ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს

გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრი "ფეისბუქზე“ წერს.

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

„ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე ევროკავშირი გახსნის მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრეტერიუმებთან სესაბამისობის საჭირო ხარისხი იქნება მიღწეული და მოიწვია კომისია მოამზადოს შესაბამისი ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის იმედის ცხადი მესიჯი მათი ქვეყნებისა და ჩვენი კონტინენტისთვის", - დაწერა მიშელმა.