პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს - ეს წარმატება დამსახურებულად ეკუთვნით საქართველოს მოქალაქეებს" - კვირიკაშვილი
"საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს - ეს წარმატება დამსახურებულად ეკუთვნით საქართველოს მოქალაქეებს" - კვირიკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლო წელ­გა­მარ­თუ­ლად იმ­სა­ხუ­რებს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუსს - ეს წარ­მა­ტე­ბა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ეკუთ­ვნით სა­ქარ­თვე­ლოს ქუ­ჩებ­ში არა­ერ­თხელ გა­მო­სულ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც სჯე­რათ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს.

მისი თქმით, უერ­თდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა სა­მარ­თლი­ან მო­თხოვ­ნას, "მო­უ­წო­დოს ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა წევრ ქვე­ყა­ნას, ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვან ევ­რო­პის ამ უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის უნი­კა­ლუ­რი შან­სი და კარი გა­უ­ღონ ტრი­ოს“.

"სა­ქარ­თვე­ლო წელ­გა­მარ­თუ­ლად იმ­სა­ხუ­რებს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუსს. ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წარ­მა­ტე­ბა მო­ი­ტა­ნა ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის თავ­და­დე­ბამ - ყვე­ლა­სი, ვინც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იღ­ვწო­და და სუ­ლით-ხორ­ცამ­დე გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვი­საც სჯე­რო­და ნამ­დვილ ქრის­ტი­ა­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ევ­რო­პის, რომ­ლის კულ­ტუ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი ყო­ველ­თვის იყო ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა.

ეს გა­მარ­ჯვე­ბა სის­ხლით მო­ი­პო­ვეს გმი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც იბ­რძოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის, სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში, ასე­ვე უკ­რა­ი­ნა­ში მხარ­დამ­ხარ მებ­რძოლ­მა უკ­რა­ი­ნელ­მა და ქარ­თველ­მა გმი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც სი­ცო­ცხლის ფა­სად იცა­ვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, დნესტრის­პი­რეთ­ში მოლ­დო­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მებ­რძოლ­მა გმი­რებ­მა და ა.შ.

ეს წარ­მა­ტე­ბა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ეკუთ­ვნით სა­ქარ­თვე­ლოს ქუ­ჩებ­ში არა­ერ­თხელ გა­მო­სულ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც სჯე­რათ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის.

2023 წლის 15 დე­კემ­ბრის მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა უდა­ვოდ გახ­ლავთ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­და­დე­ბულ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა და დიპ­ლო­მატ­თა არა­ერ­თი თა­ო­ბის ნაღ­ვა­წი.

და­ბო­ლოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ კრი­ტი­კას არ ვი­შუ­რებ, როცა ამის სა­ჭი­რო­ე­ბას ვხე­დავ, ამ შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა, მსურს გულ­წრფე­ლად მი­ვუ­ლო­ცო მათი, რო­გორც ხე­ლი­სუ­ფალ­თა, და ქვეყ­ნის ეს ის­ტო­რი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა.

მინ­და, ჩემი ხმა შე­ვუ­ერ­თო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა სა­მარ­თლი­ან მო­თხოვ­ნას, მო­უ­წო­დოს ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა წევრ ქვე­ყა­ნას, ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვან ევ­რო­პის ამ უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის უნი­კა­ლუ­რი შან­სი და კარი გა­უ­ღონ ტრი­ოს: ევ­რო­პის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თის (უკვე აღარ - "პოსტსაბ­ჭო­თა") სამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ქვე­ყა­ნას - სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნას და მოლ­დო­ვას - ევ­რო­კავ­ში­რის ღირ­სე­ულ მო­მა­ვალ წევ­რებს“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალობა....
1

700 000 დააბრუნე ქუმსიშვილთან ერთად .....

სოსო
0

ხალხი ყოველთვის იმსახურებს წინსვლას, მაგრამ ეს შედეგი, რომ არ დამდგარიყო ხალხს დაივიწყებდით და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას დააკისრებდით.

ავტორი:

"საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს - ეს წარმატება დამსახურებულად ეკუთვნით საქართველოს მოქალაქეებს" - კვირიკაშვილი

"საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს - ეს წარმატება დამსახურებულად ეკუთვნით საქართველოს მოქალაქეებს" - კვირიკაშვილი

საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს - ეს წარმატება დამსახურებულად ეკუთვნით საქართველოს ქუჩებში არაერთხელ გამოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც სჯერათ საქართველოს ევროპული მომავლის,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, უერთდება საქართველოს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას, "მოუწოდოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ხელიდან არ გაუშვან ევროპის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გაერთიანების გაძლიერების უნიკალური შანსი და კარი გაუღონ ტრიოს“.

"საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ეს უმნიშვნელოვანესი წარმატება მოიტანა ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული უამრავი ადამიანის თავდადებამ - ყველასი, ვინც ათწლეულების განმავლობაში იღვწოდა და სულით-ხორცამდე გაცნობიერებული ჰქონდა ადამიანის თავისუფლების მნიშვნელობა, ვისაც სჯეროდა ნამდვილ ქრისტიანულ ფასეულობებზე აღმოცენებული ევროპის, რომლის კულტურის განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო ქართული კულტურა.

ეს გამარჯვება სისხლით მოიპოვეს გმირებმა, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, საერთაშორისო მისიებში, ასევე უკრაინაში მხარდამხარ მებრძოლმა უკრაინელმა და ქართველმა გმირებმა, რომლებიც სიცოცხლის ფასად იცავენ თავისუფლებას, დნესტრისპირეთში მოლდოვის თავისუფლებისათვის მებრძოლმა გმირებმა და ა.შ.

ეს წარმატება დამსახურებულად ეკუთვნით საქართველოს ქუჩებში არაერთხელ გამოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც სჯერათ საქართველოს ევროპული მომავლის.

2023 წლის 15 დეკემბრის მოსალოდნელი გამარჯვება უდავოდ გახლავთ საქართველოს თავდადებულ საჯარო მოხელეთა და დიპლომატთა არაერთი თაობის ნაღვაწი.

დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკას არ ვიშურებ, როცა ამის საჭიროებას ვხედავ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მსურს გულწრფელად მივულოცო მათი, როგორც ხელისუფალთა, და ქვეყნის ეს ისტორიული წარმატება.

მინდა, ჩემი ხმა შევუერთო საქართველოს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას, მოუწოდოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ხელიდან არ გაუშვან ევროპის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გაერთიანების გაძლიერების უნიკალური შანსი და კარი გაუღონ ტრიოს: ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთის (უკვე აღარ - "პოსტსაბჭოთა") სამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანას - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას - ევროკავშირის ღირსეულ მომავალ წევრებს“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.