პოლიტიკა
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვობიდან ვმღეროდი, ნინი კი მისმენდა... ბოლოს ისე მოხდა, რომ მე აღარ ვმღერი და ნინი მღერის, მისით ამაყი ვარ" - ნინი ბრეგვაძის ძმა დის წარმატებული კარიერის შესახებ
"ბავშვობიდან ვმღეროდი, ნინი კი მისმენდა... ბოლოს ისე მოხდა, რომ მე აღარ ვმღერი და ნინი მღერის, მისით ამაყი ვარ" - ნინი ბრეგვაძის ძმა დის წარმატებული კარიერის შესახებ

მომ­ღე­რა­ლი ნინი ბრეგ­ვა­ძე ამე­რი­კულ მუ­სი­კა­ლურ კონ­კურსს, Voice-ს ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი­დან გა­მო­ე­თი­შა. ქარ­თველ­მა კონ­კურ­სან­ტმა სა­ჭი­რო ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ვერ და­აგ­რო­ვა.

"მად­ლო­ბა Voice-ს ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­მოც­დი­ლე­ბის­თვის! მად­ლო­ბა ნა­ილს(პრო­ექ­ტში ნი­ნის მწვრთნე­ლი), რომ ხართ სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლი და მე­გო­ბა­რი! და მად­ლო­ბა ყვე­ლას სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. ჩემი კა­რი­ე­რა ახლა იწყე­ბა! მიყ­ვარ­ხართ", - წერს ნინი.

  • "ფი­ნა­ლი ნი­ნის გა­რე­შე იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ჩემი და­ი­კო მა­ინც ყვე­ლა­ზე კარ­გია" - წერს ნი­ნის ძმა ბესო ბრეგ­ვა­ძე, რო­მე­ლიც დღეს ambebi.ge-ს რეს­პონ­დენ­ტია...

ბესო ბრეგ­ვა­ძე:

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, წე­ლი­წად ნა­ხევ­რით ვარ ნი­ნი­ზე უფ­რო­სი. ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რო­დი, ნინი კი მის­მენ­და ხოლ­მე, დამ­ყვე­ბო­და მოს­წავ­ლე­თა სა­სახ­ლე­ში. ბო­ლოს ისე მოხ­და, რომ მე აღარ ვმღე­რი და ნინი მღე­რის. ოჯახ­ში ხე­ლო­ვა­ნი არა­ვინ არის, მაგ­რამ ყვე­ლას აქვს მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნა. მე ძი­რი­თა­დად ქარ­თულ ფოლკ­ლორს ვმღე­რო­დი. ნი­ნის არც პე­და­გო­გი ჰყო­ლია, კომ­პი­უ­ტერ­თან იჯდა ხოლ­მე და ისე მღე­რო­და. 12 წლის იყო, რო­დე­საც თქვა, რომ ამე­რი­კა­ში წა­ვი­დო­და. მა­შინ გაგ­ვე­ღი­მა, ვუ­თხა­რით, წადი.

- რო­გო­რი ბავ­შვო­ბა გქონ­დათ?

- რო­გორც ყვე­ლას, 90-იანი წლე­ბის ბავ­შვებს. მე 94-ში და­ვი­ბა­დე, ნინი 96-ში. ჩვენ დრო­საც იყო უშუ­ქო­ბა, დენი რომ მო­დი­ო­და გვი­ხა­რო­და, ვმღე­რო­დით, რომ მი­დი­ო­და მა­ში­ნაც ვმღე­რო­დით.

ბესო და ნინი ბავ­შვო­ბა­ში

- ნი­ნის პირ­ვე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი რო­მე­ლი იყო?

- "იმედ­ზე“ მო­ნა­წი­ლე­ობ­და "ვო­ის­ში,“ მისი მენ­ტო­რი დათო ფორჩხი­ძე იყო. მა­შინ აიდ­გა ფეხი. შემ­დეგ იყო „რუს­თა­ვი 2“-ზე „იქს ფაქ­ტო­რი“, სა­დაც მო­გე­ბუ­ლი თან­ხით და მა­ლე­ვე წა­ვი­და ამე­რი­კა­ში. არა­ვის­თან არ წა­სუ­ლა, თქვა, უნდა გა­ვაგ­რძე­ლო მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რაო. მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან თა­ვი­სუფ­ლად გვზრდიდ­ნენ, მეც შვი­ლი მყავს და ახლა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, ექ­ვსი წლის ასაკ­ში მარ­ტო გა­ვუშ­ვა სკო­ლა­ში.

ნი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა, აი, ასე, ადგა და წა­ვი­და. ამე­რი­კა­ში ჩას­ვლის პე­რი­ო­დი მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ნინი მექ­სი­კით არ წა­სუ­ლა. მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ზე, ეს ნორ­მა­ლუ­რი ამ­ბა­ვია, ამას აკე­თებს ყვე­ლა. ჩვენც ასე ვუ­ყუ­რებ­დით, თუ დას­ჭირ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა, რა თქმა უნდა და­ვეხ­მა­რე­ბო­დით. თა­ვა­დაც თქვა,"ძა­ლი­ან ამა­ყი ვი­ყა­ვი იმის­თვის, რომ უკან დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვიო...“

ნინი ქარ­თულ "ვო­ის­ში", მენ­ტორ­თან, დათო ფორჩხი­ძეს­თან ერ­თად

- ნი­ნის სას­ცე­ნო სა­ხელ­ზე რას გვე­ტყვით, რო­გორ შე­არ­ჩია?

- ორი წლის წინ აირ­ჩია, უფრო მარ­ტი­ვია რომ ხალ­ხმა და­ი­მახ­სოვ­რო­სო.

- რაც წა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ ჩა­მო­სუ­ლა.

- დიახ, ყო­ველ წელს ჩა­მო­დის. ოჯა­ხი მო­ვი­სიყ­ვა­რუ­ლებთ ხოლ­მე. აქა­უ­რი რიტ­მი მის­თვის მა­ინც მდო­რეა, ის­ვე­ნებს ცო­ტას, სუქ­დე­ბა და უკან ბრუნ­დე­ბა.

- რო­დე­საც გა­ი­გეთ რომ "ვო­ის­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თქვე­ნი რე­აქ­ცია რო­გო­რი იყო?

- მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა, ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ, ძა­ლი­ან ნი­ნის შეს­რუ­ლე­ბით. ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებს ჩვე­ნი აზრი, რე­პე­ტი­ცი­ის დრო­საც გვი­რე­კავს და ვუს­მენთ ხოლ­მე. მაგ­რამ ისე აკე­თებს ყვე­ლა­ფერს, ბევ­რს ვე­რა­ფერს ურ­ჩევ. ოჯა­ხი­დან კი­დევ უფრო ემო­ცი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, ღა­მე­ე­ბი არ მე­ძი­ნა, რო­დე­საც ნი­ნის გა­მოს­ვლე­ბი იყო. ყვე­ლა ერ­თად ვიკ­რი­ბე­ბით და მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ბოლ­თას ვცემთ ხოლ­მე.

- თუმ­ცა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გას­ვლაც ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბა იყო მის­თვის, ხომ არ აქვს უკვე რა­ი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა?

- ჯერ­ჯე­რო­ბით შო­უს­თან კონ­ტრაქ­ტი აქვს, სა­დაც საკ­მა­ოდ მკაც­რი წე­სე­ბია გა­წე­რი­ლი. მაგ­რამ ამე­რი­კა ისე­თი ქვე­ყა­ნაა, რომ შე­იძ­ლე­ბა ერთ დღე­ში გახ­დე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი.

- ნი­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე რას გვე­ტყვით, უცხო­ურ გა­მო­ცე­მებ­ში წე­რია, რომ სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავს....

- ნინი არ არის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. ძი­რი­თა­დად მო­მა­ვალ­ზე სა­უბ­რობს ხოლ­მე, რას გა­ა­კე­თებს კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით. მთა­ვა­რია კარ­გად იყოს და რაც უნდა კა­რი­ე­რის მხრივ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს.

- ამ­ბო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ხე­ლახ­ლა აღ­მო­ა­ჩი­ნა ნინი ბრეგ­ვა­ძე....

- ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლია მუ­სი­კა­ლუ­რად, ძა­ლი­ან და­იხ­ვე­წა, შე­და­რე­ბაც არ არის. თქვენც ის­მენ­დით მენ­ტო­რე­ბის შე­ფა­სე­ბებს, თან ვინ აფა­სებს მა­გა­საც ხომ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
1

ამერიკა თუ ასეთი ყრუ იყო არ მეგონა..ისეთი მომღერლები გადავიდნენ ფინალში, რომ ნინის უბრალოდ არც შევადარებ

თამრიკო
2

საოცრად ნიჭიერი და შრომისმოყვარე ნინი! წარმატებები ცხოვრების ყველა ეტაპზე!... ეს მხოლოდ დასაწყისია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ბავშვობიდან ვმღეროდი, ნინი კი მისმენდა... ბოლოს ისე მოხდა, რომ მე აღარ ვმღერი და ნინი მღერის, მისით ამაყი ვარ" - ნინი ბრეგვაძის ძმა დის წარმატებული კარიერის შესახებ

"ბავშვობიდან ვმღეროდი, ნინი კი მისმენდა... ბოლოს ისე მოხდა, რომ მე აღარ ვმღერი და ნინი მღერის, მისით ამაყი ვარ" - ნინი ბრეგვაძის ძმა დის წარმატებული კარიერის შესახებ

მომღერალი ნინი ბრეგვაძე ამერიკულ მუსიკალურ კონკურსს, Voice-ს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. ქართველმა კონკურსანტმა საჭირო ხმების რაოდენობა ვერ დააგროვა.

"მადლობა Voice-ს ამ შესანიშნავი გამოცდილებისთვის! მადლობა ნაილს(პროექტში ნინის მწვრთნელი), რომ ხართ საუკეთესო მწვრთნელი და მეგობარი! და მადლობა ყველას სიყვარულისთვის. ჩემი კარიერა ახლა იწყება! მიყვარხართ", - წერს ნინი.

  • "ფინალი ნინის გარეშე იქნება, მაგრამ ჩემი დაიკო მაინც ყველაზე კარგია" - წერს ნინის ძმა ბესო ბრეგვაძე, რომელიც დღეს ambebi.ge-ს რესპონდენტია...

ბესო ბრეგვაძე:

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, წელიწად ნახევრით ვარ ნინიზე უფროსი. ბავშვობიდან ვმღეროდი, ნინი კი მისმენდა ხოლმე, დამყვებოდა მოსწავლეთა სასახლეში. ბოლოს ისე მოხდა, რომ მე აღარ ვმღერი და ნინი მღერის. ოჯახში ხელოვანი არავინ არის, მაგრამ ყველას აქვს მუსიკალური სმენა. მე ძირითადად ქართულ ფოლკლორს ვმღეროდი. ნინის არც პედაგოგი ჰყოლია, კომპიუტერთან იჯდა ხოლმე და ისე მღეროდა. 12 წლის იყო, როდესაც თქვა, რომ ამერიკაში წავიდოდა. მაშინ გაგვეღიმა, ვუთხარით, წადი.

- როგორი ბავშვობა გქონდათ?

- როგორც ყველას, 90-იანი წლების ბავშვებს. მე 94-ში დავიბადე, ნინი 96-ში. ჩვენ დროსაც იყო უშუქობა, დენი რომ მოდიოდა გვიხაროდა, ვმღეროდით, რომ მიდიოდა მაშინაც ვმღეროდით.

ბესო და ნინი ბავშვობაში

- ნინის პირველი მუსიკალური კონკურსი რომელი იყო?

- "იმედზე“ მონაწილეობდა "ვოისში,“ მისი მენტორი დათო ფორჩხიძე იყო. მაშინ აიდგა ფეხი. შემდეგ იყო „რუსთავი 2“-ზე „იქს ფაქტორი“, სადაც მოგებული თანხით და მალევე წავიდა ამერიკაში. არავისთან არ წასულა, თქვა, უნდა გავაგრძელო მუსიკალური კარიერაო. მშობლები ძალიან თავისუფლად გვზრდიდნენ, მეც შვილი მყავს და ახლა ვერ წარმომიდგენია, ექვსი წლის ასაკში მარტო გავუშვა სკოლაში.

ნინის დამოუკიდებლობა ძალიან დაეხმარა, აი, ასე, ადგა და წავიდა. ამერიკაში ჩასვლის პერიოდი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ნინი მექსიკით არ წასულა. მუშაობდა სხვადასხვა ადგილებზე, ეს ნორმალური ამბავია, ამას აკეთებს ყველა. ჩვენც ასე ვუყურებდით, თუ დასჭირდებოდა დახმარება, რა თქმა უნდა დავეხმარებოდით. თავადაც თქვა,"ძალიან ამაყი ვიყავი იმისთვის, რომ უკან დავბრუნებულიყავიო...“

ნინი ქართულ "ვოისში", მენტორთან, დათო ფორჩხიძესთან ერთად

- ნინის სასცენო სახელზე რას გვეტყვით, როგორ შეარჩია?

- ორი წლის წინ აირჩია, უფრო მარტივია რომ ხალხმა დაიმახსოვროსო.

- რაც წავიდა საქართველოში თუ ჩამოსულა.

- დიახ, ყოველ წელს ჩამოდის. ოჯახი მოვისიყვარულებთ ხოლმე. აქაური რიტმი მისთვის მაინც მდორეა, ისვენებს ცოტას, სუქდება და უკან ბრუნდება.

- როდესაც გაიგეთ რომ "ვოისში" მონაწილეობდა, თქვენი რეაქცია როგორი იყო?

- მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან ამაყი ვარ, ძალიან ნინის შესრულებით. ყოველთვის აინტერესებს ჩვენი აზრი, რეპეტიციის დროსაც გვირეკავს და ვუსმენთ ხოლმე. მაგრამ ისე აკეთებს ყველაფერს, ბევრს ვერაფერს ურჩევ. ოჯახიდან კიდევ უფრო ემოციურად არიან ჩართულები, ღამეები არ მეძინა, როდესაც ნინის გამოსვლები იყო. ყველა ერთად ვიკრიბებით და მარტივად რომ ვთქვათ, ბოლთას ვცემთ ხოლმე.

- თუმცა ნახევარფინალში გასვლაც ძალიან დიდი წარმატება იყო მისთვის, ხომ არ აქვს უკვე რაიმე შემოთავაზება?

- ჯერჯერობით შოუსთან კონტრაქტი აქვს, სადაც საკმაოდ მკაცრი წესებია გაწერილი. მაგრამ ამერიკა ისეთი ქვეყანაა, რომ შეიძლება ერთ დღეში გახდე ძალიან პოპულარული მომღერალი.

- ნინის პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით, უცხოურ გამოცემებში წერია, რომ საიდუმლოდ ინახავს....

- ნინი არ არის დაოჯახებული. ძირითადად მომავალზე საუბრობს ხოლმე, რას გააკეთებს კარიერული თვალსაზრისით. მთავარია კარგად იყოს და რაც უნდა კარიერის მხრივ წარმატებას მიაღწიოს.

- ამბობენ, რომ საქართველომ ხელახლა აღმოაჩინა ნინი ბრეგვაძე....

- ძალიან გაზრდილია მუსიკალურად, ძალიან დაიხვეწა, შედარებაც არ არის. თქვენც ისმენდით მენტორების შეფასებებს, თან ვინ აფასებს მაგასაც ხომ აქვს მნიშვნელობა.

წაიკითხეთ ასევე: