მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ახალგაზრდა მძევლის ცხედარი აღმოაჩინა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ახალგაზრდა მძევლის ცხედარი აღმოაჩინა

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ღა­ზა­ში 28 წლის მძევ­ლის, ელია ტო­ლე­ნა­დოს ცხე­და­რი იპო­ვეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის დი­რექ­ტო­რა­ტის 504 ქვე­და­ნა­ყო­ფი­სა და 551-ე ბრი­გა­დის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ელია ტო­ლე­ნა­დო მძევ­ლად 7 ოქ­ტომ­ბერს, „ჰა­მა­სის“ მიერ ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის დროს, „სუ­პერ­ნო­ვას“ მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი­დან აიყ­ვა­ნეს.

ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ღა­ზა­ში ამ­ჟა­მად, „ჰა­მა­სის“ მიერ 7 ოქ­ტომ­ბერს აყ­ვა­ნი­ლი 135 მძე­ვა­ლი იმ­ყო­ფე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად მძევ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 240-ს აჭარ­ბებ­და. 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­სულ თვე­ში, დრო­ე­ბი­თი ზა­ვის დროს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ოთხი - ნო­ემ­ბრის ბო­ლოს, დრო­ე­ბი­თი ზა­ვის მიღ­წე­ვამ­დე, ერთი მძე­ვა­ლი ის­რა­ე­ლელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა გა­და­არ­ჩი­ნეს. ასე­ვე ნა­პოვ­ნია ოთხი მძევ­ლის ცხე­და­რი. ამას­თან, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა ღა­ზა­ში მოქ­მე­დი ჯა­რე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით 20 ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი და­ა­დას­ტუ­რა. მათი ცხედ­რე­ბი ჯერ კი­დევ „ჰა­მა­სის“ ხელ­შია.

ჯიბო
0

როგორ გაწირა ამ ფაშისტებმა თავისი მოქალაქეები...დარტყმა უნდოდა და მიზეზიც ნახა...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ახალგაზრდა მძევლის ცხედარი აღმოაჩინა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ახალგაზრდა მძევლის ცხედარი აღმოაჩინა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათმა ჯარისკაცებმა ღაზაში 28 წლის მძევლის, ელია ტოლენადოს ცხედარი იპოვეს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი სამხედრო დაზვერვის დირექტორატის 504 ქვედანაყოფისა და 551-ე ბრიგადის მიერ განხორციელებული ოპერატიული მოქმედებების დროს აღმოაჩინეს.

ელია ტოლენადო მძევლად 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, „სუპერნოვას“ მუსიკალური ფესტივალიდან აიყვანეს.

ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზაში ამჟამად, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს აყვანილი 135 მძევალი იმყოფება. თავდაპირველად მძევლების რაოდენობა 240-ს აჭარბებდა. 100-ზე მეტი ადამიანი გასულ თვეში, დროებითი ზავის დროს გაათავისუფლეს, ოთხი - ნოემბრის ბოლოს, დროებითი ზავის მიღწევამდე, ერთი მძევალი ისრაელელმა ჯარისკაცებმა გადაარჩინეს. ასევე ნაპოვნია ოთხი მძევლის ცხედარი. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში მოქმედი ჯარების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით 20 ადამიანის სიკვდილი დაადასტურა. მათი ცხედრები ჯერ კიდევ „ჰამასის“ ხელშია.