ავტორი:

ნინი ბრეგვაძის კიდევ ერთი ულამაზესი შესრულება, შოკში ჩავარდნილი ჟიური და მსმენელი და ერთი ნაბიჯი "ამერიკული "ვოისის" ფინალამდე

ნინი ბრეგვაძის კიდევ ერთი ულამაზესი შესრულება, შოკში ჩავარდნილი ჟიური და მსმენელი და ერთი ნაბიჯი "ამერიკული "ვოისის" ფინალამდე

ნინი ბრეგვაძემ, რომელიც მეორე თვეა წარმატებით ასპარეზობს ამერიკის The Voice-ში, პროექტის ნახევარფინალში ბილი აილიშის ცნობილი სიმღერა, "ჯეიმს ბონდის" საუნდტრეკი "No Time to Die", გამაოგნებლად შეასრულა და როგორც ჟიური, ისე მსმენელი აღაფრთოვანა. ნინის ფინალში მოსახვედრად ახლა ამერიკაში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა სჭირდება. ხმის მიცემა გრძელდება, ამისთვის უნდა გადმოწეროთ აპლიკაცია

https://apps.apple.com/app/id910608607 და მხარი დაუჭიროთ ნინის.

ის ამერიკულ პროექტში ნინი Nini Iris-ის სახელით გამოდის. შემსრულებელმა ნახევარფინალში კიდევ ერთხელ ჩააგდო შოკში როგორც მაყურებელი, ისე ჟიურის წევრები.

"მე შენი ფანი ვარ“, - უთხრა ნინის გამოსვლის შემდეგ მწვრთნელმა, ნაილ ჰორანმა და იქვე დაამატა, რომ ნინის სახელი დიდხანს დარჩება ამერიკელი მსმენელის მეხსიერებაში.

"საოცარია, რამდენად კარგად გაიცნო ხალხმა ჩემი ხელოვნება! მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომ აირჩიეს ეს საოცარი სიმღერა ჩემთვის. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, რომ ვიმყოფები იქ, სადაც ახლა ვარ და შეუძლებელია ემოციურად არ ვიყო განწყობილი. განსაკუთრებით ამ გამოსვლის შემდეგ!

ხალხმა გადაწყვიტოს, ვიმსახურებ თუ არა ფინალში ყოფნას!

მიყვარხართ...“ - წერს ნინი ნახევარფინალის შემდეგ სოციალურ ქსელში.

ნინის მიერ შესრულებული "No Time to Die" The Voice 2023-ის TOP 9 სიმღერაში მოხვდა.

"გაოგნებული ვარ, ისეთი გემოვნებიანი ხარ, როგორ ქმნი სიმღერას, შენ ისეთი ნიჭიერი ხარ“, - უთხრა აღფრთოვანებულმა გვენ სტეფანმა ნინის.