ავტორი:

ბრიტანული კომპანია ამუშავებს უპილოტო "რობო-თვითმფრინავის" იდეას, რომელიც 350 ტონამდე ტვირთის გადატანას შეძლებს

ბრიტანული კომპანია ამუშავებს უპილოტო "რობო-თვითმფრინავის" იდეას, რომელიც 350 ტონამდე ტვირთის გადატანას შეძლებს

ბრიტანული კომპანია ამუშავებს ინოვაციური "რობო-თვითმფრინავის" იდეას, რომელიც პილოტის გარეშე იფრენს და შეეძლება, რომ ერთი რეისისას, პლანეტის მესამედი შემოიაროს. "Drone-Liner"-ის თვითმფრინავი ადამიანებს საშუალებას მისცემს, რომ ნებისმიერი ადგილიდან გაგზავნონ და მიიღონ ტვირთი იმავე ან მომდევნო დღეს.

ამბიციური კომპანიის თქმით, მათ თვითმფრინავს პილოტი დისტანციურად ეყოლება. კიდევ ერთი რამ, რაც "Drone-Liner"-ს სხვა გადამზიდებისგან გამოარჩევს, მისი ფორმაა. ჩვეულებრივ ცილინდრული კორპუსის ნაცვლად, "რობო-თვითმფრინავს" მართკუთხა კორპუსი ექნება, რის გამოც კონტეინერებისთვის განკუთვნილი სივრცე აქ უფრო გონივრულად გადანაწილდება.

  • დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანიის თქმით, მათი ახალი თვითმფრინავი არა მხოლოდ მიწოდების დროს შეამცირებს, არამედ ტვირთის გადაზიდვის ხარჯებსაც.

იმის ნაცვლად, რომ საქონელი ლითონის სპეციალურ კონტეინერებში ჩააწყონ, ბრიტანული კომპანია გეგმავს, რომ ტვირთი მსუბუქი პლასტმასისგან და ვინილისგან დამზადებულ კონტეინერებში მოათავსოს, რაც მათ საწვავის ხარჯის დაზოგვაშიც დაეხმარება. მათი შერჩეული კონტეინერები 80%-ით ნაკლებს იწონის, ვიდრე სტანდარტული ლითონის კონტეინერები.

კომპანიამ თვითმფრინავის ორი მოდელი წარადგინა. ერთი მათგანი 200 ტონა ტვირთს დაიტევს, მეორე კი 350-ს. კომპანია მიზნად ისახავს, რომ ორივე "რობო-თვითმფრინავი" ჰიბრიდული იყოს და საფრენად გარემოსთვის ნაკლებ საზიანო საწვავი გამოიყენოს.

კომპანიის ზედმიწევნითი გეგმების მიუხედავად, მათ ჯერ არ ჰყავთ დამფინანსებელი, რომ თვითმფრინავების აგება და მათი შესაძლებლობების დემონსტრირება შეძლონ.

სტარტაპ კომპანიის დირექტორმა, თვითმფრინავის წარმოებაში მოყვანის საჭირო თანხად მილიარდი ფუნტი სტერლინგი დაასახელა.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა