ავტორი:

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო საახალწლო საჩუქარი, რომელიც ყველა ქალს მოეწონება

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო საახალწლო საჩუქარი, რომელიც ყველა ქალს მოეწონება

ახალი წელი ახლოვდება და უკვე დროა, საჩუქრების შერჩევაზეც დაიწყოთ ფიქრი. საახალწლო საჩუქრები არა მხოლოდ ზრუნვისა და ყურადღების გამოვლინებაა, არამედ შესაძლებლობაც, გაახაროთ საყვარელი ადამიანები რაიმე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი საჩუქრით.

იმისათვის, რომ წინა საახალწლო პერიოდი სტრესული არ აღმოჩნდეს, ჯობს საჩუქრების შერჩევაზე თადარიგი მალევე დაიჭიროთ. თუ ჯერაც არ მოგიფიქრებიათ, რა აჩუქოთ ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანს, ჩვენ დაგეხმარებით!

სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე არაჩვეულებრივ იდეას, რომელიც დაგეხმარებათ საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში.

Body Shop-ის სასაჩუქრე ბოქსები და კალენდარი

სილამაზის საშუალებები იდეალური საჩუქარია მათთვის, ვინც აფასებს თავის მოვლას და ზრუნავს საკუთარ სხეულზე. „ბოდი შოპის“ მაღაზიებში ნებისმიერი ზომის და ბიუჯეტის სასაჩუქრე ნაკრებებს იპოვით, რომლებშიც ბრენდის სხვადასხვა პროდუქციაა თავმოყრილი. ასევე, ორიგინალური საჩუქარი იქნება „ბოდი შოპის“ კალენდარიც, რომელიც სიურპრიზის და მოლოდინის შეგრძნებებს გაუჩენს თქვენს ადრესატს. კალენდრის კრეატიული შეფუთვა გამორჩეული საჩუქარია იმით, რომ ყუთის გახსნა დღეების მიხედვითაა შესაძლებელი და თავის მოვლის საშუალებების მთელი წლის მარაგს მოიცავს.

სათვალე

თუ გსურთ თქვენი საყვარელი ადამიანის გახარება რაიმე დახვეწილი საჩუქრით, ყურადღება მიაქციეთ სათვალეს. ის არა მხოლოდ მზისგან დამცავი საშუალებაა, არამედ მოდური აქსესუარიც, რომელიც ნებისმიერ „ლუქს“ შეგიძლიათ შეუხამოთ. ოპტიკური სათვალე ასევე იდეალური საჩუქარია მათთვის, ვინც მას რეგულარულად ატარებს.

Afflelou Paris-ში შეძლებთ შეიძინოთ სათვალეები, როგორც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების (Ray Ban, Prada, Gucci, Retrosuperfuture, Oliver Peoples, Moscot, Marni და სხვ.), ასევე თავად Afflelou Paris-ის ბრენდის კოლექციები, რაც შედარებით ბიუჯეტურია. ამასთან, მოქმედებს მუდმივი შეთავაზება Tchin Tchin რომლის ფარგლებშიც ნებისმიერი ბრენდის სათვალის შეძენისას, მეორეს - Afflelou-ს კოლექციიდან, მხოლოდ 1 ლარად მიიღებთ.

ამასთან, ახალი წლის პერიოდში შეძლებთ მეორე სათვალის ნაცვლად სასაჩუქრე ვაუჩერი აირჩიოთ და თქვენთვის სასურველ დროს გამოიყენოთ ან სხვას აჩუქოთ.

ქალის თეთრეული

ქალის თეთრეული არ არის მხოლოდ გარდერობის აუცილებელი ნივთი, ის თავდაჯერებულობისა და სილამაზის სიმბოლოა. ქალის ლამაზი თეთრეულის ჩუქებით ხაზს უსვამთ მის სინაზეს, ელეგანტურობას და ზრუნვას მის კომფორტზე. გარდა ამისა, ეს არის ინტიმური და გააზრებული საჩუქარი, რომელიც ამახვილებს ყურადღებას დეტალებზე და სტილის შეგრძნებაზე. მაღალი ხარისხის და ლამაზად შეფუთული თეთრეულის არჩევით ქალს თავს განსაკუთრებულსა და სასურველს აგრძნობინებთ. იდეალური გადაწყვეტილება იქნება, თუ არჩევანს ქალის თეთრეულის წამყვან ბრენდზე - „ტრიუმფზე“ შეაჩერებთ. „ტრიუმფის“ პირველი ოფიციალური მაღაზია საბურთალოს „სითი მოლში“ 10 ნოემბერს გაიხსნა. ბრენდი დაარსების დღიდან ითვალისწინებს ქალის საჭიროებებს და ცდილობს, რომ მათი ყოველდღიურობა უფრო კომფორტული გახადოს. „ტრიუმფის“ საქართველოს ფილიალში საახალწლო შეთავაზებები უკვე დაწყებულია. 29 დეკემბრიდან კი ადგილზე საინტერესო სიურპრიზები და ჯადოსნური შეთავაზებები დაგხვდებათ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ისაა, რომელიც თქვენს ზრუნვას და ყურადღებას გადმოსცემს.

R