ქვეყნის მასშტაბით, 3036 სუროგატი დედაა რეგისტრირებული, 2012 წლიდან დღემდე კი სუროგაციის გზით 5393 ბავშვი დაიბადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროს, სერვისების განვითარების სააგენტოდან საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2012 წლიდან დღემდე, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებიდან 54 მკვდრადშობილი იყო.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სუროგაციის გზით ყველაზე მეტი ბავშვი - 933, 2023 წლის 11 თვეში დაიბადა, მათ შორის 4 მკვდრადშობილია. 2022 წელს სულ 838 ბავშვია დაბადებული, 2021 წელს კი სუროგაციის გზით 318 ახალშობილი გაჩნდა.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, მონაცემები სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ რეგისტრირებული სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა სამოქალაქო აქტების ჩანაწერებს ეყრდნობა.
2012 წლამდე მონაცემებიც გვაინტერესებს.
კომერციული სუროგაცია ადამიანებით ვაჭრობის თანამედროვე ფორმაა სადაც ქალის ბუნებისგან ბოძებული დედობის ფუნქცია , თანახის სანაცვლოდ მოსიარულე ინკუბატორის ფუნქციამდე არის დაყვანილი,ბავშვი კი გასაყიდი საქონელის როლს ასრულებს ,ამასთან, ხშირ შემთხვევაში დამკვეთი სრულიად უცხო ადამიანი ,უცხო ქვეყნის წარმომადგენელია, რომელისთვისაც სუროგატი დედა მხოლოდ მის სურვილებს მორგებული,უსახელო ინკუბატორია. ეგ ფაქტი რატომღაც ავიწყდებათ "ქალთა უფლებებისთვის" მებრძოლ სახვადასხვა ჯიშის გრანტიჭამიებს, გასაგებიცაა ფულს მაგაში არვინ იხდის ,პირიქით უფრო რეკლამაში იმაზება ფინანსები. სამაგიეროდ ბევრი იწერება უკვე მაგ პრობლემებზე ადამიანების უფლებებისთვის რეალურად მებრძოლების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან,რომლებიც ღიად საუბრობენ იმ ფსიქოლოგიურ და ჯანმრთელობის პრობლემებზე რაც სუროგაციას მოჰყვება!
და ბოლოს მცირე სტატისტიკა სუროგაცია სრულიად აკრძალულია ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ავსტრია: გერმანია ,საფრანგეთი,ნორვეგია, შვედეთი,აშშ -ს შტატების ნაწილი...
ისეთ ქვეყნებში როგორიც ისრაელია აკრძალულია სუროგაცია თანხის სანაცვლოდ ,რეკლამა ან სხვა სახის პიარი. სუროგატი დედა გენეტიკურ კავშირში უნდა იყოს წყვილთან და თვითონ პროცეზე სახელწიფოს თანხმობა სპეციალური საბჭოდან გაიცემა.
სამაგიეროდ ე.წ.მესამე ქვეყნებში ეგ ბიზნეს სრულიად უკონტროლოდ ,თავის ნებაზეა მშვებული და მშვენივრად ყვავის, დამკვეთები კი როგორ წესი მდიდარი და "ცივილიზებული" ერების წარმომადგენლები გახლავთ ( აბა თქვენ რა გეგონათ ,კოლონიალიზმი წარსულს ჩაბარდა? :)) )