მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება "ნაციონალურ მოძრაობას" - ნუგზარ წიკლაური პარტიას ტოვებს
"სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება "ნაციონალურ მოძრაობას" - ნუგზარ წიკლაური პარტიას ტოვებს

ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა ამი­ე­რი­დან აღარ უკავ­შირ­დე­ბა „ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია უკვე დამ­თავ­რდა, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფილ­მა წევ­რმა, ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­მა, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში", ისე­ვე რო­გორც „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ახლა არის ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია.

ამას­თან, რო­გორც წიკ­ლა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, რომ­ლის რი­გებ­შიც სა­კუ­თარ თავს მო­ი­აზ­რებს, დამ­ფუძ­ნე­ბელ ყრი­ლო­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, იან­ვრის ბო­ლოს, თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში გა­მარ­თავს.

"ვფიქ­რობ, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია უკვე დამ­თავ­რდა. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ამის თქმა მი­წევს, მაგ­რამ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დღე­ვან­დელ­მა მმარ­თვე­ლო­ბამ, მის­მა მე­ნე­ჯმენ­ტმა უარ­ყო სა­კუ­თა­რი ის­ტო­რია, სა­კუ­თა­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი. ვფიქ­რობ, რომ სა­კუ­თარ ფუნ­და­მენტს ძირი გა­მო­უ­თხა­რა, რა­საც ყო­ველ­თვის ეყ­რდნო­ბო­და ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია. მას შემ­დეგ რაც მან უარ­ყო სა­კუ­თა­რი ამომ­რჩე­ვე­ლიც და ის პრინ­ცი­პე­ბი­ცა და იდე­ა­ლე­ბიც, რაც ყო­ველ­თვის იყო მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ვფიქ­რობ, რომ იქ აღარ დარ­ჩა სი­მარ­თლე. ამი­ტომ ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა ამი­ე­რი­დან აღარ უკავ­შირ­დე­ბა „ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“.

მთე­ლი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­დი, რომ არ მომ­ხდა­რი­ყო იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დე­ვალ­ვა­ცია, რაც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. პარ­ტი­ა­ში მმარ­თვე­ლო­ბამ უარ­ყო სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კურ საბ­ჭო, წარ­სუ­ლი და ის­ტო­რია, უარ­ყო ათი­ა­თა­სო­ბით სა­კუ­თა­რი ამომ­რჩე­ვე­ლი, და­ვი­ნა­ხეთ პარ­ტი­ის წევ­რე­ბის პო­ზი­ცია, ამის შემ­დე­გაც ვერ შე­ის­მი­ნა ვე­რა­ფე­რი ახალ­მა მმარ­თვე­ლო­ბამ. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც დღეს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბა­ში არი­ან, არ აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი ის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რაც მათ ჰქონ­დათ და­კის­რე­ბუ­ლი. ეს ხალ­ხი ვერ პა­სუ­ხობს დრო­ის გა­მოწ­ვე­ვებს. პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო­სა და მმარ­თვე­ლო­ბი­თი სტრუქ­ტუ­რე­ბის სრუ­ლი დაშ­ლა მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ასეთ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ თუ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, პარ­ლა­მენ­ტსაც ან სხვა დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებ­საც დაშ­ლი­ან.

ძა­ლი­ან ძნე­ლია, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რე­ბის უდი­დეს ნა­წილს უკავ­ში­რე­ბენ ერთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას და მერე ად­ვი­ლად მი­ი­ღო წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დეთ იმის­თვის, რომ გონს მო­გე­ბო­და მე­ნე­ჯმენ­ტი. სამ­წუ­ხა­როდ, მათ­თვის პრინ­ცი­პე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა მთა­ვა­რი და აღ­მოჩ­ნდა მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი. არ მგო­ნია, რომ ამან გა­ა­მარ­თლოს. მთე­ლი ამ 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვცდი­ლობ­დი არ მომ­ხდა­რი­ყო ასე­თი კო­ლი­ზია, ვი­თა­რე­ბის აქამ­დე მიყ­ვა­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბი და­ი­წყო მა­შინ, როცა პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო უკა­ნო­ნოდ და­შა­ლეს. მოხ­და ამ პარ­ტი­ის ბოლ­შე­ვი­ზა­ცია. ბევ­რჯერ ვცა­დეთ, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, მათ აქვთ სრუ­ლი­ად სხვა მიზ­ნე­ბი და ეს მიზ­ნე­ბი არ არის კავ­შირ­ში გა­მოწ­ვე­ვებ­თან.

მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ზო­გა­დად ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მის არის ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა. არ­სე­ბობს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რომ­ლის ხელ­დას­ხმით მოქ­მე­დე­ბენ სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რე­ბი. იგი­ვე ამ­ბა­ვი მოხ­და „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“. არ­სე­ბობს კვიპ­რო­სის კლუ­ბი თუ კლა­ნი და იქი­დან იმარ­თე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. რა­საც ჩა­ბე­რა­ვენ კვიპ­როს­ში, ის საყ­ვი­რე­ბი ამო­ი­ძა­ხე­ბენ აქ. ეს არის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი, ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ამ­ბა­ვი. შე­უძ­ლე­ბე­ლია ასეთ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ოს მმარ­თველ პო­ლი­ტი­კურ გუნდს . ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ფუ­ლით ფული ვერ და­მარ­ცხდე­ბა. ოლი­გარ­ქია ვერ და­მარ­ცხდე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბით, ვი­საც თვი­თონ აქვთ ოლი­გარ­ქო­ბის სურ­ვი­ლი და ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მა სხვა ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მით ვერ და­მარ­ცხდე­ბა.

ჩვენ კარ­გად ვი­ცით, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ხა­ბე­იშ­ვი­ლი არ არის მმარ­თვე­ლი, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით სა­ი­და­ნაც იმარ­თე­ბა ეს ვი­თა­რე­ბა. „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­შიც“ არის ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა. როცა ასე­თი ვი­თა­რე­ბაა, ადა­მი­ა­ნე­ბი ეძე­ბენ ახალ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ის პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მელ­საც და­ვა­ფუძ­ნებთ, პა­სუ­ხობ­დეს მთა­ვარს. სა­ხელ­წო­დე­ბა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­უ­ბა­რი. დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ყრი­ლო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, იან­ვრის ბო­ლოს, თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
0

ესეც გაბო.და თუ მანამდე იყო ააა?

====
0

აუჰ! დევიფსეთ და დევიდაგეთ! რა თქვი მაი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება "ნაციონალურ მოძრაობას" - ნუგზარ წიკლაური პარტიას ტოვებს

"სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება "ნაციონალურ მოძრაობას" - ნუგზარ წიკლაური პარტიას ტოვებს

ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მასთან დაკავშირებული ისტორია უკვე დამთავრდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა, "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში", ისევე როგორც „ქართულ ოცნებაში“ ახლა არის ოლიგარქიული მმართველობა, რაც მიუღებელია.

ამასთან, როგორც წიკლაურმა აღნიშნა, ახალი პოლიტიკური პარტია, რომლის რიგებშიც საკუთარ თავს მოიაზრებს, დამფუძნებელ ყრილობას, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში გამართავს.

"ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ისტორია უკვე დამთავრდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელმა მმართველობამ, მისმა მენეჯმენტმა უარყო საკუთარი ისტორია, საკუთარი ტრადიციები. ვფიქრობ, რომ საკუთარ ფუნდამენტს ძირი გამოუთხარა, რასაც ყოველთვის ეყრდნობოდა ევროპული მისწრაფებების ეს ორგანიზაცია. მას შემდეგ რაც მან უარყო საკუთარი ამომრჩეველიც და ის პრინციპებიცა და იდეალებიც, რაც ყოველთვის იყო მახასიათებელი, ვფიქრობ, რომ იქ აღარ დარჩა სიმართლე. ამიტომ ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

მთელი 9 თვის განმავლობაში ყველანაირად ვცდილობდი, რომ არ მომხდარიყო იმ ღირებულებებისა და დემოკრატიული ფასეულობების დევალვაცია, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო დაკავშირებული. პარტიაში მმართველობამ უარყო საკუთარი პოლიტიკურ საბჭო, წარსული და ისტორია, უარყო ათიათასობით საკუთარი ამომრჩეველი, დავინახეთ პარტიის წევრების პოზიცია, ამის შემდეგაც ვერ შეისმინა ვერაფერი ახალმა მმართველობამ. ის ადამიანები, ვინც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაში არიან, არ აქვთ გააზრებული ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რაც მათ ჰქონდათ დაკისრებული. ეს ხალხი ვერ პასუხობს დროის გამოწვევებს. პოლიტიკური საბჭოსა და მმართველობითი სტრუქტურების სრული დაშლა მეტყველებს იმაზე, რომ ასეთმა პოლიტიკურმა ძალამ თუ წარმატებას მიაღწია, პარლამენტსაც ან სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებსაც დაშლიან.

ძალიან ძნელია, როცა ადამიანები ცხოვრების უდიდეს ნაწილს უკავშირებენ ერთ პოლიტიკურ პარტიას და მერე ადვილად მიიღო წასვლის გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაფერი ვცადეთ იმისთვის, რომ გონს მოგებოდა მენეჯმენტი. სამწუხაროდ, მათთვის პრინციპები არ აღმოჩნდა მთავარი და აღმოჩნდა მოკლევადიანი მიზნები. არ მგონია, რომ ამან გაამართლოს. მთელი ამ 9 თვის განმავლობაში, ვცდილობდი არ მომხდარიყო ასეთი კოლიზია, ვითარების აქამდე მიყვანა. განსაკუთრებული ამბები დაიწყო მაშინ, როცა პოლიტიკური საბჭო უკანონოდ დაშალეს. მოხდა ამ პარტიის ბოლშევიზაცია. ბევრჯერ ვცადეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ აქვთ სრულიად სხვა მიზნები და ეს მიზნები არ არის კავშირში გამოწვევებთან.

მთავარი პრობლემა ზოგადად ქვეყნის პოლიტიკურ სისტემის არის ოლიგარქიული მმართველობა. არსებობს ბიძინა ივანიშვილი, რომლის ხელდასხმით მოქმედებენ სხვადასხვა პოლიტიკური პირები. იგივე ამბავი მოხდა „ნაციონალურ მოძრაობაში“. არსებობს კვიპროსის კლუბი თუ კლანი და იქიდან იმართება ყველაფერი. რასაც ჩაბერავენ კვიპროსში, ის საყვირები ამოიძახებენ აქ. ეს არის სრულიად მიუღებელი, ანტიდემოკრატიული ამბავი. შეუძლებელია ასეთმა პოლიტიკურმა ძალამ კონკურენცია გაუწიოს მმართველ პოლიტიკურ გუნდს . ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ფულით ფული ვერ დამარცხდება. ოლიგარქია ვერ დამარცხდება იმ ადამიანებით, ვისაც თვითონ აქვთ ოლიგარქობის სურვილი და ანტიდემოკრატიული სისტემა სხვა ანტიდემოკრატიული სისტემით ვერ დამარცხდება.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხაბეიშვილი არ არის მმართველი, ყველამ კარგად ვიცით საიდანაც იმართება ეს ვითარება. „ქართულ ოცნებაშიც“ არის ანტიდემოკრატიული მმართველობა. როცა ასეთი ვითარებაა, ადამიანები ეძებენ ახალ პოლიტიკურ ძალას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც დავაფუძნებთ, პასუხობდეს მთავარს. სახელწოდებაზე მიმდინარეობს საუბარი. დამფუძნებელი ყრილობა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში იქნება“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.