სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორბანმა ფსონი დადო, რომ დასავლეთი სუსტია და ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ მისი წინასწარმეტყველება ახდეს" - ევროპის ლიდერები უნგრეთის პრემიერის დარწმუნებას შეეცდებიან
"ორბანმა ფსონი დადო, რომ დასავლეთი სუსტია და ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ მისი წინასწარმეტყველება ახდეს" - ევროპის ლიდერები უნგრეთის პრემიერის დარწმუნებას შეეცდებიან

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი შარლ მი­შე­ლი დღეს დი­ლით სა­მუ­შაო სა­უზ­მე­ზე საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რონს, გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ ოლაფ შოლცსა და უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ვიქ­ტორ ორ­ბანს შეხ­ვდე­ბა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას POLITICO ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი შე­ეც­დე­ბი­ან, უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხზე უნ­გრე­თის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის ფონ­ზე, წინსვლის გზა იპო­ვონ.

"ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბი ის­ტო­რი­ულ სა­მიტ­ზე და­სას­წრე­ბად ქა­ლაქ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ერთ-ერთი მათ­გა­ნი, უკა­ნო­ნო აგ­რე­სი­უ­ლი ომის ფონ­ზე, უკ­რა­ი­ნის მი­მართ ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რის ღია დი­ვერ­სი­ას აწყობს. უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ვიქ­ტორ ორ­ბან­მა ფსო­ნი დადო, რომ და­სავ­ლე­თი სუს­ტია და სა­ბო­ლო­ოდ დათ­მობს - და ახლა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმი­სათ­ვის, რომ მისი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა ახ­დეს.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში გერ­მა­ნე­ლი „სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის“ ლი­დერ­მა, იენს გე­ი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ „ორ­ბა­ნის წყა­ლო­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნიც სა­მი­ტის მა­გი­დას­თან ზის. ამ ფონ­ზე, დღეს დი­ლით, საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი, შარლ მი­შე­ლი საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს ემა­ნუ­ელ მაკ­რონს, გერ­მა­ნი­ის კან­ცლერს ოლაფ შოლცს და თა­ვად ორ­ბანს შეხ­ვდე­ბა, რათა წინსვლის გზა იპო­ვონ“, -აღ­ნიშ­ნუ­ლია POLITICO-ს სტა­ტი­ა­ში.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­მუ­შაო სა­უზ­მეს წინ უძღო­და წუ­ხელ გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რა შარლ მი­შელს, ემა­ნუ­ელ მაკ­რონს, ოლაფ შოლცს­სა და ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენტ ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენს შო­რის. შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი სა­მი­ტამ­დე "სა­ერ­თო ხაზ­ზე“ შე­თან­ხმე­ბა იყო.

  • ცოტა ხნის წინ ვიქ­ტორ ორ­ბან­მა ბრი­უ­სელ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­უბ­რი­სას კი­დევ ერთხელ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მისი თქმით, უკ­რა­ი­ნამ ევ­რო­კო­მი­სი­ის 7 პი­რო­ბი­დან 3 არ შე­ას­რუ­ლა, რის გა­მოც ევ­რო­კავ­შირ­ში მისი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს.

"ჩვენ უკ­რა­ი­ნას წა­ვუ­ყე­ნეთ 7 წი­ნა­პი­რო­ბა და იქი­დან 3 არ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ასე რომ, არ არ­სე­ბობს უკ­რა­ი­ნას­თან გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის მი­ზე­ზი. ჩემი შე­ფა­სე­ბით, მე­ტიც არ იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­მიც საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ ვთქვათ: თუკი არ შე­ას­რუ­ლეთ წი­ნა­პი­რო­ბე­ბი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის შან­სი არ არ­სე­ბობს“, - აღ­ნიშ­ნა ორ­ბან­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია. მან გა­სულ კვი­რას, პა­რიზ­ში ვი­ზი­ტის დროს, Le Point-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამა­ზე კი­დევ ერთხელ ილა­პა­რა­კა და გა­ნა­ცხა­და, უკ­რა­ი­ნა ამის­თვის მზად არ არი­სო. მან ასე­ვე გა­აპ­რო­ტეს­ტა ევ­რო­კო­მი­სი­ის შე­ფა­სე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნამ პროგ­რესს მი­აღ­წია. ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ მას შეხ­ვედ­რა მო­უ­წია უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტთან. რო­გორც ზე­ლენ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, შეხ­ვედ­რა მო­უ­ლოდ­ნე­ლად არ­გენ­ტი­ნა­ში მოხ­და.მი­სი­ვე თქმით, ორ­ბანს სთხო­ვა, ერთი მი­ზე­ზი მა­ინც და­ა­სა­ხე­ლოს თუ რა­ტომ არ უნდა იყოს უკ­რა­ი­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში და პა­სუხს ელო­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
3

მე ვფიქრობ ორბანი რომ არ ყოფილიყო ევროკავშირი თვითონ გამოიგონებდა მას ,უბრალოდ ორბანით მანიპულირებენ

ნანა
8

ამ კაცს სულ ირჩევენ და ირჩევენ, ე.ი. უნგრელების საქმეს აკეთებს, რატომ უნდა დაუჯეროს ლიბერასტებს და დაღუპოს ქვეყანა, ისედაც ფული დაუბლოკეს. უკრაინა იმარჯვებსო, იძახოს???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ორბანმა ფსონი დადო, რომ დასავლეთი სუსტია და ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ მისი წინასწარმეტყველება ახდეს" - ევროპის ლიდერები უნგრეთის პრემიერის დარწმუნებას შეეცდებიან

"ორბანმა ფსონი დადო, რომ დასავლეთი სუსტია და ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ მისი წინასწარმეტყველება ახდეს" - ევროპის ლიდერები უნგრეთის პრემიერის დარწმუნებას შეეცდებიან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს დილით სამუშაო საუზმეზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება, - ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროპელი პოლიტიკოსები შეეცდებიან, უკრაინის საკითხზე უნგრეთის განსხვავებული პოზიციის ფონზე, წინსვლის გზა იპოვონ.

"ევროკავშირის ლიდერები ისტორიულ სამიტზე დასასწრებად ქალაქში იმყოფებიან. ერთ-ერთი მათგანი, უკანონო აგრესიული ომის ფონზე, უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ღია დივერსიას აწყობს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ფსონი დადო, რომ დასავლეთი სუსტია და საბოლოოდ დათმობს - და ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი წინასწარმეტყველება ახდეს.

ევროპარლამენტში გერმანელი „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერმა, იენს გეიერმა განაცხადა, რომ „ორბანის წყალობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც სამიტის მაგიდასთან ზის. ამ ფონზე, დღეს დილით, საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს და თავად ორბანს შეხვდება, რათა წინსვლის გზა იპოვონ“, -აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში.

გამოცემის ცნობით, სამუშაო საუზმეს წინ უძღოდა წუხელ გამართული შეხვედრა შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს, ოლაფ შოლცსსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის. შეხვედრის მიზანი სამიტამდე "საერთო ხაზზე“ შეთანხმება იყო.

  • ცოტა ხნის წინ ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში ჟურნალისტებს საუბრისას კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით. მისი თქმით, უკრაინამ ევროკომისიის 7 პირობიდან 3 არ შეასრულა, რის გამოც ევროკავშირში მისი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზეზი არ არსებობს.

"ჩვენ უკრაინას წავუყენეთ 7 წინაპირობა და იქიდან 3 არ არის შესრულებული, ასე რომ, არ არსებობს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზეზი. ჩემი შეფასებით, მეტიც არ იყო შესრულებული, თუმცა სამიც საკმარისია იმისთვის, რომ ვთქვათ: თუკი არ შეასრულეთ წინაპირობები, მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ არსებობს“, - აღნიშნა ორბანმა.

როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების დაწყების წინააღმდეგია. მან გასულ კვირას, პარიზში ვიზიტის დროს, Le Point-თან ინტერვიუში ამაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა და განაცხადა, უკრაინა ამისთვის მზად არ არისო. მან ასევე გააპროტესტა ევროკომისიის შეფასება, რომ უკრაინამ პროგრესს მიაღწია. ამ განცხადების შემდეგ მას შეხვედრა მოუწია უკრაინის პრეზიდენტთან. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, შეხვედრა მოულოდნელად არგენტინაში მოხდა.მისივე თქმით, ორბანს სთხოვა, ერთი მიზეზი მაინც დაასახელოს თუ რატომ არ უნდა იყოს უკრაინა ევროკავშირში და პასუხს ელოდება.