პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაგიფინანსდებათ თუ არა მშობიარობისას აყვანილი ექიმის მომსახურება DRG მოდელით - მინისტრის მოადგილე განმარტებას აკეთებს
დაგიფინანსდებათ თუ არა მშობიარობისას აყვანილი ექიმის მომსახურება DRG მოდელით - მინისტრის მოადგილე განმარტებას აკეთებს

მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და სა­კე­ის­როს დროს, აყ­ვა­ნი­ლი ექი­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია იმ ტა­რიფ­ში, რო­მე­ლიც და­ვა­წე­სეთ. ამ სერ­ვი­სის გამო, არც ერთ კლი­ნი­კას არ აქვს უფ­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტი გა­იყ­ვა­ნოს და­ფი­ნან­სე­ბის DRG მო­დე­ლი­დან და ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში გვაქვს საკ­მა­ოდ მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ილია ღუ­დუ­შა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და.

ილია ღუ­დუ­შა­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, რე­ფორ­მა სექ­ტორ­თან მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­დე­გად გან­ხორ­ცი­ელ­და.

"ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს კლი­ნი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თგვარ, პრე­მი­უმ სერ­ვისს სთა­ვა­ზო­ბენ პა­ცი­ენ­ტებს, მა­გა­ლი­თად VIP პა­ლა­ტე­ბი და ა.შ, რა­საც სა­ხელ­მწი­ფო არ აფი­ნან­სებს. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ პა­ცი­ენტს სურს, ე.წ. VIP პა­ლა­ტა ან სხვა ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რუ­ლი სერ­ვი­სი, რა თქმა უნდა, შე­უძ­ლია, ერთჯე­რა­დად, გა­მო­ე­თი­შოს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მას და თა­ვად და­ა­ფი­ნან­სოს მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი. თუმ­ცა, აყ­ვა­ნი­ლი ექი­მის მომ­სა­ხუ­რე­ბა, და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ არის ტა­რიფ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და ამ მი­ზე­ზით, პა­ცი­ენ­ტის სა­ყო­ველ­თაო პროგ­რა­მი­დან გა­თიშ­ვა, არ შე­იძ­ლე­ბა. ახ­ლაც, რო­დე­საც პროგ­რა­მა სა­პი­ლო­ტე რე­ჟი­მი მოქ­მე­დებს, ვახ­დენთ რე­ა­გი­რე­ბას და კლი­ნი­კებს ვა­ტყო­ბი­ნებთ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, ამ მი­ზე­ზით, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, პა­ცი­ენ­ტე­ბი მო­ვა­ტყუ­ოთ.

თუმ­ცა, ორი თვის თავ­ზე, რო­დე­საც პროგ­რა­მის სა­პი­ლო­ტე რე­ჟი­მი დას­რულ­დე­ბა, ამოქ­მედ­დე­ბა სან­ქცი­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცი­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ილია ღუ­დუ­შა­ურ­მა.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლია.

"სერ­ვი­სე­ბის სენ­სი­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ძა­ლი­ან ადრე და­ვი­წყეთ კო­მუ­ნი­კა­ცია კლი­ნი­კებ­თან და ასო­ცი­ა­ცი­ებ­თან. ამ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­დე­გად, ვფიქ­რობ, რომ სამ­შო­ბი­ა­რო­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა მეტ ნაკ­ლე­ბად კმა­ყო­ფი­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა გარ­კვე­ულ გა­მოწ­ვე­ვებს, რაც კონ­კრე­ტულ, მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად ექი­მებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ხელ­დე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს აქვს კონ­კრე­ტუ­ლი პო­ზი­ცია - ეს არის კლი­ნი­კის და ექი­მის ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხი, რო­დე­საც ექი­მი არის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ჰყავს ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი, ამ შემ­თხვე­ვა­ში კლი­ნი­კამ და ექიმ­მა ანა­ზღა­უ­რე­ბის ნა­წი­ლი უნდა და­ა­რე­გუ­ლი­რონ შიდა სტრუქ­ტუ­რით, რაც ბევ­რად სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ილია ღუ­დუ­შა­ურ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

რუსუდანი
1

საინტერესოა, აყვანილი გინეკოლოგის ან ანესთეზიოლოგისთვის რა თანხებია გათვალისწინებული?! რეალურად მშობიარობა 1222 ლარზე გაცილებით ძვირი ჯდება. ჩემს მეუღლეს, რომელიც ანესთეზიოლოგია, უკვე გაუნახევრეს ხელფასი. ეპიდურაში 80 ლარის ნაცვლად 40 ლარს უხდიან, ხოლო თუ ფიზიოლოგიური მშობიარობა საკეისროში გადავიდა და ეპიდურის შემდეგ სპინალური გაკეთდა, მხოლოდ ეპიდურის განახევრებულ თანხას უხდიან. ამასთან 24 სთ იან მორიგეობაში მისი ანაზღაურება 10 (ათი)ლარია მხოლოდ. ამას მფლობელები drg პროგრამის გამო კლინიკის გაკოტრების საფრთხით ხსნიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

დაგიფინანსდებათ თუ არა მშობიარობისას აყვანილი ექიმის მომსახურება DRG მოდელით - მინისტრის მოადგილე განმარტებას აკეთებს

დაგიფინანსდებათ თუ არა მშობიარობისას აყვანილი ექიმის მომსახურება DRG მოდელით - მინისტრის მოადგილე განმარტებას აკეთებს

მშობიარობისა და საკეისროს დროს, აყვანილი ექიმის ანაზღაურება გათვალისწინებულია იმ ტარიფში, რომელიც დავაწესეთ. ამ სერვისის გამო, არც ერთ კლინიკას არ აქვს უფლება პაციენტი გაიყვანოს დაფინანსების DRG მოდელიდან და ასეთ შემთხვევებში გვაქვს საკმაოდ მკაცრი რეაგირება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

ილია ღუდუშაურის განმარტებით, რეფორმა სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად განხორციელდა.

"ქვეყანაში არსებობს კლინიკები, რომლებიც ერთგვარ, პრემიუმ სერვისს სთავაზობენ პაციენტებს, მაგალითად VIP პალატები და ა.შ, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს სურს, ე.წ. VIP პალატა ან სხვა ექსტრაორდინარული სერვისი, რა თქმა უნდა, შეუძლია, ერთჯერადად, გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და თავად დააფინანსოს მომსახურების ხარჯები. თუმცა, აყვანილი ექიმის მომსახურება, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არის ტარიფში გათვალისწინებული და ამ მიზეზით, პაციენტის საყოველთაო პროგრამიდან გათიშვა, არ შეიძლება. ახლაც, როდესაც პროგრამა საპილოტე რეჟიმი მოქმედებს, ვახდენთ რეაგირებას და კლინიკებს ვატყობინებთ, რომ არ შეიძლება, ამ მიზეზით, მარტივად რომ ვთქვათ, პაციენტები მოვატყუოთ.

თუმცა, ორი თვის თავზე, როდესაც პროგრამის საპილოტე რეჟიმი დასრულდება, ამოქმედდება სანქციები და შესაბამისი სანქციები აუცილებლად განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობა გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

"სერვისების სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ადრე დავიწყეთ კომუნიკაცია კლინიკებთან და ასოციაციებთან. ამ კომუნიკაციის შედეგად, ვფიქრობ, რომ სამშობიაროების აბსოლუტური უმრავლესობა მეტ ნაკლებად კმაყოფილია. რაც შეეხება გარკვეულ გამოწვევებს, რაც კონკრეტულ, მაღალანაზღაურებად ექიმებთან მიმართებაში სახელდება, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული პოზიცია - ეს არის კლინიკის და ექიმის ურთიერთობის საკითხი, როდესაც ექიმი არის ძალიან წარმატებული, ჰყავს ბევრი პაციენტი, ამ შემთხვევაში კლინიკამ და ექიმმა ანაზღაურების ნაწილი უნდა დაარეგულირონ შიდა სტრუქტურით, რაც ბევრად სამართლიანი იქნება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.