საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის ბაზა ოჩამჩირეში და საფრთხეები - რა ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე, სადაც ოკუპირებული ტერიტორიაა აღბეჭდილი და რას წერს BBC საქართველოს შესახებ
რუსეთის ბაზა ოჩამჩირეში და საფრთხეები - რა ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე, სადაც ოკუპირებული ტერიტორიაა აღბეჭდილი და რას წერს BBC საქართველოს შესახებ

"რუ­სე­თის შავი ზღვის ახა­ლი ბაზა სა­ქარ­თვე­ლოს შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს“, - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ვრცელ სტა­ტია ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა BBC.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში 50-მა ქარ­თველ­მა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებს მი­მარ­თა და მო­უ­წო­და, და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია რუ­სე­თის გეგ­მის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ონ­ში, აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის მუდ­მი­ვი სა­ზღვაო ბა­ზის შექ­მნას ეხე­ბა.

"კრემ­ლის გეგ­მებ­მა გა­ა­ჩი­ნა შიში, რომ ბა­ზას შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის იმე­დად არის, ჩა­ით­რი­ოს რუ­სე­თის ომში უკ­რა­ი­ნა­ში და და­ა­ზი­ა­ნოს თბი­ლი­სის გეგ­მე­ბი შავი ზღვის პორტთან და­კავ­ში­რე­ბით", - წერს BBC.

"ჩვენ ერ­თხმად და მტკი­ცედ ვგმობთ რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ას, მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ას და სხვა ქმე­დე­ბებს, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის ანექ­სი­ის­კენ, რომ­ლის ახა­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა ოჩამ­ჩი­რის პორ­ტში რუ­სე­თის მუდ­მი­ვი სა­ზღვაო ბა­ზის გახ­სნა“, - ცი­ტი­რებს გა­მო­ცე­მა ქარ­თვე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბას.

  • სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ოჩამ­ჩი­რე­ში სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე, აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ლი­დერ­მა, ას­ლან ბჟა­ნი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შავი ზღვის პორ­ტში, ოჩამ­ჩი­რე­ში მუდ­მი­ვი სა­ზღვაო ბა­ზის გახ­სნის შექ­მნის შე­სა­ხებ. BBC-ი ასე­ვე მკი­თხველს აც­ნობს, რომ აფხა­ზე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლად, მაგ­რამ ის რუ­სე­თის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ძა­ლე­ბის კონ­ტრო­ლის ქვეშ 1990-იანი წლე­ბი­დან იყო.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დაგ­მო რუ­სე­თის გეგ­მა რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვა“, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ მი­იჩ­ნევს რომ ეს გარ­და­უ­ვალ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს.

  • "ოჩამ­ჩი­რე­ში ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა რომ და­ი­წყონ, სამი წელი მა­ინც დას­ჭირ­დე­ბათ. ჩვენ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ გარ­და­უ­ვალ საფრ­თხე­ებ­ზე და არ იმ საფრ­თხე­ებ­ზე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში შე­იქ­მნას“, - გა­ნუ­ცხა­და BBC-ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ.

BBC Newsnight-მა და Verify-მ გა­ა­ნა­ლი­ზეს თა­ნამ­გზავ­რი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებს ოჩამ­ჩი­რის პორ­ტში სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ. კად­რე­ბი რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თა­ნახ­მად, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სად­რე­ნა­ჟე სა­მუ­შა­ო­ე­ბი იმის­თვის, რომ ოჩამ­ჩი­რე­ში მი­ე­ღოთ დიდი სატ­ვირ­თო გე­მე­ბი.

უკ­რა­ი­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო ამ­ტკი­ცებს, რომ სა­მუ­შაო მიზ­ნად ისა­ხავს, რუ­სეთ­მა ოჩამ­ჩი­რე უსაფრ­თხო ნავ­სად­გუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს შავი ზღვის ფლო­ტის ხო­მალ­დე­ბის­თვის.

"თუ რუ­სე­თი გა­მო­ი­ყე­ნებ­და ოჩამ­ჩი­რეს უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმის­თვის, ან თუ უკ­რა­ი­ნა გა­და­წყვეტ­და, რომ რუ­სე­თის იქ გან­ლა­გე­ბუ­ლი ხო­მალ­დე­ბი მისი სა­მიზ­ნე გამ­ხდა­რი­ყო, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბო­და ომის მხა­რე. თუ პუ­ტინს დას­ჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თვა, ან რა­ი­მე ფორ­მით ომში ჩათ­რე­ვა, ის ამას გა­ა­კე­თებს და მას, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ზე ზე­წო­ლის­თვის“, - ამ­ბობს თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კვლე­ვე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­მე­ფო ინ­სტი­ტუ­ტის (RUSI) ასო­ცი­რე­ბუ­ლი მკვლე­ვა­რი ნა­თია სეს­კუ­რია.

რო­გორც BBC წერს, გარ­და იმი­სა, რომ ეს ომის შიშს იწ­ვევს, ამას­თა­ნა­ვე, არ­სე­ბობს შეშ­ფო­თე­ბა, რომ შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე. ანაკ­ლი­ა­ში, ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­ფერ­ხდე­ბა. გა­მო­ცე­მა გან­მარ­ტავს, რომ ანაკ­ლია უახ­ლო­ე­სი ქა­ლა­ქია რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­თან და წერს, რომ ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ე.წ. შუა დე­რეფ­ნის გას­წვრივ ვაჭ­რო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. მსოფ­ლიო ბან­კის შე­ფა­სე­ბით, ანაკ­ლი­ის პორ­ტს შე­უძ­ლია გა­ა­ნა­ხევ­როს მგზავ­რო­ბის დრო და გა­ა­ორ­მა­გოს ვაჭ­რო­ბის მო­ცუ­ლო­ბა 2030 წლის­თვის.

"კრემ­ლი დიდი ხა­ნია ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბას, რო­გორ აშშ-ის პრო­ექტს. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი ამ­ტკი­ცებ­და, რომ აშშ-ის სა­ზღვაო ფლო­ტის წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბი შეძ­ლებ­დნენ იქ ჩას­ვლას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის­კენ მი­ის­წრაფ­ვის, ქვეყ­ნის მთავ­რო­ბას მოს­კოვ­თან კომ­პლექ­სუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

2020 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­უქ­მა. ამ მშე­ნებ­ლო­ბას მხარს უჭერ­დნენ და­სავ­ლუ­რი ბან­კე­ბი და ინ­ვეს­ტო­რე­ბი. მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, რო­მე­ლიც ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ამ­ბობს, რომ თბი­ლის­მა პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა მოს­კო­ვის და­სამ­შვი­დებ­ლად ჩა­შა­ლა", - წერს BBC.

რო­გორც გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ პორ­ტის აგე­ბის გეგ­მა აღ­დგე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია მალე გა­მო­ცხად­დე­ბა. ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძის თქმით, ბრალ­დე­ბე­ბი მთავ­რო­ბის პრო­რუ­სუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აბ­სურ­დუ­ლია.

"რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პრო­რუ­სულ­მა მთავ­რო­ბამ ხელი მო­ა­წე­როს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბას, მი­ი­ღოს უვი­ზო რე­ჟი­მი ევ­რო­კავ­შირ­თან და მი­ი­ღოს კან­დი­და­ტი წევ­რის სტა­ტუ­სი?!" - ამ­ბობს სამ­ხა­რა­ძე. მაგ­რამ მი­სი­ვე თქმით, თბი­ლი­სი ვალ­დე­ბუ­ლია, ფრთხი­ლად მო­ე­კი­დოს ჩრდი­ლო­ელ მე­ზო­ბელს.

"ჩვენ გვქონ­და სამი ომი რუ­სეთ­თან ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ არ გვაქვს ნა­ტოს უსაფრ­თხო­ე­ბის ქოლ­გა, ჩვენ არ გვაქვს ევ­რო­კავ­ში­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი სო­ლი­და­რო­ბა“ - ამ­ბობს სამ­ხა­რა­ძე. მისი აზ­რით, ოჩამ­ჩი­რის ბა­ზით რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ამ­ბი­ცი­ე­ბის გამო ემუქ­რე­ბა.

BBC აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო კან­დი­და­ტის სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის­გან დე­კემ­ბრის სა­მიტ­ზე ელო­დე­ბა და ამ კონ­ტექ­სტში ცი­ტი­რებს სამ­ხა­რა­ძის სი­ტყვებს:

"რუ­სე­ბი ყო­ველ­თვის იყე­ნე­ბენ სა­უ­კე­თე­სო მო­მენ­ტებს. პირ­ველ რიგ­ში, იმის­თვის რომ შე­არ­ყი­ონ სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ბი­ლუ­რო­ბა, და მე­ო­რე - სა­ქარ­თვე­ლოს სწრაფ­ვა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, რომ და­ა­ნა­ხონ ჩვენს ევ­რო­პელ და ამე­რი­კელ პარტნი­ო­რებს, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლე­ბენ და აჩ­ვე­ნონ, რომ შე­უძ­ლი­ათ რაც მო­ე­სურ­ვე­ბათ ის გა­ა­კე­თონ“, - ამ­ბობს სამ­ხა­რა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი 1
9

ოჩამჩირია პორტის უსაფრთხოების გარანტად მხოლოდ ჩინეთი შეიძლება მივიჩნიოთ - ერთადერთი ქვეყანა, რომლის აზრი და ინტერესები მნიშვნელოვანია რუსეთისათვის. ამიტომ პორტის მშენებლობის ძირითადი ინვესტორი ჩინეთი უნდა გახდეს. 

რაღა ვთქვა
31

ეს ჯერ-ჯერობით ოჩამჩირის ვითომ ბაზის მშენებლობა არის ბავშვი არ დაბადებულა, აბრაამს არქმევდნენო! მთავარი! იგეებს?!! ომს უკრაინა?!! აგებს?!! ომს უკრაინა?!! აი ამ ორ პინაზე დადებული სიმართლე და უსამართლობა რომელი პინაც დაბლა დაეშვება მომავალიც ისეთი იქნება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რუსეთის ბაზა ოჩამჩირეში და საფრთხეები - რა ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე, სადაც ოკუპირებული ტერიტორიაა აღბეჭდილი და რას წერს BBC საქართველოს შესახებ

რუსეთის ბაზა ოჩამჩირეში და საფრთხეები - რა ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე, სადაც ოკუპირებული ტერიტორიაა აღბეჭდილი და რას წერს BBC საქართველოს შესახებ

"რუსეთის შავი ზღვის ახალი ბაზა საქართველოს შეშფოთებას იწვევს“, - ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატია ბრიტანული გამოცემა BBC.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ნოემბრის დასაწყისში 50-მა ქართველმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართა და მოუწოდა, დაეფიქსირებინათ ერთიანი პოზიცია რუსეთის გეგმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნას ეხება.

"კრემლის გეგმებმა გააჩინა შიში, რომ ბაზას შეუძლია საქართველო, რომელიც ევროკავშირის იმედად არის, ჩაითრიოს რუსეთის ომში უკრაინაში და დააზიანოს თბილისის გეგმები შავი ზღვის პორტთან დაკავშირებით", - წერს BBC.

"ჩვენ ერთხმად და მტკიცედ ვგმობთ რუსეთის ოკუპაციას, მილიტარიზაციას და სხვა ქმედებებს, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ, რომლის ახალი გამოხატულებაა ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნა“, - ციტირებს გამოცემა ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას.

  • სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ოჩამჩირეში სამუშაოების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, ასლან ბჟანიამ დაადასტურა, რომ გაფორმდა ხელშეკრულება შავი ზღვის პორტში, ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნის შექმნის შესახებ. BBC-ი ასევე მკითხველს აცნობს, რომ აფხაზეთი საერთაშორისოდ აღიარებულია საქართველოს ნაწილად, მაგრამ ის რუსეთის სეპარატისტული ძალების კონტროლის ქვეშ 1990-იანი წლებიდან იყო.

როგორც გამოცემა წერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის გეგმა როგორც "საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა“, თუმცა ხელისუფლება არ მიიჩნევს რომ ეს გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენს.

  • "ოჩამჩირეში ბაზის მშენებლობა რომ დაიწყონ, სამი წელი მაინც დასჭირდებათ. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ გარდაუვალ საფრთხეებზე და არ იმ საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება მომავალში შეიქმნას“, - განუცხადა BBC-ის საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ.

BBC Newsnight-მა და Verify-მ გაანალიზეს თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები, რომელიც მიუთითებს ოჩამჩირის პორტში სამშენებლო სამუშაოების შესახებ. კადრები რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ არის გადაღებული.

აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების თანახმად, მიმდინარეობდა სადრენაჟე სამუშაოები იმისთვის, რომ ოჩამჩირეში მიეღოთ დიდი სატვირთო გემები.

უკრაინის სადაზვერვო სააგენტო ამტკიცებს, რომ სამუშაო მიზნად ისახავს, რუსეთმა ოჩამჩირე უსაფრთხო ნავსადგურად გამოიყენოს შავი ზღვის ფლოტის ხომალდებისთვის.

"თუ რუსეთი გამოიყენებდა ოჩამჩირეს უკრაინაზე თავდასხმისთვის, ან თუ უკრაინა გადაწყვეტდა, რომ რუსეთის იქ განლაგებული ხომალდები მისი სამიზნე გამხდარიყო, მაშინ საქართველო გახდებოდა ომის მხარე. თუ პუტინს დასჭირდება საქართველოს ჩართვა, ან რაიმე ფორმით ომში ჩათრევა, ის ამას გააკეთებს და მას, სამწუხაროდ, ყველა შესაძლებლობა აქვს საქართველოზე ზეწოლისთვის“, - ამბობს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ასოცირებული მკვლევარი ნათია სესკურია.

როგორც BBC წერს, გარდა იმისა, რომ ეს ომის შიშს იწვევს, ამასთანავე, არსებობს შეშფოთება, რომ შავი ზღვის სანაპიროზე. ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის გეგმის განხორციელება შეფერხდება. გამოცემა განმარტავს, რომ ანაკლია უახლოესი ქალაქია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და წერს, რომ ანაკლიის პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ე.წ. შუა დერეფნის გასწვრივ ვაჭრობის გასაძლიერებლად. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ანაკლიის პორტს შეუძლია გაანახევროს მგზავრობის დრო და გააორმაგოს ვაჭრობის მოცულობა 2030 წლისთვის.

"კრემლი დიდი ხანია ეწინააღმდეგება ანაკლიის პორტის მშენებლობას, როგორ აშშ-ის პროექტს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავები შეძლებდნენ იქ ჩასვლას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, ქვეყნის მთავრობას მოსკოვთან კომპლექსური ურთიერთობა აქვს.

2020 წელს საქართველოს მთავრობამ პორტის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გააუქმა. ამ მშენებლობას მხარს უჭერდნენ დასავლური ბანკები და ინვესტორები. მამუკა ხაზარაძე, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ თბილისმა პორტის განვითარების გეგმა მოსკოვის დასამშვიდებლად ჩაშალა", - წერს BBC.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ პორტის აგების გეგმა აღდგება და გამარჯვებული კომპანია მალე გამოცხადდება. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ბრალდებები მთავრობის პრორუსულობასთან დაკავშირებით, აბსურდულია.

"როგორ შეიძლება პრორუსულმა მთავრობამ ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მიიღოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და მიიღოს კანდიდატი წევრის სტატუსი?!" - ამბობს სამხარაძე. მაგრამ მისივე თქმით, თბილისი ვალდებულია, ფრთხილად მოეკიდოს ჩრდილოელ მეზობელს.

"ჩვენ გვქონდა სამი ომი რუსეთთან ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ არ გვაქვს ნატოს უსაფრთხოების ქოლგა, ჩვენ არ გვაქვს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობა“ - ამბობს სამხარაძე. მისი აზრით, ოჩამჩირის ბაზით რუსეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციების გამო ემუქრება.

BBC აღნიშნავს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპელი ლიდერებისგან დეკემბრის სამიტზე ელოდება და ამ კონტექსტში ციტირებს სამხარაძის სიტყვებს:

"რუსები ყოველთვის იყენებენ საუკეთესო მომენტებს. პირველ რიგში, იმისთვის რომ შეარყიონ საქართველოს სტაბილურობა, და მეორე - საქართველოს სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ. ისინი ცდილობენ, რომ დაანახონ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომ სამხრეთ კავკასიაში ყველაფერს აკონტროლებენ და აჩვენონ, რომ შეუძლიათ რაც მოესურვებათ ის გააკეთონ“, - ამბობს სამხარაძე.