვი­ა­რეთ ამა­ყად, ღირ­სე­ბით და მი­ვაღ­წი­ეთ შე­დეგს, რო­მე­ლიც ბევ­რს ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, ზოგს არ უნ­დო­და, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, უმ­რავ­ლე­სო­ბას ეს კი­დეც წარ­მო­ედ­გი­ნა და კი­დეც იდგა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უკან, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­მოქ­მე­დად ღირ­სე­ბით და სი­ა­მა­ყით. ამ ყვე­ლა­ფერ­მა უზ­რუნ­ველ­ყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. დიდი მად­ლო­ბა ჩვენს ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებს, რომ შარ­შან­დლის­გან გან­სხვა­ვე­ბით მი­ი­ღეს ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. დიდი მად­ლო­ბა ჩვენს პარტნი­ორ ქვეყ­ნებს, რომ­ლებ­მაც იბ­რძო­ლეს, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც იბ­რძო­ლა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის“,- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის აღ­ნიშ­ვნა - ფო­ტოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ

"სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რია" - წერს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი X-ზე და ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც პა­ტა­რა ვაჟ­თან ერ­თად უკ­რავს:

მი­სა­ლო­ცი ტექ­სტე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნებს პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ოპო­ზი­ცი­ი­დან:

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე: "ვუ­ლო­ცავ ქარ­თველ ხალ­ხს ამ უდი­დეს გა­მარ­ჯვე­ბას, ვუ­ლო­ცავ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, რო­მელ­მაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, პირ­ვე­ლად აღ­მარ­თა ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წინ".

გი­ორ­გი გა­ხა­რია, პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დე­რი: "გი­ლო­ცავთ! ეს სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბაა. გან­სა­კუთ­რე­ბით, ახალ­გაზ­რდე­ბის. ეს გა­მარ­ჯვე­ბა, რა თქმა უნდა, ეძღვნე­ბა ჩვენს წი­ნაპ­რებს, რომ­ლე­ბიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბი იბ­რძოდ­ნენ სი­ცო­ცხლის ფა­სად, იმის­თვის, რომ ჩვე­ნი სამ­შობ­ლო გამ­ხდა­რი­ყო ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ევ­რო­პის ნა­წი­ლი!

დღეს ყვე­ლამ უნდა ვი­ზე­ი­მოთ, ყვე­ლამ ერ­თად. არა­ვინ არ უნდა ვე­ცა­დოთ, გა­მოვ­ყოთ ჩვე­ნი წვლი­ლი, იმი­ტომ რომ ჩვე­ნი წვლი­ლი აქ მი­ნი­მა­ლუ­რია, აქ ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის, ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის, ჩვე­ნი კულ­ტუ­რის, ჩვე­ნი იდენ­ტო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, გი­ლო­ცავთ!".

ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე, "ლე­ლოს" ლი­დე­რი: "ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ, ეს არის ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც გა­ეხ­სნა ჩვენს ქვე­ყა­ნას იმი­სათ­ვის, რომ სწრა­ფად შევ­ძლოთ შემ­დგო­მი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, რაც უკვე იქ­ნე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბა­ში.

კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ევ­რო­პუ­ლი თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლია, რო­გორც ევ­რო­პის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი, რო­გორც ქვე­ყა­ნა, რო­გორც პარტნი­ო­რი და შე­სა­ბა­მი­სად, ახლა ჯერი ჩვენ­ზეა, იმის­თვის, რომ ჩვენ გა­დავ­დგათ შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბი რე­ფორ­მე­ბის გზა­ზე, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დაგ­ვირ­გვინ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბით".

თბი­ლი­სის ანძა, ბა­თუ­მის სტა­დი­ო­ნი და მშვი­დო­ბის ხიდი ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შის ფე­რებ­ში გა­ნათ­და

რა თქმა უნდა, სა­ყო­ველ­თაო ზე­ი­მი ყვე­ლა­ზე მე­ტად იგ­რძნო­ბო­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­დაც ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­გორც ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის დროს, გუ­ში­ნაც არ კარ­გავ­და იუ­მო­რის გრძნო­ბას:

"დრა­კო­ნის წელი მო­დი­ო­და და მი­შე­ლის მო­ვი­და"

"აბა, რამ­დენს წა­უ­ვი­და გული?!"

"დღე­ის მერე წუ­წუ­ნი Auuuuu - ს მა­გივ­რად Euuuuuuuu - თი და­ვი­წყოთ"

“მე­ო­რა­დი ტან­საც­მე­ლი ევ­რო­პი­დან"-ში დღე­ი­დან შე­იძ­ლე­ბა ხა­შუ­რი­და­ნაც იგუ­ლის­ხმე­ბო­დეს"

"ახლა რომ აღ­მოჩ­ნდეს, რომ წა­კი­თხუ­ლი­დან აზრი ვერ გა­მო­ვი­ტა­ნეთ"

"გი­ჟი­ვით სი­ხა­რუ­ლის­გან აღარ ვი­ცო­დი რა მექ­ნა და მე­ზობ­ლის მო­ხუცს ვუვ­ლი"

ცნო­ბის­თვის, დღეს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე 17:00 სა­ათ­ზე სა­ხალ­ხოდ აღი­ნიშ­ნე­ბა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა. ამის შე­სა­ხებ გუ­შინ პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შეკ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
@#$#@
0

კოლექტიურ ნაცებსა და მათ მხარდამჭერებს როგორ ჩამოსტირით ცხვირ-პირი. ვერც დახარჯულმა მილიონებმა უშველეს და ვერც კორუმპირებულმა ევროპარლამენტარებმა თუ გაყიდულმა პოლიტიკოსებმა დასავლეთში. 

მოქალაქე
0

''ქადჟების'' ზეიმი თავის ''ქადჟ'' პრეზიდენტიანად!!! ამათ არ ჩავუგდებთ საქართველოს საჯიჯგნად და დასავლეთისთვის მისაქირავებლად!!! ვაი, ამათ პატრონს!!!

ავტორი:

"დრაკონის წელი მოდიოდა და მიშელის მოვიდა" - ვინ როგორ შეხვდა კანდიდატის სტატუსს: სახალხო ზეიმი "ფეისბუქზე", პოლიტიკოსებისა და საზოგადოების გამოხმაურებები

"დრაკონის წელი მოდიოდა და მიშელის მოვიდა" - ვინ როგორ შეხვდა კანდიდატის სტატუსს: სახალხო ზეიმი "ფეისბუქზე", პოლიტიკოსებისა და საზოგადოების გამოხმაურებები

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა, რამაც ჩვენი ქვეყანა წევრობას კიდევ უფრო დააკავშირდა. სასიხარულო ამბავი ქართველმა ხალხმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან, შარლ მიშელისგან გაიგო.

"ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე ევროკავშირი გახსნის მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრეტერიუმებთან სესაბამისობის საჭირო ხარისხი იქნება მიღწეული და მოიწვია კომისია მოამზადოს შესაბამისი ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის იმედის ცხადი მესიჯი მათი ქვეყნებისა და ჩვენი კონტინენტისთვის", - დაწერა მიშელმა.

მალევე პირველი განცხადებები გააკეთეს ქვეყნის პირველმა პირებმა. მთავრობის მეთაურის თქმით, 14 დეკემბერი ჩაიწერება როგორც ისტორიული თარიღი. ირაკლი ღარიბაშვილმა სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების საზეიმოდ, დღეს, მოქალაქეებს თავისუფლების მოედანზე მიიწვია.

"მე მხვდა წილად პატივი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით და ჩვენი გუნდის სახელით ხელი მომეწერა ჯერ ასოცირების შეთანხმებაზე, შემდეგ ჩემი მმართველობის პირველი პრემიერობის დროს ჩვენ წარმატებით დავასრულეთ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, შარშან უკვე მე მქონდა პატივი, რომ უკვე ოფიციალურად ჩვენი ქვეყნის სახელით შემეტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რითაც დამტკიცდა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და დღეს უკვე 14 დეკემბერი ჩაიწერება როგორც ისტორიული თარიღი. საქართველო დღეიდან არის ევროპული სახელმწიფო, ევროპული ქვეყანა. საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ასე რომ, ეს გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ძვირფასო მოქალაქენო, ეს არის ჩვენი შრომის, ჩვენი ბრძოლის შედეგი და კიდევ ერთხელ მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ისტორიული გამარჯვების საქმეში თითოეული აგური დადო და ეს გამარჯვება მოუტანა ჩვენს ხალხს" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დღეს დაგეგმილ სახალხო ზეიმს შეუერთდება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. როგორც მან გუშინ აღნიშნა, "ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, რადგან ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მზად ვარ, ყველაფერში მივიღო მონაწილეობა".

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, რომ არა ქართველი ხალხის ერთად ყოფნა, ვერაფერს მივაღწევდით.

"მადლობა ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა, ეს არის ყველას, ჩვენი, ერთიანი მიღწევა, რომ არა ერთად, არაფერს არ მივაღწევდით არასდროს, არც დამოუკიდებლობას ადრე, არც დღეს ამ ნაბიჯს და არც ხვალ ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ ამას ვიგებთ ასეთ ისტორიულ დღეებში და მერე გვავიწყდება, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევიგნოთ ბოლომდე და გავატაროთ, ვიტყოდი, ყოველდღიურად, რომ ერთიანობა, ერთობა არის მართლაც ჩვენი უდიდესი ძალა, სხვა დიდი ძალა არ გაგვაჩნია, მაგრამ ეს არის უდიდესი ძალა, რომელიც ყველაფერს მიგვაღწევინებს და ასეც ჩანს", - თქვა პრეზიდენტმა. მის ადმინისტრაციაშიც, როგორც მთელ ქვეყანაში, საზეიმო განწყობა იგრძნობოდა.

"კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც გამოიჩინა უდიდესი სიბრძნე და არ წამოეგო პროვოკაციას" - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კანდიდატის სტატუსის მიღებას.

მისი თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა შარშანდლისგან განსხვავებით, ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს.

"რეალურად, ეს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც გამოიჩინა უდიდესი სიბრძნე, არ წამოეგო პროვოკაციას, არ წამოეგო იმ ცუდ რაღაცებს, რაზეც დღეს დეტალურად საუბარი არ მინდა. ამ სიბრძნის უკან იდგა ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი, რომელიც ქართველმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ გავიარეთ ამაყად, ღირსებით და მივაღწიეთ შედეგს, რომელიც ბევრს ვერ წარმოედგინა, ზოგს არ უნდოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, უმრავლესობას ეს კიდეც წარმოედგინა და კიდეც იდგა ამ გადაწყვეტილების უკან, ამ გადაწყვეტილების შემოქმედად ღირსებით და სიამაყით. ამ ყველაფერმა უზრუნველყო ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ შარშანდლისგან განსხვავებით მიიღეს ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება. დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, რომლებმაც იბრძოლეს, განსაკუთრებით მათ, ვინც იბრძოლა ამ გადაწყვეტილებისთვის“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კანდიდატის სტატუსის აღნიშვნა - ფოტოს "ქართული ოცნების" წევრები ავრცელებენ

"საქართველო ევროპული ოჯახის წევრია" - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი X-ზე და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც პატარა ვაჟთან ერთად უკრავს:

<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="en" dir="ltr">Georgia is part of the European family 🇬🇪🇪🇺 <a href="https://t.co/52riRSx8hl">pic.twitter.com/52riRSx8hl</a></p>&mdash; Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) <a href="https://twitter.com/shpapuashvili/status/1735426869929918654?ref_src=twsrc%5Etfw">December 14, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

მისალოცი ტექსტები გამოაქვეყნებს პოლიტიკოსებმა ოპოზიციიდან:

ლევან ხაბეიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე: "ვულოცავ ქართველ ხალხს ამ უდიდეს გამარჯვებას, ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველად აღმართა ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის წინ".

გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი: "გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა. განსაკუთრებით, ახალგაზრდების. ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, ეძღვნება ჩვენს წინაპრებს, რომლებიც საუკუნეები იბრძოდნენ სიცოცხლის ფასად, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გამხდარიყო ქრისტიანული ევროპის ნაწილი!

დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, ყველამ ერთად. არავინ არ უნდა ვეცადოთ, გამოვყოთ ჩვენი წვლილი, იმიტომ რომ ჩვენი წვლილი აქ მინიმალურია, აქ ჩვენი საქართველოს, ჩვენი წინაპრების, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის ყველაზე დიდი დამსახურებაა, გილოცავთ!".

ბადრი ჯაფარიძე, "ლელოს" ლიდერი: "ევროკავშირის მხრიდან საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც გაეხსნა ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ სწრაფად შევძლოთ შემდგომი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადადგმა, რაც უკვე იქნება გამოხატული გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაში.

კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპული საბჭოს ამ გადაწყვეტილებამ, რომ ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, ევროპული თანამეგობრობის მიერ აღიარებულია, როგორც ევროპის განუყოფელი ნაწილი, როგორც ქვეყანა, როგორც პარტნიორი და შესაბამისად, ახლა ჯერი ჩვენზეა, იმისთვის, რომ ჩვენ გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები რეფორმების გზაზე, რომელიც აუცილებლად უნდა დაგვირგვინდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით".

თბილისის ანძა, ბათუმის სტადიონი და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

რა თქმა უნდა, საყოველთაო ზეიმი ყველაზე მეტად იგრძნობოდა სოციალურ ქსელში, სადაც ქართველი საზოგადოება, როგორც ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის დროს, გუშინაც არ კარგავდა იუმორის გრძნობას:

"დრაკონის წელი მოდიოდა და მიშელის მოვიდა"

"აბა, რამდენს წაუვიდა გული?!"

"დღეის მერე წუწუნი Auuuuu - ს მაგივრად Euuuuuuuu - თი დავიწყოთ"

“მეორადი ტანსაცმელი ევროპიდან"-ში დღეიდან შეიძლება ხაშურიდანაც იგულისხმებოდეს"

"ახლა რომ აღმოჩნდეს, რომ წაკითხულიდან აზრი ვერ გამოვიტანეთ"

"გიჟივით სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა და მეზობლის მოხუცს ვუვლი"

ცნობისთვის, დღეს თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე სახალხოდ აღინიშნება კანდიდატის სტატუსის მიღება. ამის შესახებ გუშინ პრემიერმა განაცხადა და საზოგადოებას შეკრებისკენ მოუწოდა.