ავტორი:

პაპი ფრანცისკე ვატიკანში არ დაიკრძალება, მას სხვა გეგმები აქვს - "ეს ნიშნავს, რომ ვატიკანის დიდი ხნის ტრადიცია დაირღვევა"

პაპი ფრანცისკე ვატიკანში არ დაიკრძალება, მას სხვა გეგმები აქვს - "ეს ნიშნავს, რომ ვატიკანის დიდი ხნის ტრადიცია დაირღვევა"

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მას რომის ბაზილიკაში საკუთარი სამარხი უკვე გამზადებული აქვს. ფრანცისკემ, რომელიც 17 დეკემბერს 87 წლის გახდება, მექსიკურ მაუწყებელ N+ -ს განუცხადა, რომ მას ვატიკანის ნაცვლად, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაასვენებენ. სანტა მაჯორეს ბაზილიკა პაპისთვის ყველაზე ძვირფასი ადგილია და ის ყოველ გამგზავრებამდე სალოცავად სტუმრობს.

რომის პაპმა დუბაიში კლიმატის სამიტზე მოგზაურობა მწვავე ბრონქიტის შეტევის გამო გააუქმა. მას შემდეგ, ვატიკანს რომის პაპის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია აღარ გაუვრცელებია.

.

პაპებს, როგორც წესი, ვატიკანში გრანდიოზული ცერემონიით კრძალავენ. მისი ბოლო განცხადება იმას ნიშნავს, რომ ის ვატიკანის დიდი ხნის ტრადიციის დარღვევას გეგმავს. ფრანცისკემ ჟურნალისტ ვალენტინა ალაზრაკის განუცხადა, რომ ის პაპის პანაშვიდების ახალ ტრადიციას ჩაუყრის საფუძველს.

ეს ფრანცისკესთვის ტრადიციების პირველი დარღვევა არაა. მანამდე, მან პაპის ოფიციალურ რეზიდენციაში ცხოვრებაზეც უარი თქვა.

ფრანცისკეს ჯანმრთელობის პრობლემების დიდი ისტორია აქვს. ივნისში მას მუცლის თიაქრის ოპერაცია ჩაუტარდა და ცხრა დღე საავადმყოფოში გაატარა. 2021 წლის ივნისში პაპს მსხვილი ნაწლავის ოპერაციაც გაუკეთდა და როგორც ცნობილია, მას რადიკულიტიც აწუხებს. ფრანცისკე 30 წლისაც არ იყო, როცა მას ფილტვის ერთი ნაწილის ამოღება დასჭირდა. ადრინდელი განცხადების თანახმად, პაპს გადაწყვეტილი აქვს, რომ თუ ჯანმრთელობის პრობლემები პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლის, თანამდებობას დატოვებს.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა