თურქული საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი ანკარაგუჩუ ფარუკ კოჯა და კიდევ ორი ადამიანი თურქეთის სუპერლიგის მატჩის დროს მსაჯზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. იქამდე თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ყველა მატჩი გაურკვეველი ვადით შეჩერდა.
ინციდენტი ორშაბათს საღამოს თურქეთის დედაქალაქში მოხდა ანკარაგუჩუსა და რიზესპორის მატჩის დროს, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ და გოლი მხოლოდ 97-ე წუთზე გაუშვეს. პირველ ტაიმში მსაჯმა ანკარაგუჩუს მოთამაშე ალი სოუს გატანილი გოლი არ ჩათვალა, მეორეში კი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა.
მსაჯი დაზიანებებით, მათ შორის მცირე მოტეხილობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დახმარება დასჭირდა კოჯასაც. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ მწვრთნელი მკურნალობის გავლის შემდეგ დააკავეს. მისივე თქმით, ჩხუბის სხვა მონაწილეები დაკავებულები არიან და კანონის შესაბამისად პასუხს აგებენ.
კოჩას განცხადებით, ინციდენტი "მსაჯის არასწორ გადაწყვეტილებებისა და პროვოკაციული ქცევებს მოჰყვა“. ამბობს, რომ მას სურდა "მსაჯისთვის სახეში შეფურთხა", მაგრამ საბოლოოდ "ჩაარტყა".
"ყველა ლიგაში მატჩები გაურკვეველი ვადით გადაიდო. ეს თავდასხმა სირცხვილია მთელი თურქული ფეხბურთისთვის“, - განაცხადა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის (TFF) პრეზიდენტმა მეჰმედ ბუკექსიმ.
37 წლის ჰალილ უმუთ მელერი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თურქი მსაჯია. ის არის უეფა-ს სიაში ყველაზე გამორჩეულ მსაჯთა შორის და ხშირად იძახებენ საერთაშორისო მატჩების დროს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შოკირებულია მომხდარით და მელერს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
"სპორტი ეს არის მშვიდობა და ძმობა. სპორტი შეუთავსებელია ძალადობასთან. ჩვენ არასოდეს დავუშვებთ რომ ძალადობამ თურქულ სპორტში შეაღწიოს“, - განაცხადა ერდოღანმა.
„ფეხბურთის მატჩები არ არის ბრძოლის ველი. ყველა გუნდი ერთდროულად ვერ გახდება ჩემპიონი. ჩვენ ყველამ უნდა გავიგოთ ეს. მოვუწოდებთ ყველას, აიღოს თავისი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა, მეჰმედ ბუკექსიმ.
"კლუბის პრეზიდენტების, მენეჯერების, მწვრთნელების და ტელევიზიის კომენტატორების მიერ მსაჯების წინააღმდეგ უპასუხისმგებლო განცხადებებმა გზა გაუხსნა დღევანდელ თავდასხმას", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.