მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტომ კრუზის რომანი რუსი ოლიგარქის ყოფილ ცოლთან - რა ფოტოებს აქვეყნებს მედია რუსული წვეულებიდან, სადაც 61 წლის მსახიობმა ახალ რჩეულთან ერთად მოილხინა
ტომ კრუზის რომანი რუსი ოლიგარქის ყოფილ ცოლთან - რა ფოტოებს აქვეყნებს მედია რუსული წვეულებიდან, სადაც 61 წლის მსახიობმა ახალ რჩეულთან ერთად მოილხინა

ტომ კრუ­ზის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ბოლო დროს მე­დი­ა­ში ნაკ­ლე­ბად იწე­რე­ბა. მსა­ხი­ობ კეიტ ჰოლმსთან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ტომს რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნი ჰქონ­და, მაგ­რამ არ­ცერ­თი მათ­გა­ნი სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბამ­დე არ მი­სუ­ლა. ბო­ლოს დროს, ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­და­ვი­და, რად­გან მისი ჯა­შუ­შუ­რი ფილ­მე­ბის სე­რი­ის „მი­სია შე­უძ­ლე­ბე­ლია“ გა­და­ღე­ბე­ბი ევ­რო­პა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­ბო­ლო­ოს მსა­ხი­ო­ბი ლონ­დონ­ში და­სახ­ლდა.

ტომი მდიდ­რულ პენ­ტჰა­უს­ში Knightsbridge-ში, ბრი­ტა­ნე­თის დე­და­ქა­ლა­ქის პა­ტივ­სა­ცე­მი უბან­ში მდე­ბა­რე­ობს, თა­ვად კრუ­ზი კი ხში­რად სტუმ­რობს მდიდ­რულ წვე­უ­ლე­ბებს. Daily Mail-ის ცნო­ბით, ერთ-ერთ ასეთ სა­ღა­მო­ზე 61 წლის კრუ­იზს ახ­ლდა მისი ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა - შავგვრე­მა­ნი ქალი ელ­სი­ნა ხა­ი­რო­ვა. 36 წლის ქალი წარ­მო­შო­ბით რუ­სე­თი­და­ნაა, ის თა­თარ­სტა­ნის რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის რი­ნატ ხა­ი­რო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლია.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, წვე­უ­ლე­ბა მთლი­ა­ნად რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი იყო: სტუმ­რებ­მა Miss Europe 2006 კონ­კურ­სის ყო­ფი­ლი მო­ნა­წი­ლის, მო­დე­ლის ალი­ნა ავ­რა­მენ­კოს და­ბა­დე­ბის დღე აღ­ნიშ­ნეს. ტომი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ექ­ცე­ო­და თა­ვის კომ­პა­ნი­ონ ქალს, თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, აშ­კა­რად შეყ­ვა­რე­ბუ­ლია მას­ზე.

"ისი­ნი სულ ერ­თად იყ­ვნენ, აშ­კა­რად წყვი­ლია", - გა­ნუ­ცხა­და ერთ-ერ­თმა სტუ­მარ­მა Daily Mail-ს. "ის გიჟ­დე­ბა მას­ზე."

ტომი და ელ­სი­ნა გა­სულ შა­ბათს სა­ღა­მოს 22 სა­ათ­ზე გა­მოჩ­ნდნენ წვე­უ­ლე­ბა­ზე და მა­შინ­ვე მი­ი­პყრეს ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა. ელ­სი­ნას შავი კაბა ეცვა, მკერ­დზე მო­ქარ­გუ­ლი rhinestone-ის ბაფ­თით. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ სხვა სტუმ­რებს, შემ­დეგ კი სა­ცეკ­ვაო მო­ე­დან­ზე მოხ­ვდნენ. კრუ­ზი და მისი რჩე­უ­ლი თით­ქმის დი­ლამ­დე დარ­ჩნენ და წვე­უ­ლე­ბა ერ­თად და­ტო­ვეს.

”კრუ­ზი ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი იყო - მას მუდ­მი­ვად სთხოვ­დნენ სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბას, მაგ­რამ ის თა­ვა­ზი­ან უარს ამ­ბობ­და. სა­ბო­ლო­ოდ დი­ჯე­იმ რუ­სუ­ლად გა­მა­ო­ცხა­და, რომ მის­ტერ კრუზს არ სურ­და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ცეკ­ვავ­და ელ­სი­ნა ხა­ი­რო­ვას­თან ერ­თად“, - გა­ნა­ცხა­და სა­ღა­მოს ერთ-ერ­თმა სტუ­მარ­მა.

ელი­სი­ნა ხა­ი­რო­ვას ფი­გუ­რა იქამ­დეც მოხ­ვედ­რი­ლა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ის არის ყო­ფი­ლი მო­დე­ლი რუ­სე­თი­დან, რო­მელ­საც აქვს ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. ქალი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო რუს ბიზ­ნეს­მენ დი­მიტ­რი ცვეტ­კოვ­ზე. ელი­სი­ნა თა­ვის ყო­ფილ პარტნი­ორ­თან ერ­თად ფლობ­და უამ­რავ სა­სახ­ლეს ინ­გლის­ში, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბა 20 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენ­და. მათ ასე­ვე ჰქონ­დათ ქო­ნე­ბა დუ­ბა­ი­ში და კვიპ­როს­ში, ასე­ვე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის, სამ­კა­უ­ლე­ბის, ჩან­თე­ბის და ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბი.

ელი­სი­ნა რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­შორ­და დი­მიტ­რის, რის შემ­დე­გაც მათი გან­ქორ­წი­ნე­ბა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა, რად­გან ქალს ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა. დი­მიტ­რიმ ელი­სი­ნა და­ა­და­ნა­შა­უ­ლა აქ­ტი­ვე­ბის და­მალ­ვა­ში, მათ შო­რის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ჩან­თე­ბის კო­ლექ­ცი­ის, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი გახ­ლდათ. იმავდრო­უ­ლად, ელი­სი­ნამ თქვა, რომ მისი ყო­ფი­ლი ქმა­რი იყო კრემ­ლის ძებ­ნილ­თა სი­ა­ში იყო.

ელ­სი­ნას მამა, რი­ნატ ხა­ი­რო­ვი, რომ­ლის სა­პარ­ლა­მენ­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რო­ში 2021 წელს დას­რულ­და, ხში­რად სა­უბ­რობ­და მისი ქა­ლიშ­ვი­ლის სიმ­დიდ­რე­ზე. კა­ცის თქმით, ელ­სი­ნას მდი­და­რი ქმა­რი სრუ­ლად უჭერ­და მხარს.

"ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი უკვე ზრდას­რუ­ლია. მისი ქმა­რი ბიზ­ნეს­მე­ნია და ჰყავს ორი შვი­ლი. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­თხოვ­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ამ­თავ­რა ლონ­დო­ნის ვეს­ტმინ­სტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ი­როვ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ტომ კრუ­ზი სამ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. 1987 წლი­დან 1990 წლამ­დე - მსა­ხი­ობ მიმი რო­ჯერ­სზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნი­კოლ კიდ­მან­ზე, წყვილ­მა ორი ბავ­შვი ვაჟი კო­ნო­რი და ქა­ლიშ­ვი­ლი იზა­ბე­ლა იშ­ვი­ლეს. მათ ქორ­წი­ნე­ბა­ში 11 წელი იცხოვ­რეს. 2001 წელს კრუ­იზ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა და გან­შო­რე­ბის მი­ზე­ზად "შე­უ­რი­გე­ბე­ლი უთან­ხმო­ე­ბა" და­ა­სა­ხე­ლა.

2006 წელს ტომი და­ქორ­წინ­და მსა­ხი­ობ კეიტ ჰოლმსზე. ქორ­წი­ლი მდიდ­რუ­ლი იყო, მსა­ხი­ობ­მა ულა­მა­ზე­სი ცე­რე­მო­ნია იტა­ლი­ა­ში მო­ა­წყო. ექ­ვსი თვით ადრე ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს შე­ე­ძი­ნათ ქა­ლიშ­ვი­ლი სური. 2012 წელს ჰოლმსმა ქმრის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა და ქა­ლიშ­ვილ­ზე სრუ­ლი მე­ურ­ვე­ო­ბა მო­ი­თხო­ვა. მსა­ხი­ობ­მა თქვა, რომ ის უარს ამ­ბობ­და სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ურ რწმე­ნა­ზე, რო­მელ­საც ტომი მის­დევ­და და სუ­რის კა­თო­ლი­კურ რწმე­ნა­ში აღ­ზრდი­და...წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკატერინე
5

უიმეეეე დილამდე ცეკვავდაოოოოოოო....რატომ დაიტანჯა თავი? გაეხსენებინა ვინმეს ან წლოვანება ან პასპორტში თუ პირადობაში ჩაეხედა ..ეტყობა დაავიწყდა და......

ედი
0

სიბერეში გაყო ციანიდის მარყში თავი.

ავტორი:

ტომ კრუზის რომანი რუსი ოლიგარქის ყოფილ ცოლთან - რა ფოტოებს აქვეყნებს მედია რუსული წვეულებიდან, სადაც 61 წლის მსახიობმა ახალ რჩეულთან ერთად მოილხინა

ტომ კრუზის რომანი რუსი ოლიგარქის ყოფილ ცოლთან - რა ფოტოებს აქვეყნებს მედია რუსული წვეულებიდან, სადაც 61 წლის მსახიობმა ახალ რჩეულთან ერთად მოილხინა

ტომ კრუზის პირად ცხოვრებაზე ბოლო დროს მედიაში ნაკლებად იწერება. მსახიობ კეიტ ჰოლმსთან განქორწინების შემდეგ ტომს რამდენიმე რომანი ჰქონდა, მაგრამ არცერთი მათგანი სერიოზულ ურთიერთობამდე არ მისულა. ბოლოს დროს, ჰოლივუდის მსახიობი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა, რადგან მისი ჯაშუშური ფილმების სერიის „მისია შეუძლებელია“ გადაღებები ევროპაში მიმდინარეობდა. საბოლოოს მსახიობი ლონდონში დასახლდა.

ტომი მდიდრულ პენტჰაუსში Knightsbridge-ში, ბრიტანეთის დედაქალაქის პატივსაცემი უბანში მდებარეობს, თავად კრუზი კი ხშირად სტუმრობს მდიდრულ წვეულებებს. Daily Mail-ის ცნობით, ერთ-ერთ ასეთ საღამოზე 61 წლის კრუიზს ახლდა მისი ახალი გატაცება - შავგვრემანი ქალი ელსინა ხაიროვა. 36 წლის ქალი წარმოშობით რუსეთიდანაა, ის თათარსტანის რესპუბლიკის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატის რინატ ხაიროვის ქალიშვილია.

როგორც გამოცემა წერს, წვეულება მთლიანად რუსულენოვანი იყო: სტუმრებმა Miss Europe 2006 კონკურსის ყოფილი მონაწილის, მოდელის ალინა ავრამენკოს დაბადების დღე აღნიშნეს. ტომი დიდი სიყვარულით ექცეოდა თავის კომპანიონ ქალს, თვითმხილველების თქმით, აშკარად შეყვარებულია მასზე.

"ისინი სულ ერთად იყვნენ, აშკარად წყვილია", - განუცხადა ერთ-ერთმა სტუმარმა Daily Mail-ს. "ის გიჟდება მასზე."

ტომი და ელსინა გასულ შაბათს საღამოს 22 საათზე გამოჩნდნენ წვეულებაზე და მაშინვე მიიპყრეს ყველას ყურადღება. ელსინას შავი კაბა ეცვა, მკერდზე მოქარგული rhinestone-ის ბაფთით. შეყვარებულები სიამოვნებით ესაუბრებოდნენ სხვა სტუმრებს, შემდეგ კი საცეკვაო მოედანზე მოხვდნენ. კრუზი და მისი რჩეული თითქმის დილამდე დარჩნენ და წვეულება ერთად დატოვეს.

”კრუზი ძალიან მეგობრული იყო - მას მუდმივად სთხოვდნენ სურათების გადაღებას, მაგრამ ის თავაზიან უარს ამბობდა. საბოლოოდ დიჯეიმ რუსულად გამაოცხადა, რომ მისტერ კრუზს არ სურდა ფოტოების გადაღება. მთელი ღამის განმავლობაში ცეკვავდა ელსინა ხაიროვასთან ერთად“, - განაცხადა საღამოს ერთ-ერთმა სტუმარმა.

ელისინა ხაიროვას ფიგურა იქამდეც მოხვედრილა ყურადღების ცენტრში. ის არის ყოფილი მოდელი რუსეთიდან, რომელსაც აქვს ბრიტანეთის მოქალაქეობა. ქალი დაქორწინებული იყო რუს ბიზნესმენ დიმიტრი ცვეტკოვზე. ელისინა თავის ყოფილ პარტნიორთან ერთად ფლობდა უამრავ სასახლეს ინგლისში, რომელთა ღირებულება 20 მილიონ დოლარს შეადგენდა. მათ ასევე ჰქონდათ ქონება დუბაიში და კვიპროსში, ასევე ძვირადღირებული მანქანების, სამკაულების, ჩანთების და ხელოვნების ნიმუშების კოლექციები.

ელისინა რამდენიმე თვის წინ დაშორდა დიმიტრის, რის შემდეგაც მათი განქორწინება ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან ქალს ყოფილმა მეუღლემ სასამართლოში უჩივლა. დიმიტრიმ ელისინა დაადანაშაულა აქტივების დამალვაში, მათ შორის ძვირადღირებული ჩანთების კოლექციის, რომლის ღირებულება 1 მილიონი აშშ დოლარი გახლდათ. იმავდროულად, ელისინამ თქვა, რომ მისი ყოფილი ქმარი იყო კრემლის ძებნილთა სიაში იყო.

ელსინას მამა, რინატ ხაიროვი, რომლის საპარლამენტო უფლებამოსილება სახელმწიფო სათათბიროში 2021 წელს დასრულდა, ხშირად საუბრობდა მისი ქალიშვილის სიმდიდრეზე. კაცის თქმით, ელსინას მდიდარი ქმარი სრულად უჭერდა მხარს.

"ჩემი ქალიშვილი უკვე ზრდასრულია. მისი ქმარი ბიზნესმენია და ჰყავს ორი შვილი. სკოლის დასრულების შემდეგ გათხოვდა და მოგვიანებით დაამთავრა ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტი“, - განაცხადა ხაიროვმა.

შეგახსენებთ, რომ ტომ კრუზი სამჯერ იყო დაქორწინებული. 1987 წლიდან 1990 წლამდე - მსახიობ მიმი როჯერსზე. მოგვიანებით ნიკოლ კიდმანზე, წყვილმა ორი ბავშვი ვაჟი კონორი და ქალიშვილი იზაბელა იშვილეს. მათ ქორწინებაში 11 წელი იცხოვრეს. 2001 წელს კრუიზმა განქორწინება მოითხოვა და განშორების მიზეზად "შეურიგებელი უთანხმოება" დაასახელა.

2006 წელს ტომი დაქორწინდა მსახიობ კეიტ ჰოლმსზე. ქორწილი მდიდრული იყო, მსახიობმა ულამაზესი ცერემონია იტალიაში მოაწყო. ექვსი თვით ადრე ახალდაქორწინებულებს შეეძინათ ქალიშვილი სური. 2012 წელს ჰოლმსმა ქმრისთვის მოულოდნელად, განქორწინება მოითხოვა და ქალიშვილზე სრული მეურვეობა მოითხოვა. მსახიობმა თქვა, რომ ის უარს ამბობდა საიენტოლოგიურ რწმენაზე, რომელსაც ტომი მისდევდა და სურის კათოლიკურ რწმენაში აღზრდიდა...წყარო