პაკისტანში შეიარაღებული დაჯგუფება პოლიციის განყოფილებას დაესხა თავს, დაიღუპა 4 და დაშავდა 28 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, დერა ისმაილ ხანში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანურმა თალიბანის დაჯგუფებამ აიღო.
შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის განყოფილების შესასვლელთან ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომანქანა ააფეთქეს, შემდეგ კი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს.
პაკისტანურმა თალიბანის დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ სამიზნეს პაკისტანის არმია წარმოადგენდა.