სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობიარობის დაფინანსების DRG მეთოდის შემოღება სამეანო მომსახურების ხარისხის შემცირებას გამოიწვევს - ამ ყველაფერს მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა" - ექსპერტი
"მშობიარობის დაფინანსების DRG მეთოდის შემოღება სამეანო მომსახურების ხარისხის შემცირებას გამოიწვევს - ამ ყველაფერს მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა" - ექსპერტი

მშო­ბი­ა­რო­ბის და­ფი­ნან­სე­ბის DRG მე­თო­დის შე­მო­ღე­ბა გა­მო­იწ­ვევს სა­მე­ა­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის შემ­ცი­რე­ბას, გარ­თუ­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას, მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ქვეყ­ნი­დან გა­დი­ნე­ბას, სამ­შო­ბი­ა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ხურ­ვას, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის შო­რის უმუ­შევ­რო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის გაზ­რდას, ორ­სუ­ლებს შე­ე­ზღუ­დე­ბა ექი­მის არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ლე­ლოს“ წევ­რმა, ექ­სპერ­ტმა ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში ვატო სურ­გუ­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, აგ­რეთ­ვე გაჩ­ნდე­ბა "black/grey თან­ხე­ბი“, მე­ა­ნის და სა­მე­ა­ნო ბრი­გა­დის დახ­მა­რე­ბის ჰო­ნო­რა­რის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­დახ­და მოხ­დე­ბა, "უკვე და­წყე­ბუ­ლია“.

"სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლე­ბის DRG სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გვსურს მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია: მშო­ბი­ა­რო­ბა და სა­კე­ის­რო კვე­თა სრუ­ლად ფი­ნანსდე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ 1221.92 ლა­რით.

და­ფი­ნან­სე­ბის თან­ხა გა­ი­ზარ­და, რად­გან აქამ­დე 500 ლა­რით ფი­ნანსდე­ბო­და ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბა და 800-ით სა­კე­ის­რო კვე­თა. ეს და­დე­ბი­თი და პო­ზი­ტი­უ­რი სა­კი­თხია სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, თუმ­ცა ამას თან მოჰ­ყვა გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, რაც იპყრობს ჩვენს ყუ­რა­დღე­ბას. მა­გა­ლი­თად, გა­უქ­მდა პერ­სო­ნა­ლუ­რი ექი­მის აყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. ყვე­ლა ორ­სუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლია იმ­შო­ბი­ა­როს ან გა­ი­კე­თოს სა­კე­ის­რო კვე­თა მო­რი­გე ბრი­გა­და­ში.

პერ­სო­ნა­ლუ­რი ექი­მის აყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი მშო­ბი­ა­რე იხ­სნე­ბა DRG სის­ტე­მი­დან, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავს: მშო­ბი­ა­რო­ბის სრუ­ლი სა­ფა­სუ­რის თა­ვად გა­დახ­დას (კლი­ნი­კა­ში შიდა სტან­დარ­ტით გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, ფიზ. მშო­ბი­ა­რო­ბა და სა­კე­ის­რო კვე­თა გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი ღირს, ვიდ­რე 1221 ლა­რია). პლუს ექი­მის აყ­ვა­ნის თან­ხა და პლუს, თუ მოხ­და და გარ­თულ­და შემ­თხვე­ვა, სა­ხელ­მწი­ფო უარს ამ­ბობს ყვე­ლა­ნა­ი­რი ფი­ნან­სურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე (ამ თან­ხის გა­დახ­დაც მო­უ­წევს პა­ცი­ენტს). თუ მოხ­და და კლი­ნი­კა­ში ამ ყვე­ლაფ­რის გვერ­დის ავ­ლით ექიმ­მა გა­ბე­და და აიღო ანა­ზღა­უ­რე­ბა (ჰო­ნო­რა­რი, რაც ადრე იბეგ­რე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს მიერ 20%-ით), დგე­ბა ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

ამას გარ­და, ექი­მი ვალ­დე­ბუ­ლია, ყო­ველ­წლი­უ­რად ფი­ნან­სუ­რად უზ­რუნ­ველ­ყოს და მი­ი­ღოს უწყვე­ტი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა, და­აგ­რო­ვოს ე.წ. კრე­დიტ ქუ­ლე­ბი. მრა­ვა­ლი სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლი 1221.92 ლა­რი­დან თეთ­რს არ უხ­დის ექიმს, მხო­ლოდ მო­რი­გე­ო­ბის თან­ხას (და მრა­ვა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი პირი უკვე მო­უ­წო­დებს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, ხელ­ზე თან­ხის აღე­ბის­კენ)!!!! აქ დას­კვნე­ბი თქვენ გა­ა­კე­თეთ.

ამ ყვე­ლა­ფერს, სრუ­ლი­ად მალე მოჰ­ყვე­ბა მრა­ვა­ლი სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის და­ხურ­ვა (შემ­დეგ პოს­ტში აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მოვ­თვლით ამ სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლებს) და ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "დიდი ჯი­ბე­ე­ბის“ და­კე­რე­ბა თეთრ ხა­ლა­თებ­ზე.

რო­გორ გგო­ნი­ათ, ექი­მი, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წელი სწავ­ლობ­და, შრო­მობ­და, მო­რი­გე­ობ­და, გა­დი­ო­და სხვა­დას­ხვა სას­წავ­ლო კურსს, ვალ­დე­ბუ­ლია არა­სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში, უხელ­ფა­სოდ მი­ვი­დეს სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში და ამ­შო­ბი­ა­როს პა­ცი­ენ­ტი ან გა­უ­კე­თოს სა­კე­ის­რო კვე­თა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ სა­კითხს, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ამ­ბობს, რომ 1221,92 ლარ­ში კლი­ნი­კე­ბი ვალ­დე­ბუ­ლია გა­და­უ­ხა­დონ ექი­მებს აყ­ვა­ნის თან­ხა. სამ­შო­ბი­ა­რო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა ამ­ბო­ბენ, რომ 1221,92 ლა­რი­დან რე­ა­ლუ­რი ხარ­ჯი არის 1100 ლარი… თუ რო­მე­ლი­მე სამ­შო­ბი­ა­რო ჩა­დებს 120 (ხელ­ზე ასა­ღე­ბი კი­დევ უფრო შემ­ცირ­დე­ბა თან­ხა) ლარს აყ­ვა­ნის თან­ხას, ექიმს უღირს 120 ლა­რად ღა­მის გა­თე­ნე­ბა, სა­კე­ის­როს გა­კე­თე­ბა ან მშო­ბი­ა­რო­ბის მი­ღე­ბა. თა­ნაც თუ შემ­თხვე­ვა გარ­თულ­და, ხში­რად ხდე­ბა ის­ტო­რი­ის ფი­ნან­სუ­რი "გა­და­ხარ­ჯვა“, ამ შემ­თხვე­ვა­ში ექი­მი აი­ღებს ჰო­ნო­რარს?

პ.ს. შემ­დეგ პოს­ტში აუ­ცი­ლებ­ლად მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას, DRG -ის სის­ტე­მის მი­ხედ­ვით, რო­გორ შე­იც­ვა­ლა ახალ­შო­ბილ­თა რე­ა­ნი­მა­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბა…!!!“, - აღ­ნიშ­ნავს ვატო სურ­გუ­ლა­ძე, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბა­საც "ლელო“ ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

კლინიკებს რამხელა შემოსავლები აქვთ, იქიდან ექიმებს თუ არ აძლევენ ხელფასს, აბა რაში ხარჯავენ ამ თანხებს? მხოლოდ კლინიკის ხელმძღვანელები ისქელებენ ჯიბეებს და არავისთვის ემეტებათ ფული, თუკი 500 ლარი გყოფნიდათ, როგორმე 1200 ლარი გაანაწილეთ ისე, რომ გეყოთ! მაგრამ ვფიქრობ, რომ ვისაც ექიმის აყვანა უნდა, ეს არ უნდა იყოს აკრძალული და ამის გამო დაფინანსება არ უნდა მოუხსნან, ეს არასწორად მიმაჩნია

ლია
0

მიკვირს ერთი რამ- ამ სისტემის შემოღებამდე 800 ლარად ხომ აკეთებდნენ საკეისროს? ამას დავუმატოთ აყვანილი ექიმი- განა რამდენს აძლევდნენ? - ვთქვათ 400- 500 ლარი- დაადე შიდასტანდარტით 800 ლარი და აყვანილი ექიმს გადაუხადე 400-500 ... ვისაც უნდა არ ატის კატასტროფული თანხა და გადაიხდის, თუ არადა ჩასვი ის პრესტიჟული ექიმები მორიგე ოპერატორად( ოპერაციას ერთი ხომ ვერ გააკეთებს) და ის დანამატი თანხა 800 ლარის ზემოთ რაც მოუმატეს ამჟამად , იმ ექიმს მიეცი..

მაგრამ არა- ყველაფერზე ხო უნდა იწუწუნონ..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"მშობიარობის დაფინანსების DRG მეთოდის შემოღება სამეანო მომსახურების ხარისხის შემცირებას გამოიწვევს - ამ ყველაფერს მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა" - ექსპერტი

"მშობიარობის დაფინანსების DRG მეთოდის შემოღება სამეანო მომსახურების ხარისხის შემცირებას გამოიწვევს - ამ ყველაფერს მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა" - ექსპერტი

მშობიარობის დაფინანსების DRG მეთოდის შემოღება გამოიწვევს სამეანო მომსახურების ხარისხის შემცირებას, გართულებული შემთხვევების და ლეტალური შემთხვევების რაოდენობის ზრდას, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების ქვეყნიდან გადინებას, სამშობიარო დაწესებულებების დახურვას, სამედიცინო პერსონალის შორის უმუშევრობის მაჩვენებლის გაზრდას, ორსულებს შეეზღუდება ექიმის არჩევანის შესაძლებლობა, - ამის შესახებ "ლელოს“ წევრმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აგრეთვე გაჩნდება "black/grey თანხები“, მეანის და სამეანო ბრიგადის დახმარების ჰონორარის არაფორმალური გადახდა მოხდება, "უკვე დაწყებულია“.

"სამშობიარო სახლების DRG სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია: მშობიარობა და საკეისრო კვეთა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 1221.92 ლარით.

დაფინანსების თანხა გაიზარდა, რადგან აქამდე 500 ლარით ფინანსდებოდა ფიზიოლოგიური მშობიარობა და 800-ით საკეისრო კვეთა. ეს დადებითი და პოზიტიური საკითხია სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ამას თან მოჰყვა გარკვეული საკითხები, რაც იპყრობს ჩვენს ყურადღებას. მაგალითად, გაუქმდა პერსონალური ექიმის აყვანის საშუალება. ყველა ორსული ვალდებულია იმშობიაროს ან გაიკეთოს საკეისრო კვეთა მორიგე ბრიგადაში.

პერსონალური ექიმის აყვანის შემთხვევაში კი მშობიარე იხსნება DRG სისტემიდან, რაც ავტომატურად ნიშნავს: მშობიარობის სრული საფასურის თავად გადახდას (კლინიკაში შიდა სტანდარტით გადახდის შემთხვევაში, ფიზ. მშობიარობა და საკეისრო კვეთა გაცილებით უფრო მეტი ღირს, ვიდრე 1221 ლარია). პლუს ექიმის აყვანის თანხა და პლუს, თუ მოხდა და გართულდა შემთხვევა, სახელმწიფო უარს ამბობს ყველანაირი ფინანსურ პასუხისმგებლობაზე (ამ თანხის გადახდაც მოუწევს პაციენტს). თუ მოხდა და კლინიკაში ამ ყველაფრის გვერდის ავლით ექიმმა გაბედა და აიღო ანაზღაურება (ჰონორარი, რაც ადრე იბეგრებოდა სახელმწიფოს მიერ 20%-ით), დგება ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი.

ამას გარდა, ექიმი ვალდებულია, ყოველწლიურად ფინანსურად უზრუნველყოს და მიიღოს უწყვეტი სამედიცინო განათლება, დააგროვოს ე.წ. კრედიტ ქულები. მრავალი სამშობიარო სახლი 1221.92 ლარიდან თეთრს არ უხდის ექიმს, მხოლოდ მორიგეობის თანხას (და მრავალი ხელმძღვანელი პირი უკვე მოუწოდებს სამედიცინო პერსონალს, ხელზე თანხის აღებისკენ)!!!! აქ დასკვნები თქვენ გააკეთეთ.

ამ ყველაფერს, სრულიად მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა (შემდეგ პოსტში აუცილებლად ჩამოვთვლით ამ სამშობიარო სახლებს) და ეგრეთ წოდებული "დიდი ჯიბეების“ დაკერება თეთრ ხალათებზე.

როგორ გგონიათ, ექიმი, რომელიც მრავალი წელი სწავლობდა, შრომობდა, მორიგეობდა, გადიოდა სხვადასხვა სასწავლო კურსს, ვალდებულია არასამუშაო საათებში, უხელფასოდ მივიდეს სამშობიარო სახლში და ამშობიაროს პაციენტი ან გაუკეთოს საკეისრო კვეთა.

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ 1221,92 ლარში კლინიკები ვალდებულია გადაუხადონ ექიმებს აყვანის თანხა. სამშობიაროების უმეტესობა ამბობენ, რომ 1221,92 ლარიდან რეალური ხარჯი არის 1100 ლარი… თუ რომელიმე სამშობიარო ჩადებს 120 (ხელზე ასაღები კიდევ უფრო შემცირდება თანხა) ლარს აყვანის თანხას, ექიმს უღირს 120 ლარად ღამის გათენება, საკეისროს გაკეთება ან მშობიარობის მიღება. თანაც თუ შემთხვევა გართულდა, ხშირად ხდება ისტორიის ფინანსური "გადახარჯვა“, ამ შემთხვევაში ექიმი აიღებს ჰონორარს?

პ.ს. შემდეგ პოსტში აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას, DRG -ის სისტემის მიხედვით, როგორ შეიცვალა ახალშობილთა რეანიმაციის დაფინანსება…!!!“, - აღნიშნავს ვატო სურგულაძე, რომლის განცხადებასაც "ლელო“ ავრცელებს.