მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხვირის ძვალი ამოეწია... მითხრა, დედიკო, ხელის თითები გამეზარდაო" - რა შედეგი აქვს აქონდროპლაზიის პრეპარატს, რომელიც საქართველოში დიდი ბრძოლის შემდეგ შემოვიდა?
"ცხვირის ძვალი ამოეწია... მითხრა, დედიკო, ხელის თითები გამეზარდაო" - რა შედეგი აქვს აქონდროპლაზიის პრეპარატს, რომელიც საქართველოში დიდი ბრძოლის შემდეგ შემოვიდა?

აქონ­დროპ­ლა­ზი­ის მქო­ნე ბავ­შვე­ბის და მათი მშობ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე თვი­ა­ნი მო­თხოვ­ნა, აქონ­დროპ­ლა­ზი­ის მქო­ნე მო­ზარ­დებს მათ­თვის სა­ჭი­რო პრე­პა­რა­ტი მი­ე­ღოთ, ნო­ემ­ბრის შუა რიცვხებ­ში დაკ­მა­ყო­ფილ­და. მოკ­ლედ, "წა­მა­ლი და­ი­დო“. 14 წლის ზაკო, 13 წლის დაჩი, 14 წლის ნი­კო­ლო­ზი და 4 წლის იო­ა­ნე – ის მო­ზარ­დე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტის ინი­ექ­ცია ნო­ემ­ბერ­ში პირ­ვე­ლად გა­ი­კე­თეს. რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ ეტაპ­ზე, რო­გორ გრძნო­ბენ ისი­ნი თავს, ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE ნი­კო­ლოზ ფი­ფი­ას დე­დას, აქ­ცი­ე­ბის აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლეს, ეკა ჭონ­ქა­ძეს ესა­უბ­რა.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის ისე­თი მხარ­და­ჭე­რა, რომ არა, ეს შე­დე­გი არ გვექ­ნე­ბო­და. ხალ­ხის თა­ნად­გო­მით მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ დღეს ბავ­შვე­ბი წა­მალს უკვე იკე­თე­ბენ. მა­ნამ­დე ჯან­დაც­ვას­თან წე­ლი­წად­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­წარ­მო­ებ­დით წე­რი­ლო­ბით ურ­თი­ერ­თო­ბას, ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაწ­ვდი­დით, მერე სამი თვე იქვე აქ­ცი­ას ვა­წყობ­დით და არა­ფე­რი გა­მო­ვი­და. საქ­მის კურ­სში არ გვა­ყე­ნებ­დნენ და არა­ფერს გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. ჩვე­ნი ყო­ვე­ლი მცდე­ლო­ბა უშე­დე­გო იყო. გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში ჯან­მრთე­ლო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში შეხ­ვედ­რა სამ მშო­ბელ­თან მო­ე­წყო და გვი­თხრეს, რომ წა­მალს პირ­ვე­ლე­ბი მი­ი­ღებ­თო, მაგ­რამ ნო­ემ­ბერ­ში რომ მი­ვე­დით, თქვე­ნი წა­მა­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ფი­ნანსდე­ბა და მო­მა­ვალ წლამ­დე და­ე­ლო­დე­თო. ამის მერე უკვე აღ­ვშფოთ­დით და სწო­რედ ამას მოჰ­ყვა ის სამ­თვი­ა­ნი აქ­ცია ჯან­დაც­ვას­თან.

- ამ ეტაპ­ზე სულ რამ­დე­ნი ბავ­შვი დაკ­მა­ყო­ფილ­და?

- 4 ბავ­შვია ჩარ­თუ­ლი და იან­ვრი­დან კი­დევ სხვა ბავ­შვე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ერ­თნენ. ამ ეტაპ­ზე წა­მალს იღებს - სამი თი­ნე­ი­ჯე­რი და ერთი 4 წლის პა­ტა­რა, იო­ა­ნე, რო­მელ­საც ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მა აქვს, კორ­სე­ტი აც­ვია და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. აქვს სუნ­თქვის პრობ­ლე­მაც.

- მათ შო­რის არის თქვე­ნი შვი­ლი, 14 წლის ნი­კო­ლოზ ფი­ფია. წამ­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ თავს რო­გორ გრძნობს?

- უკვე ერთი თვე გაგ­ვიხ­დე­ბა, რაც ყო­ველ­დღე იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში დავ­დი­ვართ, სა­დაც ნი­კო­ლო­ზი წა­მალს იკე­თებს. 2 კვი­რა­ში უკვე თვი­თონ და­ი­წყო ნემ­სის გა­კე­თე­ბა. წამ­ლის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ ერთ სა­ათ­ზე მეტს გვა­ჩე­რე­ბენ, აკ­ვირ­დე­ბი­ან, რამე რე­აქ­ცია რომ არ ჰქონ­დეთ, ან თავ­ბრუს­ხვე­ვა, წნე­ვის ვარ­დნა არ მოხ­დეს... წა­მა­ლი კეთ­დე­ბა მხრებ­ში, ხე­ლებ­ში, ბარ­ძაყ­ზე, მუ­ცელ­ზე, - სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, და­ახ­ლო­ე­ბით ისე, რო­გორც ინ­სუ­ლი­ნის ნემ­სი. ცოტა ხან­ში წა­მალს სახ­ლში გა­მოგ­ვა­ტა­ნენ, რომ მშო­ბელ­მა გა­ვუ­კე­თოთ, ან თუ შეძ­ლე­ბენ, თა­ვად გა­ი­კე­თონ. ნი­კო­ლო­ზი ამას თვი­თონ მშვე­ნივ­რად ახერ­ხებს - რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რა არ არის.

- ამ პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა რამ­დე­ნი ხანი უნდა გაგ­რძელ­დეს?

- ყო­ველ დღე, სა­ნამ ზრდის ზო­ნე­ბი არ და­ე­ხუ­რე­ბათ. ეს კი რენტგენ­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა. ახლა რომ გა­და­ვი­ღეთ, ნი­კო­ლოზს, 11-12 წლის ბავ­შვის ზრდის ზო­ნე­ბი აქვს. ანუ ღია, რაც ძა­ლი­ან კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ამის მი­ხედ­ვით პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა 2 წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი გვი­წევს, სა­ნამ, რო­გორც ვთქვი, ზრდის ზო­ნე­ბი არ და­ი­ხუ­რე­ბა.

- რო­გორ გრძნობს თავს?

- ახა­ლი და­წყე­ბუ­ლია, ჯერ საგ­რძნო­ბი შე­დე­გი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ შე­ვამ­ჩნიე, რომ ცხვი­რის ძვა­ლი ამო­ე­წია და მი­თხრა, დე­დი­კო, ხე­ლის თი­თე­ბი გა­მე­ზარ­დაო... რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი 6 თვის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდე­ბა. ცხვი­რის გარ­და ვა­ტყობ, სუნ­თქვაც ისე აღარ უჭირს. არის კარგ ხა­სი­ათ­ზე. თუმ­ცა უხა­სი­ა­თო ბიჭი არც მა­ნამ­დე იყო. ზაკო, დაჩი, იო­ა­ნე, ნი­კო­ლო­ზი ერ­თად და­დი­ან და წა­მალს იკე­თე­ბენ. ნი­კო­ლოზს და იო­ა­ნეს ერ­თად უწევთ კლი­ნი­კა­ში მის­ვლა. მე­ო­რე წყვილ­თან შე­და­რე­ბით, ესე­ნი უფრო აქ­ტი­უ­რე­ბი და ხმა­უ­რი­ა­ნე­ბი არი­ან. თა­ვი­დან სამი წლის იო­ა­ნე მე­კი­თხე­ბო­და - ეკა, ყო­ველ დღე რომ დავ­დი­ვართ, რა­ტომ ვი­კე­თებთ ნემსს? უნდა გა­ვი­ზარ­დოთ-თქო. იმ­ხე­ლა თვა­ლე­ბი გა­უხ­და, ისე გა­უ­ფარ­თოვ­და - ეს ბედ­ნი­ე­რე­ბის ემო­ცია იყო. იმ დღეს მე­უბ­ნე­ბა, ეკა, იცი, ახლა „ვა­ნას“ ვწვდე­ბიო...

ნი­კო­ლო­ზი აქ­ცი­ებ­ზე

- თვე­ე­ბის წინ მშობ­ლე­ბი აღელ­ვე­ბუ­ლე­ბი იყა­ვით, იყო ბრძო­ლა, ქუ­ჩა­ში ღა­მის თე­ნე­ბა, აქ­ცი­ე­ბი, და­პი­რე­ბა, მო­ლო­დი­ნი. ახლა რო­გო­რია თქვე­ნი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა?

მშობ­ლე­ბი ახლა უფრო მშვი­დად ვართ, მაგ­რამ ფხიზ­ლად, იმი­ტომ, რომ არი­ან სხვა ბავ­შვე­ბიც, რომ­ლე­ბიც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამ პროგ­რა­მა­ში უნდა ჩა­ერ­თონ. რად­გან ჩვენ მი­ვი­ღეთ წა­მა­ლი, სხვებ­მაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ღონ.

ეკა ჭონ­ქა­ძე აქ­ცი­ებ­ზე - ფოტო "პუბ­ლი­კა"

- ამ წამ­ლის გა­კე­თე­ბა რა ასა­კი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი?

- ია­პო­ნე­ლე­ბი აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ბავ­შვებს და­ბა­დე­ბი­დან­ვე უკე­თე­ბენ, ამე­რი­კა­ში 2 წლი­დან, მა­ნამ­დე 5 წლი­დან იწყებ­დნენ... ჩვენ­თან სულ 17 ბავ­შვია. მაგ­რამ ამ და­ა­ვა­დე­ბას აქვს სხვა­დას­ხვა კო­დი­რე­ბა. აქონ­დროპ­ლა­ზი­ის რა ჯგუფ­საც ეს წა­მა­ლი ეკუთ­ვნის, ასე­თი 12 ბავ­შვია. კი­დევ ვე­ლო­დე­ბით წა­მალს, სხვა კო­დე­ბით, რო­მე­ლიც აქონ­დროპ­ლა­ზი­ის და­ნარ­ჩე­ნი ჯგუ­ფის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი. ასე რომ, ახლა ვართ მშვი­დად, მაგ­რამ ფხიზ­ლად.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ნინო
2

Წამალი დაიდოს! Ისე ვაჟკაცურად თქვეს ამ საყვარელმა ბავშვებმა, რომ დაიდო წამალი. Ღმერთმა ქნას, შედეგიც დაიდოს. 

ლიკა
1

ხალხნო სირცხვილია ახლა დავა....მთავარია ეს ბავშვები ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ,გაიხარონ და სიხარულით ეცხოვროთ , ღმერთმა მათ და მათ მშობლებს იმედი აუსრულოს,უფალს მადლობა შევწიროთ ყველამ,ყველამ,თითოეულმა დედამ,რომ ყველა დედას კარგად ყავდეს თავის შვილები. მე უზომოდ მიხარია და მჯერა რომ მათ მშობლებთან ერთად, ჩვენც გავიხარებთ.უფალი შეგეწიოთ ჩემო პატარებო,ყველა მიყვარხართ ❤️❤️❤️💯💯💯

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ცხვირის ძვალი ამოეწია... მითხრა, დედიკო, ხელის თითები გამეზარდაო" - რა შედეგი აქვს აქონდროპლაზიის პრეპარატს, რომელიც საქართველოში დიდი ბრძოლის შემდეგ შემოვიდა?

"ცხვირის ძვალი ამოეწია... მითხრა, დედიკო, ხელის თითები გამეზარდაო" - რა შედეგი აქვს აქონდროპლაზიის პრეპარატს, რომელიც საქართველოში დიდი ბრძოლის შემდეგ შემოვიდა?

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების და მათი მშობლების რამდენიმე თვიანი მოთხოვნა, აქონდროპლაზიის მქონე მოზარდებს მათთვის საჭირო პრეპარატი მიეღოთ, ნოემბრის შუა რიცვხებში დაკმაყოფილდა. მოკლედ, "წამალი დაიდო“. 14 წლის ზაკო, 13 წლის დაჩი, 14 წლის ნიკოლოზი და 4 წლის იოანე – ის მოზარდები არიან, რომლებმაც საქართველოში აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატის ინიექცია ნოემბერში პირველად გაიკეთეს. რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე, როგორ გრძნობენ ისინი თავს, ამ თემაზე AMBEBI.GE ნიკოლოზ ფიფიას დედას, აქციების აქტიურ მონაწილეს, ეკა ჭონქაძეს ესაუბრა.

- საზოგადოების ისეთი მხარდაჭერა, რომ არა, ეს შედეგი არ გვექნებოდა. ხალხის თანადგომით მივაღწიეთ იმას, რომ დღეს ბავშვები წამალს უკვე იკეთებენ. მანამდე ჯანდაცვასთან წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვაწარმოებდით წერილობით ურთიერთობას, ინფორმაციას ვაწვდიდით, მერე სამი თვე იქვე აქციას ვაწყობდით და არაფერი გამოვიდა. საქმის კურსში არ გვაყენებდნენ და არაფერს გვეუბნებოდნენ. ჩვენი ყოველი მცდელობა უშედეგო იყო. გასული წლის ივნისში ჯანმრთელობის სამინისტროში შეხვედრა სამ მშობელთან მოეწყო და გვითხრეს, რომ წამალს პირველები მიიღებთო, მაგრამ ნოემბერში რომ მივედით, თქვენი წამალი ჯერჯერობით არ ფინანსდება და მომავალ წლამდე დაელოდეთო. ამის მერე უკვე აღვშფოთდით და სწორედ ამას მოჰყვა ის სამთვიანი აქცია ჯანდაცვასთან.

- ამ ეტაპზე სულ რამდენი ბავშვი დაკმაყოფილდა?

- 4 ბავშვია ჩართული და იანვრიდან კიდევ სხვა ბავშვებიც აუცილებლად უნდა ჩაერთნენ. ამ ეტაპზე წამალს იღებს - სამი თინეიჯერი და ერთი 4 წლის პატარა, იოანე, რომელსაც ხერხემლის პრობლემა აქვს, კორსეტი აცვია და მძიმე მდგომარეობაშია. აქვს სუნთქვის პრობლემაც.

- მათ შორის არის თქვენი შვილი, 14 წლის ნიკოლოზ ფიფია. წამლის მიღების შემდეგ თავს როგორ გრძნობს?

- უკვე ერთი თვე გაგვიხდება, რაც ყოველდღე იაშვილის კლინიკაში დავდივართ, სადაც ნიკოლოზი წამალს იკეთებს. 2 კვირაში უკვე თვითონ დაიწყო ნემსის გაკეთება. წამლის გაკეთების შემდეგ ერთ საათზე მეტს გვაჩერებენ, აკვირდებიან, რამე რეაქცია რომ არ ჰქონდეთ, ან თავბრუსხვევა, წნევის ვარდნა არ მოხდეს... წამალი კეთდება მხრებში, ხელებში, ბარძაყზე, მუცელზე, - სხეულის სხვადასხვა ადგილას, დაახლოებით ისე, როგორც ინსულინის ნემსი. ცოტა ხანში წამალს სახლში გამოგვატანენ, რომ მშობელმა გავუკეთოთ, ან თუ შეძლებენ, თავად გაიკეთონ. ნიკოლოზი ამას თვითონ მშვენივრად ახერხებს - რთული პროცედურა არ არის.

- ამ პრეპარატის მიღება რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს?

- ყოველ დღე, სანამ ზრდის ზონები არ დაეხურებათ. ეს კი რენტგენზე გამოჩნდება. ახლა რომ გადავიღეთ, ნიკოლოზს, 11-12 წლის ბავშვის ზრდის ზონები აქვს. ანუ ღია, რაც ძალიან კარგი მდგომარეობაა. ამის მიხედვით პრეპარატის მიღება 2 წელიწად-ნახევარი გვიწევს, სანამ, როგორც ვთქვი, ზრდის ზონები არ დაიხურება.

- როგორ გრძნობს თავს?

- ახალი დაწყებულია, ჯერ საგრძნობი შედეგი არ იქნება, მაგრამ შევამჩნიე, რომ ცხვირის ძვალი ამოეწია და მითხრა, დედიკო, ხელის თითები გამეზარდაო... რეალური შედეგი 6 თვის შემდეგ გამოჩნდება. ცხვირის გარდა ვატყობ, სუნთქვაც ისე აღარ უჭირს. არის კარგ ხასიათზე. თუმცა უხასიათო ბიჭი არც მანამდე იყო. ზაკო, დაჩი, იოანე, ნიკოლოზი ერთად დადიან და წამალს იკეთებენ. ნიკოლოზს და იოანეს ერთად უწევთ კლინიკაში მისვლა. მეორე წყვილთან შედარებით, ესენი უფრო აქტიურები და ხმაურიანები არიან. თავიდან სამი წლის იოანე მეკითხებოდა - ეკა, ყოველ დღე რომ დავდივართ, რატომ ვიკეთებთ ნემსს? უნდა გავიზარდოთ-თქო. იმხელა თვალები გაუხდა, ისე გაუფართოვდა - ეს ბედნიერების ემოცია იყო. იმ დღეს მეუბნება, ეკა, იცი, ახლა „ვანას“ ვწვდებიო...

ნიკოლოზი აქციებზე

- თვეების წინ მშობლები აღელვებულები იყავით, იყო ბრძოლა, ქუჩაში ღამის თენება, აქციები, დაპირება, მოლოდინი. ახლა როგორია თქვენი ემოციური მდგომარეობა?

მშობლები ახლა უფრო მშვიდად ვართ, მაგრამ ფხიზლად, იმიტომ, რომ არიან სხვა ბავშვებიც, რომლებიც უახლოეს მომავალში ამ პროგრამაში უნდა ჩაერთონ. რადგან ჩვენ მივიღეთ წამალი, სხვებმაც აუცილებლად უნდა მიღონ.

ეკა ჭონქაძე აქციებზე - ფოტო "პუბლიკა"

- ამ წამლის გაკეთება რა ასაკიდანაა შესაძლებელი?

- იაპონელები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს დაბადებიდანვე უკეთებენ, ამერიკაში 2 წლიდან, მანამდე 5 წლიდან იწყებდნენ... ჩვენთან სულ 17 ბავშვია. მაგრამ ამ დაავადებას აქვს სხვადასხვა კოდირება. აქონდროპლაზიის რა ჯგუფსაც ეს წამალი ეკუთვნის, ასეთი 12 ბავშვია. კიდევ ველოდებით წამალს, სხვა კოდებით, რომელიც აქონდროპლაზიის დანარჩენი ჯგუფისთვის იქნება განკუთვნილი. ასე რომ, ახლა ვართ მშვიდად, მაგრამ ფხიზლად.