პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავა წლები, გონზე მოვა და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ წარმოუდგენელი და უპატიებელია" - მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადიასზე
"გავა წლები, გონზე მოვა და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ წარმოუდგენელი და უპატიებელია" - მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადიასზე

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სას­ჯელს მო­იხ­დის, თუ მი­უს­ჯის სა­სა­მარ­თლო, გავა წლე­ბი და ეს ადა­მი­ა­ნიც კი გონ­ზე მოვა და მიხ­ვდე­ბა, რომ ასე­თი ცი­ნიზ­მი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის მი­მართ არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და უპა­ტი­ე­ბე­ლი, - ასე უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­ა­სის გან­ცხა­დე­ბას, იმის შე­სა­ხებ, რომ „არა­ფერს ნა­ნობს“.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის თქმით, ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­ა­სის საქ­ცი­ე­ლი მხო­ლოდ მისი ბრა­ლი არ არის, ის გარ­კვე­ულ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა წა­ა­ქე­ზეს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად.

"ბრალ­დე­ბულს რაც უთ­ქვამს, ეს არის აღი­ა­რე­ბას­თან ერ­თად უკი­დუ­რე­სი ცი­ნიზ­მი. ზო­გა­დად ბრა­ლის შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბაა გულ­წრფე­ლი აღი­ა­რე­ბა და მო­ნა­ნი­ე­ბა, მაგ­რამ რო­დე­საც ცი­ნი­კუ­რად უყუ­რებს მის მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს და ასე ცი­ნი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­დის, ეს არის ბრა­ლის და­მამ­ძი­მე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბა. თუმ­ცა, იუ­რი­დი­უ­ლი შე­ფა­სე­ბა ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია, მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­ფა­სოთ უკი­დუ­რე­სი ცი­ნიზ­მი. თან მისი ბრა­ლი კი არ არის მარ­ტო, ეს ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი წა­ა­ქე­ზეს ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად. არ­სე­ბო­ბენ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი, უკვე შემ­დგარ პო­ლი­ტი­კო­სებს რომ უწო­დე­ბენ თა­ვის თავს, რომ­ლე­ბიც აქე­ზე­ბენ, ამარ­თლე­ბენ. მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბი რა­ღაც ბა­ნე­რებ­ზეც კი და­ხა­ტეს, და­ა­სუ­რა­თეს და მი­დი­ო­და ამის გა­მარ­თლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ეს ადა­მი­ა­ნიც ამ ნა­რა­ტივ­ზე გა­და­ერ­თო და მი­ვი­ღეთ მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლის სრო­ლა, პო­ლი­ცი­ე­ლის დაწ­ვის მცდე­ლო­ბა და შემ­დეგ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამის ავ­ტო­რის მიერ ცი­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. რაც უკი­დუ­რე­სად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი და სამ­წუ­ხა­როა“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, მარ­ტის აქ­ცი­ებ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 21 წლის ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სი გლ­და­ნის მე-8 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვებს პა­სუ­ხობს.

წე­რილ­ში გრი­გო­რი­ა­დი­სი აცხა­დებს, რომ ის „არა­ფერს ნა­ნობს“. ასე­ვე, ის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ და­დე­ბით გან­წყო­ბას აფიქ­სი­რებს და რო­გორც აღ­ნიშ­ნავს, მისი ოჯა­ხი პრე­ზი­დენტს შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
9

ეჰჰ...იმ დროს თვენ უკვე რუსეთში იქნებით გაქცეულები

Qeto
13

მაგ სტუდენტები მოგიღებენ ბოლოს ცოტა ხანში, სანაგვეზე რომ იფორთხებთ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"გავა წლები, გონზე მოვა და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ წარმოუდგენელი და უპატიებელია" - მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადიასზე

"გავა წლები, გონზე მოვა და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ წარმოუდგენელი და უპატიებელია" - მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადიასზე

დარწმუნებული ვარ, სასჯელს მოიხდის, თუ მიუსჯის სასამართლო, გავა წლები და ეს ადამიანიც კი გონზე მოვა და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ არის წარმოუდგენელი და უპატიებელი, - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, რომელიც შეეხებოდა ლაზარე გრიგორიადიასის განცხადებას, იმის შესახებ, რომ „არაფერს ნანობს“.

მამუკა მდინარაძის თქმით, ლაზარე გრიგორიადიასის საქციელი მხოლოდ მისი ბრალი არ არის, ის გარკვეულმა პოლიტიკოსებმა წააქეზეს დანაშაულის ჩასადენად.

"ბრალდებულს რაც უთქვამს, ეს არის აღიარებასთან ერთად უკიდურესი ცინიზმი. ზოგადად ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებაა გულწრფელი აღიარება და მონანიება, მაგრამ როდესაც ცინიკურად უყურებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და ასე ცინიკური განცხადებებით გამოდის, ეს არის ბრალის დამამძიმებელი გარემოება. თუმცა, იურიდიული შეფასება ჩვენ არ შეგვიძლია, მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე შეიძლება შევაფასოთ უკიდურესი ცინიზმი. თან მისი ბრალი კი არ არის მარტო, ეს ახალგაზრდა ადამიანი წააქეზეს ამ დანაშაულის ჩასადენად. არსებობენ სხვა ადამიანები, უკვე შემდგარ პოლიტიკოსებს რომ უწოდებენ თავის თავს, რომლებიც აქეზებენ, ამართლებენ. მოლოტოვის კოქტეილები რაღაც ბანერებზეც კი დახატეს, დაასურათეს და მიდიოდა ამის გამართლება, შესაბამისად ეს ადამიანიც ამ ნარატივზე გადაერთო და მივიღეთ მოლოტოვის კოქტეილის სროლა, პოლიციელის დაწვის მცდელობა და შემდეგ ამასთან დაკავშირებული ამის ავტორის მიერ ცინიკური დამოკიდებულება. რაც უკიდურესად დამაზიანებელი და სამწუხაროა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან “ინტერპრესნიუსის“ კითხვებს პასუხობს.

წერილში გრიგორიადისი აცხადებს, რომ ის „არაფერს ნანობს“. ასევე, ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებით განწყობას აფიქსირებს და როგორც აღნიშნავს, მისი ოჯახი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავენ.