მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
750 000 ევროს ღირებულების ბრილიანტის ბეჭედი პარიზში, სასტუმროს მტვერსასრუტში იპოვეს
750 000 ევროს ღირებულების ბრილიანტის ბეჭედი პარიზში, სასტუმროს მტვერსასრუტში იპოვეს

750 ათა­სი ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ბე­ჭე­დი, რო­მე­ლიც პა­რიზ­ში, სას­ტუმ­რო Ritz-ში და­ი­კარ­გა, მტვერ­სას­რუ­ტში იპო­ვეს. ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სამ­კა­უ­ლი მა­ლა­ი­ზი­ელ ბიზ­ნეს­მენს ეკუთ­ვნის - მან ბეჭ­დის და­კარ­გვის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ას პა­რას­კევს შე­ა­ტყო­ბი­ნა და მის მო­პარ­ვა­ში სას­ტუმ­როს პერ­სო­ნა­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

გა­ზეთ Le Parisien-ის ცნო­ბით, ბე­ჭე­დი დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კვი­რას, მტვერ­სას­რუ­ტის მტვრის ტო­მა­რა­ში იპო­ვეს. სა­ერ­თა­შო­რი­სო ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პრე­სას გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ბიზ­ნეს­მენს მის­თვის შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად სას­ტუმ­რო­ში სამი ღა­მის უფა­სოდ გა­ტა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზეს, თუმ­ცა მან უარი გა­ნა­ცხა­და.

"დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ფრთხი­ლი მუ­შა­ო­ბის წყა­ლო­ბით, ბე­ჭე­დი დღეს დი­ლით იპო­ვეს. გვინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ Ritz Paris Hotel-ის თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ბეჭ­დის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში და რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად აჩ­ვე­ნე­ბენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბას თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში“, - ნათ­ქვა­მია Ritz-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ბეჭ­დის მფლო­ბელ­მა პო­ლი­ცი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ მან სამ­კა­უ­ლი სას­ტუმ­როს ოთახ­ში მა­გი­და­ზე და­ტო­ვა და სა­ყიდ­ლებ­ზე წა­ვი­და. უკან დაბ­რუ­ნე­ბულს კი ბე­ჭე­დი მა­გი­და­ზე აღარ დახ­ვდა.

ბე­ჭე­დი ამ დრომ­დე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბა და მას მფლო­ბელს მალე და­უბ­რუ­ნე­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს სას­ტუმ­რო Ritz-ში ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თის და­კარ­გვის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა - 2018 წელს, სა­უ­დის არა­ბე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის ერთ-ერ­თმა წევ­რმა გა­ნა­ცხა­და, რომ სას­ტუმ­როს ნომ­რი­დან 800 000 ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის სამ­კა­უ­ლე­ბი და­ი­კარ­გა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუიზა
0

ზრაპარს ჰგავს.😁

მინიმუმ,
4

2 შეკითხვა ჩნდება: "საყიდლებზე მიმავალმა", ასეთი ძვირფასი ბეჭედი მაგიდაზე რატომ უნდა დატოვო, - მომსახურე პერსონალის პროვოცირებას ცდილობ? და მეორე: ამ სასტუმროში იატაკსაც და მაგიდასაც მტვერსასრუტით ასუფთავებენ, თან ისე უგულისყუროდ, რომ ძვირფასთვლიან ბეჭდებსაც ვერ ამჩნევენ? არადამაჯერებელია ჩემთვის! უბრალოდ, სკანდალი რომ ატყდა (თანაც, ადრეც ჰქონიათ ასეთი შემთხვევა), ქურდბაცაცა დამლაგებელმა მტვერსასრუტს შეაწოვინა და მერე საჯაროდ "იპოვა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

750 000 ევროს ღირებულების ბრილიანტის ბეჭედი პარიზში, სასტუმროს მტვერსასრუტში იპოვეს

750 000 ევროს ღირებულების ბრილიანტის ბეჭედი პარიზში, სასტუმროს მტვერსასრუტში იპოვეს

750 ათასი ევროს ღირებულების ბეჭედი, რომელიც პარიზში, სასტუმრო Ritz-ში დაიკარგა, მტვერსასრუტში იპოვეს. ძვირადღირებული სამკაული მალაიზიელ ბიზნესმენს ეკუთვნის - მან ბეჭდის დაკარგვის შესახებ პოლიციას პარასკევს შეატყობინა და მის მოპარვაში სასტუმროს პერსონალი დაადანაშაულა.

გაზეთ Le Parisien-ის ცნობით, ბეჭედი დაცვის თანამშრომლებმა კვირას, მტვერსასრუტის მტვრის ტომარაში იპოვეს. საერთაშორისო ძვირადღირებული სასტუმროების ქსელის წარმომადგენლებმა პრესას განუცხადეს, რომ ბიზნესმენს მისთვის შექმნილი დისკომფორტის ასანაზღაურებლად სასტუმროში სამი ღამის უფასოდ გატარება შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა.

"დაცვის თანამშრომლების ფრთხილი მუშაობის წყალობით, ბეჭედი დღეს დილით იპოვეს. გვინდა მადლობა გადავუხადოთ Ritz Paris Hotel-ის თანამშრომლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბეჭდის ძიების პროცესში და რომლებიც ყოველდღიურად აჩვენებენ პროფესიონალიზმს და კეთილსინდისიერებას თავიანთ საქმიანობაში“, - ნათქვამია Ritz-ის განცხადებაში.

ბეჭდის მფლობელმა პოლიციას განუცხადა, რომ მან სამკაული სასტუმროს ოთახში მაგიდაზე დატოვა და საყიდლებზე წავიდა. უკან დაბრუნებულს კი ბეჭედი მაგიდაზე აღარ დახვდა.

ბეჭედი ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში რჩება და მას მფლობელს მალე დაუბრუნებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს სასტუმრო Ritz-ში ძვირადღირებული ნივთის დაკარგვის პირველი შემთხვევა არაა - 2018 წელს, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ სასტუმროს ნომრიდან 800 000 ევროს ღირებულების სამკაულები დაიკარგა.