ავტორი:

"საბავშვო კარუსელის" საახალწლო ზეიმი პატარებს და ჟურნალის მე-700 ნომერი, რომელიც ოცწლიანი ისტორიის გაგრძელებაა

"საბავშვო კარუსელის" საახალწლო ზეიმი პატარებს და ჟურნალის მე-700 ნომერი, რომელიც ოცწლიანი ისტორიის გაგრძელებაა

წინასაახალწლო დღეები საუკეთესო პერიოდია პატარების გასახარებლად და მათთვის სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად. ჟურნალმა „საბავშვო კარუსელმაც“ საბავშვო საახალწლო ღონისძიება ამ დროს დააანონსა, მით უმეტეს, რომ არსებობის თითქმის ოცწლიანი ისტორიის შემდეგ, დეკემბერში „საბავშვო კარუსელის“ უკვე მე-700 ნომერი გამოვიდა.

ამ სიმბოლურ თარიღთან დაკავშირდებით, ჟურნალის რედაქცია პატარებს „ბიბლუსი გალერეაში“, კაფე „პიატოს“ სივრცეში უმასპინძლებს.

საახალწლო ღონისძიებაზე ბავშვებს ცნობილი ავტორი, ვასო გულეური შეხვდება, რომელიც შემეცნებითი აქტივობებით გაახალისებს პატარებს.

ამის შემდეგ მუსიკალური გასართობი შოუ მოეწყობა, რომლის მსვლელობისას სიმბოლურად გაიხსნება „საბავშვო კარუსელის“ ვარსკვლავი.

საგანგებოდ ამ დღისთვის პატარა მკითხველებმა ახალი წლის, თოვლის პაპის და ცნობილი გმირის, თოვლის გუნდას თემაზე ნახატები დახატეს, რომლებიც ღონისძიების მსვლელობისას გამოიფინება. პატარებს ჟურნალები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ, რომლებიც პარტნიორებმა - „ბიბლუსმა“, მაღაზიათა ქსელმა „პეპელამ“ და „xs სათამაშოებმა“, გამომცემლობა პალიტრა L-მა, „ნაბეღლავმა“ და "ლოკო მოკომ" დააწესეს.

ღონისძიებაზე, რომელიც 16 დეკემბერს 14:00 საათზე ბიბლუსი გალერეაში გაიმართება (კანდელაკის 7), დასწრება თავისუფალია.

„საბავშვო კარუსელი“ შემეცნებით-გასართობი, ილუსტრირებული გამოცემაა, რომელიც, დაახლოებით, 4-10 წლის ასაკზეა ორიენტირებული.

საბავშვო კროსვორდების, თავსატეხების, ლაბირინთების გარდა, ჟურნალში ჩამაგრებულია სტიკერებიანი გვერდები და ასევე სახატავი და გასაფერადებელი აქტივობებისთვის განკუთვნილი ფურცლები.

ჟურნალი ყოველწლიურად სთავაზობს პატარებს მაგნიტური სათამაშოების თემატურ კოლექციებს, მაგალითად, ახლა პატარები „ქართული ზღაპრების გმირების“ კოლექციას აგროვებენ. ყოველ ნომერთან ერთად საჩუქრად იღებენ ზღაპრის გმირის მაგნიტურ სათამაშოს, რომელსაც საერთო დაფაზე ათავსებენ. ეს დაფაც საჩუქარია, რომელიც კოლექციის დასაწყისში გადაეცემათ. ჟურნალის ფასი 5 ლარია, თუმცა არსებობს გამოცემის პრემიუმპაკეტიც, რომელიც სტანდარტული პაკეტის პარალელურად გამოდის და საბავშვო წიგნი მოჰყვება სპეციალური ფასდაკლებით. პრემიუმპაკეტის ფასი ცვალებადია. ამჯერად დეკემბრის ნომერს მოჰყვება წიგნი საშობაო სამგანზომილებიანი ნახატებით, რომლის ფასიც, ჟურნალთან ერთად, 20 ლარია.

მომხმარებელს ყოველთვის აქვს არჩევანი, სტანდარტული პაკეტი შეიძინოს თუ პრემიუმი. ორივე მათგანი წარმოდგენილია საგაზეთო ჯიხურებში, ასევე „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.

„საბავშვო კარუსელი“ მედიაჰოლდინგ „პალიტრა მედიას“ წევრია, ისევე როგორც ბიბლუსი, პალიტრა L, მაღაზია „პეპელა“, „XS სათამაშოები“ და სხვა. შესაბამისად ყველა მათგანთან ექსკლუზიური შეთავაზებებით ვსარგებლობთ და ჩვენი მკითხველისთვისაც განსაკუთრებული ფასდაკლებების, საჩუქრების, პრემიუმპაკეტების შეთავაზება შეგვიძლია უპრეცედენტო ფასებად. ამიტომაც ჟურნალში ყოველთვის შეხვდებით 40%-იანი ფასდაკლების კუპონებს 6 საბავშვო წიგნზე, 30%-იანი ფასდაკლების კუპონს მაღაზია „პეპელას“ სრულ კოლექციაზე. ვცდილობთ, რომ „საბავშვო კარუსელი“ არა მხოლოდ ბავშვების საყვარელი ჟურნალი იყოს, არამედ ბავშვებისთვის განკუთვნილ საინტერესო, ეკონომიურ შეთავაზებებს მოუყაროს თავი და მშობლებს მეტი საშუალება მისცეს ბავშვების გასახარებლად“, - აცხადებს „საბავშვო კარუსელის“ რედაქტორი, შორენა ბურდილაძე.

R